ანდრე სილვა, რომელიც გასულ ზაფხულს, “მილანის” მიერ განხორციელებული ხმაურიანი, 200-მილიონიანი სატრანსფერო კამპანიის ნაწილი გახლავთ, შესაძლოა “ნაპოლიში” ვიხილოთ.
როგორც ცნობილი ხდება, “როსონერის” ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ დახარჯული თანხის დიდი ოდენობის მიუხედავად, “სან სიროელები” საშინაო ჩემპიონატში წარმატებით ვერ გამოდიან და მზად არიან, კიდევ ერთხელ გადახედონ გუნდის შემადგენლობას.
RAI Sport-ის ცნობით, 22 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის კონტრაქტში ერთი საინტერესო პუნქტია მითითებული, რომლის მიხედვითაც, მისი ყიდვა 38 მილიონად იქნება შესაძლებელი, თუ წელს “მილანი” ოთხეულში ვერ გავა.
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს რვა ტურის შემდეგ “მილანი” 12 ქულით მეათე პოზიციას იკავებს.