მეტალურგი 0:2 დინამო

დღეს რუსთავში საქართველოს თასის მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მეტალურგმა დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩი მალხაზ ჟვანიას გუნდის  გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

 

შეხვედრის პირველი ნახევარი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა თბილისელებმა ვერ მოახერხეს ანგარიშის გახსნა. მეორე ნახევარში თამაში გათანაბრდა და ორივე კართან შეიქმნა სახიფათო მომენტები. 71- ე წუთზე მოედნის ცენტრში ვუოსა და ჩისკოს აქტიურობის შედეგად მეტალურგის ფეხბურთელებმა დაკარგეს ბურთი, რასაც დაახლოებით 40 მეტრიდან ჩისკოს შესანიშნავი დარტყმა მოყვა, რომელიც შერმადინის კარში ულამაზესი გოლით დაგვირგვინდა. ცოტახანში მეტალურგის ფეხბურთელებმა გაუშვეს ხელიდან რეალური შანსი. მატჩის ბოლო წუთზე დინამოელებმა ზედიზედ ორჯერ გაითამაშეს კუთხური, რომელსაც მეორე გოლი მოყვა რუსთაველთა კარში. საფინალო ანგარიშის ავტორი- ირაკლი ძარია გახდა.

საპასუხო შეხვედრა დინამო არენაზე 20 მარტს გაიმართება.

მალხაზ ჟვანია: ვულოცავ ჩვენს ქომაგს გამარჯვებას. მართალია ეს შეხვედრა მოვიგეთ, თუმცა წინ კიდევ მეორე შეხვედრაა. პირველი თამაში იყო სეზონში და გუნდს ნერვიულობა ეტყობოდა. თამაშიც მძიმედ წარიმართა, რასაც მოედანმაც დაასვა დაღი.

 

ვარლამ კილასონია: მივულოცავ დინამოს. მართალია საპასუხო თამაშიც დარჩენილია, თუმცა მეტოქეს უკვე დიდი უპირატესობა აქვს. ჩემი გუნდი არ იმსახურებდა ამ ანგარიშს. უკეთ ჩავატარეთ მეორე ტაიმი, მაგრამ ოსტატობამ თავისი გააკეთა. ოსტატობამ, რომელიც ზუსტად აკლია ჩემს გუნდს.

 

 

მეტალურგი 0:2 დინამო

გოლი: 0:1 ჩისკო 71’  0:2 ძარია 90+3’

გაფრთხილება: სეთურიძე 53’ იანსე 87’

მეტალურგი: ბედიაშვილი (შერმადინი 40), დობროვოლსკი, ჩირგაძე, სეთურიძე, ქავთარაძე, მახვილაძე, ჩიმაკაძე (ვასაძე 65), საჯაია, კილასონია, ტვილდიანი (გოგინაშვილი 84), გიგაური

დინამო: მიგინეიშვილი, ხიდეშელი, ცინცაძე, ჯანელიძე (გორგიაშვილი 60), მერებაშვილი (გლიშიჩი 80), კვირკველია, გოგა (ვუო 60), იანსე, ჩისკო, გველესიანი, ძარია

მსაჯი: გიორგი ვადაჩკორია

მეტალურგი 0:2 დინამო


fcdinamo.ge

ფეხბურთი ბრუნდება

ზამთრის პაუზის შემდეგ ქართული ფეხბურთის თასის გათამაშებით გვიბრუნდება. 1/4 ფინალურ შეხვედრებს დღეს საქართველოს ოთში ქალაქი უმასპინძლებს. 

 

ტორპედო – დილა 

ქუთაისი, “ცენტრალური” 14:00

საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებას უმასპინძლებს ქუთაისი. ორივე გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა და მეორე ეტპანს ისინი ფაქტობრივად სხვა შემადგენლობით ხვდებიან. განსაკუთრებით ეს ქუთაისურ კლუბზე ითქმის. “ტორპედოდან” ვისოლის წასვლის შემდეგ ფეხბურთელების დიდი უმრავლესობაც წავიდა. თუმცა, ქუთაისელებმა საკმაოდ კარგი შევსებაც მიიღეს და რაც მთავარია “ტორპედოს” სათავეში გამოცდილი რევაზ ძოძაშვილი ჩაუდგა.

წამყვანმა მოთამაშეებმა “დილაც” დატოვეს, თუმცა გორელებმა გამოცდილი ქართველი ფეხბურთელებით მიიღეს შევსება. ბუნებრივია, რომ 12 ახალწვეულს შეთამაშებისთვის დრო დასჭირდებათ.

 

სიონი – ჩიხურა

თბილისი, “მიხეილ მესხი” 14:00

ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი გუნდების დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოდგეს. “სიონმა” თურქეთში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა და ტესტ-მატჩებში კარგი შედეგი აჩვენა. სეზონის დასაწყისს ბურდულის გუნდი ოპტიმალურ ფორმაში ხვდება.

“ჩიხურამ” ბიუჯეტის დაგვიანებით დამტკიცების გამო, უცხურ შეკრებაზე წასვლა ვერ მოახერხა და ადგილობრივ პირობებში ემზადებოდა. შესაძოა, ამან გარკვეული დაღი დაასვას საჩხერელთა ასპარეზობას. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ იმერული კლუბმა საკადრო თვალსაზრისით საკმაოდ ნორმალური შევსება მიიღო. ხმალაძის და კვარაცხელიას გამოცდილა “ჩიხურას” ნამდვილად წაადგება.

 

შუქურა – მერანი

ქობულეთ, “ჩელე არენა” 14:00

თასის გათამაშებაში შემორჩენილი ერთადერთი პირველლიგელი საკუთარ მოედანზე უმაღლესის აუტსაიდერს მიიღებს.
აღსანიშანვია, რომ “მერანს”, პირველად ამ სეზონში, მოედანზე ახალი მთავარი მწვრთნელი ზურაბ იონანიძე გაიყვანს. წარსულში წარამტებული ფეხბურთელის მთავარი მიზანი მარტივლური კლუბის გადარჩენა იქნება.

პირველი ლიგის ერთ-ერთი ლიდერი “შუქურა” საკმაოდ მოტივირებული ხვდება ამ მატჩს. ქობულეთელებს ძალიან კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყვათ. თანაც საქარველოში ერთხელ უკვე დაფიქსირდა პირველი ლიგის ბინადარი კლუბის სათასო წარმატება, რაც “შუქურას” გულშემატკივარსა და მოთამშეებს სტიმულს მატებს.

 

მეტალურგი – დინამო თბილისი

რუსთავი, “ფოლადი” 14:00

სათასო ბატალიების ცენტრალური მატჩი რუსთავში გაიმართება, სადაც ერთმანეთს განახლებული “მეტალურგი” და “დინამო” დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაახალგაზრდავდა. თუმცა, თ რუსთაველთა შემთხვევაში ეს ფინანსური პრობლემებით იყო გამოწვეული, “დინამში” გადახალისება კლუბის ახალი ინიციატივა და მომავალზე გათვლილი გეგმა იყო.

ორივე გუნდმა საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა თურქეთში და სავარაუდოდ ფეხბურთელები კარგად უნდა იყვნენ მომზადებულები სეზონის მეორე ნაწილისთვის.

„მეტალურგმა“ მორიგი ტესტ-მატჩი გამარჯვებით დაასრულა

რუსთავის „მეტალურგმა“  „ტირგუ მურეში“ დაამარცხა. თურქულ შეკრებაზე მყოფმა რუსთაველმა ფეხბურთელებმა რუმინულ გუნდს 2-0 სძლიეს. გოლები ჩირგაძემ და ჩიმაკაძემ გაიტანეს. ორივე გოლი სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა. ჩირგაძემ მეტოქის კარი მე-19 წუთზე აიღო, ჩირგაძემ კი 49-ზე.

„მეტალურგმა“ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

ბედიაშვილი, კაკულია(ტვილდიანი 46), ვ.კილასონია, მახვილაძე(გ.კილასონია 65), საჯაია, ექვთიმიშვილი(ცნობილაძე 46), ქავთარაძე(ლომაია 65), ჩირგაძე, მიქაბერიძე (გიგაური 46), სეთურიძე(ხაბელაშვილი 65), ჩიმაკაძე(ოქროპირიძე 65).

საფეხბურთო კლუბ მეტალურგის პრესსამსახური

“მეტალურგი” რუსულ “გაზოვიკს” დაუპირისპირდა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა რუსთავის „მეტალურგმა“ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. რუსთაველმა ფეხბურთელებმა ტესტ-მატჩი დღეს რუსეთის პირველ ლიგაში მოასპარეზე ორენბურგის „გაზოვიკის“ წინააღმდეგ გამართეს და 1-0 გაიმარჯვეს. ერთადერთი გოლი მატჩის მეორე ტაიმში კაკაშვილის დარტყმას მოჰყვა

მეტალურგმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

პირველი ტაიმი: ბედიაშვილი, სეთურიძე, ვ.კილასონია, მახვილაძე, საჯაია, ტორონჯაძე, დობროვოლსკი, ქავთარაძე, ჩირგაძე, მიქაბერიძე, ჩიმაკაძე

მეორე ტაიმი: სეფიაშვილი, ექვთიმიშვილი, კაკულია, ცნობილაძე, გიგაური, გოგინაშვილი, ხაბელაშვილი, კაკაშვილი, გ. კილასონია, ტვილდიანი, ლომაია

მორიგ ტესტ-მატჩს “მეტალურგი” თურქმენეთის ნაკრებთან, 6 თებერვალს გამართავს.

„მეტალურგი“ თურქეთშია და პირველი შეხვედრისთვის ემზადება

რუსთავის „მეტალურგი“ 2 თებერვალს თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა. გუნდი სასტუმრო „გრანდ პარკ ლარაში“ დაბინავდა და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. რუსთაველი ფეხბურთელები შეკრებაზე ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. „მეტალურგი” პირველ შეხვედრას ხვალ გამართავს. რუსთაველთა მეტოქე რუსეთის პირველ ლიგაში მოასპარეზე ორენბურგის “გაზოვიკი” იქნება. გაზოვიკის შემდეგ “მეტალურგი” მომდევნო საკონტროლო მატჩს თურქმენეთის ნაკრებთან 6 თებერვალს ჩაატარებს , 9 თებერვალს რუმინელ “ტირგუ მურეშს” დაუპირისპირდება, 12 თებერვალს დანიშნული ბოლო სპარინგის მეტოქის ვინაობა კი ადგილზე გაირკვევა.

FCM.GE

„მეტალურგი“ თურქეთში 22 ფეხბურთელით გაემგზავრება

რუსთავის „მეტალურგი“ 2013/2014 წლების სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას თურქეთში გააგრძელებს. რუსთაველი ფეხბურთელები ანტალიაში 1 თებერვალს გაემგზავრებიან, სადაც 12 დღე დაჰყოფენ. მეტალურგი თურქულ შეკრებაზე 22 ფეხბურთელით გაემგზავრება.

ვარლამ კილასონიას გადაწყვეტილებით თურქეთში გაემგზავრებიან:

გრიგოლ ბედიაშვილი, კონსტანტინე სეფიაშვილი, შალვა ექვთიმიშვილი, დავით საჯაია, თედო კაკულია, მიხეილ მახვილაძე, ვარლამ კილასონია, დაჩი ცნობილაძე, გიორგი ქავთარაძე, მერაბ გიგაური, გიორგი მიქაბერიძე, გიორგი სეთურიძე, ირაკლი გოგინაშვილი, ივანე ხაბელაშვილი, გიორგი ჩირგაძე, ბესიკ ჩიმაკაძე, მამუკა ტორონჯაძე, აკაკი კაკაშვილი, გიორგი კილასონია, დათო ლომაია, დენის დობროვოლსკი, არჩილ ტვილდიანი

დაგეგმილია ოთხი საკონტროლო მატჩის ჩატარება. 6 თებერვალს „მეტალურგი“ თურქმენეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება, 9-ში კი რუმინეთის პირველ ლიგაში მოასპარეზე „ტარგუ მულეშ“ დაუირისპირდება. ორი სპარინგ მეტოქის ვინაობა ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება

საფეხბურთო კლუბ მეტალურგის პრესსამსახური

 

„მეტალურგი“ თურქეთში 1 თებერვალს გაემგზავრება

რუსთავის „მეტალურგი“ 2013/2014 წლების სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას თურქეთში გააგრძელებს. რუსთაველი ფეხბურთელები ანტალიაში 1 თებერვალს გაემგზავრებიან, სადაც 12 დღე დაჰყოფენ. გუნდი დაგეგმილია ოთხი საკონტროლო მატჩის ჩატარება. 6 თებერვალს „მეტალურგი“ თურქმენეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება, 9-ში კი რუმინეთის პირველ ლიგაში მოასპარეზე „ტარგუ მულეშ“ დაუირისპირდება. ორი სპარინგ მეტოქის ვინაობა ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

FCM.GE

ქართული ტრანსფერების მიმოხილვა

ქართული კლუბები მეორე ეტაპისთვის ემზადებიან და ბუნებრივი, რომ ტრანსფერებიც აქტუალური თემაა. მოდით ერთად შევაჯამოთ განვლილ პერიოდში განხორციელებული ცვლილებები ქართულ კლუბებში. 

 

დინამო თბილისი

წავიდნენ: გიორგი შაშიაშვილი (კარიერა დაასრულა), ირაკლი ლექვთაძე (ტორპედო), ლევან ხმალაძე (უგუნდოდ), თორნიკე ზარქუა (ზუგდიდი), ომარ მიგინეიშვილი (ზესტაფონი), გიორგი სეთრიძე (მეტალურგი), გიორგი მიქაბერიძე (მეტალურგი), დავით ხოჭოლავა (ფოთის კოლხეთი), ლაშა შინდაგორიძ (ჩიხურა), ჯაბა დვალი (ყარაბახი).

მოვიდნენ: გიორგი ჯანელიძე (ვიტ ჯორჯია), ირაკლი მოდებაძე (დილა), გიორგი ხიდეშელი (ტორპედო), გიორგი რეხვიაშვილი (ჩიხურა), მათე ცინცაძე (ტორპედო), თორნიკე გორგიაშვილი (უგუნდო), ნიკა დაუშვილი (ვიტ ჯორჯია), ლაშა შერგელაშვილი, ნიკა დიასამიძე (დინამო 2).

დილა

წავიდნენ: ირაკლი მოდებაძე (დინამო), თეიმურაზ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი გურული (ზესრაფონი), ნუკრი რევიშვილი, ირაკლი მასიურაძე (ვალეტა, მალტა).

მოვიდნენ: დავით რაჟამაშვილი (ზესტაფონი), კობა შალამბერიძ, ალექსანდრე კოშკაძე, ნიკოლოზ ჯიშკარიანი (გურია).

ზესტაფონი

წავიდნენ: როინ კვასხვაძე (ტორპედო), გიორგი კაჭკაჭიშვილი (ზუგდიდი), გიორგი ადამია (სიონი), გურამ სამუშია (ზუგდიდი), მუჰამედ რეკრუკი (უგუნდოდ), დავით რაჟამაშვილი (დილა), საბა ლომია (ჩიხურა), ილია კანდელაკი (სიონი).

მოვიდნენ: თეიმურაზ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძ, გიორგი გურული (დილა), დიმიტრი ტატანაშვილი (ჩიხურა), ზაზა ჭელიძე, დავით კუპატაძე, ნიკა საბანაძე, გიორგი ფანცულაია, გიორგი კუხიანიძე, თორნიკე კაპანაძე, ბექა კუკუშაძე (ტორპედო), ომარ მიგინეიშვილი (დინამო), რევაზ გეწაძე (მეტალურგი).

ტორპედო

წავიდნენ: გიორგი ხიდეშელი, მათე ცინცაძე (დინამო თბილისი), ზაზა ჭელიძე, დავით კუპატაძე, ნიკა საბანაძე, გიორგი ფანცულაია, გიორგი კუხიანიძე, თორნიკე კაპანაძე, ბექა კუკუშაძე (ტორპედო).

მოვიდნენ: გურამ ადამაძ (ვიტ ჯორჯია), ზურა მენთეშაშვილი (საბურთალო), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი).

მეტალურგი

წავიდნენ: ლაშა ჯაფარიძე (ტირასპოლი, მოლდოვა), ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი (სპარტაკი ცხინვალი), რევაზ გეწაძე (ზესტაფონი).

მოვიდნენ: გიორგი სეთურიძე, გიორგი მიქაბერიძე (დინამო თბილისი).

ვიტ ჯორჯია

წავიდნენ: გურამ ადამაძე (ტორპედო), ლაშა კასრაძ (აზალი, აზერბაიჯანი), გიორგი ჯანელიძ, ნიკა დაუშვილი (დინამო თბილისი).

მოვიდნენ: ჯონი შეროზია, ლაშა ღონღაძე (მერანი)

ჩიხურა

წავიდნენ: გიორგი რეხვიაშვილი (დინამო), დიმიტრი ტატანაშვილი (ზესტაფონი).

მოვიდნენ: საბა ლომია (ზესტაფონი), ლაშა შინდაგორიძე (დინამო).

ზუგდიდი

წავიდნენ: ამირ აზმი მეგაჰედი (მაჰალია, ეგვიპტე), ზურაბ მამალაძე (მერანი), ჯამალ ჰამზა (ჰარს ჰოდუდი, ეგვიპტე).

მოვიდნენ: გიორგი კაჭკაჭიშვილი, გურამ სამუშია (ზესტაფონი), თორნიკე ზარქუა (დინამო).

სიონი 

წავიდნენ: გივი იოსელიანი (სპარტაკი).

მოვიდნენ: გიორგი ადამია, ილია კანდელაკი (ზესტაფონი).

სპარტაკი

წავიდნენ: ნიკა კვეკვესკირი (დინამო 2).

მოვიდნენ: ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი (მეტალურგი), გივი იოსელიანი (სიონი).

მერანი

წავიდნენ: გიორგი რეხვიაშვილი (სასკო), ჯონი შეროზია, ლაშა ღონღაძე (ვიტ ჯორჯია), კრის ბანება, მარკოს დოს სანტოსი (უგუნდოდ).

გურია

წავიდნენ: ვლადიმერ ჯოჯუა (მერანი), კობა შალამბერიძ, ალექსანდერ კოშკაძ, ნიკა ჯიშკარიანი (დილა).

მოვიდნენ: გიგა კვერენჩხილაძე (დინამო ბათუმი).

 

როგორც ხედავთ, ამ ეტაპზე ძირითადად შიდა ტრანსფერები განხორციელდა. არის გაურკვევლობებიც. მაგალითად, შესაძლოა ომარ მიგინეიშვილმა “ზესტაფონის” ღირსების დაცვა მიმდინარე ჩემპიონატში ვერ შესაძლოს, ვინაიდან 2013/14 წლების სეზონში “ზესტაფონი” მისთვის უკვე მესამე კლუბია. არადა, ზესტაფონელებმა “დინამოს” მეკარეში გარკვეული თანხაც გადაუხადეს.

სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დრო ჯერ კიდევ არის და იმედია ჩვენი წამყვანი კლუბები კარგ შევსებას მიიღებენ.

“მეტალურგმა” “გაგრას” მოუგო

დღეს “ფოლადის” სტადიონზე  ბენდელას თასის გათამაშების მორიგი შეხვედრა გაიმართა. რუსთავის “მეტალურგმა” “გაგრას” უმასპინძლა. თამაში საინტერესო და მეტად უხვგოლიანი გამოდგა. “მეტალურგმა” მეტოქეს ხუთი გოლი გაუტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ ორი მიიღო. გაგრას კარი ექვთიმიშვილმა, ჩიმაკაძემ, ქავთარაძემ, ხაბელაშვილმა და გოგინაშვილმა აიღეს. გაგრადან კი დუბლის შესრულება ცაცკრიალაშვილმა შეძლო.

„მეტალურგი“ (პირველი ტაიმი): ბედიაშვილი, ჩიმაკაძე, ტორონჯაძე, ტუხაშვილი, კვანტალიანი, ქავთარაძე, ვასაძე, კაკულია, ლომაია, ცნობილაძე, ექვთიმიშვილი

მეორე ტაიმი: სეფიაშვილი, ჩირგაძე, გოგინაშვილი, ჯანაშია, ხაბელაშვილი, დობროვოლსკი, კაკაშვილი, სეთურიძე, მახვილაძე, კილასონია, მიქაბერიძე

fcm.ge

გიორგი სეთურიძე „მეტალურგის“ ღირსებას დაიცავს

გიორგი სეთურიძე რუსთავის „მეტალურგში ითამაშებს. 28 წლის მცველისთვის რუსთავური გუნდი უცხო არ არის სეთურიძე 2011 წელს სწორედ მეტალურგის ღირსებას იცავდა. გასულ წელს კი მარჯვენაფლანგელი თბილისის დინამოში თამაშობდა. სეთურიძემ გუნდთან ერთად დღეს „ფოლადის: სტადიონზე პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.

მეტალურგში ვარჯიშობს გიორგი მიქაბერიძეც, რომელიც გასულ წელს თბილისის „დინამოში“ სწორედ რუსთავიდან გადავიდა. 25 წლის ნახევარმცველი კლუბთან კონტრაქტს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გააფორმებს.

„მეტალურგს“ ასევე შეუერთდება რევაზ გეწაძე. გეწაძეს „მეტალურგის“ დატოვება თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა  რუსთაველი გულშემატკივრების ერთ-ერთმა საყვარელმა ფეხბურთელმა რუსთავში დარჩენა ამჯობინა.

 fcm.ge

„მეტალურგი“ 10 იანვარს შეიკრიბება

რუსთავის „მეტალურგი“ ვარჯიშს განახლებული შემადგენლობით შეუდგება. გუნდი 10 იანვარს შეიკრიბება და ვარლამ კილასონიას თავკაცობით პირველ ოფიციალურ ვარჯიშსაც გამართავს.

ფინანსური პრობლემების გამო კლუბი იძულებული გახდა რამდენიმე წამყვან მოთამაშეს დამშვიდობებოდა. ოფიციალურად „მეტალურგი“ ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კლუბიდან კაკუბავა, მაისაშვილი, ორბელაძე და ტუღუში წავიდნენ, ხოლო კორღალიძეს და გეწაძეს კონტრაქტი დაუსრულდათ.

რაც შეეხება ახალწვეულებს – მეტალურგის ღირსებას ცხინვალის „სპარტაკის“ უკვე ყოფილი ნახევარმცველი 20 წლის ვარლამ კილასონია დაიცავს. გუნდს დუბლებიდან რამდენიმე მოთამაშეც შეუერთდება.

საფეხბურთო კლუბ მეტალურგის პრესსამსახური

პირველი ეტაპი – მეტალურგი

Fanebi.com აგრძელებს უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის შეჯამებას. დღეს ჩვენი სტუმარი, საფეხბურთო კლუბი “მეტალურგი” იქნება.

რუსთავის “მეტალურგმა” სეზონის წინ საკმაოდ ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა შეკრიბა, რომელსაც სათავეში ახალგაზრდა სპეციალისტი, გელა სანაია ჩაუდგა.

რუსთაველებს საკმაოდ არასტაბილური პირველი ეტაპი გამოუვიდათ. კარგ ჩატარებულ შეხვედრებს, მოულოდნელი მარცხი მოსდევდა ხოლმე გათამაშების აუტსაიდერებთან.

ყველაზე კარგად “მეტალურგმა” ოქტომბრის ბოლო რიცხვები და ნოემრის დასაწყისი ჩაატარა. სწორედ ამ დროს მოახერხეს რუსთაველებმა თბილისი “დინამოსთან” ქულის აღება. იმ შეხვედრაში რუსთაველებს ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდათ, და რომ არა გიორგი ლორიას ბრწყინვალე თამაში, გელა სანაიას შეგირდებს სამი ქულის აღებაც შეეძლოთ. “დინამოს” შემდეგ, “მეტალურგი” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა და საკმაოდ კარგი თამაშის წყალობით მოიპოვა ამ მატჩში გამარჯვება.

აი დეკემბრის თვე კი, რუსთავულმა კლუბმა საკმაოდ სუსტად ჩაატარა. ოთხ შეხვედრაში 2 მარცხი, 1 ფრე და მხოლოდ ერთი გამარჯვება, ისიც კრიზისში მყოფ ლანჩხუთის “გურიასთან”. თუმცა, ამას გელა სანაია მსაჯობასაც აბრალებდა. და კონკურენტ გუნდებს ბინძურ თამაშში სდებდა ბრალს.

უმაღლესის მეორე ეტაპს “მეტალურგი” სახეცვლილი შეხვედბა. კლუბს დაფინანსება შეუმცირეს. ამის გამო რუსთავი გელა სანაიამ დატოვა. მის ბედს რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელიც გაიზიარებს. ამბობენ, რომ კლუბის სათავეში ბუბა ტყავაძე მოვა.

ახალი მთავარი მწვრთნელი კი, რუსთავისთვის კარგად ნაცნობი ვარკლამ კილასონია იქნება.