მიმდინარე კვირას ”ჩიკაგო ბულზის” ხელმძღვანელობა უკანახაზელთან მაიკ ჯეიმსთან გააფორმებს კონტრაქტს. მოთამაშე გუნდს სამწვრთვნელო ბანაკში შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ მაიკი ჩიკაგოში აქამდეც თამაშობდა. ”ხარების” მაისურით იგი 2011/2012 წლების სეზონში გამოდიოდა.
გასულ სეზონში ჯეიმსი ”დალას მავერიკსის” ღირსებას იცავდა. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 6,1 ქულა და 3,1 მოხსნა შეადგინა.
რაც შეეხება 38 წლის მოთამაშის ჯამურ საშუალო მაჩვენებელს, იგი 10 ქულასა და 3,5 მოხსნას შეადგენს.
ალექსანდრე მატევოსოვი