ვიტსელი: „სამწუხაროდ, „ზენიტში“ დავრჩი“

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ნახევარმცველს აქსელ ვიტსელს გული დაწყდა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს რუსეთის დატოვება ვერ მოახერხა. როგორც ბელგიელმა განაცხადა, კლუბმა მცირე პერიოდში მისი შემცვლელის პოვნა ვერ მოახერხა.

„არსად გადავალ, ასეთი გადაწყვეტილება გუშინ „ზენიტმა“ მიიღო. კლუბმა ჩემი შემცვლელი ვერ იპოვა. ეს სამწუხაროა, რადგან მინდოდა, გადავსულიყავი. ნათელია, რომ ზამთრამდე ვერსად წავალ“, – განაცხადა ვიტსელმა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის შუახაზელის შეძენა „მილანს“, „იუვენტუსსა“ და „ტოტენჰემს“ სურდათ.

ალესანდრო ნესტა ამერიკულ კლუბს გაწვრთნის

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ყოფილი ცენტრალური მცველი ალესანდრო ნესტა ამერიკული “მაიამის” მთავარი მწვრთნელი გახდა. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელ Twitter-ში კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

როგორც ცნობილია, “მაიამი” 2016 წლიდან ამერიკის რანგით მეორე დივიზიონში დაიწყებს თამაშს, შემდეგ კი MLS-ში გადასვლას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ “მაიამის” თანამფლობელი ლეგენდარული ფეხბურთელი პაოლო მალდინია.

კიდევ 4 რამ, რაც “მილანს” მარიო ბალოტელისათვის უნდა აეკრძალა

როგორც იცით, მარიო ბალოტელი “ლივერპულიდან” იჯარით ისევ “მილანში” დაბრუნდა. ახალი კონტრაქტის თანახმად, იტალიელ თავდამსხმელს “როსონერიში” ყოფნის პერიოდში ბევრი რამ ეკრძალება. თუმცა, საინტერესოა, კიდევ რისი აკრძალვა შეეძლო “მილანის” ხელმძღვანებლობას 25 წლის ფეხბურთელისათვის.

1. ავტომობილის თავისი გემოვნებით მოწყობა

2. შეხვედრა “პუმას” დიზაინერთან

3. ფეიერვერკების ყიდვა

4. თავზე ხელთათმანის დახურვა

რა ეკრძალება მარიო ბალოტელის “მილანში” კონტრაქტის თანახმად

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ “მილანმა” “ლივერპულიდან” მარიო ბალოტელი ინათხოვრა. დღეს იტალიელ ფეხბურთელსა და “როსონერის” შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა.

როგორც ირკვევა, “მილანში” ყოფნის განმავლობაში, ბალოტელის ექსტრავაგანტული ვარცხნილობების გაკეთება და უცნაურად შემოსვა ეკრძალება. ასევე, 25 წლის ფეხბურთელი ვალდებული იქნება, ჯასნსაღი ცხოვრების წესი დაიცვას.

Gazzetta-ს ცნობით, სოციალურ ქსელებში ბალოტელის გვერდებს “მილანის” წარმომადგენლები დააკვირდებიან. მარიომ თავი ღამის კლუბებში სიარულისგანაც უნდა შეიკავოს. თუ ფეხბურთელი კონტრაქტის პირობებს არ შეასრულებს, მაშინ “შავ-წითლების” ხელმძღვანებლობა მას დააჯარიმებს ან გუნდიდან გაუშვებს.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრების თავდამსხმელი თავისი სხვებისაგან განსხვავებული ქცევებით გამოირჩევა, რის გამოც ის სკანდალში ხშირად ეხვევა.

როგორ ვარჯიშობს 41 წლის ნელსონ დიდა (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ვარჯიშობს “ინტერნასიონალის” 41 წლის მეკარე ნელსონ დიდა.

შეგახსენებთ, რომ დიდა ათი წლის განმავლობაში “მილანის” კარს იცავდა.

დიეგო ლოპესის შესანიშნავი სეივი “ფიორენტინასთან” მატჩში (ვიდეო)

23 აგვისტოს, იტალიის ჩემპიონატში, “ფიორენტინასა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩში (2:0), კარიდან წინ გამოსულმა დიეგო ლოპესმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს გოლი არ გაატანინა.

“მილანი” ბედს თავიდან სცდის

“როსონერის” “ზენიტის” თავდამსხმელის გაფორმება კვლავ სურს.

მომავალ კვირას “მილანის” წარმომადგენლები გაფრინდებიან რუსეთში, სადაც 26 წლის ჩამშლელის აგენტთან მოლაპარკაებას გამართავენ.

აქსელ ვიტსელით “მილანი” 2015 წლის ივნისშიც ინტერესდებოდა, თუმცა ფინანსურად რუსებმა ძალიან ბევრი მოითხოვეს.

იმ შემთხვევაში თუ ეს მცდელობაც უშედეგო იქნება, გუნდი “სამპდორიადან” სორიანოს აიყვანს.

„მილანის“ ნახევარმცველი ესპანეთის პრიმერაში გადადის

იტალიელი ნახევარმცველი სიმონე ვერდი იჯარით კარიერას ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, კერძოდ, „ეიბარში“ გააგრძელებს.

23 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ასევე იჯარით „ემპოლიში“ ითამაშა. ამჟამად მის აქტივში 26 მატჩი და ერთი გოლია.

სიმონე ვერდი „მილანის“ აღზრდილია. მოგვიანებით „შავ-წითლების“ მისი სატრანსფერო უფლებები „ტორინოსთან“ ერთად ეკუთვნოდათ. „როსონერის“ ხელძღვანელობამ მოთამაშის კონტრაქტი მხოლოდ გასულ თვეში გამოისყიდა, რამეთუ იტალიაში ახალი ამოქმედებული კანონის თანახმად, ერთი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებით ორი კლუბი ვერ ისარგებლებს. ვერდის კონტრაქტი „მილანს“ 450 ათასი ევრო დაუჯდა.

გალიანიმ იბრაჰიმოვიჩის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი კლუბი ახალი ფეხბურთელების დამატებას არ აპირებს.

„ვფიქრობ, ჩვენთვის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საინტერესო მოთამაშის გამოჩენა არ გამოირიცხება. მგონია, გუნდი ყველა პოზიციაზე დაკომპლექტებულია.

რაც შეეხება ზლატან იბრაჰიჩს, მისი ამჟამინდელი კლუბი მას, სავარაუდოდ, არ გაუშვებს. თუ ზლატანის ტრანსფერი შესაძლებელი იქნება, შევეცდებით, ის დავიბრუნოთ“, – განაცხადა გალიანიმ.

„მილანმა“ „ტიმის“ თასი მოიგო

„მილანმა“ ზედიზედ მეორედ ტრადიციული ტურნირის „ტროფეო ტიმის“ მოგება მოახერხა.

ცნობისთვის, აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას სამი გუნდი იღებს. შარშანდელის მსგავსად, მონაწილეობა წელსაც „მილანმა“, „ინტერმა“ და „სასუოლომ“ მიიღეს. ტურნირის წესების მიხედვით, თითოეული გუნდი ერთმანეთთან თითო ტაიმს თამაშობს.

პირველი შეხვედრა „მილანსა“ და „ინტერს“ შორის შედგა, რომელიც სინიშა მიჰაილოვიჩის გუნდის მოგებით დასრულდა – „შავ-წითლებმა“ თანაქალაქელებს ანაგრიშით 2:1 მოუგეს. უკვე მე-3 წუთზე მარცხენა ფლანგიდან კარლოს ბაკას ბრწყინვალე პასით ანგარიში ბერტოლაჩიმ გახსნა. 22-ე წუთზე თავისი გუნდის უპირატესობა თავად ბაკამ გაზარდა. 9 წუთში „ინტერმა“ ანგარიშის შემცირება მოახერხა – ლამაზი გოლით მარსელო ბროზოვიჩი გამოირჩა. 37-ე წუთზე იკარდის წაქცევისთვის ალექსმა პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო, თუმცა დარჩენილ დროში მისმა გუნდმა უპირატესობის შენარჩნება მოახერხა.

მეორე შეხვედრაში „ინტერმა“ მასპინძელ „სასუოლოსთან“ ანგარიშით 1:0 წააგო. ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე გრეგოლ დეფრელმა გაიტანა.

ყველაზე საინტერესო ბოლო მატჩი გამოდგა, რომელშიც ანგარიში „სასუოლომ“ მე-7 წუთზე გახსნა, თავი ალფრედ დუნკანმა გამოიჩინა. ეუსებიო დე ფრანჩესკის გუნდი მოგებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-3 წუთზე ანაგრიში ანტონიო ნოჩერინომ გაათანაბრა. საბოლოოდ, შეხვედრა პენალტების სერიაში აგდავიდა, სადაც უფრო ძიერი სინიშა მიჰაილოვიჩს გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც 4:3 მოიგო. სათქმელია, რომ მილანელთა ახალაგზრდა მეკარემ ანტონიო დონარუმამ ორი პენალტი მოიგერია, გადამწყვეტი პენალტი კი ნახსენებმა ნოჩერინომ გაიტანა.

ამრიგად, „მილანმა“ „ტიმის“ თასი ზედიზედ მეორედ მოიგო. ჯამში, „შავ-წითლებმა“ ტრადიციული ტურნირი მეხუთედ მოიგეს. ყველაზე მეტჯერ „ტიმ ტროფი“ „ინტერს“ მოუგია – „ნერაძურის“ მონაგარი რვა მოგებულ თასს შეადგენს.

„მილანმა“ რომანიოლის ტრანსფერო ოფიციალურად დაადასტურა

მცველი ალესიო რომანიოლი „მილანში“ ოფიციალურად გადავიდა. იტალიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრთან „შავ-წითლებმა“ 5-წლიანი კონრაქტი გააფორმკეს, რომელიც 2020 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.

როგორც ცნობილია, ტრანსფერის ფასმა 25 მილიონ ევროს მიაღწია. სათქმელია, რომ ამ თანხას „მილანი“ „რომას“ 5 წლის განმავლობაში გადაუხდის.

„მილანმა“ „რომასთან“ მოლაპარაკება განაახლა

დღეს „მილანის“ ხელმძღვანელობა „რომას“ წარმომადგენლებს შეხვდება და მცველ ალესიო რომანიოლის ტრანსფერს განიხილავს.

„როსონერი“ 20 წლის იტალიელის შეძენის ვარიანს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ აქამდე კლუბებმა ფეხბურთელის სატრანსფერო ფასის თაობაზე შეთანხმება ვერ შეძლეს.

სავარაუდოდ, „მილანი“ რომანიოლისთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელის ყოველწლიური ხელფასი ორ მილიონ ევროს შეადგენს.