ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს სიზუზტეში მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა და თავდამსხმელი თომას მიულერი.
ჭდე: მიულერი
პეპ გვარდიოლა მიულერს გაუბრაზდა
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ აძლევს შენიშვნებს პეპ გვარდიოლა “ბაიერნის” ფეხბურთელებს.
მიულერმა რიბერის დასცინა
ტომას მიულერმა ფრანკ რიბერის ახალი იმიჯის გამო დასცინა.
გაბრაზებული მიულერი ჟურნალისტს: “თქვენი “ოქროს ბუცი” უკანალზე მიიკარით”
13 ივლისს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრებმა არგენტინელთა დამარცხება მოახერხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტმა ბასტიან შვაინშტაიგერთან და თომას მიულერთან გასაუბრება სცადა. შვაინშტაიგერმა ჟურნალისტს სთხოვა, რომ მას კითხვა გერმანულ ენაზე დაესვა, თუმცა ის ასე არ მოიქცა.
მოგეხსენებათ, მიულერს “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში ხამეს როდრიგესმა აჯობა, რომელმაც გერმანელთან შედარებით ერთით მეტი გოლი გაიტანა.
ჟურნალისტმა მიულერს ინგლისურ ენაზე “ოქროს ბუცის” შესახებ ჰკითხა, რაზეც გაბრაზებულმა ფეხბურთელმა გერმანულად უპასუხა: “ეს სისულელე სულაც არ მაინტერესებს. ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ. შეგიძლიათ, თქვენი “ოქროს ბუცი” უკანალზე მიიკრათ.”
რა უწოდა მარადონამ მიულერს
2010 წლის მარტში არგენტინის ნაკრები გერმანიასთან ამხანაგური შეხვედრის გასამართად მიუნხენს ეწვია. მატჩის შემდეგ დანიშნულ პრესკონფერენციაზე მარადონამ მიულერთან ერთად ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ “ბოლ ბოისთან” ერთად პრესკონფერენციის გამართვას არ აპირებდა. ამ ფაქტის შემდეგ მიულერს დარბაზის დატოვება მოუწია.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, რომელშიც გერმანიამ არგენტინას ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა ანგარიში სწორედ მიულერმა გახსნა, თუმცა არგენტინელ ლეგენდას ბოდიშის მოხდა არც უფიქრია.
საინტერესოა, რომ ოთხი წლის შემდეგ მიულერს მუნდიალების ფინალურ სტადიაზე მარადონაზე მეტი გატანილი გოლი დაუგროვდა.
თომას მიულერის ცეკვა, რომელიც უნდა ნახოთ
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ცეკვავს გერმანიის ნაკრების მოთამაშე თომას მიულერი.
ლიოვი: “მიულერი გასაოცარ ფორმაშია”
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი აცხადებს, რომ თომას მიულერი გასაოცარ ფორმაშია.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ოთხი გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირთა დავას სათავეში ნეიმართან და ლიონელ მესისთან ერთად უდგას.
“მიულერი ძალიან მშრომელი ფეხბურთელია, რაც ყველამ კარგად დაინახა. ის მსოფლიოს ჩემპიონატს ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც გასაოცარ ფორმაში შეხვდა, ამიტომაც ოთხი გოლის გატანა მოახერხა”, – ამბობს ლიოვი.
გერმანიამ პორტუგალიას აჯობა
გერმანიის ნაკრებმა პორტუგალიას ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში 12-ე წუთზე პენალტით მიულერმა გახსნა. 32-ეზე ჰუმელსმა ლიოვის გუნდი ორი ბურთით დააწინაურა. ამ მომენტიდან 5 წუთში პორტუგალიელები 10 კაცით დარჩნენ. უხეში თამაშისთვის წითელი ბარათი პეპემ მიიღო.
45-ე წუთზე მიულერმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და გერმანელები შესვენებაზე სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ნახევარში გერმანელების უპირატესობა გაგრძელდა. 78-ე წუთზე მიულერმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0.
პელეს იოზილისა და მიულერის ეშინია
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე აცხადებს, რომ მას მუნდიალზე ყველა ფეხბურთელის, განსაკუთრებით კი, იოზილისა და მიულერის ეშინია.
შეგახსენებთ, რომ G ჯგუფში, გერმანელები განას, პორტუგალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს უპირისპირდებიან.
“იქიდან გამომდინარე, რომ ბრაზილიის ნაკრები შინ თამაშობს, ფავორიტები ჩვენ ვართ. მსოფლიოს ჩემპიონატზე მეტოქე გუნდის ყველა ფეხბურთელის მეშინია, თუმცა მათგან იოზილსა და მიულერს გამოვარჩევდი”, – ამბობს პელე.
იოზილი, პოდოლსკი და მიულერი “ადიდასის” ახალ რეკლამაში
ერთ-ერთმა საუკეთესო სპორტულმა ბრენდმა “ადიდასმა” ახალი რეკლამა გადაიღო, რომელშიც მონაწილეობა ლუკაშ პოდოლსკიმ, მესუთ იოზილმა და ტომას მიულერმა მიიღეს.
რა უქნა პეპემ ტომას მიულერს
29 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, “ბაიერნსა” და “რეალს” შორის გამართულ მატჩში (0:4), ერთ-ერთ მომენტში შემთხვევით უსიამოვნო რამ მოხდა.
მიულერი: “გერმანიაში საჩემპიონო რბოლა დასრულებულია”
მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში გამარჯვებას არავის არ დაუთმობს. შეგახსენებთ, რომ 22 ტურის შემდეგ “ბაიერნი” 19 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს – ლევერკუზენის “ბაიერს”.
“გერმანიაში საჩემპიონო რბოლა დასრულებულია. 12 მატჩში 6-ის წაგება უბრალოდ წარმოუდგენელია და ამას არც არავინ ელის ჩვენგან, იმის გათვალისწინებით, რომ 22 ტურში მარცხი არ გვქონია” – განაცხადა მიულერმა.