სერხიო რამოსს მესის შვილი თავის შვილში აერია (ფოტო)

31 დეკემბერს, მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა სოციალურ ქსელ Twitter-ში ფოტო გამოაქვეყნა, რომლითაც განვლილი 2015 წელი მიმოიხილა.

აღსანიშნავია, რომ მის ფოტოს ერთ-ერთ ნაწილში ლიონელ მესის შვილის ფოტოა ჩასმული, რასაც ინტერნეტ-სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

cats

რა გაუკეთა მესიმ სუარესს ვარჯიშზე (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა გაუკეთა ლიონელ მესიმ ლუის საურესს ვარჯიშზე.

5 ტიტული, 180 გოლი – შეძლებს ვინმე მათ შეჩერებას 2016-ში?

2015 წელი “ბარსელონას” წელი აღმოჩნდა. კატალონიურმა კლუბმა ექვსი შესაძლო ტიტულიდან ხუთის მოგება მოახერხა, წელი კი “ბეტისთან” შესანიშნავი გამარჯვებით დაასრულა (4-0). საინტერესოა, თუ რა მოხდება 2016 წელს, შეძლებს კი ვინმე მათ შეჩერებას?

რასაკვირველია, ყველაფერს დრო გვაჩვენებს. არც ისე შორეულ წარსულს თუ გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ “წიწილებს ფეხბურთშიც შემოდგომაზე ითვლიან.” განვიხილოთ “ბლანკოსის” მაგალითი, რომელთათვისაც 2014 წელი შესანიშნავი იყო – მოიგეს რა 4 ტიტული და დიდებული რეკორდიც დაამყარეს (22 გამარჯვება მიჯრით), თუმცა შობის შემდგომ ყველაფერი მათ საუბედუროდ შეიცვალა. “თეთრებმა” ის სეზონი უტიტულოდ დაასრულეს.

კატალონიური გრანდისთვის ეს წელი მართლაც რომ არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. “ბლაუგრანამ” 2015 “რეალ სოსიედადთან” მარცხით დაიწყო, ამას ემატებოდა ისიც, რომ უხასიათოდ იყო მათი ლიდერი, ლიონელ მესიც. იმ დროისთვის ვერავინ იფიქრებდა, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა. თუმცა “კამპ ნოუს” თავზე ღრუბელი სულ მალე გაიფანტა, გუნდმა კი ჩემპიონთა ლიგის, კოპა დელ რეისა და ლა ლიგის მოგება იზეიმა, რასაც შემდგომში უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოჰყვა.

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ლუის ენრიკეს ბიჭებს 2015-ში სრულყოფილებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ. საუბარია ესპანეთის სუპერთასზე, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონები ბილბაოს “ატლეტიკთან” სამარცხვინოდ დამარცხდნენ. ეს სულ რაღაც სამი დღის შემდგომ მოხდა, თბილისში გამართული ბრწყინვალე მატჩის შემდგომ (“ბარსა” 5-4 “სევილია”).

2

სუარესის დუბლის, მესის გოლისა და ვესტერმანის ავტოგოლის წყალობით კატალონიელებმა მადრიდის “რეალის” რეკორდი დაამხეს, რომლებმაც 2014 წელს 179 გოლი გაიტანეს. ასე რომ ერთი კალენდარული წლის მანძილზე ყველაზე მეტი გოლი “ბარსელონას” აქვს გატანილი – 180, რომელთაგან 137 გამანადგურებელ მსნ-ზე (მესი, სუარესი, ნეიმარი) მოდის.

“მინდა “ბარსელონას” თითოეულ ფეხბურთელსა და ფანს მივულოცო შესანიშნავი წლის შესანიშნავი დასასრული. რაც შეეხება მომავალს, ჩვენი მიზანია, რომ ეს შედეგი გავაუმჯობესოთ”
, – განაცხადა ლუის ენრიკემ.

“ამ წლის შეფასება ათბალიანი სისტემით რომ მომიწიოს, მე ჩემს გუნდს 9-ს დავუწერდი”, – დაამატა ესპანელთა თავკაცმა.

ამ შედეგის გამეორება ძალიან რთულია, თუმცა არსებობს ერთი გარემოებაც, რომელიც კატალონიელებს იმედის ნაპერწკალს უღვივებს – ეს არის გუნდის ახალწვეულები. როგორც იცით, უეფას მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ევროპის ჩემპიონებს 2016 წლის ზამთრამდე არ შეეძლოთ ფეხბურთელის დამატება.

დადგა ზამთარი და შესაბამისად, დადგა ის დღე, რომელსაც ასე ელოდნენ “ბლაუგრანას” ახალწვეულები – ვიდალი და არდა თურანი, რომლებიც შეეცდებიან, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ “ნოუ კამპის” ბინადრები.

3

ასე რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” გუნდისთვის წელი მართლაც რომ ბრწყინვალედ, ანუ შესაბამისად დასრულდა. 2016-ში ამის გამეორება ძალიან რთული, თუმცა შესაძლებელი იქნება. ერთი რამ კი ცხადია, 2016 წელს “ბარსელონას” დამარცხება ყველა გუნდის ოცნება იქნება.

ავტორი: იაკობ კაპანაძე

საფეხბურთო რეკორდები, რომლებიც შესაძლოა, 2016 წელს დაამყარონ

1. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი მიშელ პლატინია, რომელსაც ცხრა გოლი აქვს გატანილი. მისი უახლოესი მდევრები კრიშტიანო რონალდუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი (6-6 გოლით) არიან. თუ აქედან რომელიმე თავდამსხმელი სამზე მეტი გოლის გატანას შეძლებს, მაშინ ისინი ისტორიაში შევლენ.

2

2. “პარი-სენ ჟერმენს” შეუძლია, ფეხბურთის ისტორიაში პირველი კლუბი გახდეს, რომელსაც წელიწადში შვიდი ტიტული აქვს მოგებული. თუმცა, ამისათვის მათ უპირველესად, ჩემპიონთა ლიგის თასი უნდა მოიპოვონ.

3

3. კრიშტიანო რონალდუ ერთ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით (17) რეკორდსმენია. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელს ამ ტურნირზე 11 გოლი უკვე აქვს გატანილი, ამიტომ დიდი შანსია, მან 2016 წელს თავისი რეკორდი გააუმჯობესოს.

4

4. ჟოზე მოურინიო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც 100 გამარჯვების მოპოვება მოახერხა. პორტუგალიელ სპეციალისტს თავისი რეკორდის გაუმჯობესება 2016 წელსაც შეუძლია, თუმცა თუ ის “მანჩესტერ იუნაიტედს” აირჩევს, ამას მალე ვეღარ მოახერხებს.

5

5. მიუნხენის “ბაიერნს” შეუძლია, 2016 პირველი კლუბი გახდეს, რომელსაც ბუნდესლიგა ზედიზედ ოთხჯერ აქვს მოგებული.

6

6. ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ტიერი ანრის აქვს გაკეთებული. მიმდინარე სეზონში მესუთ იოზილის ანგარიშზე უკვე 15 საგოლე გადაცემაა და დიდი შანსია იმისა, რომ მან ტიერი ანრის აჯობოს.

7

••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••

იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდუ 2016 წელს არაერთ რეკორდს დაამაყარებენ.

8

ლიონელ მესიმ რეკორდი დაამყარა

20 დეკემბერს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში “ბარსელონამ” “რივერ პლეიტი” ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში 36-ე წუთზე ლიონელ მესიმ გახსნა.

აღსანიშნავია, რომ მესი ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში გოლის გატანა კლუბისა და ეროვნული ნაკრების მაისურით შვიდ სხვადასხვა ტურნირში მოახერხა.

დანი ალვეში: “კრიშტიანო რონალდუ სამეულში ყოფნას არ იმსახურებს”

კატალონიის “ბარსელონას” მარჯვენა მცველმა დანი ალვეშმა ესპანურ რადიო Cadena Cope-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან “ოქროს ბურთის” მოგების სამ კანდიდატზე ისაუბრა და თქვა, რომ რონალდუ სამეულში ყოფნას არ იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელთან ერთად, “ოქროს ბურთისათვის” ლიონელ მესი და ნეიმარი იბძოლებენ.

“მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მეორე კი ნეიმარია. ვფიქრობ, კრიშტიანო სამეულში ყოფნას არ იმსახურებს. ჩემი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშემ მხოლოდ გოლები არ უნდა გაიტანოს. ხალხს დაავიწყდა, რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია”, – თქვა ბრაზილიელმა.

ქინქლაძე: “მესი თუ ზიდანი?”

რამდენიმე თვის წინ, გადაცემა “ფეხბურთის დროში” სტუმრად მყოფ გიორგი ქინქლაძე ზინედინ ზიდანსა და ლიონელ მესის შორის უკეთესის დასახელება სთხოვეს.

მესის, პიკესა და სუარესი შვილები გუშინდელი მატჩის დაწყებამდე (ვიდეო)

28 ნოემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე, “ბარსელონას” ფეხბურთელების – პიკეს, მესისა და სუარესი შვილები ყურადღების ცენტრში იყვნენ.

კრიშტიანო რონალდუმ ჩემპიონტა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

25 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, დონეცკის “შახტარმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

შეხვედრაში ორი გოლის გატანა მოახერხა კრიშტიანო რონალდუმ. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგაზე დუბლი ოცდამესამედ გაიფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ლიონელ მესის გადაასწრო (22) და ტურნირზე რეკორდი დაამყარა.

ლიონელ მესის გოლმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში რეკორდი დაამყარა

24 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 6:1 დაამარცხა.

შეხვედრაში დუბლი გაიფორმა ლიონელ მესიმ, მისმა ერთ-ერთმა გოლმა კი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში რეკორდი დაამყარა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ მესის მიერ მე-18 წუთზე გატანილ გოლამდე, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ზედიზედ 27 ზუსტი გადაცემა გააკეთეს, რაც ამ სეზონში არცერთ გუნდს არ გაუკეთებია.

CUmlgsBWcAAbtT6

ჟერარ პიკე მესის: “მადლობა, შენ მუნირ ელ ჰადადის არ ჰგავხარ”

24 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი 56-ე წუთზე ჟერარ პიკემ გაიტანა, რომელსაც საგოლე გადაცემა ლიონელ მესიმ გაუკეთა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პიკემ სოციალურ ქსელ Twitter-ში ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა გაუკეთა: “მადლობა, ლეო. შენ მუნირ ელ ჰადადის არ ჰგავხარ.”

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, “ელ კლასიკოში”, მუნირმა პიკეს ბურთი არ დაუთმო, თავად კი გოლის გატანა ვერ მოახერხა.

უეფამ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც წლის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე ხშირად მოხვდნენ.

მეკარე

იკერ კასილასი – 6 (2007, 08, 09, 10, 11, 12)

მცველები

კარლეს პუიოლი – 6 (2002, 05, 06, 08, 09, 10)
ფილიპ ლამი – 5 (2006, 08, 12, 13, 14)
სერხიო რამოსი – 4 (2008, 12, 13, 14)
ალესანდრო ნესტა – 4 (2002, 03, 04, 07)

ნახევარმცველები

ჩავი – 5 (2008, 09, 10, 11, 12)
ანდრეს ინიესტა – 4 (2009, 10, 11, 12)
სტევენ ჯერარდი – 3 (2005, 06, 07)

თავდამსხმელები

კრიშტიანო რონალდუ – 9 (2004, 07, 08, 09, 10, 11, 12, 13, 14)
ლიონელ მესი – 6 (2008, 09, 10, 11, 12, 14)
ტიერი ანრი – 5 (2001, 02, 03, 04, 06)

სათადარიგოები

ჯანლუიჯი ბუფონი – 3 (2003, 04, 06)
ჯონ ტერი – 4 (2005, 07, 08, 09)
კაკა – 3 (2006, 07, 09)
ზინედინ ზიდანი – 3 (2001, 02, 03)
პაველ ნედვედი – 3 (2003, 04, 05)
რონალდინიო – 3 (2004, 05, 06)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 4 (2007, 09, 13, 14)