“მანჩესტერმა” ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელი დაიმატა

“პსვ ეინდჰოვენის” 21 წლის შემტევის ყველაზე კარგი პლიუსი ისაა, რომ საჯარიმო დარტყმებს ბრწყინვალედ ასრულებს.

თუ თქვენ გადაჰხედავთ ევროპის 6 საუკეთესო ჩემპიონატში გატანილი ჯარიმების რაოდენობას, ნახავთ, რომ მემფის დეპაი 7 გოლით ლიდერობს.

მეორე და მესამე ადგილს ბუნდესლიგის წარმომადგენლები, ჰაკან ჩალჰანოღლუ და ზლატკო იუნუზოვიჩი იკავებენ, რომლებსაც ხუთ-ხუთი გოლი აქვთ.

z

რაც შეეხებათ, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს, ჰოლანდიელი მათაც საგრძნობლად უსწრებს.

ro

ვან გაალი: “ჩვენ რომ არ გვეყიდა დეპაი, მას “პსჟ” აუცილებლად დაიმატებდა”

ლუის ვან გაალმა ისაუბრა, თუ რატომ მიაღწია შეთანხმებას დეპაის ტრანსფერთან დაკავშირებით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მემფის დეპაი “მანჩესტერ იუნაიტედს” 25 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდება.

“ჩვენ ამ ტრანსფერის განხორციელება ყველას დავასწარით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მემფისს ფრანგული გუნდი გაიფორმებდა. დეპაის გადმოყვანა იმიტომ არ გამიჭირდა, რომ “პსვ”-ს მმართველებთან კარგი ურთიერთობა მაქვს,”-განაცხადა ვან გაალმა.

მოსალოდნელია, რომ მომავალ კვირაში ახალგაზრდა წინახაზელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და “წითელ ეშმაკებთან” ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.



ოფიციალურად: დეპაი “მანჩესტერის” ფეხბურთელია

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების შემტევი, მემფის დეპაი კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს.

მოლაპარაკებები გუნდებს შორის დიდი ხანია იყო. დღეს “პსვ”-მ გარიგება ოფიციალურად დაადასტურა.

De Telegraaf-ის თქმით, “მანკუნიანელებმა” 21 წლის წინახაზელში 30 მილიონი ევრო გადაიხადეს(22.3 მლნ ფუნტი). კონტრაქტის პირობები არ ხმაურდება.

აქვე დავამატებთ იმასაც, რომ მემფისმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 38 შეხვედრაში 27-ჯერ გაიტანა.



„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მემფის დეპაისთან მოლაპარაკება დაიწყო

გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „პსვ ეინდჰოვენის“ ნახევარმცველ მემფის დეპაისთან მოლაპარაკება დაიწყო.

ინგლისური კლუბი ჰოლანდიელით უკვე დიდი ხნის განმავლობაში ინტერესდება, თუმცა მასთან უშუალო დიალოგი მხოლოდ ახლა დაიწყო. აქამდე დეპაისთან კონტაქტი „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ წარმოადგენლებსაც ჰქონიათ.

თავის მხვრივ, პსვ-ს ხელმძღვანელობამ ფეხბურთელსა და მის აგენტ კესუ პლუგსმეს მოლაპარაკების დასრულების საშუალება მისცა. როგორც კი დეპაი არჩევანს გააკეთებს, მის შესაძლო ახალ კლუბს 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

“99,9%-ით დეპაი პრემიერ ლიგაში გადავა”

ვან გაალის რევოლუცია: ჰოლანდიელს ბეილი, ჰუმელსი და ლორისი სჭირდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობამ შესაძლოა დიდი ცვლილებები განიცადოს.

თითქმის გადაწყვეტილია ის ამბავი, რომ ლუი ვან გაალის გუნდი ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება. ახლა, Daily Mail ადგენს იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც “წითელ ეშმაკებს” ევროტურნირისთვის გააძლიერებთ.

ჰოლანდიელს პირველი ფეხბურთელი, ვინც ძალიან სჭირდება, გარეთ ბეილია. უელსელს დიდი ხანია, რაც “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ. 2007 წელს მას ჰქონდა “წითელ ეშმაკებში” გადასვლის შანსი, თუმცა “ტოტენჰემი” არჩია. ამას გარდა, ბეილს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის.

მეორე პრობლემატური პოზიცია ინგლისურ გრანდში დაცვის ხაზია. ვან გაალი ამ პრობლემის მოგვარებას “საუთჰემპტონის” ნიჭიერი მარჯვენა მცველით, ნათანიელ კლაინით აპირებს, რომელიც ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება. “წმინდანებმა” ინგლისელს მომავლის გადაწყვეტისთვის ათი დღე მისცა. ასევე, ალბიონელებს დორტმუნდის “ბორუსიას” 26 წლის ლიდერის, მათს ჰუმელსის გაფორმების ძალიან კარგი შანსი აქვთ. მსოფლიო ჩემპიონი მზად არის დატოვოს გერმანია, რომელსაც “შავ-ყვითლები” 25 მილიონ ევროდ აფასებენ.

რა თქმა უნდა, ვან გალი ძალიან კმაყოფილია დე ხეას თამაშით და არ აპირებს მის შეცვლას, მაგრამ იძულებულია. ესპანელ კიპერს მადრიდის “რეალი” ძალიან მაცდურ წინადადებას და კვირაში 200,000 სთავაზობს, რაზეც ვერცერთი მეკარე იტყვის უარს, ამიტომ, “მანჩესტერს” უწევს თავის დაცვა და წინასწარი კარგი მეკარის შეძენა.

და ბოლოს, “მანკუნიანელები” მემფის დეპაის დამატებას ეცდებიან. ლუი მზადაა, ახალგაზრდა შემტევი პირადად დაიყოლიოს ინგლისში გადაბარგებაზე. გუნდში მას ხუან მატას და ანხელ დი მარიას ალტერნატივად ჰხედავენ.

არნესენი: “99,9%-ით დეპაი პრემიერ ლიგაში გადავა”

საფეხბურთო ფუნქციონერი ფრანკ არნესენი დარწმუნებულია, რომ მემფის დეპაი პრემიერ ლიგას შეუერთდება.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ლივერპული” და “მანჩესტერი” ჰოლანდიელი შემტევის გაფორმებასთან ახლოს არიან.

“პსვ”-ს ყოფილი სპორტული დირექტორი მიიჩნევს, რომ მემფის დეპაი მომავალ სეზონს ინგლისში დაიწყებს.

“ამის ალბათობა 99.9%-ია,”-განაცხადა ამჟამად “ეტიჰად სტედიუმის” დირექტორმა.

“რა თქმა უნდა, მას პრემიერ ლიგაში ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება, რადგან ჰოლანდიიდან ასეთი დონის ჩემპიონატს შეუერთდება. “ლივერპული” “მანჩესტერთან” ბრძოლაში მცირეოდენ უპირატესობას ფლობს”.

“ნაკლებად სავარაუდოა, ამ ბიჭისგან თავიდან სასწაული მოითხოვონ. დარწმუნებული ვარ, მემფისი პრემიერ ლიგაში ყველას გააოცებსმ”-განაცხადა არნესენმა.

“პსვ”: დეპაი 25 მილიონი ღირს

ჰოლანდიის ჩემპიონები ელიან ბიუჯეტის სერიოზულად გაზრდას გუნდის ლიდერის გაყიდვის შემდეგ.

Eindhovens Dagblad-ის ინფორმაციით, “პსვ” მემფისს 25 მილიონ ევროდ აფასებს. რამდენიმე კლუბი მზადაა ამ თანხის გადასახდელად, ხოლო გუნდი იმ შეთავაზებას დათანხმდება, რომელიც მათთვის მომგებიანი იქნება.

თუ The Sun-ს დავუჯერებთ, ახალგაზრდა შემტევის ტრანსფერისთვის ბრძოლაში ფავორიტი “მანჩესტერი” და “ლივერპულია”.

ამ სეზონში, დეპაიმ ყველა ჩემპიონატში 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 26 გოლი და გააკეთა ექვსი შედეგიანი პასი.

“მანჩესტერი” და “ლივერპული” – ბრძოლა დეპაისთვის

დიდი ალბათობით, “პსვ”-ს ლიდერი, მემფის დეპაი ზაფხულში გუნდს გამოიცვლის.

De Telegraaf-ის გავრცელებული ინფრომაციით, ჰოლანდიელისთვის ზაფხულში ბრძოლას “მანჩესტერი” და “ლივერპული” გამართავენ. ადრე, მემფისით “ტოტენჰემი”, “არსენალი” და “ჩელსი” ინტერესდებოდა.

წყაროს თანახმად, ტრანსფერისთვის ბრძოლაში ფავორიტი “მანჩესტერ იუნაიტედია”. ვან გაალი მის ყოფილ თანამშრომელს პირადად გაესაუბრება და დაყოლიებას ეცდება.

რაც შეეხებათ, “პსვ”-ს მწვრთნელისა და ხელმძღვანელების თქმით, ისინი ვერ ხედავენ მიზეზს, რის გამოც 21 წლის შემტევმა გუნდი უნდა გამოიცვალოს.

მიმდინარე სეზონში, დეპაიმ 26 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

კოკუ: „ვფიქრობ, მემფის დეპაი ზაფხულში სხვა კლუბში გადავა“

„პსვ ეინდჰოვენის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ კოკუმ განაცხადა, რომ მისი კლუბი მემფის დეპაის გასაშვებად მზადაა.

„დეპაის გაშვება ადვილი არ იქნება, მაგრამ უნდა ვიამაყოთ, რომ ასეთი ფეხბურთელი აღვზარდეთ. ყველას ესმის, რომ მემფისი ახალი ნაბიჯის გადასადგმელად მზადაა. ვფიქრობ, ზაფხულშუ ის პსვ-ს დატოვებს“, – განაცხადა კოკუმ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მემფისის შეძენა ორ მანჩესტერულ კლუბს „იუნაიტედსა“ და „სიტის“ სურს.

დეპაი “მანჩესტერთან” ახლოსაა

“მანკუნიანელები” “პსვ”-ს გაფორმებასთან ახლოს არიან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლანდიელით “ლივერპული” და “ტოტენჰემი” ინტერესდებოდნენ, თუმცა ამჟამინდელ წყაროებზე დაყრდნობით, სულ მალე ახალგაზრდა მემფის დეპაი “წითელ ეშმაკებს” შეუერთდება.

ამდენად, გარიგება შეიძლება მოხდეს ზაფხულში, რომელიც 31 მილიონი ევრო დაჯდება.

მიმდინარე სეზონში, დეპაის ანგარიშზე 33 მატჩში 22 გოლია.

Goal.com: დეპაის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა სურს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ „პსვ ეინდჰოვენთან“ ნახევარმცველ მემფის დეპაის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო.

Goal.com-ის ინფორმაციით, 21 წლის ჰოლანდიელმა ინგლისურ კლუბში გადასვლა თავად ისურვა, „წითელმა ეშმაკებმა“ კი ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებაში პროგრესს მიაღწიეს. წყარო ასევე იმის შესახებაც წერს, რომ ფეხბურთელს სათამაშო დროის მიღების გარანტიაც უნდა.

ცნობისთვის, მემფისის სატრანსფერო ფასი 31 მილიონ ევროს შეადგენს.

მემფის დეპაიმ ვარჯიშზე თანაგუნდელებს „დასცინა“ (ვიდეო)

პსვ-ს შემტევი მემფის დეპაი თავისი ნიჭის დემონსტრირებას აგრძელებს. ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მან თავისი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან წარმოაჩნა და თანაგუნდელები უშანსოდ დატოვა.