მირალემ პიანიჩმა “მან.სიტის” გენიალური გოლი გაუტანა (ვიდეო)

ამერიკაში მიმდინარებს საერთაშორისო ტურნირი, სადაც ამჟამად “რომა” “მანჩესტერ სიტის” უპირისპირდება.

მატჩის მე-8 წუთზე, მირალემ პიანიჩმა გენიალური გოლით ანგარიში გაათანაბრა.

“ლივერპული” პიანიჩით დაინტერესდა

Football Italia-ს ცნობით, “ლივერპული” “რომასთვის” მირალემ პიანიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართვას აპირებს.

25 წლის ბოსნიელ ფეხბურთელს იტალიურ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2018 წელს ეწურება, თუმცა “მგელთა” რიგებში საკუთარი მომავალი უახლოეს კვირაში უნდა განიხილოს. “ლივერპულის” ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ პიანიჩს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატებს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოსნიელი ნახევარმცველით “მანჩესტერ იუნაიტედიც” არის დაინტერესებული.

მირალემ პიანიჩმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ტოპ-კლუბები პიანიჩისთვის იბრძვიან

რამდენიმე გუნდს “რომას” ლიდერის, მირალემ პიანიჩის გაფორმება სერიოზულად სურს.

24 წლის ბოსნიელი, რომელიც საკუთარ თავს კარგად წარმოაჩენს სერია ა-ში, ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო.

Corriere dello Sport-ის თქმით, მირალემის თამაშით დაინტერესებული არიან: “ლივერპული”, “ბაიერნი”, “ბარსელონა” და “პსჟ”, რომლებიც აქტიურად არიან ბრძოლაში ჩართულნი.

ნახევარმცველს “მგლებთან” კონტრაქტი 2018 წელს უმთავრდება. ფეხბურთელის ფასი 40 მილიონ ევრომდე მერყეობს.

პიანიჩი: “ბარსელონას” ჩემი შეძენა სურდა”

იტალიური “რომას” ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი აცხადებს, რომ კატალონიის “ბარსელონას” გასულ ზაფხულს მისი შეძენა სურდა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელმა 2014 წლის მაისში რომაელებთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგძლივა.

“ვიცი, რომ როცა “რომასთან” ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, “ბარსელონას” ჩემი შეძენა სურდა”, – ამბობს პიანიჩი.

პიანიჩი: „ფიორენტინას“ დავამარცხებთ“

„რომას“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი გულშემატკივრებს დაპირდა, რომ მისი გუნდი უეფა-ს ევროპის ლიგის 1/8 ფინალში „ფიორენტინას“ აჯობებს და შემდეგ ეტაპზე გავა.

ცნობისთვის, ორშაბათს იტალიის სერია ა-ს მორიგი ტურის მატჩში სახლში „სამპდორიასთან“ დამარცხდნენ.

„ეს სპეციალურად არ გაგვიკეთებია. ჩვენს გუნდს ნეგატიური პერიოდი აქვს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ხუთშაბათს გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ბოსნიელმა.

შეგახსენებთ, რომ „რომასა“ და „ფიორენტინას“ პირველი შეხვედრა ფლორენციაში ფრედ, 1:1 დასრულდა.

“ლივერპულმა” მიზანში პიანიჩი ამოიღო

მერსისაიდული გუნდი მიზნად ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას ისახავს.

გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპულის” ბოსი მოლაპარაკებას “რომასთან” მირალემ პიანიჩის ტრანსფერის თაობაზე აწარმოებს. ინგლისურ გუნდს იტალიელის გაფორმება ზაფხულში სურს.

24 წლის ნახევარმცველის გაფორმების მთავარი ინიციატორი ბრენდან როჯერსია, რომელიც თვლის, რომ მირალემი მის გუნდს საკმაოდ გააძლიერებს და ასევე, სტივენ ჯერარდსაც კარგად შეცვლის.

“ლივერპული” მზად არის იტალიურ გუნდს 35 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო “მგლები” ფეხბურთელში 50 მილიონის მიღებას გეგმავენ.

ამ სეზონში, ბოსნიელმა “რომას” მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი, ხოლო ხუთჯერ თანაგუნდელს გაატანინა.

“ლივერპული” და “რომა” ფასზე ვერ თანხმდებიან

The Mirror-ის ცნობით, “რომას” და ბოსნიის ნაკრების ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი, შესაძლოა “ლივერპულში” გადავიდეს. მერსისაიდელტა მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელში სტივენ ჯერარდის შემცვლელს ხედავს, რომელიც კარიერას “ლოს-ანჯელეს გალაქსიში” გააგრძელებს.

მხარეები ამჟმად მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმდებიან. “ლივერპული” მზად არის ბონისელში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა “რომა” 50-ს ითხოვს.

წყარო ასევე იუწყება, რომ “ლივერპულის” ინტერესთა სფეროში კიდევ ორი რომაელი, რაჯა ნაინგოლანი და ადემ ლიაიჩი მოხვდნენ.

პიანიჩი: “სკუდეტოს მოგება ჩვენი პრიორიტეტია”

იტალიური “რომას” ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი აცხადებს, რომ რომაელთათვის სკუდეტოს მოგება ყოველთვის პრიორიტეტი იყო.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, “რომამ” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღო და ანგარიშთ 0:2 დამარცხდა. რუდი გარსიას შეგირდები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს გამოეთიშნენ.

“სკუდეტოს მოგება ყოველთვის ჩვენი პრიორიტეტია. სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშეთ, მაგრამ როგორც ჩვენმა მწვრთნელმა თქვა, ცუდი უნდა დავივიწყოთ და მომავალზე ვიფიქროთ.

მერვედფინალში თამაში ნამდვილად გვსურდა, მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. ახლა, ევროპის ლიგაზე მოგვიწევს თამაში, სადაც ბოლომდე ვიბრძოლებთ”, – ამბობს პიანიჩი.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში “რომა” მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ “იუვენტუსს” სამი ქულით ჩამორჩება.

პიანიჩი რომას ჯეკოს ყიდვას ურჩევს

რომას ნახევარმცველი მირალემ პიანიჩის კლუბს მისი თანამემამულის ედინ ჯეკოს შეძენას ურჩევს.

ახლა ჯეკო და პიანიჩი მუნდიალზე საკუთარი ქვეყნის ღირსებას ერთად იცავენ. ფორვარდის იტალიაში გადაბარგების შესახებ გავრცელებული ჭორების შემდეგ პიანიჩმა ედინთან ერთად გამოსვლას კლუბშიც ისურვა.

“ედინმა მითხრა, რომ მას იტალია ძალიან მოსწონს. კარგი იქნებოდა, რომ “რომას” ის შეეძინა” – განაცხადა პიანიჩმა.

 

პიანიჩი: “ბარსელონაში გადასვლა ცუდი არ იქნებოდა”

“რომას” ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება “ბარსელონაში” სურს.

ფეხბურთლის აზრით, კატალონიური კლუბის საფეხბურთო ფილოსოფია მის სტილს ესადაგება.

“როცა გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია, მათთან საერთო ენის გამონახვა რთული არ არის. “ბარსელონას” სათამაშო სტილი ჩემთვის მისაღებია. კატალონიურ კლუბში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმ წარმოვაჩენდი. ასე რომ, “ბარსელონაში” გადასვლა ცუდი არ იქნებოდა” – განაცხადა პიანიჩმა.

„რომას“ პიანიჩთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს

მიუხედავად იმისა, რომ ბოსნიის ნაკრების ნახევარმცველს მირალემ პიანიჩს „რომასთან“ კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, „ჯალოროსის“ ხელმძღვანელობა მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების ვარიანტს უკვე ახლა განიხილავს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომაელები მირალემს 5-წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ. გარდა ამისა, ახალი წინადადების მიღების შემთხვევაში, პიანიჩი დედაქალაქურ კლუბში ხელფასის სახით წელიწადში 2,8 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის შუახაზელის შეძენის სურვილი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მენეჯერებს აქვთ, რომლებიც მისი ტრანსფერის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს გადასახდელად არიან მზად.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პიანიჩის სანაცვლოდ 30 მილიონს იხდის

ავტორიტეტული იტალიური გამოცემის Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა მზად არის „რომას“ ნახევარმცველის მირალემ პიანიჩ ტრანსფერის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ბოსნიელ ნახევარმცველს „ჯალოროსისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში, პიანიჩმა სამი გოლის გატანა მოასწრო და ამდენივე საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
ალექსანდრე მატევოსოვი