ბრაზილია — მექსიკა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მექსიკელთა მეკარე გილერმო ოჩოა დაასახელეს, რომელმაც მართლაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და საკუთარი გუნდი რამდენჯერმე იხსნა გაშვებული გოლისგან.

 

ბრაზილიამ მექსიკას ვერ გაუტანა

ბრაზილიის ნაკრებმა მექსიკის გუნდის დამარცხება ვერ მოახერხა. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში A-ჯგუფის ლიდერებმა ნულოვანი ფრე ითამაშეს. ბრაზილიას და მექსიკას ორი შეხვედრის მერე 4 ქულა აქვთ.

პრევიუ: ბრაზილია – მექსიკა

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრების მატჩით იწყება. 

მასპინძლებმა საშინაო მუნდიალი გამარჯვებით დაიწყეს. თუმცა, ხორვატებთან მატჩში ბრაზილიელები დამაჯერებლები ნამდვილად არ ყოფილან. ამას მსაჯის შეცდომაც დაემატა, რამაც ნეიტრალურ გულშემატკივრებში კარგი განწყობა არ გამოიწვია.

ბრაზილიელებისგან ნამდვილ საჩემპიონო თამაშს დღეს ელიან. პირველ რიგში ეს არსებული სასტარტო შემადგენლობას შეეხება. ხორვატებთან მატჩის შემდეგ ბევრი შემადგენლობის გადახალისებას ითხოვდა, თუმცა სკოლარი როტაციის მოყვარული მწვრთნელი არ არის. მაგალითად, 2002 წლის ტრიუმფალურ მუნდიალზე ბრაზილიელებმა თითქმის მთელი ტურნირი უცვლელი შემადგენლობით ჩაატარეს.

მექსიკელთა მწვრთნელის მიგელ ერერას 5-3-2-მა კამერუნთან შეხვედრაში შესანიშნავად იმუშავა. მექსიკამ მხოლოდ 1:0 მოიგო, თუმცა საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა. ასე რომ, მექსიკელთა შემადეგნლობაში ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Brazil_Mexico_GEO

ოჩოა: „ბრაზილიასთან საბრძოლველად მზად ვართ“

მექსიკის ნაკრების მეკარეს გილერმო ოჩოას სჯერა, რომ კამერუნის დამარცხების შემდეგ მიის გუნდი ბრაზილიასთან მატჩისთვის უფრო მშვიდად მოემზადება.

„ბრაზილიასთან შეხვედრის წინ არ ვნერვიულობთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასტარტო თამაშის შედეგმა დაგვამშვიდა. მექსიკის ნაკრები უფრო უნდა განვითარდეს.

მოახლოებულ მატჩს კარგი განწყობით ვხვდებით, ბრაზილიელებთან საბრძოლველად მზად ვართ“, – განაცხადა ოჩოამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჩიჩარიტო: “მექსიკის ნაკრებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია”

მექსიკის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი აცხადებს, რომ მექსიკელებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს, მექსიკის ნაკრებმა კამერუნს პერალტას გოლის წყალობით, ანგარიშით 1:0 სძლია.

“ვხედავთ, რომ მატჩიდან მატჩამდე ვუმატებთ. მე რომ მკითხოთ, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. გამოჩნდა, რომ ძლიერი გუნდი გვყავს. იმედი მაქვს, ტურნირზე რაც შეიძლება მეტს მივაღწევთ”, – ამბობს ერნანდესი.

მექსიკის ნაკრების მწვრთნელს პრესკონფერენციაზე ჩაეძინა

მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიგელ ერერა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

მექსიკისა და კამერუნის გუნდების მატჩისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ერერას ჟურნალისტის შეკითხვის დროს ჩაეძინა.

პრევიუ: მექსიკა – კამერუნი

A ჯგუფში ერთი გამოკვეთილი ფავორიტია. დარჩენილ სამ გუნდს კი შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვთ. ამიტომ, ურთიერთშეხვედრებს ამ გუნდებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

ტრადიციულად, მექსიკის და კამერუნის ნაკრებები საკუთარ შესარჩევ ზონებში ფავორიტებად ითვლებიან, თუმცა მუნდიალის ფინალურ სტადიაზე მათ უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვანი წარმატება არ ჰქონიათ.

გუნდების მწვრთნელებმა მიგელ ერერამ და ფოლკერ ფინკემ მატჩის წინ შემადგენლობების დამალვა არ დაიწყეს. მექსიკელებიც და კამერუნელებიც სასტარტოში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ გეგმავენ.

ერერას ორი რთული გადაწყვეტილება ჰქონდა მისაღება. მექსიკელი სპეციალისტი სათადარიგოთა სკამზე დასვამს ხავიერ ერნანდესს, რომელსაც მანჩესტერში არც თუ ისე კარგი სეზონი ჰქონდა და ოპტიმალურ ფორმაშიც არ იმყოფება. ასე რომ, შეტევაში დოს სანტოსი-პერალტას დუეტი იმოქმედებს. მეორე რთული გადაწყვეტილება კი, მეკარე ოჩოას სასტარტოში დაყენებას ეხება, რომელმაც ბოლო დროს მოიპოვა პირველი ნომრის სტატუსი.

დიდი ალბათობით, ერერა ტრადიციულ 5-3-2 სქემას მიმართავს, სადაც მოედნის ცენტრში მძლავრ ტრიოს შეტევების დროს ფლანგები აქტიურად დაეხმარებიან.

ფოლკერ ფინკე სასტარტო შემადგენლობას გერმანიასთან გამართული ამხანაგური მატჩიდან გამომდინარე დააყენებს. კამერუნელებმა ტურნირის ერთ-ერთი მთავარ ფავორიტთან ფრედ ითამაშეს, თანაც საკმაოდ კარგი ხარისხის ფეხბურთიც აჩვენეს.

ფინკეს მთავარი არჩევანი დაცვის მარჯვენა ფლანგზე აქვს გასაკეთებელი. გერმანელებთან აღნიშნულ პოზიციაზე ახალგაზრდა ჯეგუე თამაშობდა. თუმცა, ოფიციალურ მატჩში, შესაძლოა, მწვრთნელმა გამოცდილ კადრებს მიანიჭოს უპიარტესობა.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Mexico_Cameroon_GEO

ხავიერ ერნანდესმა მეკარეობა დაიწყო

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მეკარეობს მექსიკის ნაკრების ვარჯიშზე ხავიერ ერნანდესი.

მექსიკელ ფეხბურთელებს ვარჯიშზე ტაქსით მისვლა მოუწიათ

მექსიკის ნაკრების ფეხბურთელებს მორიგ ვარჯიშზე მისვლა ტაქსის მეშვეობით მოუწიათ. საქმე იმაში გახლავთ, რომ გუნდის ავტობუსი მწყობრიდან გამოვიდა. მექსიკელი მოთამაშეები  სანტოსის ერთ-ერთი სასტუმროდან საწვრთნელ ბაზა „ო რეი პელეზე“ ტაქსით მივიდნენ.

აღნიშნული პრობლემის მიუხედავად, გუნდმა საწვრთნელი პროცესი დაგეგმილ დროს დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ მექსიკას მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად მასპინძელი ბრაზილიის, კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებები ჰყავს. მექსიკელები ტურნირის პირველ შეხვედრას 13 ივნისს კამერუნელების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ბექა დოგრაშვილი

პორტუგალიამ მექსიკას აჯობა

ეროვნული გუნდები მოახლოებული მუნდიალისთვის მზადების ბოლო ეტაპს გადიან. მორიგი ამხანაგური მატჩის ფარგლებში ერთმანეთს მექსიკის და პორტუგალიის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ბოლო წუთზე გატანილი გოლით პორტუგალიელების გამარჯვებით დასრულდა. თავი ბრუნო ალვეშმა გამოიჩინა.

 

როცა თანაგუნდელები ერთმანეთს ვერ უგებენ

მექსიკისა და ბოსნიის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, მექსიკელმა ფეხბურთელებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს, რის გამოც კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

მექსიკამ მონტესი აკინოთი შეცვალა

“ვილიარეალის” 24 წლის მცველი ხავიერ აკინო მექსიკის ნაკრების სამუნდიალო განაცხადში ტრავმირებული ლუის მონტესას შეცვლის.

გასულ სეზონში აკინომ “ვილიარეალის” შემადგენლობასი 36 მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანა მოახერხა.

მექსიკი ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს, რომ ნახევარმცველმა ლუის მონტესმა “ეკვადორთან” გამართულ შეხვედრაში ფეხი მოიტეხა და ფეხბურთს კიდევ დიდი ხანი ვერ ითამაშებს.

მოთამაშე ამჯამად გვადალახარაშია, სადაც ექიმ რაფაელ ორტეგასთან მკურნალობს.