“ჩელსიმ” კლუბის ხუთ ფანს მატჩებზე დასწრება სამუდამოდ აუკრძალა (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსიმ” კლუბის ხუთ ფანს პარიზის მეტროში რასისტული ქცევის გამო მატჩებზე დასწრება სამუდამოდ აუკრძალა.

ინციდენტი 2015 წლის თებერვალში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:1) დაწყებამდე მოხდა. ლონდონური კლუბის ფანებმა მეტროს ვაგონში ფერადკანიანი მამაკაცი არ შეუშვეს, თან სკანდირებდნენ: “ჩვენ რასისტები ვართ და ეს მოგვწონს”.

“ჩელსის” მატჩებზე დასწრება სამუდამოდ აეკრძალათ ჯოშ პარსონს, უილიამ სიმპსონს, ჯორდან მანდეის, დინ კალისსა და რიჩარდ ბარკლის. ეს უკანასკნელი ყოფილი პოლიციელი გახლავთ.

ვენგერის, ტერის და ბარტონის ხმები ლონდონის მეტროში

პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 96 წლის აღსანიშნავად ლონდონის მეტროს რამდენიმე სადგურში საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელთა ხმას გამოიყენებენ.

ლონდონის “არსენალის” სტადიონ “ემირეითსთან” ახლოს მდებარე მეტროსადგურებზე – “ჰოლოუეი როუდსა” და “ფინსბერი პარკზე” არსენ ვენგერისა და მიკელ არტეტას ხმას გაიგონებთ.

ლონდონის “ჩელსის” სტადიონ “სტემფორდ ბრიჯთან” ახლოს მდებარე მეტროსადგურებზე კი ჯონ ტერის ხმას გამოიყენებენ.

აქციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ჯოი ბარტონი, სკოტ პარკერი და რობერტ გრინი.

 

გერმანიის ნაკრები „უემბლის“ სტადიონზე მეტროთი მივიდა

გუშინ ლონდონის მეტროს მგზავრებს ნამდვილ ვარსკვლავებთან ერთად მოუწიათ მგზავრობა. როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 00:00 საათზე ინგლისისა და გერმანიის ნაკრებების შორის ამხანაგური მატჩი დაიწყება. იოაჰიმ ლიოვმა გუშინ გუნდი „უემბლიზე“ სავარჯიშოდ მეტროთი მიიყვანა.

გერმანიის ფეხბურთის ასოციაცია იტყობინება, რომ ეროვნულმა ნაკრებმა სატრანსპორტო საშუალებად პირველად გამოიყენა მეტრო.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებმა ისარგებლეს შემთხვევით და ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავებს ფოტოები გადაუღეს.

როგორც გერმანიის ფეხბურთის ასოციაციაში აცხადებენ, აღნიშნული ქმედება მათი მხრიდან არ ყოფილა პიარკამპანია, უბრალოდ ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ნაკრებს ჭარბად დასახლებულ ქუჩებში მოძრაობისგან თავი აერიდებინა.

ბექა დოგრაშვილი