მარკ გასოლი: „მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშებ“

„მემფის გრიზლისისა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრმა მარკ გასოლმა განაცხადა, რომ საშინაო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

„ნაკრების შემადგენლობაში ვიქნები. ჩემთვის სეზონი ერთი კვირის წინ დასრულდა და მოედანზე სიამოვნებთ დავბრუნდები“, – განუცხადა გასოლმა ACB.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ზაკ რენდოლფი: „მემფისი ჩემი სახლია“

„მემფის გრიზლისის“ ფორვარდი ზაკ რენდოლფი, რომელიც თავის კარიერაში თავისუფალი აგენტი ჯერჯერობით არასდროს ყოფილა, იმედოვნებს, რომ „გრიზლისის“ მაისურით გამოსვლას გააგრძელებს.

„აქ დარჩენა მსურს. მემფისი ჩემი სახლია. ჩემი შვილები ადგილობრივ სკოლაში დადიან. აქ სახლი მაქვს. 21 წლის ბიჭი არ ვარ. ამჟამად ჩემი კარიერის პიკი დადგა და ვიმედოვნებ, რომ „გრიზლისში“ დავრჩები“, – განუცხადა რენდოლფმა „იაჰუ სპორტს“.

ალექსანდრე მატევოსოვი

კევინ დურანტი: „აუცილებლად უნდა მოგვეგო“

დღეს, გამთენიისას,„მემფის გრიზლისსა“ და „ოკლაჰომა-სიტი თანდერს“ შორის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის სერიის მეექვსე მატჩი გაიმართა, რომელიც „თანდერის“ გამარჯვების 84:104 დასრულდა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კი კევინ დურანტი დასახელდა, რომელმაც 36 ქულა დააგროვა.

წარმოგიდგენთ ოკაჰომელთა წამყვანი მოთამაშის მატჩისშემდგომ კომენტარს:

„ვალდელნი ვიყავით, მოგვეგო. როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხარ, მოტივაცია გემატება. მეშვიდე და გადამწყვეტ მატჩში კიდევ უფრო კარგად უნდა ვითამაშოთ, რათა შემდგომ ეტაპზე გავიდეთ“, – განუცხადა ფორვარდმა ESPN.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მემფის გრიზლისის“ ყოფილი მფლობელი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

„მემფის გრიზლისის“ ყოფილი პრეზიდენტი მაიკლ ჰეისლი შაბათს, ილინოისში, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მილიარდერის სიკვდილის მიზეზი 15 თვის წინ მიღებული ინსულტის შემდგომ გამოწვეული დაავადებაა.

შეგახსენებთ, რომ ჰეისლიმ „გრიზლისის“ აქციები 2000 წელს შეიძინა. მაშინ მან კლუბი ვანკუვერიდან მემფისში გადაიყვანა და საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტის პოსტზე ლეგენდარული ჯერი უესტი დანიშნა. გასული სეზონის დაწყების წინ ჰეისლიმ კლუბი რობერტ პერეს მიჰყიდა.

შენგელიას „ნეტსი“ „ნიქსთან“ დამარცხდა, „ბულსმა“ და „კლიპერსმა“ დიდი ანგარიშით იმარჯვეს

ღამით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სამი საინტერესო მატჩი შედგა. წარმოგიდგენთ ამ შეხვედრების შედეგებს.

„მემფის გრიზლისი“ – „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ – 81:101 (20:18, 22:22, 11:24, 28:37)

„გრიზლისი“: კუფოსი (17 ქ. 9 მ.), კონლი (16 ქ.), პონდეკსტერი (15 ქ. 5 პ. 3 ჩ.), რენდოლფი (12 ქ. 12 მ. 7 დ.)
„კლიპერსი“: პოლი (15 ქ. 8 პ.), კოლისონი (15 ქ.), კროუფორდი (!5 ქ.), გრიფინი (14 ქ. 9 მ. 5 პ.), ჯეიმისონი (11 ქ.), ჯორდანი (10 ქ. 14 მ. 3 ბ.)

„ბრუკლინ ნეტსი“ – „ნიუ-იორკ ნიქსი“ 83:113 (23:29, 20:21, 16:34, 24:29)

„ნეტსი“: ლოპესი (24 1. 9 მ.), ჯონსონი (13 ქ.), ლივინგსტონი (9 ქ.), ანდერსონი (8 ქ.), პლამლი (8 ქ.), ტელეტოვიჩი (6 ქ. 8 მ.), შენგელია (3 ქ. 2 მ.)
„ნიქსი“: ენტონი (19 ქ. 10 მ. 6 პ.), შამპერტი (17 ქ. 6 მ.), ბარნიანი (16 ქ. 3 ბ.), ფელტონი (13 ქ.), ჰარდუეი (12 ქ.)

„ჩიკაგო ბულსი“ – „მაიამი ჰიტი“ – 107:87 (29:20, 29:24, 27:19, 22:24)

„ბულსი“: ბუზერი (27 ქ. 9 მ.), დენგი (20 ქ. 5 მ. 5 პ.), გიბსონი (19 ქ. 6 მ.), ნოა (17 ქ. 15 მ.), ჰაინრიკი (13 ქ. 5 მ. 7 პ.)
„ჰიტი“: ჯეიმსი (21 ქ. 5 მ. 3 ჩ.), ბიზლი (15 ქ. 7 მ.), კოული (12 ქ.), ბოში (10 ქ.), ალენი (9 ქ.)

”გრიზლისმა” მელოს წასვლის საშუალება მისცა

მოგეხსენებათ, არც ისე დიდ ხნის წინ, ”ბოსტონ სელტიკსმა” ცენტრი ფაბ მელო ”მემფის გრიზლისში” დონტე გრინის სანაცვლოდ გაუშვა. გარდა ამისა, ამ გარიგების შედეგად, ”გრიზლისმა”  ფულადი კომპენსაციაც მიიღო.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მელომ თავის ახალი კლუბის მენეჯერებისგან ახალი სამუშაო ადგილის მოძებნის უფლება მიიღო.

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თავის სადებიუტო სეზონში ფაბმა რეგულარული ჩემპიონატის მხოლოდ ექვს შეხვერაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა სათამაშო დროის 6 წუთში 1,2 ქულა და 0,5 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი