სუარესს კიელინის კბენის მცდელობა ერთი წლის წინ ჰქონდა

გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი თემა ლუის სუარესსა და ჯორჯო კიელინის შორის მომხდარი ინციდენტი გახდა. შეგახსენებთ, რომ მატჩის მსველობისას ურუგვაელმა იტალიელ მცველს მხარზე უკბინა.

სუარესისთვის ასეთი ფაქტი სიახლე არ არის, თუმცა აღმოჩნდა, რომ “ლივერპულის” ფორვარდს კიელინის კბენის მცდელობა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, კონფედერაციათა თასზე ჰქონდა.

ის შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო და ძირითად დროში დაფიქსირებული 2:2-ის შემდეგ პენალტების სერიაში გამარჯვება იტალაის დარჩა.

მატჩის მსვლელობისას გაბრაზებულმა სუარესმა კიელინის კბენა მარჯვენა მხარზე სცადა, თუმცა უშედეგოდ. ურუგვაელმა “წარუმატებელი მცდელობის გამოსწორება” ერთი წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერა.

Suarez-Chiellini-2013-2Suarez-Chiellini-2013-3

პრევიუ: ნიგერია – არგენტინა

ნიგერიელებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნით. 

დღევანდელი მატჩი 1994 წლიდან ნიგერიისა და არგენტინის მეოთხე შეხვედრა იქნება მუნდიალზე. ყველა წინა დაპირისპირება არგენტინელების გამაჯრვებით დასრულდა, თუმცა ახლა სტივენ კეშის გუნდს მინიმუმ ფრე ესაჭიროება.

პირველ ორ შეხვედრაში ნიგერიელთა შემადგენლობა საკმაოდ განსხვავებული იყო. სავარაუდოდ, კეში ბოსნიელებთან დაყენებულ სასტარტოს მიენდობა, სადაც პირველივე წუთებიდან მოედანზე ოდემვინგე და ბაბატუნდე გამოჩნდნენ, რომლებმაც შეტევაში მნიშვნელოვნად გააძლიერეს ნიგერიელთა თამაში. მოსალოდნელია, ობოაბონას დაბრუნებაც.

ალეხანდრო საბელას გუნდი კი უკვე შემდეგ ეტაპზეა, თუმცა არგენტინელებს დამაჯერებელი თამაში ჯერ არ უჩვენებიათ. ალბისელესტეს ორივე გამარჯვება რთული ბრძოლის შედეგი იყო. ასე რომ, საუკეთესო ვარიანტის ძიებაში მყოფი საბელასგან დღეს როტაცია არ უდნა გაგვიკვირდეს. გამორიცხული არ არის, რომ არგენტინული გუნდის რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალება მიეცეს.

ნიგერია – არგენტინა

სავარაუდო შემადგენლობები:

ნიგერია: ენიამა – ემბროუზი, იობო, ობოაბონა, ოშანივა – მიკელი, ონაზი – მუსა, ოდემვინგა, ბაბატუნდე – ემენიკე. 

არგენტინა: რომერო – საბალეტა, ფერნანდესი, გარაი, ბასანტა – მასკერანო, გაგო – დი მარია, მესი, ლავეცი – აგუერო. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Nigeria_Argentina_GEO

 

იტალიელი მხატვრის მიერ დახატული მსოფლიო თასი

იტალიელმა მხატვარმა მარჩელო ბარენგიმ მხოლოდ უბრალო ფანქრების, ფლომასტერებისა და საღებავების დახმარებით მსოფლიო თასის დახატვა მოახერხა.

განელები პორტუგალიასთან თამაშს არ აპირებდნენ

განის ნაკრები პორტუგალიასთან ხვალ გასამართ მატჩზე გასვლას არ აპირებდა. ფეხბურთელებმა პროტესტის ნიშნას მასეიოდან ქალაქ ბრაზილიაში მიმავალი რეისი შეაყოვნეს.

აფრიკული პრესის ცნობით, პრემიის სახით თითოეულ მოთამაშისთვის განის ფეხბურთის ფედერაციას 100 000 დოლარი უნდა გადაეხადა.

სალი მუნტარისთან და ასამოა გიანთან ფედერაციის ხელძღვანელობის საუბრის შემდეგ ფეხბურთელებმა გარანტიები მიიღეს და პორტუგალიასთან გასამართ მატჩზე გაემგზავრნენ.

გოდინმა იტალია სახლში გაუშვა

დიეგო გოდინის ზუსტმა დარტყამ ურუგვაის კაცნაკლულ იტალიასთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. 

კოსტა-რიკასთან მარცხმა იტალიელთა სტატუსი არ შეცვალა. პრანდელის გუნდმა იცოდა, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ურუგვაისთან ფრეც საკმარისი იქნებოდა. თუმცა, იტალიელთა დამრიგებელი ტაქტიკური ცვლილებების აუცილებლობას ხვდებოდა.

პრანდელი დაცვაში იუვეს შეთამაშებულ ტრიოს ენდო, რაც თავიდანვე ნათელ გამოსავლად ჩანდა, თუმცა მწვრთნელმა ამას მხოლოდ ბოლო მატჩში “მიაგნო”. თუმცა, მატჩის წინ ჩეზარე მალდინიმ ამ ერთი შეხედვით ლიგიკურ გადაწყვეტიელბას სარისკო უწოდა, რაც სუარესი-კავანის სახიფათო დუეტით ახსნა.

მთავარი ცვლილებები იტალიელთა სასტარტოში შეტევის ხაზს ეხებოდა, სადაც მარიო ბალოტელის ჩირო იმობილეს სახით პარტნიორი გამოუჩნდა. ტაქტიკური გადაადგილების “მსხვერპლი” ანტონიო კანდრევა გახდა, რომელიც ინგლისთან ჩატარებული კარგი თამაშის შემდეგ, კოსტა-რიკასთან ინერტულად გამოიყურებოდა და სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდა. ტრავმირებული დანიელე დე როსი მარკო ვერატიმ შეცვალა.

ოსკარ ტაბარესმა ინგლისთა გამარჯვებული შემადგენლობა არ შეცვალა. ურუგვაელებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ. ასეთ მდგოამრეობაში ურუგვაის გუნდი საკმაოდ ბევრჯერ ყოფილა და რაც ყველაზე საინტერესოა უმრავლეს შემთხვევაში გამარჯვებულიც გამოსულა.

ტაბარესის გუნდმა პირველივე წუთებიდან არ შეუტია. ურუგვაელებმა საკუთარ შესაძლებლობას მოთმინებით ელოდნენ. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. იტალიელთა ფორვარდები ბურთს იშვიათად იღებდნენ. კარგი მომენტი ჰქონდა იმობილეს, მაგრამ შემტევმა მისი გამოყენება ვერ შესძლო.

მომენტები ურუგვაელებსაც ჰქონდათ. სახიფათოდ ურტყავდა სუარესი, თუმცა ბუფონი შეუდარებელი იყო.

მეორე ტაიმში პრანდელიმ ბალოტელი გაიყვანა და მოედნის ცენტრის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება გადაწყვიტა. შეცვლაზე შემოსული მარკო პაროლო ნომინალურად მეოთხე ცენტრალური ნახევარმცველი იყო. ცვლილებებს ტაბარესმაც მიმართა, რომელმაც მოედანზე ალვარო გონსალესი დააბრუნდა და პლეიმეიკერი ლოდეირო მარჯვენა მცველით, მაქსი პერეირათი შეცვალა.

ნათელია, რომ ტაბარესის გეგმის მიხედვით ურუგვაი მეორე ტაიმში უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო. იტალიელთა კართან დაძაბულობა იზრდებოდა, რაც საგანგაშო სიგნალი ხდებოდა პრანდელის გუნდისთვის.

მალევე იტალიელთა მდგომარეობა მარკიზიოს გაძევებით კიდევ უფრო მძიმე გახდა. პრანდელის გუნდმა ამის შემდეგ დაცვა გაამაგრა, ურუგვაი კი უშედეგოდ ცდილობდა ბუფონის კართან მისვლას. ერთ ეპიზოდში სუარესს ეს გამოუვიდა კიდეც, თუმცა ჯიჯი, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, კვლავ უშეცდომო იყო. აღნიშნულ ეპიზოდს ურუგვაელთა ლიდერის და კიელინის ეპიზოდი მოჰყვა, რამაც იტალიელთა ბანაკში არეულობა გამოიწვია. რამდენიმე წუთში კი, გასტონ რამირესის მოწოდებულ კუთხურს გოდინი გამოეხმაურა და იტალია მუნდიალს გამოთიშა.

იტალია 0-1 ურუგვაი

გოლი: გოდინი 81′

საბერძნეთი 1/8-ფინალშია

სანტუშის შეგირდებმა 1/8-ფინალის საგზური მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე მოიპოვეს. 

C ჯგუფში ბოლო ტურამდე ჯგუფიდან გასვლის შანსი ოთხივე გუნდს ჰქონდა. ბერძნებსაც კი, რომლებსაც პირველ ორ შეხვედრაში გოლი არ ჰქონდათ გატანილი, პლეი-ოფში მოხვედრის საკამოდ რეალური შესაძლებლობა ჰქონდათ. მართალია, ყველაფერი სანტუშის გუნდს არ იყო დამოკიდებული, მაგრამ ელინებისთვის სასიკიეთოდ, ყველაფერი “გაწერილი” სცენარით წარიმართა. კოლუმბია იაპონელებს ადვილად ამარცხებდა და ბერძნებსაც მხოლოდ საკუთარი მატჩის მოგება რჩებოდათ, თუმცა ძლიერი კოტ დივუარის წინააღმდეგ ეს არც თუ ისე იოლი საქმე იყო.

ბერძნებმა საკუთარ დაცვით სტილს უღალატეს და პირველივე წუთებიდან შეტევაში წავიდნენ. აფრიკელებმა კი, მოლოდინი ვერ გაამართეს… კოტ დივუარეთა “ოქროს თაობამ”, სადაც უამრავი მაღალი კლასის მოთამაშეა თავმოყრილი, კვლავ შედეგის გარეშე ტოვებენ დიდ ტურნირს.

საბრი ლამუშის გუნდმა პირველი ტაიმი ჩააგდო და ბერძნებს მეტი ყურადღებით რომ ეთამაშათ, გაცილებით ადღე გაინაღდებდნენ პლეი-ოფის საგზურს. სანტუშის შეგირდებმა ანგარიში ტიოტეს შეცდომის შემდეგ გახსნეს. სამარასმა სამარისს უპასა და ამ უკანაკსნელსაც გატანა არ გასჭირვებია.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ იცვლებოდა. აფრიკელთა კიპერი საკუთარი მცველები შეცდომებს ბოლო მომენტამდე ასწორებდა. კარაგუნისის შორიდან გასროლილი კი ხარიხამ მოიგერია. ამ დროს, კოტ დივუარელებმა მოულოდნელად გათანაბრება მოახერხეს. ჟერვინიოს პასის შემდეგ ვილფრედ ბონიმ ცარიელ კარში შეაგორა.

გაშვებული გუნდის შედეგ სანტუშმა შეტევა გეკასით გააძლიერა და ბერძნებიც მთელი გუნდით წინ წავიდნენ. სწორედ აქ იჩინა თავი კოტ დივუარელთა სათამაშო დისციპლინის არქონამ. იმის მაგივრად, რომ მეტოქე კონტრშეტევაზე დაეჭირათ და შექმნილი მომენტები ლოგიკურ დასასრულამდე მიეყვანათ, ლამუშის შეგირდებმა დროის გაყვანა დაიწყეს, რის გამო დაისაჯნენ კიდეც.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე საჯარიმოში სამარისის წინააღმდეგ დაირღვა თამაშის წეის. პენალტი თავად “დაზარალებულმა” შეასრულა და საბერძნეთი 1/8-ფინალში გაიყვანა.

საბერძნეთი 2-1 კოტ დივუარი

გოლები: სამარისი 42′ (1:0); ბონი 74′ (1:1); სამარასი 90+3 (2:1)

 

მუნდიალის ფონზე თვითმკვლელობის გახშირებული მცდელობები საქართველოში

საქართველოში სუიციდის მცდელობებმა იმატა. ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისში თვითმკვლელობის მცდელობის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამწუხაროდ, აქედან ერთი ფაქტი მსხვერპლით, დასრულდა დანარჩენი შემთხვევებში კი ექიმების ჩარევა გახდა საჭირო.

ფსიქოლოგები თვითმკლელობების გაზრდას ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მსველობით ხსნიან. ექსპერტების აზრით, დიდი სორტული ღონისძიებების დროს სუიციდის შემთხვევების ზრდა თამაშზე დამოკიდებულ პირებს უკავშირდება, რომლებიც ამ დროს ძალიან აქტიურდებიან და გამდიდრების იდეით შეპყრობილები იმედგაცრუებას ვეღარ ეგუებიან.ასეთი ადამიანი ყველაზე რთულად ექვემდებარებიან მკურნალობას და შედეგიც რიგ შემთხვევაში ტრაგიკული ხდება.

 

იაპონია – კოლუმბია 1:4

შედეგიანი გამოდგა იაპონიისა და კოლუმბიის შეხვედრა. ანგარიში კუარდადომ მე-17 წუთზე გახსნა. ტაიმის ბოლოს იაპონელებმა ოკაზაკის გოლით გაათანაბრეს. თუმცა, კოლუმბიელებმა მეორე ტაიმში კვლავ მოიპოვეს უპირატესობა – დუბლი მარტინესმა გაიფორმა. საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე როდრიგესმა დააფიქსირა – 1:4.

საბერძნეთი – კოტ დივუარი 2:1

ანგარიში 42-ე წუთზე სამარისმა გახსნა და ბერძნებს შანსი გაუჩინა. თუმცა, აფრიკელებმა 74-ე წუთზე ბონი ვილფრედის გოლით გაათანაბრეს.

მატჩის ბედი და ჯგუფური პლეი-ოფის საგზურიც ბოლო წუთზე გადაწყდა. სამარასმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ბერძნები 1/8 ფინალში გაიყვანა.

იტალია – ურუგვაი 0:1

D ჯგუფის გადამწყვეტ მატცში ურუგვაის ნაკრებმა იტალიის დამარცხება შესძლო და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტი გოლის ავტორი 81-ე წუთზე გოდინი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მარკიზიოს გაძევების გამო იტალიელები 59-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ.

კოსტა-რიკა – ინგლისი 0:0

ინგლისის ნაკრები მუნდიალს გამარჯვების გარეშე დაემშვიდობა. კოსტა-რიკასთან გამართული ბოლო ტურის მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

კოსტარიკელები კი პლეი-ოფში სიკვდილის ჯგუფიდან პირველი ადგილით გადიან.

ხორვატებმა და მექსიკელებმა სტადიონზე იჩხუბეს

გუშინ, ხორვატიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული მატცის დრო ტრიბუნებზე გულშემატკივრებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი მექსიკელთა გამარჯვებით დასრულდა. ხორვატია კი, მუნდიალს დაემშვიდობა.