24 მაისს, საუდის არაბეთისა და მოლდოვის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (0:4), საუდის არაბეთის ფეხბურთელმა ძალიან ხელსაყრელი მომენტის გამოყენება ვერ მოახერხა.
ჭდე: მოლდოვა
მოლდოველი ფეხბურთელის ქართული სიმღერა (ვიდეო)
ინტერნეტ-სივრცეში რამოდენიმე დღის წინ გამოჩნდა ვიდეო, სადაც მოლდოველი ფეხბურთელი ალექსანდრუ ზისლისი, რომელიც ბოლოს “გაგაიუზიას” ღირსებას იცავდა, ცნობილ ქართულ სიმღერას “ჩიტო გვრიტოს” ასრულებს. როგორც ვიდეოდან ირკვევა, ზისლისი ქუთაისშია დაბადებული.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდშია
15 ნოემბერს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, “მიხეილ მესხზე” მოლდოვის ნაკრებიც დაამარცხა და ელიტ-რაუნდის საგზური გაინაღდა. უელსის ნაკრებთან გამართული მატჩის მსგავსად, ქართველმა ახალგაზრდებმა მოლდოველ თანატოლებს საქმე პირველ ტაიმშივე მოუმთავრეს.
პირველი გოლი მე-3 წუთზე გავიდა. საჯარიმოში შეჭრილ ზარანდიას დარტყმა მეტოქე გუნდის მცველებმა არ აცალეს, თუმცა ბურთი კიკაბიძეს მიუვიდა, რომელმაც ჯერ ერთი მეტოქე ჩამოიშორა, შემდეგ კი, ბურთი კარში ზუსტად გადაგზავნა – 1:0.
მე-7 წუთზე, აბურჯანიამ და პაპუნაშვილმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა გორის “დილას” ნახევარმცველმა კი, დარტყმა ზუსტად შეასრულა – 2:0.
მე-13 წუთზე, ზარანდიას შორეული დარტყმა მეკარემ მოიგერია. 43-ე წუთზე, მოლდოველთა კარს შორიდან, ძლიერი დარტყმით დავით ჯიქიაც დაემუქრა, თუმცა გალაცმა ბურთი კუთხურზე გადააგდო.
მეორე ნახევარში, უპირატესობას კვლავაც ვასილ მაისურაძის შეგირდები ფლობდნენ. 49-ე წუთზე, ზარანდიამ ხელსაყრელი პოზიციიდან მეკარეს ვერ აჯობა. მალევე დავით ჯიქიამ მეტოქეს ბურთი მოპარა, შორიდან დაარტყა, თუმცა – არაზუსტად.
57-ე წუთზე, გოროზიას მიერ ჩაწოდებულ კუთხურს მათე ცინცაძე გამოეხმაურა, მაგრამ მისი დარტყმული კარს აცდა. მოლდოველები ქართველთა კარს პირველად მე-60 წუთზე დაემუქრნენ, თუმცა ბექა ქურდაძემ დამაჯერებლად ითამაშა.
61-ე წუთზე, ჯიქია-აბურჯანიას კომბინაცია ამ უკანასკნელის დარტყმით დასრულდა, მაგრამ მოლდოველთა მეკარე ისევ კარგი იყო.
ამის შემდეგ, ქართველებს უპირატესობის გაზრდის მცდელობა არაერთხელ ჰქონდათ, მაგრამ მოლდოველთა მეკარე დამაჯერებლად მოქმედებდა.
ვასილ მაისურაძე: “ყველა გულშემატკივარს ვულოცავ. ძალიან გახარებულები ვართ. ვიცოდით, რომ უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც. ჯერ არ ვიცი, რა შემადგენლობით ვითამაშებთ ჰონალდიის ნაკრების წინააღმდეგ, თუმცა ბირთვი არ შეიცვლება. ჰოლანდიელებთან საინტერესო მატჩს ველით. ვფიქრობ, შეიძლებოდა, რომ სტადიონზე უფრო მეტი გულშემატკივარი მოსულიყო.”
ბექა ქურდაძე: “დიდი მადლობა ყველას. კარგად ვითამაშეთ. სწრაფი გოლი ძალიან დაგვეხმარა. შევეცდებით, ჰოლანდიის ნაკრებთანაც კარგად ვითამაშოთ.”
იური ოსპინენკო: “საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. სწრაფმა გოლებმა ნამდვილად გაგვტეხეს. კონცენტრაცია ვეღარ მოვახდინეთ. საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით.”
საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ჭანტურია, ცინცაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი (გოროზია 46′), ჯიქია, კიკაბიძე (კერძევაძე 61′), თევზაძე, ზარანდია.
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
მოლდოვა: გალაცი, ვლას, როგაცი, მაკრიტჩი, კალუგერი, ბირდანი, პაირელი, ბეიანი, როსკა, ჩემში, დამასკანი.
მთავარი მწვრთნელი: იური ოსპინენკო.
გოლები: კიკაბიძე 3′, აბურჯანია 7′.
გაფრთხილებები: ვლასი 31′, ბირდანი 42′.
მთავარი მსაჯი: ოლივერ დრაჩტა.
დიტო ჭიჭინაძე
* GFF.GE-ს ფოტო.
ვასილ მაისურაძე: “აქცენტს პირველ მატჩზე ვაკეთებთ”
13 ნოემბრიდან, საქართველოში, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ჩატარდება. ტურნირის შეხვედრები “მიხეილ მესხსა” და “დინამო არენაზე” გაიმართება. საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები მოლდოვის, ჰოლანდიისა და უელსის ნაკრებები იქნებიან.
ტურნირის დაწყების წინ, 12 ნოემბერს, “მიხეილ მესხზე” ოთხივე გუნდის მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართეს.
ვასილ მაისურაძე (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “აქცენტს პირველ მატჩზე ვაკეთებთ. ამჟამად, მხოლოდ უელსის ნაკრებთან გასამართ შეხვედრაზე ვფიქრობთ. ტურნირის ფავორიტების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ოთო გოშაძე დაშავდა, მაგრამ სხვა ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ.”
ჯეფ ვუდი (უელსის ნაკრების მეკარეების მწვრთნელი): “პირველი შთაბეჭდილებები დადებითია. ჩვენი მეტოქეების მსგავსად, კარგი შემადგენლობა გვყავს. იმედი მაქვს, რომ კარგი ტურნირი გამოვა.”
ვიმ ვან ზვამი (ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მართალია, სექტემბერ-ოქტომბერში მატჩები ჩავატარეთ, მაგრამ ხვალ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გველის. ამ დროისთვის, მხოლოდ მოლდოვის ნაკრებზე ვფიქრობთ. ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ. ჩემი აზრით, ასეთ ტურნირებზე, შესაძელებელია, ყველაფერი მოხდეს.”
იური ოსპინენკო (მოლდოვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მოლდოვასა და საქართველოს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებს, ამიტომ აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. გვინდა, ტურნირზე ღირსეულად გამოვიდეთ.”
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პირველ მატჩს ხვალ, უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა “მიხეილ მესხზე”, 14:00 საათზე დაიწყება.
დიტო ჭიჭინაძე