“ბარსელონასა” და “რეალზე” უკეთესი შეტევა? რამდენი გოლი გაიტანა “მონაკომ”ახალ სეზონში?

სანამ “რეალი” და “ბარსელონა” ერთმანეთში ურთიერთობას არკვევდნენ, ევროპის ტოპ 5 ლიგის მასშტაბით კიდევ ერთი გუნდი იკრებდა საკუთარ ძალებს. საუბარია ფრანგულ “მონაკოზე”, რომელსაც სათავეში ლეონარდო ჟარდიმი უდგას.

შესაძლოა, “მონაკო” ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მეორე იყოს, მაგრამ მხოლოდ ბოლო ექვსი მატჩის მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, ისინი პირველ ადგილზე გადაინაცვლებენ.

“მონაკოელებმა” ლიგა 1-ის პირველ 17 მატჩში 53 გოლის გატანა მოახერხეს. დროის ასეთ მონაკვეთში მათზე უკეთესი შედეგის ჩვენება მხოლოდ “RC პარიზმა” მოახერხა 1959 წელს, რომელსაც 56 გოლი ჰქონდა 18 მატჩში გატანილი. დიახ, ჟარდიმის ბიჭებს ამ შედეგის გაუმჯობესებაც შეუძლიათ, ოღონდ ამისთვის “ლიონთან” უნდა გაილაღონ.

hh

რაც შეეხება ფრანგთა მთავარ დამრტყმელ ძალას, რადამელ ფალკაომ ყველა ტურნირში ერთად კოლუმბიელმა 14 გოლის გატანა მოახერხა (ახალ სეზონში). “მონაკომ” კი საერთო ჯამში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 78 გოლი დააგროვა, რაც თითო მატჩში საშუალოდ 3.1 გოლს უდრის.

სიმეონე “მონაკოს” ერთ-ერთი ლიდერის შეძენას აპირებს

ესპანური პრესა იტყობინება, რომ მადრიდის “ატლეტიკო” სერიოზულად არის დაინტერესებული “მონაკოს” ფეხბურთელის, ტომას ლემარის შეძენით.

 

ფრანგმა მოთამაშემ მიმდინარე სეოზნი შესანიშნავად დაიწყო. მან 7 გოლისა გატანა და ორი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ლემარს ლეონარდო ჟარდიმმა პოზიცია შეუცვალა – ცენტრალური ნახევამცველის ადგილიდან ფლანგზე ასწია, რამაც შედეგი ნამდვილად გამოიღო.

21 წლის სპორტსმენით სიმეონე გასულ ზაფხულსაც ინტერესდებოდა და 20 მილიონ ევროსაც ჩამოვიდა, თუმცა უშედეგოდ. ახლა კი ფრანგები ლემარის სანაცვლოდ მინიმუმ 35 მილიონს ითხოვენ.

საინტერესოა, გადაიხდის თუ არა ამ ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელში მადრიდული გრანდი ნახსენებ თანხას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ “ატლეტიკოს” ლიდერზე, ანტუან გრიზმანზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. თუ ფრანგმა კლუბი დატოვა, “მონაკოს” უკვე შემტევი ფეხბურთელი ანტუანს შეცვლის.

საინტერესოა, როგორ განვითარდება იანვარში მოვლენები.

ბერბატოვი შესაძლოა, პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

დღეს ბრიტანულ პრესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც დიმიტარ ბერბატოვი ინგლისში დაბრუნებასთან, კერძოდ კი “სუონსი სიტიში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

“ბერბატოვს მაისში შევხვდი, ჰრისტო სტოიჩკოვისადმი მიძღვნილი მატჩისას, რომელიც სოფიაში გაიმართა. მე მას რამდენჯერმე შევხვდი და ვიცი, რომ პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე ფიქრობს.

კლუბში ყველამ იცის, რომ მისი გადაბირების თაობაზე დისკუსიები მიმდინარეობს. ბერბატოვი ჩვენს რადარზე ნამდვილად არის, თუმცა ჩვენს ბევრ სხვა ფეხბურთელსაც ვაკვირდებით, ვნახოთ რა მოხდება.” – განაცხადა “სუონსის” თავკაცმა ბობ ბრედლიმ.

აქვე შეგახსენებთ, რომ დიმიტარ ბერბატოვს აქამდე “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ტოტენჰემ ჰოტსპურის” რიგებში აქვს ნათამაშები.

ჟარდიმი: “მონაკო” ყველაფერს გააკეთებს აგრესიული “ცსკა”-ს დასამარცხებლად”

ფრანგული “მონაკოს” თავკაცმა, ლეონარდო ჟარდიმმა მოსკოვის “ცსკა”-ს წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ რუს მეტოქეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრანგულ მხარეს ამ მატჩში გამარჯვება აუცილებლად ესაჭიროებათ.

“რთულ მატჩს ველით. სავარაუდოდ, “ცსკა” აგრესიულ ფეხბურთს დაგვიპირისპირებს, თანად მაღალ ტემპსაც შემოგვავაზებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამარჯვების მოსაპოვებლად, რათა რუსეთში გამგზავრების წინ კარგი განწყობა შევიქმნათ.

მოსამზადებლად მხოლოდ 2 დღე გვქონდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამოგვივა.

რომან ერემენკოსა და ალან ძაგოევის არყოფნა “ცსკა”-სთვის დიდი დარტყმაა, თუმცა რამდენადაც ვიცი, მათ კარგი გუნდი ჰყავთ და მწვრთნელსაც არ გაუჭირდება ალტერნატიული ვარიანტის არჩევა.

“ცსკა” რუსეთის ჩემპიონია, სადაც ბევრი რუსი ფეხბურთელი თამაშობს. ამ გუნდმა სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” აჯობა, რომელიც როგორც ვიცით, ძალიან კარგი გუნდია.

ასე რომ, ძალიან აგრესიულ და საინტერესო მატჩს ველით.”

Calcio Mercato: “არსენალმა” “მონაკოს” ახალგაზრდა ტალანტს დაადგა თვალი

ლონდონური “არსენალის” ხელმძღვანელები ფრანგული “მონაკოს” ახალგაზრდა ვინგერის, კილიან მბაპეს გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Calcio Mercato ავრცელებს.

გეტყვით იმასაც, რომ ჩრდილო ლონდონურ კლუბს 17 წლის ფეხბურთელის გადაბირებისათვის ტურინის “იუვენტუსისა” და “პარის სენ-ჟერმენისათვის” მოუწევს კონკურენციის გაწევა.

კილიან მბაპე საფეხბურთო სამყარომ პირველად მარტში გაიცნო, როდესაც მან ტიერი ანრის რეკორდი დაამხო და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც “მონაკოს” მაისურით ჰქონდა გოლი გატანილი.

რადამელ ფალკაომ “ტოტენჰემის” ფანებს სათანადო პასუხი გასცა (ვიდეო)

რადამელ ფალკაო სწორედ ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ბოლოს იცინოდა – მას შემდეგ, რაც ლონდონის “ტოტენჰემმა” ჩემპიონთა ლიგაზე, შინ “მონაკოსთან” წააგო, ლონდონელთა გამწარებულმა “ჩელსის” ყოფილ ფორვარდზე მიიტანეს იერიში.

“სპურსის” ფანები მას “ჩელსისგან” უარყოფილს” უწოდებდნენ – ამის პასუხად, კოლუმბიელმა ფორვარდმა ინგლისელ ფანებს მატჩის ანგარიში შეახსენა.

ვასილიევი ადასტურებს: “ფალკაო “მონაკოში” ბრუნდება”

“მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტი, ვადიმ ვასილიევი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რადამელ ფალკაო 2016-17 წლების სეზონში ფრანგული გრანდის ღირსებას დაიცავს.

“ფალკაო დაბრუნდება. თითქმის დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის მომავალ სეზონს ჩვენთან ერთად გაატარებს.

რამოდენიმე დეტალი ჯერ კიდევ მოსაგვარებელია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომავალ სეზონში ის ჩვენს მაისურს მოირგებს.” – განაცხადა ვასილიევმა.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსიში” თამაშის მიუხედავად, ფალკაო “მონაკოს” საკუთრებაში იმყოფება, რომელთანაც არსებული კონტრაქტი 2018 წელს იწურება.

“გალათასარაი” რადამელ ფალკაოს გადაბირებას აპირებს

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო, შესაძლოა მომავალ სეზონსი თურქული “გალათასარაის” მაისურით ვიხილოთ. ამ ინფორმაციას Fotomac ავრცელებს.

როგორც იცით, კოლუმბიელი თავდამსხმელი “მონაკოს” კუთვნილებაშია, თუმცა 2015 წელს “ჩელსიმ” მისი არენდით აყვანა გადაწყვიტა, იმ იმედით, რომ “ატლეტიკოსა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი ძველ ფორმაში დაბრუნებას შეძლებდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად წარიმართა.

მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში კი აქტიურად ეძებდა ახალ კლუბს კლიენტისათვის. “გალათასარაი” კი შესაძლო ვარიანტებიდან საუკეთესო აღმოჩნდა, “ზენიტთან” და “რივერ პლეიტთან” ერთად.

“ჩელსიში” ჩავარდნილი სეზონის შემდგომ ფალკაო შესაძლოა საფრანგეთში დაბრუნდეს

“მონაკოს” ვიცე პრეზიდენტმა, ვადიმ ვასილიევმა აღიარა, რომ ფრანგული კლუბი რადამელ ფალკაოს დაბრუნებას აპირებს, რომელიც ამჟამად “არისტოკრატთა” რიგებში ირიცხება.

“ჩვენ ფალკაოს დაბრუნება იანვარშიც გვინდოდა, თუმცა იმ დროს ის ტრავმირებული იყო.” – განაცხადა ვასილიევმა RMC-სთან ინტერვიუში.

“სეზონის ბოლოს ამ საკითხს კიდევ ერთხელ განვიხილავთ. ნამდვილად არ გამოვრიცხავთ, რომ ზაფხულში ის ჩვენს ბანაკში დაბრუნდეს.”

“მონაკოს” ფეხბურთელმა ტიერი ანრის რეკორდი დაამხო (ვიდეო)

“მონაკოს” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ “ტრუასთან” გამართულ შეხვედრაში ტიერი ანრის რეკორდი დაამხო და ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა.

აქამდე, რეკორდი ანრის ეკუთვნოდა, რომელმაც “მონაკოს” მაისურით გოლი 17 წლის ასაკში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მბაპეც 17 წლისაა, თუმცა ის გოლის გატანის მომენტში ანრიზე რამდენიმე თვით პატარა იყო.

ხამეს როდრიგესის ტრანსფერის დეტალები ცნობილი გახდა

ცნობილი გახდა მადრიდის “რეალის” კოლუმბიელი ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის ტრანსფერის დეტალები, რომელიც მადრიდელებს 2014 წელს შეუერთდა.

71 მილიონად შეფასებული ხამესი სეზონში 7.7 მილიონ ევროს იღებს ხელფასის სახით, რაც კვირაში დაახლოებით 149 000 ევრო გახლავთ.

როგორც იცით, ხამეს როდრიგესმა “ბლანკოსთან” 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაც ნიშნავს, რომ მადრიდელებს საერთო ჯამში მისთვის 46.5 მილიონის გადახდა მოუწევთ.

აღნიშნულ ინფორმაციას Football Leaks ავრცელებს, რომელმაც უკვე გამოაქვეყნა რამდენიმე დიდი ფეხბურთელის სატრანსფერო დეტალები, მათ შორის : ტონი კროოსის, გარეთ ბეილისა და მესუთ იოზილის.

გამოკვლევის შედეგი: ფაბიო კოენტრაოს ფეხი აქვს მოტეხილი

როგორც იცით, შაბათს, “მონაკოსა” და “ნიცას” (1:0) შორის გამართულ მატჩში, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, რომელიც “მონაკოშია” განათხოვრებული საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო.

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების 27 წლის ფეხბურთელს მატჩის შემდგომ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შედეგადაც დამტკიცდა, რომ მას ფეხი აქვს მოტეხილი.

ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი ის, შეძლებს თუ არა გამოცდილი მცველი ევრო-2016-ზე პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნაკრების დახმარებას.

მიმდინარე სეზონში კოენტრაუმ ლიგა 1-ის 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.