მოურინიო: “არსენალმა” პრემიერ ლიგის ლიდერობა დაიმსახურა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ “არსენალი” მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგის ცხრილში ლიდერობას იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერის შეგირდები მეორე ადგილზე მყოფ “ჩელსის” ოთხი ქულით უსწრებენ.

“არსენალი”? ეს გუნდი პრემიერ ლიგის ლიდერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაკლებ შეცდომას უშვებს და დაკავებულ პოზიციასაც იმსახურებს. თუმცა, ჩემპიონატი გრძელია, წინ დიდი დროა და არავინ იცის, რა მოხდება”, – ამბობს მოურინიო.

ეტოომ ვარჯიში განაახლა

ლონდონის “ჩელსის” ფორვარდმა სამუელ ეტოომ ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ ბრიტანულ პრესას ჟოზე მოურინიომ განუცხადა. შეგახსენებთ, რომ კამერუნელი ფორვარდი “ბაზელის” წინააღმდეგ გამართულ, ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაშავდა, რომელიც ლონდონელების მარცხით დასრულდა.

ლონდონის “ჩელსი” მომდენვო შეხვედრას 4 ნოემბრს, “სანდერლენდის” წინააღმდეგ გამართავს.

ესიენი: “მოურინიოსთან არანაირი პრობლემა არ მაქვს”

ლონდონის “ჩელსის” განელი ნახევარმცველი, მაიკლ ესიენი აცხადებს, რომ მას გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან არანაირი პრობლემა არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ესიენს ლონდონელთა ძირითად შემადგენლობაში თამაში რეგულარულად არ უწევს, რის გამოც, ბრიტანულ პრესაში მასსა და პორტუგალიელ სპეციალისტს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე ალაპარაკდნენ.

“სიმართლე გითხრათ, სულაც არ ვნერვიულობ, რომ სათადარიგოთა რიგებში ხშირად ვარ. გამოცდილი მოთამაშე ვარ და ვიცი, როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა. რაც შეეხება ჟოზე მოურინიოს, მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს”, – ამბობს ესიენი.

მესუთ იოზილმა ჟოზე მოურინიოს მაისური აჩუქა

როგორც იცით, 29 ოქტომბერს, ინგლისის ლიგის თასზე, ლონდონის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ჩელსი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მესუთ იოზილმა ჟოზე მოურინიოს თავისი მაისური აჩუქა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალში” ყოფნისას, მესუთ იოზილის მწვრთნელი სწორედ ჟოზე მოურინიო იყო.

Britain Socccer League Cup

Arsenal+v+Chelsea+Capital+One+Cup+Fourth+Round+WoNwJ4hePRYx

BXxvVzDCMAAISa_

BXz1HJ8CAAAnP8R

BXzmDPOIAAAy1_c

მარიო ბალოტელი “ჩელსიში”?

იტალიური “მილანის” თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის აგენტი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, 23 წლის მოთამაშე ლონდონის “ჩელსიში” ვიხილოთ.

მინო რაიოლას თქმით, ბალოტელის ლონდონელთა მთავარ მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიოსთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს.

“ბალოტელის და მოურინიოს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აკავშირებთ, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, არაფერს გამოვრიცხავ. მიუხედავად იმისა, რომ მარიოსა და ჟოზეს შორის მცირე გაუგებრობა იყო, ახლა ყველაფერი მშვენივრადაა”, – ამბობს რაიოლა.

“ჩელსის” ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა ბუქარესტში კიბოთი დაავადებული ბავშვები მოინახულეს

რუმინეთში გამგზავრებულმა ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელებმა, ბუქარესტის ერთ-ერთ საავადმყოფოში, კიბოთი დაავადებული ბავშები მოინახულეს, რომელთაც საჩუქრები და ავტოგრაფები გადასცეს.

გთავაზობთ ფოტომასალას:

ლამპარდი: “ორი-სამი თვე გვჭირდება, რომ ფეხბურთელები მოურინიოს იდეას ჩაწვდნენ”

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი დარწმუნებულია, რომ ჟოზე მოურინიოს თავკაცობით გუნდი წარმატებას მიაღწევს. ინგლისელის თქმით, ფეხბურთელებს გარკვეული დრო სჭირდებათ, რათა მოურინიოს მოთხოვნებს მოერგონ.

“ორი-სამი თვე არის საჭირო იმისთვის, რომ ფეხბურთელები მოურინიოს იდეას ჩაწვდნენ. ეს დროის საკითხია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დიდი წარმატებების მიღწევა შეგვიძლია. ლაპარაკი ადვილია, თუმცა წარმატებისთვის მუდმივი მუშაობაა საჭირო. ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ისინი მწვრთნელის იდეას ჩაწვდნენ. ჩვენ მოურინიოს უნდა ვენდოთ, რადგან ის გამარჯვებული კაცია. მან ეს არა მხოლოდ “ჩელსიში” დაამტკიცა”, – განაცხადა ლამპარდმა.

ბექა დოგრაშვილი