ოფიციალურად: ელ შაარავი „მონაკოში“ გადადის

„მილანის“ თავდამსხმელი სტეფან ელ შაარავი კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებს.

22 წლის ფეხბურთელმა საფრანგეთის ლიგა 1-ს მონაწილესთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, რაც კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

„ელ შაარავის რამდენიმე სეზონის განმავლბოაში მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება დაუგროვდა. თანაც, მას დიდი მომავალი აქვს. ვთვლით, რომ „მონაკოში“ ტრანსფერი სტეფანს ნიჭის სრულიად გამომჟღავნებაში დაეხმარება“, – განაცხადა „მონაკოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა.

განვლილ სეზონში ფარაონმა „მილანის“ შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 3 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრების მაისურით სტეფანმა ჯამში 13 შეხვედრაში ითამაშა.

“მილანი” და “პსჟ” იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერის დასრულებასთან ახლოს არიან

შესაძლოა, სულ მალე ზლატან იბრაჰიმოვიჩი “სან-სიროზე” დაბრუნდეს.

“მილანმა” უკვე მიაღწია შეთანხმებას მინო რაიოლას კლიენტთან სამწლიანი ხელშეკრულების თაობაზე. იტალიელებს შვედი შემტევის შენახვა 18 მილიონი დაუჯდებათ.

“პსჟ” მზადაა იბრაჰიმოვიჩს 5.5 მილიონად შეელიოს, რადგან 33 წლის ფორვარდს დედაქალაქურ გუნდთან მომდევნო ზაფხულში კონტრაქტი ეწურება. “როსონერიმ” ზლატანისთვის ბრძოლა “ბაიერნს” და მადრიდის “რეალს” მოუგო.

“მილანი” ელ შაარავის “მონაკოში” უშვებს

მხარეები იტალიელი თავდამსხმელის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმდნენ.

Sky Sport Italia-ს ცნობით, 22 წლის შემტევი, შტეფან ელ შაარავი კარიერას “მონაკოში” გააგრძელებს. ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას კვირას გაივლის.

ტრანსფერი ფრანგულ კლუბს 15-18 მილიონი დაუჯდება, ხოლო ბონუსებით 20 მილიონამდე.

ოფიციალურად: ხოსე მაური “მილანის” ფეხბურთელია

ხოსე მაური კარიერას “სან-სიროზე” გააგრძელებს.

“პარმას” ყოფილმა ნახევარმცველმა “მილანურ” გუნდთან 2019 წლის 30 ივნისამდე მოაწერა ხელშეკრულებას ხელი. ტრანსფერის სხვა დეტალები არ ხმაურდება.

იტალიელთა ახალწვეულმა “პარმაში” ორი სეზონი ჩაატარა, სადაც 33 მატჩში ორი გოლი შეაგდო.

ტრანსფერმარკეტის ვერსიით, იტალიელ-არგენტინელის გადაბირება “როსონერის” ექვსი მილიონი დაუჯდა.

ოფიციალურად: რამი “სევილიას” ფეხბურთელია

დღეს, “მილანის” ცენტრალური მცველი “სევილიას” ფეხბურთელი გახდა.

ანდალუსიურმა გუნდმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, “სანჩეს პისხუანზე” ფრანგის დამატება.

მალე, გამოცდილი უკანახაზელი პირად კონტრაქტს გააფორმებს. სავარაუდოდ, ოთხწლიანს. ტრანსფერის ფასი არ გახმაურებულა.

ბერლუსკონის იბრაჰიმოვიჩის “მილანში” ხილვა სურს

იტალიური “მილანის” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი აცხადებს, რომ მას “როსონერიში” ზლატან იბრაჰიმოვიჩის ხილვა სურს.

“ფეხბურთელებს შევხვდი, მათ კარგი განწყობა აქვთ. მიჰაილოვიჩი ძალიან ჭკვიანი და მშრომელი ადამიანია. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცით, როცა ის მწვრთნელად დავნიშნეთ. ფანებს იბრას შეძენა სურთ? თუ ეს ასეა, იბრას შეძენა მეც მსურს”, – უთხრა ბერლუსკონიმ “მილანის” ოფიციალურ არხს.

ოფიციალურად: ლუის ადრიანო “მილანის” ფეხბურთელია

დონეცკური კლუბისა და ლუის ადრიანოს გზები საბოლოოდ გაიყო.

“შახტარის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ რვა მილიონ ევროდ ბრაზილიელი შემტევი “მილანის” ფეხბურთელია.

28 წლის ფეხბურთელი უკრაინაში 2007 წლიდან ასპარეზობს. ბრაზილიის ნაკრების წევრმა მირჩა ლუჩესკუს გუნდში 266 მატჩიდან 128-ჯერ გაიტანა.

ფეხბურთელმა იტალიურ გრანდთან ხუთწლიანი გააფორმა. იგი წელიწადში 3.5 მილიონს მიიღებს.

ოფიციალურად: კარლოს ბაკა “მილანმა” გაიფორმა

უახლოეს დროში, “სევილიას” თავდამსხმელს, კარლოს ბაკას “მილანი” წარადგენს.

“მილანის” ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდმა შეთანხმებას კოლუმბიელ თავდამსხმელთან მიაღწია.

სამედიცინო შემოწმების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, “როსონერი” ბაკასთან პირად კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ფინანსური თვალსაზრისით გარიგება არ გახმაურებულა, თუმცა მედიის ინფორმაციით, ტრანსფერი 30 მილიონი დაჯდა.

აქვე დავამატებთ, რომ გასულ სეზონში 28 წლის წინახაზელმა 56 მატჩში 28 გოლი გაიტანა.

რამი “სევილიას” ფეხბურთელია

ესპანურმა “სევილიამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბმა “მილანიდან” ფრანგი მცველი ადილ რამი შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფეხბურთელი “როსონერიში” გასულ სეზონში, “ვალენსიადან” გადავიდა. მან “შავ-წითლების” მაისურით 44 მატჩის ჩატარება მოასწრო.

ცნობისთვის, “სევილიას” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერია, რომელიც თავის დროზე “ვალენსიას” წვრთნიდა და ის რამის კარგად იცნობს.

ბონერა „მილანს“ დატოვებს

როგორც „Football Italia“ წერს, 34 წლის მცველი დანიელე ბონერა „მილანს“ დატოვებს, რადგან კლუბმა გუშინ იმ მოთამაშეებთან, რომელთაც კოტნრაქტი ამოეწურათ, თანამშრომლობის გაგრძელება იუარა.

ბონერამ „სან-სიროზე“ 9 სეზონის განამვლობაში ითამაშა და კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა (2007 წელს) და სერია ა (2011 წელს) მოიგო.

შეგახსენებთ, რომ „შავ-წითლებმა“ ასევე სალი მუნტარისა და ჯამპაოლო პაცინის გაშვებაც გადაწყვიტეს.

ოფიციალურად: ბერტოლაჩი “მილანის” ფეხბურთელია

ნახევარმცველი ანდრეა ბერტოლაჩი სინიშა მიჰაილოვიჩის გუნდის წევრი გახდა.

“მილანის” ოფიციალურმა თვითერის გვერდმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელმა გუნდთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

24 წლის ფეხბურთელი “სან-სიროზე” 2019 წლამდე იასპარეზებს.

ტრანსფერის დეტალები ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება.

2014/2015 წლის სეზონში, “რომას” შუახაზელი “ჯენოაში” არენდით თამაშობდა, სადაც 34 მატჩი ჩაატარა. გაიტანა ხუთი გოლი და გააკეთა რვა საგოლე გადაცემა.

ბერტოლაჩი: “მილანში” თამაში ყოველთვის მინდოდა”

ანდრეა ბერტოლაჩი აცხადებს, რომ მას “მილანში” მოხვედრა ყოველთვის სურდა და ახლა ძალიან სურს, რომ “როსონერის” მაისურით პირველი მატჩი მალე ჩაატაროს.

შეგახსენებთ, რომ “მილანმა” 24 წლის ნახევარმცველი “რომადან” შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “შავ-წითლები” იტალიელ ფეხბურთელში 20 მილიონ ევროს გადაიხდიან.

“ეს ისაა, რაც ყოველთვის მინდოდა. მინდა, “მილანის” მაისურით პირველი მატჩი მალე ჩავატარო. “როსონერიში” მოხვედრა ჩემი მიზანი იყო, ამტიომ არჩევანიც ამ კლუბზე შევაჩერე. მიჰაილოვიჩს უკვე ვესაუბრე. ყველას სურს, რომ “მილანმა” ძველი დიდება დაიბრუნოს”, – უთხრა ბერტოლაჩიმ ჟურნალისტებს.