მადრიდის “რეალი”: მორატას უფრო ცოტა დრო აქვს, ვიდრე ბენზემას, თუმცა გაცილებით პროდუქტიულია

გასულ ზაფხულში მადრიდის “რეალმა” ტურინის “იუვენტუსიდან” ალვარო მორატა დაიბრუნა. თუმცა, ესპანელ თავდამსხმელს არც ისე დიდი დრო ეძლევა. უფრო ხშირად ძირითად შეადგენლობაში კარიმ ბენზემა დგას. ზიდანი თანამემამულეს უცხადებს ნდობას.

საინტერესო სტატისტიკა ვრცელდება ესპანურ პრესაში. მიუხედავად იმისა, რომ მორატას ბენზემაზა ცოტა დრო აქვს, იგი ფრანგ შემტევზე გაცილებით პროდუქტიულია.

“ლა ლიგაში” ალვარომ 746 წუთი ითამაშა და რვა გოლის გატანა მოახერხა. საგულისხმოა, რომ ამ გოლებმა, საერთო ჯამში, გუნდს რვა ქულა მოუპოვა.

რაც შეეხება 29 წლის თავდამსხმელს, მან სათამაშო დროდ 1,201 წუთი მიიღო და მხოლოდ ხუთ გოლს მოუყარა თავი. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ კარიმი უფრო ნაკლებჯერ იტანს გადამწყვეტ მომენტებში, ვიდრე მორატა. თუ ამ უკანასკნელმა გუნდს რვა ქულა მოუტანა, კარიმის მაჩვენებელი, მხოლოდ და მხოლოდ, სამია.

ზიდანი: “ეს ორი ფეხბურთელი მეტ სათამაშო დროს იმსახურებს”

გუშინ “ლა ლიგის” 24-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “ვილიარეალი” დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით, 3-2 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი გაიტანა ალვარო მორატამ, რომელიც 77-ზე შემოვიდა მოედანზე და ექვს წუთში მოახერხა ანდრეს ფერნანდესის კარის აღება.

ზინედინ ზიდანმა მატჩის შემდგომ ესპანელ თავდამსხმელსა და ისკო ალარკონზე (მოედანზე 57-ე წუთზე შევიდა) ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის ეს ორი წევრი გაცილებით მეტ სათამაშო დროს იმსახურებენ.

“აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მორატამ და ისკომ მეტი სათამაშო დრო უნდა მიიღონ. სწორედ მათ ითამაშეს გადამწყვეტი როლი დღევანდელ შეხვედრაში და საბოლოოდ, თამაში ჩვენს სასარგებლოდ შეცვალეს.”

“ზოგადად, როტაცია აუცილებელია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფეხბურთელი გამოვიყენოთ და ისე მივაღწიოთ წარმატებას.”

“მოედანზე შესვლის წინ ალვაროს ვუთხარი, რომ შეტევის დროს აუცილებლად საჯარიმოში ყოფილიყო და ნებისმიერი შანსის სწორად გამოყენება ეცადა. ხოლო, როდესაც “ვილიარეალი” შეუტევდა, ესპანელს ბრუნო სორიანოს მეურვეობა დავავალე.”

“მან გოლი გაიტანა და ყველა გაგვახარა. მნიშვნელოვანია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ და პირველ ადგილზე დავრჩით,” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

რონალდუ ლოპესს ვარცხნილობაზე ეხუმრა, რაც კამერამ დააფიქსირა და კრიშტიანუც დაიბნა (ვიდეო)

“ლა ლიგის” 23-ე ტურში “რეალმა” “ესპანიოლი” მიიღო და ანგარიშით, 2:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე, ყოლფილი თანაგუდნელები, კრიშტიანუ რონალდუ და დიეგო ლოპესი ერთმანეთს შეხვდნენ. პორტუგალიელი ესპანელ კიპერს ვარცხნილობაზე გაეხუმრა: “3600 თმის ღერი ამოგივიდა?” ამის შემდეგ, მორატამ კრიშტიანუს უთხრა, რომ ხუმრობის მომენტი კამერამ დააფიქსირა. ამ ნათქვამმა რონალდუ დააბნია.

იხილეთ ვიდეო

 

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (14 იანვარი)

ოფიციალურად: ჯაბა ჯიღაური სკოპიეს “ვარდარის” ფეხბურთელია

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ თბილისის “დინამოს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ჯაბა ჯიღაური სკოპიეს “ვარდარში” ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას მაკედონიური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ჩინელები ხამეს როდრიგესს მიუახლოვდნენ

“ტიანძინ ციუანძიანის”-ის პრეზიდენტი, შუ იუჰიუ მადრიდის “რეალის” კოლუმბიელი ვარსკვლავის, ხამეს როდრიგესის აგენტთან ერთად, ჩინეთში დააფიქსირეს. არაა გამორიცხული, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ვარსკვლავების გზას გაჰყვეს და კარიერას ფული ამჯობინოს.

კონტეს მორატა მოუნდა

Calciomercato იტყობინება, რომ ანტონიო კონტემ უკვე დაიწყო დიეგო კოშტას შემცვლელის ძებნა. შესაძლოა, კოშტა სულაც არ წავიდეს და კონტემ ალვაროთი, უბრალოდ, შეტევა კიდევ უფრო გააძლიეროს, მაგრამ ფაქტია, რომ ანტონიოსა და “ბლანკოსის” თავდამსხმელს შორის უკვე შედგა კონტაქტი. (Calciomercato)

“ვესტ ჰემი” სიგურდსონისა და ბატშუაის გადაბირებას აპირებს

“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები დიმიტრი პაიეს ტრანსფერისგან მიღებული თანხის დახარჯვას “სუონსი სიტისა” ფლეიმეიკერის, გილფი სიგურდსონისა და “ჩელსის” ფორვარდის, მიში ბატშუაის ტრანსფერებში აპირებს. ლონდონურ კლუბს ამ ფეხბურთელების შეძენა დაახლოებით 20 მილიონი უნდა დაუჯდეს. (Daily Express)

“ლივერპულის” ფორვარდი ამერიკისკენ მიიწევს

მერსესაიდული “ლივერპულის” ფორვარდი, ბრუკს ლენონი ამერიკულ MLS-ში გადადის. როგორც მერსესაიდული გამოცემები იუწყებიან, ლენონი, რომელიც აშშ-ს 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს, “რეალ სოლტ ლეიკში” სეზონის ბოლომდე, არენდის წესით ითამაშებს. (Liverpool Echo)

“პარის სენ-ჟერმენს” დეპაის გადაბირება უნდა

ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი შემტევის, მემფის დეპაის გადაბირებით არიან დაინტერესებულები. როგორც იცით, დეპაის გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვეს “ლიონისა” და “ევერტონის” ხელმძღვანელებმა, მაგრამ პარიზელების ბიუჯეტის ფონზე, ამ კლუბებს მათთვის კონკურენციის გაწევა ნამდვილად გაუჭირდებათ. (The Sun)

მოსალოდნელი ტრანსფერები (14.01.2017)

ალვარო მორატამ საცოლეს ხელი ილუზიონისტთა შოუში სთხოვა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ თავის საცოლეს, ელის კემპბელს ხელი ორიგინალურად სთხოვა.

ესპანელმა თავდამსხმელმა იტალიელ მოდელს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა და ცოლობა ილუზიონისტთა შოუს მიმდინარეობისას შესთავაზა.

იხილეთ ვიდეო

მორატამ მაკედონიასთან ტრავმა მიიღო – დაზიანების სირთულე გარკვეულია

12 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ნაკრები მაკედონიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

ეს შეხვედრა უიღბლო აღმოჩნდა ალვარო მორატასთვის, რომელმაც მე-60 წუთზე დაზიანება მიიღო და იგი ადურიზმა შეცვალა.

როგორც გაირკვა, “რეალის” ფროვარდის ტრავმა სეიოზული არ აღმოჩნდა და მან 13 ნოემბერს გუნდთან ერთად მცირე დატვირთვით ივარჯიშა.

აქედან გამომდინარე, მორატა სამშაბათს ინგლისის წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში უპრობლემოდ მიიღებს მონაწილეობას.

მორატა: “პრემიერ ლიგის გუნდი ჩემს სანაცვლოდ სარეკორდო თანხას იხდიდა, მაგრამ…”

ალვარო მორატამ “იუვენტუსში” ორი წელი გაატარა და საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო. გასულ ზაფხულზე ესპანელი მადრიდის “რეალმა” დაიბრუნა. ბევრი ვარაუდობდა, რომ “ბლანკოსმა” იმისთვის გადადგა ეს ნაბიჯი, შემდეგ ალვარო უფრო ძვირად გაეყიდა. მაგრამ “რეალმა” ასე არ გააკეთა და ახლაგაზრდა ფეხბურთელი დაიტოვა.

“ფურია როხას” შემტევმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გასულ სატრანფერო ფანჯარაზე “თეთრებს” ლონდონის “ჩელსიმ” ესპანური ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხა შესთავაზა, მაგრამ პერესმა იგი არ დათმო.

“ეს იყო ძალიან მსუყე შემოთავაზება. მე გავხდებოდი ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი მოთამაშე.”

“მადრიდის “რეალმა” “ჩელსის” შემოთავაზება დაბლოკა; პერესმა თქვა, რომ მე გუნდის გეგმებში შევდიოდი. ეს ყოველთვის იყო ჩემი ოცნება!” – განაცხადა ესპანელმა.

“რეალმა” მორატას თაობაზე 80 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა

ამ ზაფხულზე ალვარო მორატა “რეალმა” “იუვენტუსიდან” 30 მილიონ ევროდ დაიბრუნა. ყველა ვარაუდობდა, რომ ესპანელებმა ახალგაზრდა თავდამსხმელი იმიტომ გადმოიბირეს, რომ ის სარფიანად გაეყიდათ. მისადმი ინტერესი “ჩელსიმ” და “არსენალმა” გამოთქვა, თუმცა…

გავლენიანი გამოცემა, Goal.Com-ი იტყობინება, რომ გასული კვირის ხუთშაბათ დღეს უცნობმა გუნდმა “რეალს” 60 მილიონი ევრო შესთავაზა მორატას სანაცვლოდ, მაგრამ “ბლანკოსის” მესვეურებმა უარით გაისტუმრეს ანონიმური კლუბის ხელმძღვანელები. ორი დღის წინ ანუ ორშაბათს ნახსენებმა გუნდმა შეთავაზება 80 მილიონ ევრომდე გაზარდა, მაგრამ იგივე პასუხი მიიღო.

ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ზიდანმა ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი გასაყიდად კი არა საკუთარ გუნდში სათამაშოდ დაიბრუნა.

“არსენალი” მორატას “მსუყე” ხელფასიან კონტრაქტს უმზადებს

ტურინის “იუვენტუსში” წარმატებულად ჩატარებული 2 სეზონის შემდეგ, ესპანელი თავდამსხმელი, ალვარო მორატა მადრიდის “რეალში” დაბრუნდა. “ბებერ ქალბატონთან” დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტზე დაყრდნობით, მადრიდულმა გრანდმა მორატა 23 მილიონ ფუნტად გამოისყიდა.

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელით რამდენიმე დიდი გუნდი ინტერესდება. ზიდანი კი მორატას მინიმუმ 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელევა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არსენ ვენგერი სერიოზულად არის დაინტერესბული 23 წლის ფორვარდის შეძენით და მას “არსენალში” გადასვლის შემთხვევაში 144 000 ფუნტს ჰპირდება კვირაში ხელფასის სახით. საინტერესოა, დათანხმდება თუ არა ამ მეტად მაცდურ წინადადებას ალვარო მორატა.

კიელინი: “მორატა “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ცხრიანად ყოფნას იმსახურებს”

იტალიელმა ჯორჯო კიელინიმ მისი ყოფილი თანაგუნდელი, ალვარო მორატა შეაქო, რომელიც მადრიდის “რეალმა” დაიბრუნა.

“ალვარო განსაკუთრებული ტიპია. ვწუხვარ, რომ მასზე საუბარი ისე მიწევს, როგორც ყოფილ თანაგუნდელზე, მაგრამ მისით ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ ის “რეალში” დარჩება.

ის იმსახურებს “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ცხრიანის პოზიციას. ის გასაცვლელი ნივთი არ არის. თანაც, ბოლო ორი წლის მანძილზე ის საკმაოდ გაძლიერდა, ისევე როგორც ტაქტიკური ასევე ადამიანური კუთხით. ის გაიზარდა.

როდესაც ის ჩვენთან მოვიდა, ჯერ კიდევ ბავშვი იყო.” – განაცხადა კიელინიმ, რომელიც ამჟამად ევრო 2016-ზე ასპარეზობს იტალიასთან ერთად. 1/8-ფინალური ეტაპის მატჩში მას სწორედ მორატას წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

აგენტი: “ინგლისელები მორატას მიმართ ინტერესს კვლავ იჩენენ”

მიუხედავად იმისა, რომ ალვარო მორატა მადრიდის “რეალმა” დაიბრუნა, ინგლისური გრანდები მის მიმართ ინტერესს კვლავ იჩენენ. ამ ინფორმაციას ესპანელი ფეხბურთელის აგენტი ავრცელებს.

“მას კვლავ აქვს შემოთავაზებები ინგლისური ტოპ-კლუბებისაგან.” – განაცხადა ხუანმა ლოპესმა As-ის ჟურნალისტთან სასუბრისას.

“ამ დროისთვის სიტუაცია ასეთია: პირველ ივლისს ის მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი გახდება. რა მოხდება შემდეგ? ეს “რეალის” ხელმძღვანელებს უნდა კითხოთ.

ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ჯერ ზინედინ ზიდანთან არ გვისაუბრია. ამ მომენტისთვის მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის ბედნიერია.”

“იუვენტუსის” დირექტორმა ალვარო მორატასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა

ტურინის “იუვენტუსის” დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გუნდი ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირებას აპირებდა და აქვე აღნიშნა, რომ კლუბი მაქსიმალურად ეცდება ალვარო მორატას შენარჩუნებას.

“იბრაჰიმოვიჩი დიდებული ფეხბურთელია, თუმცა ჩვენ გაგვაჩნია ფილოსოფია, რომლის საფუძველზეც ვაწარმოებთ სატრანსფერო პოლიტიკას.

ჩვენ კონცენტრირებული ვართ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. იბრაჰიმოვიჩს მასიური ფინანსები დასჭირდება, რომლის უზრუნველყოფასაც არცერთი იტალიური კლუბი არ ისურვებს.”

მორატაზე საუბრისას მან აღნიშნა:”უკვე არაერთხელ აღვწერე მორატას გარშემო არსებული სიტუაცია. მორატას ჩვენთან დარჩენა სურს, თუმცა მთავარი სიტყვა მაინც “რეალზეა”.”