უეინ რუნი: “მოურინიო “მანჩესტერს” იდეალურად მოერგო”

სერ ალექს ფერგიუსონმა, 27-წლიანი მწვრთნელობის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედი” 2013 წელს დატოვა.  “წითელი ეშმაკების” ბოსებმა გუნდი რამდენიმე სპეციალისტს ჩააბრაეს, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ ივარგა.

2016 წლის ზაფხულზე “მანჩესტერელთა” სათავეში ჟოზე მოურინიო მოვიდა. მიუხედავად წარუმატებელი სერიისა, დაახლოებით, ბოლო 20 შეხვედრაში ინგლისელები შესანიშნავად გამოიყურებიან. უეინ რუნის აზრით ამაში უდიდესი წვლილი სწორედ პორტუგალიელს მიუძღვის.

“მანჩესტერის” წარუმატებლობა და მსგავსი ფაქტები, ფეხბურთის ნაწილია.”

“ვფიქრობ, “მანჩესტერის” ხელმძღვანელობა ბოლო 3-4 წლის მანძილზე ეძებდა სწორ ვარიანტს. ჩემი აზრით, მათი ბოლო არჩევანი საუეკეთესოა. მოურინიოს ძალიან ბევრი კარგის გაკეთება შეუძლია კლუბისთვის.

“უბრალოდ, უნდა შეხედოთ, როგორი დიდი მონდომებით უდგება ჟოზე საქმეს ყოველდღიურად. მისი მიზანდასახულობა, ქარიზმა და შრომისმოყვარეობა გამაოცებელია.”

“სამწუხაროა, რომ მოურინიოს მწვრთნელობის პირველ სეზონშივე ჩემპიონთა ლიგაზე არ გამოვდივართ. ამ კლუბში სწორედ იმიტომ გადმოვედი, რომ ნახსენებ ტურნირზე მეთამაშა. ასევე, კიდევ ერთი მთავარი მიზეზი სერ ალექსის აქ ყოფნა იყო.”

“ბევრი ტიტულების მოგება მინდოდა. ვფიქრობ, ეს მოვახერხე, თუმცა აგაჩერებას არ ვაპირებ.”

“როცა გუნდში მოვედი, აქ ნევილი და სქოულზი დამხვდნენ, რომლებსაც 4-ჯერ ჰქონდათ პრემიერ ლიგა მოგებული. ვფიქრობდი, ეს ხომ სიგიჟეა-მეთქი. ახლა კი, უკვე პრემიერ ლიგის 5 თასი დავისაკუთრე. ეს ფაქტი ძალიან ამაყს მხდის.”

“მუშაობას ვაგრძელებთ და გვინდა, რაც შეიძლება მეტი მოვიგოთ და გულშემატკივარი გავახაროთ,” – აცხადებს 31 წლის ინგლისელი.

კარიკატურა: ვენგერი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს (ფოტო)

მოგეხსენებათ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ფრანგმა მეოთხე არბიტრს უბიძგა და შეურაცხყოფა მიაყენა. დისკვალიფიკაციის გარდა ფრანგ მწვრთნელს ჯარიმის სახით 25 ათასი ფუნტ სტერლინგის გადახდაც მოუწევს.

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, პოლ მერსონმა განაცხადა, მოურინიოს რომ ასეთ ქცევებზე სჯიდნენ, მას საერთოდ მოუწევდა სამწვრთნელო კარიერისთვის თავის დანებება.

ომარ მომანიმ ეს ყოველივე ასე წარმოგვიდგინა

 

მოურინიო: “ფინალში ფავორტები არ ვართ”

გუშინ “ჰალ სიტი” ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა. მასპინძლებმა მოურინიოს შეგირდებს, ანგარიშით, 2-1 სძლიეს. თუმცა, “წითელმა ეშმაკებმა” ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით, 3-2 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. “მანჩესტერი” 26 თებერვალს “უემბლიზე” “საუთჰემპტონს” დაუპირისპირდება.

ბუკმეიკერები უპირატესობას “იუნაიტედს” ანიჭებენ.

ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ამ თემაზე ისაუბრა.

“არ ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვართ. ეს მატჩი საკმაოდ თანაბარი და დაძაბული უნდა გამოვიდეს.”

“არასდროს აქვს აზრი, ვის წინააღმდეგ გვიწევს შეხვედრის ჩატარება. არასდროს ვთვლი ჩემს გუნდს ფავორიტად. მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ “უემბლი” მუდამ ქარიანია და ეს თამაშს კიდევ უფრო დაძაბულს გახდის,” – აცხადებს პორტუგალიელი.

9 შეკითხვა ჟოზე მოურინიოს – ინტერვიუ ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდთნ

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც გამორჩეულ ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე, პორტუგალიასა და ვიდეო რეფერიზე ისაუბრა.

– ორშაბათს, 9 ანვარს ფიფა საუკეთესო ფეხბურთელებს დააჯილდოვებს. თქვენ რა კრიტერიუმებით აფასებთ ფეხბურთელებს?
– სიმართლე გითხრათ, ინდივიდუალური პრიზების დიდი გულშემატკივარი არ გახლავართ. ფეხბურთი გუნდური სპორტია. შეხვედრას გუნდი იგებს, ფეხბურთელი კი გუნდივით მნიშვნელოვანი არ არის. მედიასა და ფანებს ეს მოსწონთ, მაგრამ მწვრთნელებს – არა. ამის მიზეზი ისაა, რომ ინდივიდუალურ ჯილდოებსა და იმას შორის, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ, გარკვეული წინააღმდეგობებია. ცხადია, არსებობენ გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც თანაგუნდელებს პროგრესში ხელს უწყობენ. მათ თამაშზე დიდი ზეგავლენა აქვთ.

Jose-Mourinho1

– 2010 წელს ფიფას წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდით. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
– ჩემთვის დიდი პატივია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ისტორიას დარჩება. თუმცა, ისევ ვიმეორებ: ჩემი გუნდის წევრი ვარ და ეს ჯილდო მხოლოდ მე არ მეკუთვნოდა. ის მოურინიოს სეზონი არ ყოფილა, ის მთლიანად “ინტერის” სეზონი იყო.

– 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისათვის კლაუდიო რანიერი, ფერნანდო სანტუში და ზინედინ ზიდანი იბრძოდნენ. რომელს აირჩევდით ამ სამი კანდიდატიდან და რატომ?
– ვფიქრობ, ამ ჯილდოს სამივე მათგანი იმსახურებს, რადგან მათ მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგეს. ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა, ფერნანდო სანტუშმა პორტუგალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, რანიერი კი “ლესტერთან” ერთად პრემიერ ლიგის გამარჯებული გახდა. მე სამივე კანდიდატთან ვმეგობრობ, ამიტომ ნებისმიერის წარმატება გამიხარდება.

– პირველად ისტორიაში, გულშემატკივართა ხმების წილი საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის არჩევისას 25 პროცენტი იქნება. რამდენად მნიშნველოვანია ასეთ სიტუაციებში ფანების ჩართვა?
– ფანები ძალიან მნიშნველოვანი ნაწილია. ვიტყოდი, რომ სწორედ ფანები ხდიან ფეხბურთს მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან სპორტის სახეობად. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც გულშემატკივარი გამოკითხვაში ერთვება, ის ხმას თავისი საყვარელი კლუბის ფეხბურთელს აძლევს, ასეთ დროს, გრანდებს უპირატესობა აქვთ.

– დღევანდელი ფეხბურთი რომ 21-ე საუკუნის დასაწყისისას შევადაროთ, რომელია ყველაზე დიდი ცვლილება, რომელიც მოხდა?
– სხვადასხვა პერიოდების, ფეხბურთელებისა და თაობების შედარება რთულია. ეს უსამართლოც კი იქნება. ცხადია, დღეს განსხვავებული სიტუაციაა. დღევანდელი ფეხბურთი უფრო სწრფია. ყველაფერი შეიცვალა, ვარჯიშები მეცნიერულ დონემდე მივიდა. მე ევოლუციის თანამონაწილე ვარ, მაგრამ წარსულს პატივს ვცემ.

– რა არის ინგლისური გუნდებისა და იქ მოთამაშე ფეხბურთელების მთავარი მახასიათებელი?
– ინგლისური ფეხბურთის მთავარი მახასიათებელი ჟინია. იქ ფეხბურთი მთელ ქვეყანას უყვარს. ფეხბურთელები ნამდვილი პროფესიონალები არიან.

eusebio mou

– პორტუგალია, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ ათ მილიონს შეადგენს, ევროპის ჩემპიონი გახდა. პორტუგალიელი ფეხბურთელები და მწვრთნელები მთელ მსოფლიოში გამორჩეულები არიან. რით ახსნით ამას?
– ეუსებიო, ლუის ფიგუ, კრიშტიანო რონალდუ და მე ყველაზე პრესტიჟული ტურნირების გამარჯვებულები ვართ. “ბენფიკამ” და “პორტუმ” ევროთასებზე წარმატებას მიაღიწეს, პორტუგალიის ნაკრები კი ევროპის ჩემპიონია. პატარა ქვეყნისათვის ამხელა წარმატება შესანიშნავია. მონდომება ჩვენი წარმატების საიდუმლოა.

– დაჯილდოების ცერემონიალზე მსოფლიოს სიმბოლური ნაკრებიც დასახელდება. საუკეთესოებს 25 000 პროფესიონალი ფეხბურთელი ირჩევს. თქვენი სამწვრთნელო კარიერის თერთმეტეულს რომ ადგენდეთ, რომელ ფეხბურთელებს ვიხილავდით გუნდში?
– მსგავს კითხვას ყოველთვის უპასუხოდ ვტოვებ. ისეთ ფეხბურთელებთან მიმუშავია, რომლებიც გუნდისათვის ბოლომდე იხარჯებოდნენ, ამიტომ რამდენიმე დავასახელო და სხვები დავივიწყო? ვიტორ ბაია, პეტრ ჩეხი, ჟულიო სეზარი… რომელი ერთი ავირჩიო? ჟორჟე კოშტა, რიკარდო კარვალიო, მარკო მატერაცი, ლუსიო, უოლტერ მაცარი, ჯონ ტერი… რომელი გამოვყო? მაიკლ ესიენი, უესლი სნეიდერი, ნემანია მატიჩი, კოშტინია, მანიშე, ჩაბი ალონსო, ფრენკ ლამპარდი… ვფიქრობ, ამ კითხვას არასოდეს ვუპასუხებ, რადგან ჩემი თანამებრძოლები არ მავიწყდება.

– როგორია თქვენი აზრი ვიდეო რეფერიზე?
– ჩვენ ეს გვჭირდებოდა. სპონსორებმა, კლუბების მეპატრონეებმა და ინვესტორებმა უნდა იგრძნონ, რომ ტექნოლოგია მათ გვერდითაა. ასევე, მსაჯებს დაზღვევა სჭირდებათ, რის საშუალებასაც ვიდეო რეფერი იძლევა.

მოურინიო “მანჩესტერის” ფეხბურთელზე: “ის მის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა!”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ პოლ პოგბას დღესდღეობით მის პოზიციაზე ბადალი არ ჰყავს.

“დღეს ოქროს ბურთს უფრო ხშირად ის იგებს, ვინც შეტევაშია და მეტს იტანს. ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს. ფეხბურთში სხვადასხვა პოზიციაზე უამრავი კარგი ფეხბურთელია.”

“წარსულში შედარებით სხვაგვარად იყო ყველაფერი. გავიხსენოთ: ფიგუ, კანავარო, ბეკენბაუერი და ასე შემდეგ.”

“თუ ნახსენები ტენდენცია შეიცვლება, ჩემს ფეხბურთელს, პოლ პოგბასაც შეეძლება, მოიგოს ოქროს ბურთი.”

 

“ფრანგი პოზიციით ნახევარმცველია და ბევრ გოლს არ იტანს, თუმცა გაიტანს! მას ეს ხასიათში აქვს და ოდესღაც ამის გამოვლენას აუცილებლად დაიწყებს. ჩემი აზრით, ის საუკეთესოა მის პოზიციაზე!” – განაცხადა მოურინიომ.

 

მოურინიოს “ტოტენჰემის” წინააღმდეგ, ტრავმის გამო, ორი ფეხბურთელი არ ეყოლება

ცნობილი გახდა, რომ პრემიერ ლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში, რომელშიც “ოლდ ტრაფორდზე” ერთმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ტოტენჰემი” შეერკინებიან, მასპინძლებს ორი უკანახაზელი დააკლდებათ.

პირველი ფეხბურთელი კრის სმოლინგია, რომელმაც ოქტომბერში, “ჩელსისთან” (0:4) მიიღო ფეხის ტრავმა. 100%-ით დადგინდა, რომ იგი “სპურსების” წინააღმდეგაც ვერ იასპარეზებს.

რაც შეეხება მეორე სპორტსმენს, ეს ლუკ შოუა. ინგლისელსაც ტრავმა აქვს. მან ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის შეხვერდა (“ზორიას” წინააღმდეგ) და პრემიერ ლიგის წინა მატჩი (“ევერტონის” წინააღმდეგ) გამოტოვა. იგი კვირასაც იუქმებს.

მოკლედ, მოურინიოს დანაკლისით მოუწევს გამარჯვებისთვის ბრძოლა.

პოჩეტინო: “მოურინიო ისევ “განსაკუთრებულია”

ლონდონის “ტოტენჰემის” მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ “მანჩესტერ იუნაიტედის” დამრიგებელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.

“მომწონს მოურინიო და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.”

“მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდები ბოლო წლებში არც ისე კარგად გამოიყურებიან, ის მაინც “განსაკუთრებულია”. წარმოიდგინეთ, ასეთ პერიოდშიც კი ყველა – მედია, მსაჯები და სხვები – მასზე არიან ორიენტირებულნი.”

“მის მსგავსად, ბევრი მწვრთნელია რაღაც პერიოდის მანძილზე წარუმატებელი, თუმცა, მათ ისეთ ყურადღებას არ  აქცევენ, როგორც პორტუგალიელს. რატომ? ის “განსაკუთრებულია”. ის განსაკუთრებული თვისებებითაა დაჯილდოვებული,” – განაცხადა “სპურსების” თავკაცმა.

 

 

მოურინიო: “რუნიმ მეტი უნდა გაიტანოს!”

უეინ რუნიმ მიმდინარე სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით 20 მატჩში მხოლოდ და მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა. ეს ისეთი მოთამაშისთვის, როგორიც ინგლისელია, არც ისე ბევრია.

მოურინიომ ამ საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რუნის დონიდან და სტატუსიდან გამომდინარე, მან უფრო მეტი უნდა გაიტანოს. უეინმა მიმიდნარე სეზონში “ფენერბახჩეს” დუბლი შეუსრულა, ერთხელ პრემიერ ლიგაშც გამოიჩინა თავი; ეს იყო და ეს. მას მეტი შედეგიანობა მოეთხოვება.”

“ალბათ, ზლატანს იმიტომ აქვს ამდენი შანსი და იმიტომაა გუნდის ბომბარდირი, რომ ის ყველაზე წინ დგას. თუმცა, ეს სხვა ფეხბურთელების დაბალშედეგიანობას არ ამარათლებს.”

“უეინს შეტევაში მოთამაშე სპორტსმენად მივიჩნევ. არ მაინტრესებს, რა პოზიციაზე ათამაშებენ მას ინგლისის ეროვნულ ნაკრებში. როცა ქვეყნის ღირსების დასაცავად იძახებენ, იგი მათი ფეხბურთელია და არა ჩემი. ინგლისის ხელმძღვანელობას შეუძლია, რუნი მარჯვენა მცველადაც კი ათამაშოს. ეს ჩემი პრობლემა არაა. მაგრამ, როცა “მანჩეტსერის” ფორმას იცვამ, იგი შეტევაში მოასპარეზე ფეხბურთელი ხდება. შესაბამისად, მან მეტი გოლი უნდა გაიტანოს,” – განაცხადა პორტუგალიელმა მწვრთნელმა.

ნევილი: “რა დრო სჭირდება მოურინიოს “მანჩესტერში” წარმატების მისაღწევად?”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, გარი ნევილი თვლის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს მინიმუმ 3 წელი დასჭირდება იმისათვის, რათა მისმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს.

“ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ჟოზე მოურინიოს თავისი გეგმების განსახორციელებლად სამი წელი მისცეს, თავისი საქმის კეთება უნდა აცალონ. მისი მისია ძალიან რთულად მისაღწევია, რაც ყველასათვის ნათელია.

დიდებული რამ იყო, როდესაც “მანჩესტერელთა” გამარჯვებებს ვუყურებდი და ამ გამარჯვებებში მოქმედი პირიც ვიყავი, მაგრამ სამუდამო არაფერია. ცუდი პერიოდის აცილება შეუძლებელია.

ვფიქრობ, დღევანდელი გადმოსახედიდან მოურინიოს მიერ “მანჩესტერში” გაწეული სამუშაოს შეფასება უსამართლო იქნება. ამ სპეციალისტმა ტიტული 18 თვის წინ მოიგო, ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, უბრალოდ დრო სჭირდება.” – განაცხადა მან.

მოურინიო: “რატომ არ თამაშობს მხითარიანი?”

ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულზე, ჰენრიკ მხითარიანზე ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ ვერ ახერხებს ის გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას.

“არა, მხითარიანი ტრავმირებული არ არის. თუმცა, შესაძლოა, ტრავმირებული არ იყო, მაგრამ ამავდროულად არც მზადყოფნაში იყო.მხითარიანი მზად არ არის მიუხედავად იმისა, რომ ის სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ზოგ ფეხბურთელს ადაპტაციისთვის უფრო მეტი დრო ესაჭიროება. მათ დრო სჭირდებათ ახალ ტემპთან, აგრესიისა და კონკურენტუნარიანობასთან შეგუებისათვის.

მნიშვნელობა არ აქვს ვის ეთამაშები, მაქსიმუმი უნდა აჩვენო. ამიტომაც ვთვლი, რომ სინამდვილეში კონკურენტუნარიან ჩემპიონატია თუ არა ხშირ შემთხვევაში უმნიშვნელოა.”

მოურინიომ “მანჩესტერ იუანიტედის” ფანებს მოუბოდიშა

23 ოქტომბერს, პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ლონდონში, “ჩელსი” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა და მეტოქეს, ანგარიშით, 4-0 სძლია.

ამასთან დაკავშრებით წითელი ეშმაკების მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მარცხის გამო გულშემატკივრებს მოუბოდიშა.

“როგორც გუნდის თავკაცმა, მინდა, მსოფლიოს მასშტაბით “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო. “ჩელსისთან” დაფიქსირებული 4-0 ჩემი გუნდის იმიჯს არ შეეფერება! ეს არის ის შედეგი, რომელმაც საშინლად მაგრძნობინა თავი და მინდა, “წითელი ეშმაკების” ყველა ფანს ვუთხრა, რომ ძალიან ვწუხვარ კვირას ჩატარებული შეხვედრის გამო.”

“სტემფორდ ბრიჯზე” ჩვენი მხარდამჭერები შესანიშნავად გვგულშემატკივრობდნენ. არ შემიძლია დავასახელო სხვა ისეთი ფანები, რომლებიც თავიანთ გუნდს მაშინ უმღერიან მთელი 90 წუთი, როცა გამანადგურებელი ანგარიშით აგებენ. კიდევ ერთხელ, ბოდიში!” – განაცხადა პორტუგალიელმა.

 

კარიკატურა: მოურინიოს ღამის ავტობუსი (ფოტო)

გუშინ “ენფილდზე” “ლივერპულისა” და “მანჩეტსერ იუნაიტედის” დაპირისპირება შედგა, რომელიც უგოლო ფრით დასრულდა.

მეორე ტაიმში კლოპის შეგირდები გააქტიურდნენ, რის გამოც მოურინიოს “წითელ ეშმაკებს” უკან დახევა მოუწიათ; ისინი უკან იდგნენ და კონტრშეტევისთვის მომენტს ელოდებოდნენ. ეს ყველაფერი მაშინვე მოურინიოს ცნობილ “ავტობუსთან” გააიგივეს.

ომარ მომანმა ეს ფაქტი ასე გადმოგვცა