იტალიის სუპერთასის ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს იტალიის ჩემპიონატის ჩემპიონი, “იუვენტუსი” და იტალიის თასის ფინალისტი (“იუვენტუსი” 1-0 “მილანი”) დაუპირისპირდნენ, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
მატჩი ჯორჯო კიელინის გოლმა გახსნა, რასაც ნომინალურ სტუმართა მხრიდან ბონავენტურამ, ზუსტად 20 წუთში უპასუხა. მატჩის ძირითად დროში მეტი გოლი არც გასულა და შესაბამისად, ორი დამატებითი ტაიმის თამაში გახდა საჭირო.
მართალია, დამატებით ტაიმებში ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის საკმაოდ რეალური შანსები, მაგრამ იტალიელებმა გამარჯვებულის ვინაობის ამოცნობა მაინც პენალტების სერიას მიანდეს.
პენალტების სერიაში კი გამარჯვება ახალგაზრდა ჯიჯის გუნდს დარჩა – 4:3.
“იუვენტუსი”: ჯიჯი ბუფონი; ალექს სანდრო (პატრის ევრა 33′), კიელინი, რუგანი, ლიხშტაინერი; ხედირა, მარკიზიო, სტურარო (ლემინა 79′); პიანიჩი (დიბალა 67′); იგუაინი, მანძუკიჩი
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“მილანი”: ჯიჯი დონარუმა; აბატე, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო; კუცკა, ლოკატელი, ბერტოლაჩი; სუსო, ბაკა, ბონავენტურა
მთავარი მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
გოლები: კიელინი 18′ – ბონავენტურა 38′