მოურინიო: “აზარი გუნდისთვის არ თამაშობს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თავისი გუნდის ფეხბურთელს, ედენ აზარს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბელგიელი გუნდისთვის ბოლომდე არ იხარჯება.

შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, “ჩელსი” საკუთარ მოედანზე “ატლეტიკოსთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ედენ აზარმა განაცხადა, რომ ლონდონელები ფეხბურთის თამაშისთვის მზად არ არიან.

“ედენი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც გააზრებული არ აქვთ, რომ დაცვაში ჩამოსვლა საჭიროა. ის ისე თამაშობს, როგორც თავად სურს. თუ “ატლეტიკოს” მიერ გატანილ პირველ გოლს ნახავთ, მიხვდებით, სად იყო დაშვებული შეცდომა და რატომ გავუშვით გოლი.

ბუნებრივია, აზარის მსგავსი ფეხბურთელი ასეთ კომენტარს რომ აკეთებს. ის გუნდისა და თავისი თანაგუნდელებისათვის ასი პროცენტით არ იხარჯება. რა თქმა უნდა, ეს არ მომწონს. ამ თემასთან დაკავშირებით, მას ბევრჯერ ვესაუბრე”, – ამბობს მოურინიო.

დიტო ჭიჭინაძე

დიეგო სიმეონემ “ჩელსის” კარში გატანილი გოლი მოურინიოს სტილში აღნიშნა

როგორც იცით, 30 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, “ჩელსისა” და “ატლეტიკოს” შორის გამართული მატჩი მადრიდელთა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

“ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ თავისი გუნდის მესამე გოლი მოურინიოს სტილში აღნიშნა.

ორი მწვრთნელის დუელი

დღეს ლონდონში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მადრიდის “რეალის” მეტოქის ვინაობა გაირკვევა.

მოურინიოს საკუთარი და გუნდის მოტივაციის ასამაღლებლად ყოველთვის სჭირდება რაიმე სერიოზული გამაღიზიანებელი. ხშირ შემთხვევაში ფეხბურთის პორტულაიელი მწვრთნელი ასეთად მეტოქე გუნდის თავკაცს ან მის მოთამაშეებს აღიქვამს.

“ჩელსის” უპირატესობას დღეს წლების მანძილზე ჩამოყალიბებული გამარჯვებულის ფსიქოლოგია და რა თქმა უნდა მოთამაშეთა დიდი გამოცდილებაა. ტერი, ლამპარდი, ეშლი კოული  დონეზე თამაშს დიდი ხანია მიჩვეულნი არიან. ასეთი მდიდარი საფეხბურთო ბიოგრაფიის მქონე მოთამაშეები “ატლეტიკოს” არ ყავს. მადრიდელთა შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი დავიდ ვილიაა, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 46 მატჩი აქვს ჩატარებული. შედარებისთვის ტერის – 97, ლამპარდს – 102, ეშლი კოულს კი – 104.

დიდი ალბათობით სიმეონემ რამდენიმე უძილო ღამე გაატარა “ჩელსისთან” საგანგებო ტაქტიკაზე მუშაობისას. “ატლეტიკოს” ოპონენტთა უმრავლესობა მადრიდელებს შემტევი ფეხბურთით უპირისპირდებოდა, რაც “ატლეტიკოსთვის” საკმაოდ მოსახერხებელი იყო. “ჩელსი” პირველ შეხვედრაში ფაქტობრივად უშეცდომო იყო და სავსებით ლოგიკურიც გახლდათ, რომ მადრიდელებმა არც თუ ისე ბევრი მომენტი შექმნეს.

მოურინიოს რომ საზოგადოების აზრი დიდად არ აინტერესებს ახალი ამბავი არ არის. პორტუგალიელმა შესაძლოა “სტემფორდ ბრიჯზეც” ჩაკეტოს თამაში და მისთვის დამახასიათებელი, ფრთხილი ფეხბურთი ითამაშოს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ლონდონელებმა ყველა საშინაო მატჩი პირველ ნომრად ჩაატარეს.

არის თუ არა სიმეონეს და მოურინიოს არსენალში რაიმე ისეთი, რაც ფეხბურთის გულშემატკივარს გააკვირვებს ეს დღეს საღამოს გახდება ცნობილი. ერთი კი ფაქტია, “ჩელსის” და “ატლეტიკოს” დაპირისპირება განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფიის მქონე ორი ქარიზმატული მწვრთნელის დუელად იქცა, რომლებსაც მიუხედავად განსხვავებულობისა ბევრი საერთოც აქვთ.

მოურინიო “ლივერპულთან” რამდენიმე მოთამაშეს დაასვენებს

“ჩელსის” მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა კლუბის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს რამდენიმე ფეხბურთელის დასვენების უფლება მისცა.

ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი “ატლეტიკოსთან” განმეორებითი შეხვედრის წინ კლუბის წამყვანი მოთამაშეების დასვენებას “ლივერპულთან” ჩემპიონატის ერთ-ერთი გადამწყვეტ მატჩში აპირებს.

“ჩელსის” ენფილდზე გამარჯვების შემთხვევაში პრმიერლიგის მოგების შანსი ეზრდება, თუმცა როგორც ჩანს ლონდონში პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაა.

შესაძლოა, მოურინიომ “ლივერპულთან” ფეხბურთელები დაასვენოს

შესაძლოა, ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “ლივერპულთან” გასამართ შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენოს.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში, “ჩელსიმ” “ატლეტიკოსთან”, მადრიდში, ფრედ 0:0 ითამაშა.

“ყველაფერს მომდევნო დღეებში, პირადად მე გადავწყვეტ, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარ. “ლივერპულთან” მნიშვნელოვანი მატჩი გველის, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება რთულია. ინგლისურ ფეხბურთს პატივს ვცემთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ესპანელები თავიანთ გუნდებს ხელს ბოლომდე უწყობენ”, – ამბობს მოურინიო.

მოურინიო: “სიმეონე ჩემზე უკეთესი მწვრთნელი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მასსა და მადრიდის “ატლეტიკოს” თავკაცის დიეგო სიმეონეს შედარებაზე ისაუბრა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა “ატლეტიკოსთან” გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სიმეონე მასზე უკეთესი მწვრთნელი არ არის.

“არ ვეთანხმები იმათ, ვინც ამბობს, რომ სიმეონე ჩემზე უკეთესი მწვრთნელია. თუ ერთს თხუთმეტწლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო მეორეს გაცილებით ნაკლები, მაშინ მათი ერთმანეთთან შედარება უადგილოა”, – ამბობს მოურინიო.

მატერაცი: “მოურინიო საუკეთესოა”

მილანის “ინტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მსოფლიოში საუკეთესოა.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო რამდენიმე სეზონის განმავლობაში “ინტერსაც” თავკაცობდა, სადაც მან ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

“ცხადია, მაშინ დიდებული სეზონი ჩავატარეთ, რაც ლოგიკურად, ჩემპიონთა ლიგის მოგებით დასრულდა. შესაძლოა, მოურინიო ხშირად არ მათამაშებდა, მაგრამ გუნდი ძალიან შეკრული იყო. ჩემი აზრით, ჟოზე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია”, – ამბობს მატერაცი.

მოურინიომ “სანდელრენდის” გამარჯვება მთავარ მსაჯს მიულოცა

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “სანდერლენდთან” წაგებული მატჩის შეფასებისას მსაჯები გააკრიტიკა.

“ჩემი კომენტარი ძალიან მარტივია. ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, მათ ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთს. ვულოცავ “სანდერლენდს”. გუნმდა მნიშნველოვანი ქულები მოიპოვა.

რაც მთავარია, მინდა მივულოცო მსაჯ მაიკლ დინს” – განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

იბრაჰიმოვიჩმა მოურინიოს ინტერვიუს მიცემა შეაწყვეტინა

როგორც იცით, 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “პარი სენ-ჟერმენი” დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 2:0 დაამარცხა, რის შემდეგაც ნახევარფინალში გავიდა.

მატჩის შემდეგ, როდესაც ჟოზე მოურინიო “ჩელსის” ოფიციალურ არხს ინტერვიუს აძლევდა, ზლატან იბრაჰიმოვიც გამოჩნდა, რომელმაც პორტუგალიელ სპეციალისტს წარმატება უსურვა.

მოურინიო: “რეალის მოთამაშეები მოღალატეები არიან”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ თავის შეგირდებს ბოლომდე არ ენდობოდა.

Football Espana-იანს ცნობით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა, რომელიც ახლა ლონდონის “ჩელსის” თავკაცობს, ავტობიოგრაფიულ წიგნში “რეალში” მუშაობის პერიოდიდან საინტერესო მოვლენა გაიხსენა.

“ბარსელონასთან” გასვლითი მატჩის შემდეგ მოურინიომ თავის ფეხბურთელებს შემდეგი სიტყვები უთხრა: “თქვენ მოღალატეები ხართ. მატჩამდე გთხოვეთ, რომ შემადგენლობაზე არავის არაფერი ეთქვა, მაგრამ თქვენ მიღალატეთ. აქ ჩემი ერთადერთი მეგობარი გრანეროა, თუმცა არც მას ვენდობი ბოლომდე. ასეთი მოღალატეებით სავსე გუნდი ჯერ არ შემხვედრია”.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო “რეალს” 2010-დან 2013 წლამდე წვრთნიდა და ყველა ესპანური ტიტულის მოგება შესძლო.

მოურინიოს ეტო’ოს იმედი აქვს

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა სამუელ ეტო’ოს მდგომარეობაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილმა კამერუნელმა “არსენალის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში მიიღო ტრავმა და დღემდე ვერ მოახერხა გამოჯანმრთელება.

“ითამაშებს თუ არა სამუელი პარიზელებთან ჯერ არ ვიცით. იმედი მქონდა, რომ ის აქამდე მოახერხებდა გამოჯნამრთელებას.

კვირას ეტო’ოს საერთოდ ჯგუფთან არ უვარჯიშია, თუმცა სავარაუდოდ “პსჟ”-სთან მე მას განნაცხადში შევიყვან. გოლები გვაქვს გასატანი და შემთევი ფეხბურთელების ყოლა აუცილებელია” – განაცხადა მოურინიომ.

მოურინიო: “მატჩის ბედი შვიდ წუთში გადავწყვიტეთ”

“ჩელსის” მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “არსენალთან” დიდი ანგარიშით მოგებული მატჩი შეაფასა. “არისტოკრატებმა” “მეთოფეებს” ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს.

“მატჩის ბედი სადებიუტო შვიდ წუთში გატანილმა 2 ბურთმა გადაწყვიტა. შემდეგ კი “არსენალი” უმცირესობაში დარჩა, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ჩვენი სწრაფი გოლები იყო.

საჯარიმოშ ბევრი მოთამაშე იყო და დავინახეთ, რომ ერთ-ერთმა ხელით ითამაშა. ჩემი პოზიციიდან ნამდვილად არ ჩანდა თუ რომელმა ფეხბურთელმა დაარღვია თამაშის წესი. სამწუხაროა, რომ მსაჯმა შეცდომით სხვა მოთამაშე გააძვა” – განაცხადა მოურინიომ.