ანრიმ “მონაკოში” პირველი ვარჯიში ჩაატარა (ვიდეო)

“მონაკოს” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ტიერი ანრიმ გუნდში პირველი ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში იმ ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც სანაკრებო პაუზის დროს ეროვნულ გუნდებში გამოძახებულნი არ არიან.

როგორც მოგეხსენებათ, ტიერი ანრის დამოუკიდებელ სამწვრთნელო კარიერაში “მონაკო” პირველი გუნდია. მანამდე 41 წლის სპეციალისტი ბელგიის ნაკრების თავკაც რობერტო მარტინესს ეხმარებოდა.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების ცხრა ტურის შემდეგ “მონაკოს” ექვსი ქულით მე-18 პოზიცია უკავია.

კეიტა ბალდე უახლოეს მომავალში შეუერთდება იტალიურ გრანდს

“მონაკოს” ნახევარმცველი კეიტა ბალდე კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს იტალიურ გამოცემებზე დაყრდნობით.

“ნერაძური” “მონაკოსთან” 23 წლის ფეხბურთელის არენდით აყვანის თაობაზე შეთანხმდა. იტალიელები იჯარაში 5-6 მილიონს გადაიხდიან, მომავალ წელს კი მისი გამოსყიდვის უფლება 30 მილიონ ევროდ ექნებათ.

გეტყვით იმასაც, რომ “მონაკომ” სენეგალელი კეიტა ბალდე ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩის განაცხადშიც კი არ შეიყვანა, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ ტრანსფერის შანსებს.

“პარი სენ-ჟერმენისა” და “მონაკოს” ხელმძღვანელები ივან რაკიტიჩის ტრანსფერით ინტერესდებიან

“მონაკოსა” და “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები “ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის, ტრანსფერით ინეტრესდებიან. ამ ინფორმაციას El Mundo Deportivo გვაუწყებს.

როგორც ცნობილი ხდება, ორივე კლუბმა უკვე მოამზადა წინადადებები – ისინი 30 წლის ჰავბეკის ტრანსფერში საკმაოდ დიდ თანხას სთავაზობენ კატალონიურ გრანდს.

მართალია, ივან რაკიტიჩი ერნესტო ვალვერდეს ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე გახლავთ, მაგრამ პოლ პოგბას “ბარსელონაში” გადასვლის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი სათადარიგოთა სკამზე დაჯდომას არ აპირებს.

რაკიტიჩს “ბარსელონასთან” არსებული კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 125 მილიონ ევროს უდრის.

ლეონარდუ ჟარდიმი: “უმაღლესი დონის მწვრთნელი ვარ”

“მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდუ ჟარდიმმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ იმას, რისი გაკეთებაც მან “მონაკოში” შეძლო, ბევრი სპეციალისტი ვერ შეძლებდა.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი თავი არავისზე მაღლა არ მიმაჩნია, მაგრამ ამავდროულად, ვგრძნობ, რომ არც არავისზე დაბლა ვარ.

ვფიქრობ, რომ ევროპის მასშტაბით უმაღლესი დონის მწვრთნელი ვარ. ბოლო ოთხი წლის მანძილზე არც ისე ბევრი მწვრთნელი ყოფილა მოწოდების სიმაღლეზე,” – აცხადებს ჟარდიმი.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა “მონაკოს” 2016/17 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 1 მოაგებინა.

რადამელ ფალკაოს 16-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ესპანეთის სასამართლომ რადამელ ფალკაოს გადასახადების გადამალვის ბრალდებით 16-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, 9 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმასთან ერთად.

ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, სასჯელის ციხეში მოხდა მხოლოდ იმ შემთხვევაშია ერთადერთი გამოსავალი, თუ ბრალდებულს 2 წელზე მეტი აქვს მისჯილი, წინააღმდეგ შემთხვევასი კი შესაძლებელია, სხვა ზომების მიღებაც.

El Confidencial-ის ცნობით, ფალკაომ “ატლეტიკოში” თამაშისას 2012 წელს 822 609 ევრო, ხოლო 2013 წელს 4 839 253 ევრო დაუმალა ესპანეთის მთავრობას.

დორტმუნდის “ბორუსია” “ჩელსის” ვარკსვლავს უმიზნებს

დორტმუნდის “ბორუსიას” ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელების გამოყენების კარგი გამოცდილება აქვს. მიჩი ბატშუაის შემდეგ, გერმანელებმა თვალი ტიმუე ბაკაიოკოს დაადგეს.

როგორც The Guardian-ი წერს, “ბორუსიას” მესვეურებმა უკვე მიმართეს “ლურჯების” ხელმძღვანელობას. ისინი ფრანგში 65 მილიონ ევროს იხდიან. ჯერჯერობოთ, უცნობია, შეელევიან თუ არა ამ ფასად ბაკაიოკოს. ისე კი, 23 წლის ფეხბურთელმა იმედები ნამდვილად ვერ გაამართლა ბოლომდე. მან პრემიერ ლიგის 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 23 მათგანი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სულ ორი გოლი შეაგდო. 23 წლის საყრდენმა სამი ყვითლისა და ერთი წითელი ბარათის მიღებაც “მოახერხა”.

ფრანგი “რენის” აღზრდილია და ის შარშან “მონაკოში” წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, გადავიდა “ჩელსიში”.

რას აკეთებდა ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენისა” და “მონაკოს” მატჩის მიმდინარეობისას? (ფოტო)

გამოჯანმრთელბის გზაზე მყოფმა ნეიმარმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა “პარი სენ-ჟერმენსა” და “მონაკოს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას.

ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი გუნდი ტრიბუნებიდან გაემხნევებინა, შინ, კომფორტულად მოკალათებული ბრაზილიელი პოკერს თამაშობდა – ასეთ განმარტებას იძლევა ფრანგული პრესა ამ ფოტოს შესახებ.

პარიზი შეიშალა: შვიდი გოლი “მონაკოს” კარში, ფალკაოს ავტოგოლი და გაჩემპიონებული “პსჟ”! (ვიდეო)

დღეს ლიგა 1-ის 33-ე ტურის ცენტარლურ შეხვედრაში ერთმანეთს “პარი სენ-ჟერმენი” “მონაკო” დაუპირდისპირდნენ.

პირველ ნახევარ საათში მასპინძლებმა ოთხი გოლი გაიტანეს.  მე-14 წუთზე ლო სელსომ გამოიჩნა თავი. სამ წუთში კავანიმ ორამდე გაზარდა სხვაობა. ხოლო, მომდევნო სამი წუთის შემდეგ დი მარიამ მესამეც მიაყოლა. 27-ეზე ლო სელსომ დუბლი შეასრულა. თუმცა, 38-ე წუთზე რონი ლოპესმა ერთი ბურთი გაქვითა.

მეორე ნახევარში 58-ე წუთზე დი მარიამ მეხუთეც შეაგდო. 76-ეზე რადამელ ფალკაომ ავტოგოლი გაიტანა. ხოლო, 86-ე წუთზე იულიან დრაქსლერმა მეშვიდეჯერ შეარხია “მონაკოს” კარის ბადე.

საბოლოოდ, “პსჟ”-მ 7-1 მოიგო, 87 ქულა დაუგროვდა, 17 ქულით გაუსწრო “მონაკოს” და ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ჩემპიონი გახდა!

 

 

ჟარდიმი: “პარი სენ-ჟერმენის” შემდეგი მწვრთნელი, შესაძლოა, პორტუგალიელი იყოს”

“პარი სენ-ჟერმენში” მოსალოდნელი ცვლილებების განხორციელების პერსპექტივაში ეჭვი არავის ეპარება და პრესის წარმომადგენლები არაერთ პოტენციურ სატრანსფერო სამიზნეზე გვიყვებიან. მათ შორის ერთ-ერტი “მონაკოს” თავკაცი, ლეონარდო ჟარდიმი გახლავთ.

“მონაკოს” თავკაცს “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლის შესაძლებლობაზე კითხვა დაუსვეს, თუმცა ამ უკანასკნელმა ჭორებისგან თავი შორს დაიჭირა და აღნიშნა, რომ მეტოქეთა ბანაკში გადაბარგებას არ გეგმავს.

“ვიცე-პრეზიდენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ისაუბრა. სრულიად შესაძლებელია, რომ “პარი სენ-ჟერმენის” შემდეგი მწვრთნელი პორტუგალიელი იყოს, თუმცა არა მე,” – აცხადებს ჟარდიმი.

ლემარი: “იმედია, ეს კლუბები ისევ შემომთავაზებენ კონტრაქტებს”

“მონაკოს” 22 წლის ვარსკვლავი, რომლის სანაცვლოდაც “არსენალისა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელები 70 მილიონ ფუნტს იხდიდნენ, იმედს გამოთქვამს, რომ ევროპული გრანდები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კვლავ გამოთქვამენ მისი გადაბირების სურვილს.

კითხვაზე, იყო თუ არა იმედგაცრუებული “მონაკოში” დარჩენით, მან განაცხადა:”შეიძლება ასეცაა. ცოტათი იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ ეს უკვე წარსულია და ამაზე ფიქრი არ ღირს.

მუშაობას გავაგრძელებ და იმედს ვიქონიებ, რომ ამ კლუბებს კვლავ ექნებათ ჩემი გადაბირების სურვილი. მე ყველა წინადადებას განვიხილავ – ფეხბურთის მოთამაშე ვარ, ფეხბურთი მიყვარს და კარს არავის ვუხურავ,” – აცხადებს ლემარი.

ფრანგი ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონის 29 მატჩში გატანილი მხოლოდ სამი გოლია.

ლონდონის “არსენალი”, შესაძლოა, ლეონარდუ ჟარდიმს ჩააბარონ

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებს დიდი იმედი აქვთ, რომ გუნდში “მონაკოს” მთავარი მწვრთნელის, ლეონარდუ ჟარდიმის მოყვანით “მეთოფეთა” წარმატებულ ერას ჩაუყრიან საფუძველს.

The Indepentent-ის ცნობით, “მეთოფეები” არსენ ვენგერის გათავისუფლების შემთხვევაში, სწორედ ჟარდიმსა და ტიერი ანრის კანდიდატურებს შორის აპირებენ არჩევნის გაკეთებას.

რაც შეეხება თავად პორტუგალიელ სპეციალისტს, ის თავის მეოთხე სეზონს ატარებს საფრანგეთის ლიგა 1-ში, თუმცა ამჯერად ჩემპიონის რანგში. ცნობების თანახმად, ჟარდიმი “არსენალში” თავისი ძალების გამოცდის წინააღმდეგი არ არის.

ლემარმა “მონაკოსთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა

“მონაკოს” შემტევმა ნახევარმცველმა, ტომას ლემარმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, The Independent ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, 22 წლის ლემარი კარიერის გაგრძელებას მერსესაიდული “ლივერპულის” რიგებში გეგმავს. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ინგლისელებმა 78 მილიონი ფუნტი შესთავაზეს საფრანგეთის ჩემპიონს, თუმცა უარი მიიღეს.

მიმდინარე სეზონში “მონაკოს” ჰავბეკის ანგარიშზე საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 16 მატჩში გატანილი ორი გოლი და გაკეთებული ექვსი საგოლე გადაცემაა.