კატალონიის ”ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, იოჰან კრუიფი ინტერვიუში ლიონელ მესიზე საუბრობს. ჰოლანდიელი ფიქრობს, რომ არგენტინელი ფულის გამო გუნდს არ დატოვებს.
”დარწმუნებილი ვარ, რომ მესის 200 მილიონ ევროდ არავინ შეიძენს. ფულის გამო ის გუნდს არასოდეს დატოვებს. ლეო გუნდს მხოლოდ და მხოლოდ სპორტული მიზეზის გამო, თუ დატოვებს. ფეხბურთელი ჩინებულ ფორმაშია. ვფიქრობ, რომ ის გუნდში ბედნიერია. არგენტინელის ცუდი თამაში რთული პრობლემების არსებობის შედეგია, რომელიც გულშემატკივრისთვის, რა თქმა უნდა, არაა ცნობილი,” – განაცხადა იოჰან კრუიფმა.