24 ნოემბერს, ჩემპიონთ ლიგის გათამაშებაში, მიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე “ოლიმპიაკოსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
ეს გამარჯვება ბავარიელთა თავდამსხმელისათვის, ტომას მიულერისათვის 50-ე გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მიულერი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც გათამაშებაში 50-ე გამარჯვება მოიპოვა.
ცნობისთვის, 26 წლის გერმანელმა გუშინდელ მატჩში ბერძენთან კარი მე-20 წუთზე დალაშქრა.