„მინესოტამ“ ანდრე მილერი გარიცხა

„მინესოტა ტიმბერვულვზის“ ხელმძღვანელობამ უკანახაზელ ანდრე მილერის გაშვება გადაწყვიტა. აქედან გამომდიანრე, გუნდის შემადგენლობაში 14 კალათბურთელი დარჩა.

მილერისთვის მიმდინარე სეზონი ლიგაში მე-17 გამოდგა. „ტიმბერვუვლზთან“ 26 მატჩში მისი საშალო მაჩვენებელი 3,4 ქულა და 2,2 პასი იყო. რაც შეეხება მილერის კარიერულ მაჩვენებელს, ის შემდეგია: 12,6 ქულა და 6,6 ასისტი.

„ჩიკაგომ“ ისტორიაში პირველად ოვერტაიმში ქულები ვერ დააგროვა

„მინესოტა ტიბმერვულვზთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩის ოვერტაიმი „ჩიკაგო ბულზმა“ ანგარიშთ 0:9 წააგო. კლუბის ისტორიაში ეს პირიველი შემთხვევაა, როდესაც გუნდმა დამატებით დროში ქულის დაგროვებაც კი ვერ შეძლო. ხუთ წუთში „ხარების“ მოთამაშეებმა ახლო დისტანციიდან ორი სროლიდან ვერც ერთი ჩააგდეს.

„მინესოტასთან“ შეხვედრა „ჩიკაგოსთვის“ 101-ე გამოვიდა, რომელშიც საქმე ოვერტაიმამდე მივიდა. ამასთანავე ამ თამაშებიდან „ბულზმა“ 57 მოიგო და 44 წააგო.

ცნობისთვის, მატჩი „მინესოტას“ გამარჯვებით, 102:93 დასრულდა.

მილერი „მინესოტასთან“ ერთწლიანს გააფორმებს

ანდრე მილერი „მინესოტა ტიმბერვულვზის“ ხელმძღვანელობას ერთწლიანი კონტრაქტის შესახებ შეუთანხმდა. როგორც „Associated Press“-ი მოთამაშის აგენტ ენდი მილერზე დაყრდნობით იტყობინება, მხარეებმა შეთანხმება სავეტერანო მინიუმის მიხედვით გააფორმეს. აქედან გამომდინარე, 2015/16 წლების სეზონში მილერის ხელფასი 1 499 187 დოალრს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 2014/15 წლების სეზონი კალათბურთელმა „საკრამენტო კინგზის“ შემადგენლობაში დაასრულა. 39 წლის კალათბურთელმა 30 მატჩი ჩაატარა. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 5,7 ქულა, 4,7 გადაცემა, 2,5 მოხსნა და 0,6 ჩაჭრა შეადგინა.

„ლეიკერსის“ მოთამაშეების ლამაზი „ალეი-აპი“ „მინესოტასთან“ შეხვედრაში

„მინესოტა ტიმბერვულვზთან“ შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში „ლეიკერსის“ მოთამაშეებმა ჯორდან კლარკსონმა და ტარიკ ბლეკმა ლამაზი შეტევა გაითამაშეს, როდესაც ბლეკმა კონტრშეტევა დაიწყო, რის შემდეგაც ბურთი კლარკსონის მიმართულებით გაგზავნა, ამ უკანასკნელს კი დანკის შესრულება არ გასჭირვებია.

გარნეტმა „მინესოტას“ გულშემატკივრებს მატჩზე დასასწრები 1000 ბილეთი აჩუქა

როგორც ESPN.com-ი წერს, „მინესოტა ტიმბერვულვზის“ ფორვარდმა კევინ გარნეტმა „ლოს-ანჯელეს კლიპერსთან“ მოახლოებული მატჩისთვის გულშემატკივრებს 1000 ბილეთი აჩუქა.

აქედან გამომდინარე, კევინმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა, რომლებმაც იგი „ვაშინგტონთან“ მატჩში თბილად მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ პირველი 500 გულშემატკივარი, რომელიც ორშაბათს კლუბის ოფიციალურ საიტზე განაცხადს შეიტანს, საჩუქრად მატჩზე დასასწრებ ორ ბილეთს მიიღებს.

ზაკ ლავინის აზრით, იგი ლებრონ ჯეიმსს პირისპირ აჯობებდა

„მინესოტა ტიმბერვულვზის“ უკანახაზელის ზაკ ლავინის აზრით, რომელმაც ეროვნული საკალათბურთ ასოციაციის განვლილი ოლ სტარის დანკების კონკურსი მოიგო, იგი ლებრონ ჯეიმსს დანკებში პირისპირ თამაშის დროს მოუგებდა.

„ვიცი, რომ ლებრონის არსენალში ისაა, რაც მსოფლიოს ჯერ არ უნახავს. იგი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპორტსმენია. თუმცა, როგორც აქამდე ვთქვი, საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ“, – ციტირებს ლავინს ESNP.-ი

კევინ ლავის საუკეთესო ეპიზოდები „მინესოტას“ მაისურით

მოგეხსენებათ, 23 აგვისტოს კევინ ლავი ოფიციალურად „მინესოტა ტიმბერვულვზიდან“ „კლივლენდ კავალიერსში“ გადავიდა. წარმოგიდგენთ ფორვარდის „მინესოტას“ მაისურით საუკეთესო ათი ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

ოფიციალურად: კევინ ლავი „მინესოტაში“ ითამაშებს

„მინესოტა ტიმბერვულვზმა“, „კლივლენდ კავალიერსმა“ და „ფილადელფია სიქსერსმა“ ბარტერი განახორციელეს, რომლის შედეგადაც, ფორვარდი კევინ ლავი ოჰაიოს შტატის კლუბში გადავიდა, რის შესახებაც ESPN.com-ი წერს.

„კლივლენდიდან“ „მინესოტაში“ ფორვარდები ენდრიუ უიგინსი და ენტონი ბენეტი გადავიდნენ, „ფილადელფიას“ რიგებიდან „მგლებთან“ კი ტადეუს იანგი წავიდა.

და ბოლოს, იანგის ნაცვლად „სიქსერსმა“ „ტიმბერვულვზიდან“ უკანახაზელი ალექსეი შვედი, ფორვარდი ლიუკ მბა ა მუტე და 2015 წლის დრაფტზე „მაიამის“ პირველი რაუნდის პიკი მიიღო.

სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდი რიკი რუბიოს მონაწილეობით

წარმოგიდგენთ „მინესოტა ტიმბერვულვზის“ გამთამაშებლის რიკი რუბიოს მონაწილეობით განვლილი სეზონის ათ საუკეთესო ეპიზოდს.

„ბოსტონმა“ კევინ ლავისთვის ბრძოლა გადაიფიქრა

CSNNE.com-ის ცნობით, „ბოსტონ სელტიკსის“ ხელმძღვანელები „მინესოტა ტიმბერვულვზის“ ფორვარდის კევინ ლავისთვის ბრძოლას აღარ აპირებენ.

„რაც უფრო მეტი გუნდი იბრძოლებს ლავისთვის, მით უფრო ნაკლები შანსი ექნება „სელტიკსს“. დენი ეინჯი ჭკვიანი ადამიანია, მან იცის, თუ როდის იაქტიუროს“, – განაცხადა წყარომ.

ლავთან კონტრაქტის გაფორმების ყველაზე მეტი შანსი „კლივლენდ კავალიერსსა“ და „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ აქვთ. მიმდინარე კვირას 25 წლის ფორვარდისადმი ინტერესი „ჩიკაგო ბულზის“ მენეჯერებსაც გაუჩნდათ.

თავად მოთამაშემ აქამდე კლუბის დატოვების სურვილი არაერთხელ გამოთქვა.

ზაკ ლავინი „მინესოტაში“ მოხვედრით უკმაყოფილო დარჩა (ვიდეო)

„მინესოტამ“ 2014 წლის დრაფტზე მე-13 ნომრად ლოს-ანჯელესის UCLA-ში მოთამაშე უკანახაზელი ზაკ ლავინი აირჩია. როგორც ჩანს, ამ ამბავმა თავად კალათბურთელი არც თუ ისე გაახარა.

კევინ ლავით ერთდროულად 16 კლუბი ინტერესდება

„მინესოტა ტიმბერვულვზის“ მთავარი ვარსკვლავი კევინ ლავი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კლუბის ექს-პრეზიდენტის, ამჟამად კი გუნდის თავკაცის ფლიპ სონდერსის თქმით, ფორვარდის დამატების სურვილი ერთდროულად 16 კლუბის ხელმძღვანელს აქვს.

„ლავთან დაკავშირებთ ერთდროულად 16 კლუბის წარმომადგენელი დაგვიკავშირდა“, – განაცხადა სონდერსმა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, „მინესოტა“ ლავის მიმდინარე წელს გაშვებას არ აპირებს.

მიმდინარე სეზონში „მგლების“ მაისურით კევინმა 77 მატჩი ჩაატარა. ერთ მატჩში მისმა საშუალო მონაგარმა 26,1 ქულა, 12,5 მოხსნა და 4,4 გადაცემა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი