ტურედან მარსიალამდე: როგორი იქნებოდა “მონაკოს” შემადგენლობა, ლიდერები რომ არ გაეყიდა

კონდოგბია

როგორც იცით, ფრანგულ ლიგა 1-ში ერთხელისუფლიანობაა. არადა სავსებით შესაძლებელი იყო, რომ პარიზული გრანდისთვის ღირსეული კონკურენცია გაეწია “მონაკოს”, რომელშიც ერთ დროს მართლაც რომ ნიჭიერი ფეხბურთელები ირიცხებოდნენ.

თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. “მონაკოს” ხელმძღვანელობამ ცდუნებას ვერ გაუძლო და ვარსკვლავები საკმაოდ დიდ თანხად გაყიდა.

გთავაზობთ, თუ როგორი იქნებოდა ფრანგული კლუბის შემადგენლობა, ლიდერები რომ შეენარჩუნებინათ:

 

 

Croatia vs. Portugal, 10th June 2013
 

პოზიცია: მეკარე

ასაკი: 31

ამჟამინდელი კლუბი: “მონაკო”

“მონაკოს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 166

2012-ში “მონაკოს” რიგებში ჩარიცხვის შემდგომ, დანიელ სუბაშიჩი ძალზედ ძლიერ ფიგურად იქცა ფრანგული კლუბისათვის.

წლევანდელ სეზონში მან ფრანგული ჩემპიონატის 21 მატჩიდან 8-ში მოახერხა კარის მშრალად შენახვა და გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების საკმაოდ კარგი შანსი შეუნარჩუნა.

Claudio-Ranieri
                                                

პოზიცია: მარჯვენა მცველი

ასაკი: 21

ამჟამინდელი კლუბი: “მონაკო”

“მონაკოს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 118

მადრიდის “რეალის” აკადემიაში აღზრდილმა ფაბინიომ, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 21 წლისაა, უკვე მიიპყრო მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი გუნდის ყურადღება.

თუკი მის ნიჭსა და კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას გავითვალისწინებთ,  დიდია ალბათობა, რომ ფაბინიო, რომელმაც “მონაკოს” მაისურით 118 მატჩის ჩატარება მოახერხა, სულ მალე ვიხილოთ ინგლისის, ესპანეთის, იტალიის ან გერმანიის ჩემპიონატში მოასპარეზე წამყვან გუნდში. თუმცა ერთი რამ უდავოა – ის ნამდვილად იმსახურებს ამ გუნდში მოხვედრას.

Claudio-Ranieri
                                  

პოზიცია: ცენტრალური მცველი

ასაკი: 37

ამჟამინდელი კლუბი: “მონაკო”

“მონაკოს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 104

რიკარდო კარვალიო ერთ-ერთია იმ ცნობილ ფეხბურთელთა შორის, რომელიც “მონაკომ” 2013-2014 წლების სეზონისთვის დაიმატა. რითიც გუნდმა უდიდესი გამოცდილებისა და შესაძლებლობების მქონე მცველი დაიმატა.

“ჩელსის”, “პორტოსა” და “რეალის” რიგებში უმაღლეს დონეზე თამაშის შემდგომ, დიდია ალბათობა იმისა, რომ წლევანდელი სეზონი 37 წლის ფეხბურთელისთვის ბოლო აღმოჩნდეს.

Corporate-Training image
                                        

პოზიცია: ცენტრალური მცველი

ასაკი: 26

ამჟამინდელი კლუბი: “ვალენსია”

“მონაკოს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 32

“ტულუზადან” “მონაკოში” განათხოვრებულმა აიმენ აბდენურმა ბევრი სპეციალისტის მოწონება დაიმსახურა. შედეგმაც არ დააყოვნა და 2014-ში მან “მონაკოსთან” ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა.

22 მილიონად შეფასებულმა მცველმა პრემიერლიგაში ერთადერთი სეზონი ჩაატარა და გუნდს მესამე ადგილზე გასვლის საშუალება მისცა.

პატრის ევრა
                                         

პოზიცია: მარცხენა მცველი

ასაკი: 34

ამჟამინდელი კლუბი: “იუვენტუსი”

“მონაკოს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 148

მარცხენა ფლანგის დაცვა ვის უნდა დავავალოთ, თუ არა პატრის ევრას. ფრანგი ფეხბურთელი “მონაკოს” 2002-ში შეუერთდა  და მალევე გახდა გუნდის ძირითადი წევრი.

საფრანგეთში გატარებული 4 შესანიშნავი წლის შემდგომ, ევრამ სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღებაც მიიქცია და 2006 წელს ოფიციალურად გახდა “წითელი ეშმაკუნა”. დღეს კი, ის “იუვენტუსის” ღირსებას იცავს.

იაია ტურე
                                           

პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი

ასაკი: 32

ამჟამინდელი კლუბი: “მანჩესტერ სიტი”

“მონაკოს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 27

კოტ დ’იუვარის ნაკრებში წარმატებული თამაშით, იაია ტურემ ფრანგული კლუბის ყურადღება მიიპყრო. 2006-ში საფრანგეთში გადაბარგებულმა ნახევარმცველმა, ლიგა 1-ში მხოლოდ 1 სეზონი გასძლო.

რის შემდგომაც მას მწვრთნელთან მოუვიდა გაუგებრობა და კარიერა კატალონიურ “ბარსელონაში” განაგრძო.

კონდოგბია
                                           

პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი

ასაკი: 24

ამჟამინდელი კლუბი: “ინტერი”

“მონაკოს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 64

2012 წელს “სევილიაში” გადაბარგებულმა კონდოგბიამ საფრანგეთის სიშორე ვერ გაძლო და 2013/14 წლების სეზონისთვის კვლავ დაუბრუნდა ფრანგებს.

ნახევარდაცვაში მისმა მშვენიერმა თამაშმა კი, გუნდს 2014/15 წლების სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანა.

ჟუან მოუტინიო
                                           

პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი

ასაკი: 29

ამჟამინდელი კლუბი: “მონაკო”

“მონაკოს” რიგებში ჩატარებული მატჩი  : 116

შესანიშნავი შესაძლებლობებით დაჯილდოვებული მოუტინიო ფრანგულ კლუბში ხამეს როდრიგესთან ერთად მოვიდა 2013 წელს.

116 მატჩში ცენტრალურმა მცველმა 24 ასისტი გამოიმუშავა, რაც არც ისე ცუდი შედეგია, მსგავს პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელისათვის.

 

ბერნარდო სილვა
                                 

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ასაკი: 21

ამჟამინდელი კლუბი: “მონაკო”

“მონაკოს” რიგებში ჩატარებული მატჩი  :79

21 წლის ბერნარდო სილვა მართლაც რომ იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება. მან “მონაკოს” ფორმით ჩატარებულ 79 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა.

ხამეს როდრიგესი
                                     

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ასაკი: 24

ამჟამინდელი კლუბი: “რეალი”

“მონაკოს” რიგებში ჩატარებული მატჩი : 38

ხამეს როდრიგესი ერთადერთია, რომლის გაყიდვაზეც უარს არა მარტო “მონაკო” არამედ, ვერცერთი სხვა კლუბი ვერ იტყოდა.

71 მილიონ ფუნტად ღირებული კოლუმბიელი ფეხბურთელი მადრიდის “რეალის” ერთ-ერთ ლიდერად გადაიქცა და აუცილებლად იმსახურებს ამ გუნდში მოხვედრას.

MANCHESTER, ENGLAND - SEPTEMBER 30:  Anthony Martial of Manchester United applauds the crowd after victory in the UEFA Champions League Group B match between Manchester United FC and VfL Wolfsburg at Old Trafford on September 30, 2015 in Manchester, United Kingdom.  (Photo by Dean Mouhtaropoulos/Getty Images)
                                      

პოზიცია: თავდამსხმელი

ასაკი: 20

ამჟამინდელი კლუბი: “მანჩესტერ იუნაიტედი”

“მონაკოს” რიგებში ჩატარებული მატჩი : 70

ფრანგული კლუბი ნამდვილად არ მოელოდა, რომ ასე მალე დაკარგავდა ფრანგ ფორვარდს. თუმცა ლუი ვან გაალის გუნდმა ისეთი შეთავაზება გაუკეთა “მონაკოს”, რომ  ამაზე დაფიქრებაც არ იყოს საჭირო.

“მონაკოს” მაისურით ჩატარებულ 70 მატჩში მარსიალმა 15 გოლის გატანა მოახერხა.

„მონაკოს“ ფეხბურთელმა ჟურნალისტის კომპიუტერი დაამტვრია

„ბასტიასთან“ საფრანგეთის ლიგა 1-ს ანგარიშით 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ „მონაკოს“ მცველმა უოლესმა ჟურნალისტის კომპიუტერი დააზიანა, რის შესახებაც „Get French Football News“-ი იტყობინება.

ყოველი მატჩის შემდეგ „მონაკოს“ ფეხბურთელები გულშემატკივრების ტრიბუნისკენ ბურთებს ისვრიან. უოლესი სწორედ ამას ცდილობდა, თუმცა შემთხვევით ბურთი პრესლოჟაში გაგზავნა, რითიც გამოცემა „Corse Matin“-ის ჟურნალისტის კომპიუტერი დაამტვრია.

“მონაკომ” “ანჟესთან” სავარჯიშო ფორმით ითამაშა

უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდა “მონაკო” საფრანგეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში “ანჟეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩამდე.

შეხვედრის არბიტრმა არც ძირითადი, არც გასვლითი და არც სათადარიგო ფორმა არ დაუშვა იმ მიზეზით, რომ “ანჟეს” ეკიპირებას ძალიან წააგავდა. “მონაკომ” გამოსავალი მაინც მოძებნა: გუნდმა მოედანზე სათამაშოდ წითელი ფერის სავარჯიშო ფორმით გავიდა.

შეხვედრა “ანჟეს” გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

Monaco training kit

 

“მონაკომ” ვაგნერ ლავი დაიმატა

“მონაკომ” ბრაზილიელი თავდამსხმელი ვაგნერ ლავი დაიმატა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ფეხბურთელი მანამდე “კორინთიანსის” ღირსებას იცავდა.

ვაგნერ ლავმა “მონაკოსთან 18-თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამრიგად, ბრაზილიელი ფორვარდი გუნდში 2017 წლის ზაფხულამდე დარჩება. იგი “მონაკოს” უახლოეს პერიოდში შეუერთდება.

ბრაზილიის ჩემპიონატის გასულ სეზონში ვაგნერ ლავმა 34 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

 

მაკელელე “მონაკოს” ტექნიკური დირექტორი გახდა

ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი კლოდ მაკელელე “მონაკოს” ტექნიკური დირექტორი გახდა. იგი კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ვადიმ ვასილიევს სპორტული მიმართულებით დაეხმარება.

“მოხარული ვარ იმ კლუბში მისვლით, რომელმაც როგორც საფრანგეთში, ასევე ევროპაში მოიკიდა ფეხი. ვადიმ ვასილიევმა დამარწმუნა, რომ ეს შემოთავაზება უნდა მიმეღო. ეს ჩემს კარიერაში ახალი ნაბიჯია. ეს საქმე ნამდვილად შემესაბამება. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ კლუბს მიზნების მიღწევაში დავეხმარო”, – აღნიშნა მაკელელემ.

 

კოენტრაუ წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს

„მონაკოს“ მცველი ფაბიუ კოენტრაუ, რომელიც ამ კლუბში მადრიდის „რეალიდან“ იჯარით თამაშობს, 2015 წლის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს. საქმე იმაშია, რომ „ბასტიასთან“ საფრანგეთის ლიგა 1-ს მე-17 ტურის შეხვედრაში პორტუგალიელმა მარჯვენა ფეხის კუნთები დაიზიანა.

სავარაუდოდ, გამოსაჯანმრთელებლად კოენტრაუს, მინიმუმ, სამი კვირა მოუწევს. მიმდინარე სეზონში მცველმა ლიგა 1-ს 8 მატჩში ითამაშა, რომელშიც მისმა მონაგარმა 2 გოლი და 1 საგოლე პასი შეადგინა.

„მონაკომ“ „აიაჩო“ დაამარცხა (ვიდეო)

საფრანგეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში „მონაკო“ გასვლაზე „აიაჩოს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-17 წუთზე პენალტით მცველმა ფაბინიომ გაიტანა.

ამ გამარჯვებით „მონაკომ“ 8 ქულა დააგროვა და ლიგა 1-ს მერვე ადგილზე ავიდა. თავის მხვრივ, „აიაჩო“, რომლის აქტივში მხოლოდ 1 ქულაა, ბოლო ადგილზე დარჩა.

შემდეგ ტურში „მონაკო“ „ლორიანს“ მიიღებს, „აიაჩო“ კი „გენგამს“ ეწვევა.

„აიაჩო“ – „მონაკო“ – 0:1
გოლი: ფაბინიო 17′ (პენ.)

გაფრთხილებები: მარტინესი 20′, დიუკურტიუ 30′, იუგა 90+1′ – ფაბინიო 11, ეჩიჯილე 76′, ბალული 90+4′

რუნი: „მარტიალის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა უეინ რუნიმ აღიარა, რომ გუნდის ახალვეულის ანტონი მარტიალის შესახებ თითქმის არაფერი იცის. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეს მოთამაშე „წითელ ეშმაკებს“ „მონაკოდან“ შეუერთდა.

„ანტონის თამაში თითქმის არ მინახავს. სიმართლე რომ გითხრათ, მასზე ბევრი არაფერ ვიცი. გასულ სეზონში მისი „არსენალთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა ვიხილე – მაშინ მან ფანტასტიკურად ითამაშა. ნანახიდან გამომდიანრე, შემიძლია, ვთქვა, რომ მარტიანი ნიჭიერია. დარწმუნებული ვარ, ეს ფეხბურთელი გაგვაძლიერებს“, – განაცხადა რუნიმ.

ეზეკილ ლავესიმ “მონაკოს” გოლი დი მარიას ბრწყინვალე პასის შემდეგ გაუტანა (ვიდეო)

30 აგვისტოს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “მონაკოსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში (0:3), 83-ე წუთზე, ეზეკილ ლავესიმ ანხელ დი მარიას ბრწყინვალე პასის შემდეგ მეტოქის კარი დალაშქრა.

როგორ აკონტროლებს ბურთს სტეფან ელ შაარავი (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას აკეთებს “მონაკოს” ვარჯიშზე სტეფან ელ შაარავი.

L'art du contrôle by Stephan El Shaarawy !!!

Posted by AS MONACO on Friday, 7 August 2015

ჩიჩარიტო „ტოტენჰემში“ ან „მონაკოში“

„ბარსელონას“ თავდამსხმელის პედრო როდრიგესის შეძენის შემთხვევაში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფორვარდ ხავიერ ერნანდესის გაყიდვაზე იფიქრებს. ამის შესახებ ესპანური სპორტული პორტალი Sport.es-ი წერს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ჩიჩარიტოს შეძენა „მონაკოსა“ და „ტოტენჰემს“ სურთ.

შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში ჩიჩარიტომ იჯარით მადრიდის „რეალში“ ითამაშა.

არსებული ცნობით, პედრო „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელებს კონტრაქტის თაობაზე უკვე შეუთანხდა.

ბერბატოვი, შესაძლოა, პაპუნაშვილი თანაკლუბელი გახდეს

„მონაკოს“ გამოცდილი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი, შესაძლოა, ბრემენის „ვერდერში“ ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციით, „ბრემენელი მუსიკოსები“ მოლაპარაკების დაწყებას უახლოეს დროში გეგმავენ.

აქამდე 34 წლის ბულგარელი თავდამსხმელისადმი „გალათასარაისა“ და „ბეშიქთაშის“ მხრიდან ინტერესის შესახებაც იწერებოდა. განვლილ სეზონში დიმიტარმა „მონაკოში“ 38 მატჩი ჩაატარა და თავი 12 გოლით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „ვერდერში“ 19 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ჩაირიცხა, რომელიც ახალ სეზონში იჯარით ბრემენელთა მეორე გუნდში ითამაშებს. სამშაბათს პაპუნაშვილს „ვერდერის“ პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა.