“დინამოს” დუბლების მნიშვნელოვანი მოგება რუსთავში

რუსთავში ფოლადის სტადიონზე დუბლების ჩემპიონატის 24– ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. დინამო თბილისის სარეზერვო შემადგენლობა რუსთავის მეტალურგის დუბლებს დაუპირისპირდა. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა კახი გოგიჩაიშვილის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

შეხვედრამ ძლიერი ქარის თანხლებით ჩაიარა, რამაც თავისი კორექტივები შეიტანა ასპარეზობაში. შეხვედრის ერთადერთი და გამარჯვების გოლი მე 16 წუთზე ზუსტი დარტყმით მეკარისგან შორეულ კუთხეში ნიკა დიასამიძემ გაიტანა. ამ მოგებით თბილისელებმა 55 ქულა დააგროვეს და პირველადგილოსან მეტალურგთან მხოლოდ ერთი ქულა აშორებთ.

დინამო (დუბლები): კულუა, ხურცილავა, ჯაფიაშვილი, სამხარაძე, შერგელაშვილი, ქიქავა, ლობჟანიძე, ფალავანდიშვილი, წილოსანი, ჯანელიძე, დიასამიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ვოლკოვი, მარაქველიძე, ვეკუა, ლაშხია

მეტალურგი (დუბლები): გელაშვილი, გულუა, ცნობილაძე, დვალიშვილი, კაკულია, ნარიმანიძე, ექვთიმიშვილი, ბებია, ხაბელაშვილი, ტორონჯაძე, ოქროპირიძე.

FCDinamo.GE

“ზესტაფონის” სამი ქულის მომტანი მატჩი რუსთაველებთან

2014 წლის 25 მარტს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები. მიმდინარე საფეხბურთო პირველობის მეორე ეტაპის სასტარტო, რიგით კი ოცდამესამე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგს” უმასპინძლა.

შეხვედრა მასპინძელთა იერიშებითა და მათივე სწრაფი გოლით დაიწყო – ანგარიშის გახსნის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, 13-ე წუთზე ზესტაფონელებმა სწრაფად გაითამაშეს კუთხური და რევაზ გეწაძის უზუსტესი გადაცემის შემდეგ ნიკა საბანაძემ ბურთი გრიგოლ ბედიაშვილის კარის ბადეში გადაგზავნა. გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურდნენ რუსთაველები, რომლებიც მიზნის მიღწევას შორეული დარტყმებით ცდილობდნენ. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ მარგველთა სერბი გოლკიპერი ბოიან პავლოვიჩი, წინა შეხვედრების მსგავსად, დღესაც საიმედოდ გამოიყურებოდა და საბოლოოდ, ისევ მოახერხა საკუთარი კარის მშრალად შენახვა.

თანდათანობით ზესტაფონელებმა მატჩის სადავეები ისევ იგდეს ხელთ და 34-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს. ეპიზოდში, რომელიც მეორე გოლის გატანას წინ უძღოდა, აღსანიშნავია თეიმურაზ ღონღაძის კარგი თამაში. მან ბურთისათვის ბოლომდე იბრძოლა, ამ ბრძოლაში გამარჯვებული დარჩა და ჩინებული გადაცემა გაუკეთა დიმიტრი ტატანაშვილს – თავის მხრივ, მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის საკეთესო მეგოლემ ბოძებული შანსი ცივსისხლიანად გამოიყენა.

პირველთან შედარებით, შეხვედრის მეორე ნახევარი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. ზესტაფონელები მშვიდად აკონტროლებდნენ მატჩის მიმდინარეობას და თავის უპირატესობა ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებიათ. მეტიც, ნიკა საბანაძის, გიორგი გურულისა და ვახტანგ ჭანტურიშვილის დარტყმების შემდეგ მასპინძლებს ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის შანსებიც მიეცათ. “ზესტაფონის” მორიგი გამარჯვება ანგარიშით 2-0.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი” “მეტალურგთან” გასამართი მატჩისათვის ემზადება

გთავაზობთ ტელეკომპანია ”არგოს” სიუჟეტს, რომელიც სამშაბათს, 25 მარტს გასამართი საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და რუსთავის “მეტალურგს” შორის მატჩისათვის მარგველთა მზადების შესახებ მოგვითხრობს.

რუსთავის “მეტალურგთან” ხვალ გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

დინამო VS გურია – ურთიერთშეხვედრები

25 მარტს დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის ოცდამესამე ტურის შეხვედრას შინ, დინამო არენაზე, ლანჩხუთის გურიას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება და მატჩის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ტრადიციულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.

დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 23 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 18 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი. ბურთების შეფარდება 70/14 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა.

დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო, 1999 წლის 15 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე გათამაშების XXVII ტურის შეხვედრაში კი მეტოქე 7:1 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი ჯინჭარაძის, კიკნაძის, ალექსიძის და ჩომახიძის ანგარიშზეა.

უკანასკნელი მატჩი დინამოსა და გურიას შორის 5 დეკემბერს თბილისში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაში დედაქალაქელებმა მეტოქე 3:1 დაამარცხეს. გურიას კარში გოლები ჩისკომ, მერებაშვილმა და დვალმა გაიტანეს.

FCDinamo.GE

მეორე ეტაპის სასტარტო მატჩის წინ

სამშაბათს, 25 მარტს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის სასტარტო, რიგით კი ოცდამესამე ტურის შეხვედრაში იმერული კლუბი რუსთავის “მეტალურგს” უმასპინძლებს.

რაც შეეხება რუსთაველებთან (“ოლიმპი” და “მეტალურგი”) საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დაპირისპირებათა ისტორიას – სადღეისოდ ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით ამ გუნდებს ერთმანეთში 23 მატჩი აქვთ გამართული. აქვე უნდა შეგახსენოთ ისიც, რომ აქედან ერთ შეხვედრაში შედეგი არ დაფიქსირებულა – ზესტაფონში 2010 წლის 20 მარტს გამართული მატჩი, რომელშიც 89-ე წუთამდე 1-1 იყო, არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ მინდორზე შექმნილი არასაფეხბურთო სიტუაციის გამო არ დაამთავრა და საბოლოოდ ორივე გუნდს მარცხი (0-3) ჩაეთვალა. დანარჩენ მატჩებში 9-ჯერ იმარჯვეს ზესტაფონელებმა, 7 დასრულდა ფრედ, 6 კი მოიგეს რუსთაველებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც უპირატესობა იმერელ ფეხბურთელებს გააჩნიათ – 23:16.

ორივე გუნდის ქომაგებს კარგად ახსოვს რუსთავურ-ზესტაფონური დაპირისპირებები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც. უნდა ითქვას, რომ აქ აშკარა უპირატესობა იმერლების მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 6 სათასო შეხვედრაში 4-ში იმერლებმა იმარჯვეს, ხოლო 2 მატჩი დასრულდა ფრედ, ბურთების სხვაობა 7:1 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.

საინტერესოა ისიც, რომ გატანილი გოლებით ზესტაფონელთაგან ქვემოქართლელები სხვაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანია – დღესდღეობით აზერბაიჯანული “ყარაბახის” ფორვარდს რუსთაველთა კარში 6 გოლი აქვს გატანილი (სათასო მატჩების ჩათვლით – 8). ჯაბა დვალს “ოლიმპისა” და “მეტალურგის” კარი 3-ჯერ აქვს აღებული (თასის ჩათვლით – 4), 2-2-ჯერ კი რუსთაველთა კარის ბადე ერთბაშად 5 ზესტაფონელ ფეხბურთელს (ჟილვან გომეს ვიეირა, გოგი ფიფია, ბექა გოცირიძე, თორნიკე გორგიაშვილი და შოთა გრიგალაშვილი) შეურხევია…

რუსთავის “მეტალურგთან” 25 მარტს გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია კი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“დინამოს” დუბლები რუსთავთან დამარცხდნენ

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე დღეს დუბლშემადგენლობათა გათამაშების ოცდამეორე ტურის მატჩი გაიმართა. კახი გოგიჩაიშვილის გუნდი რუსთავის მეტალურგის დუბლებს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.

შეხვედრის მე- 20 წუთზე ნარიმანიძემ გახსნა ანგარიში და დააწინაურა რუსთაველები. პირველი ტაიმის მიწურულს ხაბელაშვილმა მეორედ აიღო თბილისელთა კარი. მეორე ნახევარში თბილისელებმა შეცვლები განახორციელეს, სცადეს თამაშის შემობრუნება, თუმცა მესამე გოლი მიიღეს საკუთარ კარში. შეცვლაზე შემოსულმა კიტეიშვილმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 3:0 მეტალურგის სასარგებლოდ.

დინამო დუბლები: კულუა (შოვნაძე), კაკაბაძე, თევზაძე, თათხაშვილი, შერგელაშვილი, კიტოვანი (ქიქავა), კვერნაძე (გურეშიძე), დიასამიძე (ც. მესხი), კობახიძე, მათიაშვილი (მარაქველიძე), ა. მესხი

მეტალურგი დუბლები: შერმადინი, გულუა, ცნობილაძე, მიქაუტაძე, კაკულია, ნარიმანიძე, ჯავახიშვილი, ბებია, გოგინაშვილი, ხაბელაშვილი, ოქროპირიძე

FCDinamo.GE

დუბლების ჩემპიონატში “მეტალურგი” ლიდერობს

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე დღეს დუბლშემადგენლობათა გათამაშების ოცდამეორე ტურის მატჩი გაიმართა. კახი გოგიჩაიშვილის დინამოს დუბლების გუნდი რუსთავის მეტალურგის დუბლებს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.

შეხვედრის მე- 20 წუთზე ნარიმანიძემ გახსნა ანგარიში და დააწინაურა რუსთაველები. პირველი ტაიმის მიწურულს ხაბელაშვილმა მეორედ აიღო თბილისელთა კარი. მეორე ნახევარში თბილისელებმა შეცვლები განახორციელეს, სცადეს თამაშის შემობრუნება, თუმცა მესამე გოლი მიიღეს საკუთარ კარში. შეცვლაზე შემოსულმა კიტეიშვილმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 3:0 მეტალურგის სასარგებლოდ.

დინამო დუბლები: კულუა (შოვნაძე), კაკაბაძე, თევზაძე, თათხაშვილი, შერგელაშვილი, კიტოვანი (ქიქავა), კვერნაძე (გურეშიძე), დიასამიძე (ც. მესხი), კობახიძე, მათიაშვილი (მარაქველიძე), ა. მესხი

მეტალურგი დუბლები: შერმადინი, გულუა, ცნობილაძე, მიქაუტაძე, კაკულია, ნარიმანიძე, ჯავახიშვილი, ბებია, გოგინაშვილი, ხაბელაშვილი, ოქროპირიძე

fcdinamo.ge

დინამოს კიდევ ერთი საშინაო მარცხი

“დინამო არენაზე” თბილისი “დინამოსა” და რუსთავის “მეტალურგს” შორის გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 0:1 დასრულდა.

თამაშის დაწყებამდე, დიდი ფეხბურთიდან გიორგი შაშიაშვილი გააცილეს. დინამოელმა მადლობა გადაუხადა გუნდს, გულშემატკივრებს და კლუბის პრეზიდენტს, რომან ფიფიას.

მოსაწყენი და ნელ ტემპში წარმართული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარზე მოედანზე სიტუაცია შეიცვალა და ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა, რომელთა უსაფრთხოებაზეც პოლიციის საკმაოდ დიდი რაოდენობა ზრუნავდა, საკმოდ საინტერესო ფეხბურთი იხილა.

ტაიმის დებიუტში დინამოელები გააქტიურდნენ, თუმცა მარცვალაძე-მერებაშვილი-ჩისკოს მცდელობები უშედეგო იყო. საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ რუსთავის გუნდის მცველები, რომელიც დინამოელებს მაქსიმალურად უზღუდავნდნენ თავისუფალ ზონებს.

64-ე წუთზე სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს. მარცხენა ფლანგზე განვითარებული კომბინაციის შედეგად დასარტყმელ პოზიციაზე ქავთარაძე აღმოჩნდა. თუმცა, მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. გოლი ამ მომენტიდან ზუსტად სამ წუთში გავიდა. “მეტალუგრმა” ისევ მარცხენა ფლანგიდან შემქნა ხიფათი, რის შედეგადაც სახიფათო საჯარიმოს შესრულების უფლებაც მოიპოვა. მეკარის ბაქანთან ჩამოწოდებულ ბურთს ექვთიმიშვილი გამოეხმაურა და თავით გაგზავნა ლორიას კარში  – 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ თბილისელები შეტევაზე გადავიდნენ, თუმცა გააზრებული კომბინაცია ჟვანიას გუნდის შესრულებით გულშემატკივარმა ვერ იხილა. უკანასკნელი 10 წუთში “დინამოს” ფეხბურთელებმა შტურმის მოწყობა სცადეს და მთელი გუნდით გადავიდნენ მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ მოიგო იმან, ვისაც ეს უფრო სჭირდებოდა – “მეტალურგმა” ექვსეულშია.

დინამო და მეტალურგი ერთმანეთს 20 მარტს, თასის გათამაშების საპასუხო სეხვედრაში შეხვდებიან.

დინამო: ლორია, ხიდეშელი, ცინცაძე (ჯანელიძე), მერებაშვილი, პაპუნაშვილი (გოგა), კვირკველია, მარცვალაძე (მოდებაძე), ჩისკო, გველესიანი, ძარია. 

მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

მეტალურგი: ბედიაშვილი, მახვილაძე, ქავთარაძე, დობროვოლსკი, ლომაია, ჩრგაძე (ჩიმაკაძე), კაკაშვილი (ვასაძე), გიგაური (გოგინაშვილი), საჯაია, ექვთიმიშვილი, კილასონია. 

მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

მატჩის შემდეგ

ვარლამ კილასონია (მეტალურგი): “დინამოსთან თამაში ყოველთვის რთულია. ჩვენ მთელი კვირა საგანგებოდ ვემზადებოდით და ჩვენთვის უცხო ტაქტიკაზე ვმუშაობდით, რომელიც 5 მცვლეით თამაშს გულისხმობს. ბიჭებმა დავალება კარგად შეასრულეს. ველოდით ჩვენს შანსს, რომელიც საბედნიეროდ მოგვეცა და გამოვიყენეთ კიდეც. სპეკულაციები მატჩის გარიგებული ხასიათსი შესახებ გადამეტებულია. ჩვენც და “დინამოც” სამართლიანი თამაშის პრინციპით ვხელმძღვანელობთ.”

მალხაზ ჟვანია (დინამო): “კიდევ ერთი საშინაო მატჩი წავაგეთ. აშკარაა კონცენტრაციის პრობლემა. მინდორზე უფრო მობილიზებულები უნდა გავიდეთ. ჩვენს მოედანზე ყველა მოწინააღმდეგე დაცვით ფეხბურთს გვეთამაშება, რაც საქმეს მნიშნველოვნად ართულებს. სიტუაციის გამოსასწორებლად ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ.

 

 ფოტო: fcdinamo.ge

დინამო VS მეტალურგი – ურთიერთშეხვედრები

კვირას, 16 მარტს, ჩვენი გუნდი უმაღლესი ლიგის ოცდამეორე ტურის შეხვედრას თბილისში, რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება დინამო არენაზე 15:00 საათზე დაიწყება.

ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელები რუსთავულ გუნდს 47–ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დედაქალაქელთა უპირატესობა საგრძნობია – 29 მოგება, 10 ფრე და 8 მარცხი, ბურთების შეფარდება 94:37 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. 1993 წლის 3 ივნისს დინამოელებმა თბილისში, რუსთავის გორდას გამანადგურებელი ანგარიშით 12:4 სძლიეს. დაპირისპირების სერიის ყველაზე პოპულარული ანგარიში კი 2:0 არის, მატჩის ბოლოს მსგავსი რეზულტატი 7–ჯერ დაფიქსირდა და შვიდივეჯერ დინამოს სასარგებლოდ.

ეროვნულ ჩემპიონატში დინამოსა და მეტალურგის უკანასკნელი დაპირისპირება გასულ წელს მეთერთმეტე ტურში შედგა. 2013 წლის 3 ნოემბერს რუსთავში, ფოლადის სტადიონზე ჩატარებული მატჩი უგოლოდ 0:0 დასრულდა.

ბოლოჯერ კი ეს გუნდები 22 თებერვალს საქართველოს თასის მეოთხედფინალის პირველ მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს. რუსთავში გამართული მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. ჩისკოს და ძარიას გოლებით დინამომ 2:0 იმარჯვა.

FCDinamo.GE

“მეტალურგმა” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა

რუსთავის “მეტალურგმა” მნიშნველოვანი მატჩი მოიგო და ექვსეულში შესვლას მიუახლოვდა. წინ კიდევ ბევრი მატჩია, თუმცა კილასონიას გუნდმა უშუალო კონკურენტს მოუგო, თანაც დამაჯერებლად.

რუსთავის “ფოლადზე” გამართული მატჩი “ვიტ ჯორჯიას” უპირატესობით დაიწყო. პირველ წუთებზე მასპინძლებს ბურთის დაჭერაც უჭირდათ. თუმცა, ტაიმის შუაშია სიტუაცია შეიცვალა და ბურთს უკვე “მეტალურგი” აკონტროლებდა. პირველ ტაიმში გასნსაკუთრებით აღსანიშნავი არაფერი ხდებოდა. მოვლენები ძირითადად მოედნის ცენტრში ვითარდებოდა და სახიფათო მომენტებამდე საქმე იშვიათ შემთხვევაში მიდიოდა. პირველ ნახევარში სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ორივე გუნდის შესრულებით იხილა გოლები, თუმცა ორივეჯერ კარის აღება თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

მეორე ნახევარი გაცილებით კარგი საყურებელი გამოდგა. იმატა ტემპმაც და სახიფათო მომენტებიც გაცილებით მეტი იყო. რუსთაველებმა უპირატესობა ტაიმის პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და 49-ე წუთზე დაწინაურდნენ კიდეც. გოლი კახაბერ კაკაშვილმა ულამაზესი დარტყმით გაიტანა. მალევე “მეტალურგის” უპირატესობა ორბურთიანი გახდა. საჯარიმოს ხაზთან დანიშნული ჯარიმა ვარლამ კილასონიამ ტექნიკური დარტყმით გადაგზავნა “ვიტ ჯორჯიას” კარში და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ

ვარლამ კილასონია: “ვიცოდი, რომ რთული თამაში გვექნებოდა. მიუხიდავად იმისა, რომ “ვიტ ჯორჯიამ” რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაკარგა, მათ ყოველთვის ყავთ ახალგაზრდები, ვინც ღირსეულად ცვლიან წასულ ფეხბურთელს.
ჩვენს თამაშში ბევრი ტექნიკური სტილი იყო, რასაც ზედმეტი ნერვიულობით ავხსნი. ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს და ჯერ ჩამოყალიბების პროცესში ვართ. მთავარი, რომ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ”.

ზურაბ ბერიძე: ცუდად ვითამაშეთ და წავაგეთ. ამ თამაშის დავიწყვება გვმართებს და მომდევნო დაპირისპირებებზე უნდა ვიფიქროთ. ვულოცავ მეტოქეს ღირსეულ გამარჯვებას.

 

მეტალურგი 2-0 ვირ ჯორჯია 

მეტალურგი: სეფიაშვილი, სეთურიძე, მახვილაძე, კილასონია, დავით საჯაია, დობროვოლსკი, გიგაური, ვასაძე, ტვილდიანი (გოგინაშვილი 63), ჩირგაძე, ჩიმაკაძე (ოქროპირიძე 74)

მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, გეთიაშვილი, კალანდია, მჭედლიშვილი, წყაროზია (გახარია 55), მაისურაძე (კუხალეიშვილი 55), დავლაშელიძე, კორიფაძე, სიჭინავა (კვირკვია 61), ლობჯანიძე.

მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

გოლები: კაკაშვილი 49′ ; კილასონია 57′

უმაღლესი ლიგა – პრევიუ

თასის მატჩების შემდეგ ქართულ სტადიონებს უმაღლესი ლიგაც უბრუნდება. 2014 წლის პირველ ტურში გულშემატკივარს რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება ელის.


„სპარტაკი“ – „ჩიხურა“

 პირველი წრე: 2-1

26 თებერალი, თბილისი, „მიხეილ“ მესხი, 14:00

მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი, ი.უკლება, ი.კაკაბაძე, თ.გვანცელაძე (სათადარიგო)

“მიხეილ მესხზე” გასამართი აუტსაიდერის და ლიდერის დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს. მეორე ეტაპზე ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს, შესაბამისად გუნდებმა პირველივე ტურიდან უნდა იზრუნონ თავიანთ საბოლოო შედეგებზე.

“სპარტაკმა” თურქეთში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა და ჩემპიონატს წესით და რიგით კარგ ფორმაში უნდა შეხვდეს. რასაც ვერ ვიტყვით “ჩიხურაზე”. საჩხერელბმა მზადება გვიან დაიწყეს და პრობლემების გამო ვერც შეკრებაზე მოახერხეს გამგზავრება.

 

„დილა“ – „გურია“

პირველი წრე: 2-0

26 თებერვალი, გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“, 14:00

მსაჯები: ჯ.ხორავა, ზ.ბერულავა, ზვ.ერქვანია, ლ.კვარაცხელია (სათადარიგო)

გორის “დილა” საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლებს. ორივე გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა და ფაქტია, რომ “დილასაც” და “გურიასაც” პირველ ტურებში შეთამაშების პრობლემა ექნებათ.
გორელებმა 2014-ში ოფიციალური მატჩის გამართვა უკვე მოასწრეს და წარმატებითაც დაასრულეს. შაბათს, საქართველოს თასის ფარგლებში “დილამ” ქუთაისში ადგილობრივ “ტორპედოს” მოგუო 2:1.

 

„ზესტაფონი“ – „ზუგდიდი“

პირველი წრე: 0-3

26 თებერვალი, ზესტაფონი, „დავით აბაშიძე“, 18:00

მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ზ.ფიფია, დ.სანოძე (სათადარიგო)

ზამთრის შესვენება ორივე გუნდმა ნაყოფიერად გაატარა და თურქეთში მოწყობილი შეკრება გუნდის გასაძლიერებლად გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდები განსხვავებული მიზნებისთვის ირძვიან, გულშემატკივარი დაძაბულ ბრძოლას უნდა ელოდოს. გეგუჩაძე-დარასელიას დუელი ნამდვილად საინტერესო სანახავი იქნება.

ზესტაფონმა წელს ოფიციალური მატჩის გამართვაც მოასწროა. პირველი წრის გადადებულ შეხვედრაში იმერლებმა ცხინვალის “სპარტაკს” 3-0 მოუგეს.

 

„მეტალურგი“ – „ვიტ-ჯორჯია“

პირველი წრე: 5-2

26 თებერალი, რუსთავი, „ფოლადი“, 14:00

მსაჯები: ა.ბასლეჰლო, გ.ჩიგოგიძე, გ.ელიკაშვილი, გ.ვადაჭკორია (სათადარიგო)

სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდები ერთმანეთს რუსთავის “ფოლადზე” დაუპირისპრიდებიან. პირველი წრის შეხვედრა “ვეტერინარებისთვის” ერთ-ერთი საუკეთესო იყო მიმდინარე სეზონში და ეს რუსთავალებსაც კარგად ახსოვთ, რომლებიც მოედანზე რევანშის ასაღებად გავლენ.

“მეტალურგში” სეზონის მეორე ნახევარს განახლებული შემადგენლობითა და სამწვრთნელო შტაბით ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსთაველებმა სათასო მატჩი გამართეს თბილისის “დინამოსთან” და 2-0 დამარცხდნენ.

 

„ტორპედო“ – „მერანი“

პირველი წრე: 0-3

26 თებერვალი, ქუთაისი, „გივი კილაძე“, 14:00

მსაჯები: მ.ბეუქლიშვილი, ბ.ჭიჭინაძე, ს.სპიცინი, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)

გორის “დილასთან” თასზე განცდილი მარცხის შემდეგ, რევაზ ძოძუაშვილის გუნდი საკუთარ მეოდანზე მარტვილის “მერანს” მიიღებს. მარტვლილებმა “ტორპედოს” მსგავსად სეზონი გასულ შაბათს, თასის მატჩით განაახლეს, რომლის ფარგლებშიც იონანიძის ბიჭებმა ქობულეთის “შუქურასთან” გასვლითი მატჩი უგოლო ფრით დაასრულეს.

“ტორპედოში” შესვენების დროს ფაქტობრივად ყველაფერი შეიცვალა და ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპს ქუთათურები განახლებული გუნდით ხვდებიან. “მერანმა” კი, ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა და ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად თურქული შეკრებაც მოიწყო.

 

„დინამო“ – „სიონი“

პირველი წრე: 1-4

26 თებერვალი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“, 17:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, ზ.მენთეშაშვილი, ლ.ვარამიშვილი, ა.ნონიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), გ.ყრუაშვილი (2 დამ.ასისტენტი), დ.ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას დინამო არენა უმასპინძლებს, სადაც ურთიერთბას თბილისის “დინამო” ბოლნისის “სიონს” გაარლვევენ.

ბოლნისელებმა ჩემპიონატის პირველი ეტაპის უკანასკნელი ნაწილი შესანიშნავად ჩაატარეს და საბოლოოდ ცხრილის ზედა ნაწილში დამკვირდრნენ. ბურდულის გუნდმა თურქულ შეკრებაზეც კარგი შედეგები აჩვენა. 2014 წელი კი, “ჩიხურასთან” სათაშო მატჩით გახსნა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 1:1.

“სიონის” მსგავსად, გასულ შაბათს სათასო მატჩში ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ “დინამოსაც” ჰქონდა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჟვანიას გუნდმა რუსთავში ადგილობრივი “მეტალურგის” დამარცხება მოახერხა და ეროვნული ჩემპიონატის განახლებას შესანიშნავ ხასიათზე ხვდება.

 

 

ჩისკოს სუპერ-გოლი რუსთავის “მეტალურგის” კარში

22 თებერვალს, საქართველოს თასზე, რუსთავის “მეტალურგმა” საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამო” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, პირველი გოლი ესპანელმა თავდამსხმელმა ჩისკო მუნიოსმა გაიტანა.