მიკა რიჩარდსი: “ბალოტელიმ იტალიურად შემაგინა”

“ასტონ ვილას” კაპიტანმა, მიკა რიჩარდსმა “მანჩესტერ სიტიში” გატარებული პერიოდი და მარიო ბალოტელისთან ვარჯიშზე მომხდარი ჩხუბი გაიხსენა.

მოგეხსენებათ, რიჩარდსი და ბალოტელი თანაგუნდელები სამი წლის განმავლობაში იყვნენ, ერთ-ერთ ვარჯიშზე კი მათ შორის სიტუაცია დაიძაბა.

“მარიო ბალოტელი ფიქრობს, რომ საუკეთესოა და ჰგონია, რომ ყველაზე კარგად გამოიყურება. ვარჯიშზე, ხუთი-ხუთზე ვთამაშობდით. მარიო ჩემს გუნდში იყო, ჩვენ კი ვაგებდით, რადგან ის არაფერს აკეთებდა.

მან იტალიურად შემადგინა. ეგონა, რომ ვერაფერი გავიგე, თუმცა მე იტალიური ენა მესმის. ვკითხე: “ეს ვის უთხარი?”

ბალოტელიმ კიდევ ერთხელ შეიგინა და ამის გამო მასთან ვიჩხუბე”, – ციტირებს ინგლისელი მცველის სიტყვებს Football Italia.

მიკა რიჩარდსი “ასტონ ვილას” გაბრაზებულ ფანებს შეხვდა (ვიდეო)

9 იანვარს, ინგლისის ასოციაციის თასზე, ინგლისის ლიგა ორის ბინადარმა “უიკომ უონდერერსმა” საკუთარ მოედანზე “ასტონ ვილა” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ, “ასტონ ვილას” გუნდის კაპიტან მიკა რიჩარდს შეხვნდნენ, რომელმაც ამ შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა. ერთ-ერთი გულშემატკივრის თქმით, ფეხბურთელები ძალიან უმოტივაციოდ მოქმედებენ.

შეგახსენებთ, რომ “ასტონ ვილა” პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს.

მიკა რიჩარდსი ტრავმირებულია

“ფიორენტინას” მცველმა მიკა რიჩარდსმა ევროპა ლიგის მატჩში ტრავმა მიიღო. მინსკის “დინამოსთან” გამართული შეხვედრა, რომელიც იტალიელებმა 3:0 მოიგეს, ინგლისელმა მცველმა ვერ ჩაამთავრა.

დღეს, მოთამაშე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მისი ტრავმის სირთულეც გაირკვევა.

შეგახსენებთ, ინგლისელი მცველი “ფიორენტინაში” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, “მანჩესტერ სიტიდან” გადავიდა.

მიკა რიჩარდს “მანჩესტერ სიტი” პელეგრინის გამო დაუტოვებია

იტალიური “ფიორენტინას” ახალწვეულმა მიკა რიჩარდსმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ სიტი” დიდწილად გუნდის მთავარი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის გამო დატოვა. 26 წლის ინგლისელი მცველი ამბობს, რომ ჩილელი სპეციალისტის თავკაცობის პერიოდში მას საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია.

“გადამწყვეტი მომენტი “უოტფორდის” წინააღმდეგ გამართული მატჩი იყო. ანგარიშით 0:2 ვაგებდით. არ მინდა, ეს წარუმატებლობა ვინმეს დავაბრალო, თუმცა ყველა ხედავდა, რომ იმ მატჩში ნორმალურად ვთამაშობდი. ამის მიუხედავად, პელეგრინიმ ჩემი და ჯეკ როდუელის შეცვლა გადაწყვიტა. მაშინ მივხვდი, რომ განტევების ვაცი ვხდებოდი.

კი ბატონო, “სიტის” რიგებში ყოველთვის კარგად არ ვთამაშობდი, თუმცა ასეთი შემთხვევა მანამდე არასდროს მომხდარა. ეს უცნაური და არაბუნებრივი სიტუაცია იყო. მივხვდი, რაც არ უნდა გამეკეთებინა, მწვრთნელი ჩემით კმაყოფილი მაინც არ დარჩებოდა. ის მიხსნიდა, რომ ტრავმის მოშუშების არ სურდა, დაეჩქარებინა მოედანზე ჩემი დაბრუნება. თუმცა, მე არც პრემიერლიგის და არც ჩემპიონთა ლიგის არცერთ მატჩში მონაწილეობა არ მიმიღია. ინგლისის თასზე “უოტფორდის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მაინც არ გავეყვანე მოედნიდან. აი, ამ შემთხვევის შემდეგ მისდამი ნდობა დავკარგე”, – რიჩარდსის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ მიკა რიჩარდსი “ფიორენტინაში” იჯარის წესით თამაშობს.

 

მიკა რიჩარდის საშინელი პენალტი

2 აგვისტოს “ოლიმპიაკოსსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც მიკა რიჩარდსმა ძალიან ცუდად დაარტყა.

მიკა რიჩარდსის ლამაზი საჯარიმო

“მანჩესტერ სიტის” მცველმა მიკა რიჩარდსმა გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე საჯარიმო დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა.

“ნიუკასლი” რიჩარდის შეძენას აპირებს

“ნიუკასლი” დაცვის გაძლიერებას “სიტის” ფეხბურთელით, მიკა რიჩარდსით აპირებს.

უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში რიჩარდსი მოედანზე სულ 18-ჯერ გამოჩნდა. მიზეზი, კი მძიმე ტრავმაა, რომლის მოშუშების შემდეგ მიკამ სტაბილურობა დაკარგა.

უცხოური პრესის ცნობით, “ნიუკასლი” მანჩესტერულ კლუბს მცველში 7 მილიონ გირვანქას შესთავაზებს. ფეხბურთელი კი ხელფასის სახით კვირაში 70 ათას გირვანქას მიიღებს.

მიკა რიჩარდსი „ლივერპულში“?

„მანჩესტერ სიტის“ მცველი მიკა რიჩარდსი კარიერას, სავარაუდოდ, „ლივერპულში“ გააგრძელებს. ბრიტანული „მეტროს“ ცნობით, „ქალაქელთა“ თავკაცი მანუელ პელეგრინი 25 წლის ინგლისელი ფეხბურთელის კლუბიდან გაშვებას დათანხმდა.

კარიერის გაგრძელების ყველაზე რეალური ვარიანტი „ლივერპულია“. რიჩარდსის მიმართ ინტერესს „ინტერი“ და „მილანიც“ იჩენენ.

მიკა რიჩარდსმა მიმდინარე სეზონში ყველა ჩემპიონატში ერთად მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა. ინგლისელ ფეხბურთელს დიდი პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა.

 

ყველაზე ძლიერი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები

ერთ-ერთმა უცხოურმა საფეხბურთო პორტალმა ყველაზე ძლიერი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

1. მეკარე – მანუელ ნოიერი (მიუნხენის “ბაიერნი”)

სიმაღლე: 193 სმ
წონა: 92 კგ

Neuer

2. მარჯვენა მცველი – მიკა რიჩარდსი (“მანჩესტერ სიტი”)

სიმაღლე: 180 სმ
წონა: 83 კგ

Richards

3. ცენტრალური მცველი: კრისტოფერ სამბა (მოსკოვის “დინამო”)

სიმაღლე: 193 სმ
წონა: 100 კგ

Samba

4. ცენტრალური მცველი: ნემანია ვიდიჩი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)

სიმაღლე: 188 სმ
წონა: 88 კგ

Vidic

5. მარცხენა მცველი: ჯორჯ ელოკობი (“ვულვერჰემპტონი”)

სიმაღლე: 175 სმ
წონა: 90 კგ

Eokobi

6. ცენტრალური ნახევარმცველი: იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”)

სიმაღლე: 188 სმ
წონა: 79 კგ

yaya

7. ცენტრალური ნახევარმცველი: მაიკლ ესიენი (“ჩელსი”)

სიმაღლე: 177 სმ
წონა: 85 კგ

essien

8. ცენტრალური ნახევარმცველი: ჟულიო ბაპტისტა (“კრუზეირო”)

სიმაღლე: 185 სმ
წონა: 86 კგ

baptista

9. თავდამსხმელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პარი სენ-ჟერმენი”)

სიმაღლე: 195 სმ
წონა: 95 კგ

ibrahimovic

10. თავდამსხმელი: დიეგო კოშტა (მადრიდის “ატლეტიკო”)

სიმაღლე: 188 სმ
წონა: 85 კგ

costa

11. თავდამსხმელი: ადებაიო აკინფენვა (“ჯილინგემი”)

სიმაღლე: 180 სმ
წონა: 100 კგ

akinfewa

მიკა რიჩარდსი, შესაძლოა, „მილანში“ ვიხილოთ

ევროპულმა პრესამ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, „მანჩესტერ სიტის“ მცველი მიკა რიჩარდსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, სხვა კლუბში გადავიდეს.

ერთ-ერთ კლუბად, რომელსაც „ქალაქელთა“ მცველის გადაბირების შანსები აქვს „მილანი“ სახელდება. მოგეხსენებათ, „შავ-წითლებს“ დაცვის ხაზში პრობლემები აქვთ, შესაბამისად, გამორიცხული არ არის მათ რიჩარდსთან კონტრაქტი გააფორმონ.

25 წლის მცველის ტრანსფერის ალბათობაც ისიც ზრდის, რომ მანჩესტერული კლუბის შემადგენლობაში მას თამაში არც თუ ისე ხშირად უწევს, რის გამოც მას მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების ნაკლები შანსი აქვს.

ალექსანდრე მატევოსოვი

რიჩარდსი წასვლაზე დაფიქრდა

“მანჩესტერი სიტის” მცველი მიკა რიჩარდსი გუნდის გამოცვლაზე დაფიქრდა. მცველის თქმით, საკმარისი სათამაშო დროის არქონის შემთხვევაში სერიოზულად დაფიქრდება გუნდის გამოცვლაზე.

“კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს მეწურება. კლუბის მხრიდან უკვე მივიღე წინადადება შრომითი ხელშეკურულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ არ ვიჩქარებ. მაინტერესებს რამდენი შეხვედრის ჩატარების საშუალება მომეცემა. თუ სათამაშო დრო არ დამაკმაყოფილებს, მაშინ სხვა გუნდში მომიწევს ძალების მოსინჯვა. გადაწყვეტილებას იანვრის შემდეგ მივიღებ. ფინანსურად საკმაოდ მომგებიანი კონტრაქტის გაფორმება ხვალაც შემიძია, მაგრამ საქმე მხოლოდ ფულში არ არის. მე ფეხბურთიც მაინტერესებს” – განაცხადა რიჩარდსმა.