ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მყოფი „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი დღეს „რეალის“ ექს-თავკაც კარლო ანჩელოტის კიდევ ერთხელ შეხვდა და მისი შესაძლო დაბრუნების დეტალები განიხილა.
„ანჩელოტიმ მითხრა, რომ მისი „მილანში“ დაბრუნების ალბათობა 50%-ს უდრის. აქამდე მან ერთწლიანი შვებულების შესახებ ისაუბრა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ კარლოს დაბრუნებაში დავარწმუნებ. საბოლოო პასუხს ის სამ ივნისს მომცემს.
კარლოს შემდეგ ოთხშაბათს დავურეკავ. ვნახოთ, რას მეტყვის. ანჩელოტის მსგავსი მონაცემები მოურინიოსა და გვარდიოლასაც კი არ აქვთ.
მადრიდში ჩასვლის წინ ამ ყველაფრის შესახებ ფილიპო ინძაგის ვუამბე“, – განაცხადა გალიანიმ.