პრევიუ: საბერძნეთი – კოტ დივუარი

ჯგუფიდან გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს, თუმცა აფრიკელების პლეი-ოფში თამაშის ალბათობა გაცილებით დიდია. 

ბერძნებს 1/8-ფინალში გასასვლელად დიდი ანგარიშით სჭირდებათ გამარჯვება. თუმცა, მათი ასპარეზობიდან გამომდინარე ამის შანსი ძალიან მცირეა. პირველ ორ ტურში ბერძნებმა გოლის გატანა საერთოდ ვერ მოახერხეს. შესაძლოა, სანტუშმა ცენტრფორვარდსი პოზიციაზე სამარასი დააყენოს. მიტროღლუმ და გეკასმა წინა შეხვედრებში მოლოდინი ვერ გაამართლეს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მიტროღლუს საკმაოდ ცოტა დრო მიეცა.

გამორიცხულია დისკვალიფიცირებული კაცურანისის თამაში, რომელსაც სავარაუდოდ კარაგუნისი შეცვლის.

დანაკლისი აფრიკელების ბანაკშიც არის. გამორიცხულია დისკვალიფიცირებული ზოკოროას თამაში. ოჯახური ტრაგედიის გამო, რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან ძმები იაია და კოლო ტურეები.

ჯგუფიდან გასასვლელად კოტ დივუარს შესაძლოა ფრეც ეყოს. დიდი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში კი, აფრიკელებს პირველ ადგილზე გასვლის შანსიც კი უჩნდებათ.

საბერძნეთი – კოტ დივუარი

სავარაუდო შემადგენლობები:

საბერძნეთი: კარნეზისი – ტოროსიდისი, პაპასტატოპულოსი, მანოლასი, ჰოლებასი – სალპინგიდისი, კონე, მანიატისი, კარაგუნისი, სამარასი – მიტროღლუ.

კოტ დივუარი: ბარი – ორიე, კ.ტურე, ბამბა, ბოკა – დიე, ტიოტე – კალუ, იაია ტურე, ჟერვინიო – დროგბა.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Greece_Ivory-Coast_GEO

პრევიუ: კოსტა-რიკა – ინგლისი

კოსტა რიკა პირველი ადგილის შენარჩუნებას აპირებს, ხოლო ინგლისის – პირველი ქულების აღებას. 

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ კვარტეტში ასეთ ვითარებას ალბათ კოსტა-რიკის ყველაზე თავგადაკრული ფანებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ. კოსტარიკელებმა პლეი-ოფში გასვლა მეორე ტურში გაინაღდეს და ინგლისელებთან მატჩში ჯგუფის გამარჯვებულის წოდებისთვის იბრძოლებენ.

ჰოჯსონის შეგირდებისთვის აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვება ღირსების საქმეა. ინგილისელებს ბრაზილიის უქულოდ დატოვება არ სურთ.

ხორხე ლუის პინტო სავარაუდოდ ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელის დასვენებას აპირებს და თამაშის საშუალებას თადარიგში მყოფ ფეხბურთელებს მისცემს. ძირითადში არ ელიან კოსტა-რიკის ორ ვარსკვლავს რუისს და კემპბელს.

როი ჰოჯსონმა კი არ დამალა, რომ დღევანდელ შეხვედრაში სასტარტოში ბევრი ცვლილება იქნება და შანსი იმ ფეხბურთელებს მიეცემათ, ვისაც მიმიდნარე მუნდიალზე ფაქტობრივად არ უთამაშია.

კოსტა-რიკა – ინგლისი

სავარაუდო შემადგენლობები:

კოსტა-რიკა: ნავასი – დუარტე, გონსალესი, მილერი – აკოსტა, კუბერო, ტეხედა, ფრენსისი – კალვო, ბარანტესი – ურენია.

ინგლისი: ფოსტერი – ჯონსი, კეხილი, სმოლინგი, შოუ – უილშირი, ლამპარდი – მილნერი, ბარკლი, ლალანა – სტარიჯი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Costa-Rica_England_GEO

პრევიუ: იტალია – ურუგვაი

დღის ცენტრალურ მატჩში იტალია და ურუგვაი პლეი-ოფის საგზურს გაითამაშებენ. 

აღნიშნული შეხვედრის ორივე მონაწილე ტურნირს დიდი იმედევით ხვდებოდა. ურუგვაი და იტალია ნაკრებების დონეზე ტოპ-გუნდებს მიეკუთვნებიან. თუმცა, დღეს ერთ-ერთი მათგანი ჩემპიონატს დაემშვიდობება და სახლში გაემგზავრება.

იტალიური პრესის ცნობით, ურუგვაის წინააღმდეგ პრანდელი ტაქტიკური ცვლილებების განხორციელებას აპირებს. დე როსის ტრავმის გამო, გამორიცხული არ არის, რომ იტალიელები დღეს სამი ცენტრალური მცველით გამოვიდნენ. დაცვით ტრიოს ბარძალი, ბონუჩი და კიელინი შეადგენენ. მთავარი კითხვა ფლანგის მოთამაშეებს ეხება, სადაც პრანდელის საკამოდ ბევრი ვარიანტი აქვს.

ოსკარ ტაბარესი, დიდი ალბათობით, ინგლისის დამარცხების შემდეგ შემადგენლობაში ცვლილებებს არ შეიტანს. თუმცა, გამორიცხული არ არის სასტარტოში ლუგანოს დაბრუნება.

კითხვეი არის ლოდეიროსთან დაკავშირებით. საუკეთესო წლებში მის პოზიციაზე ფორლანი მოქმედებდა, რეზერვში რამირესიც არის, მაგრამ მოედნის ცენტრში მძლავრი, შემტევი “რომბის” შემთხვევაში ლოდეირო ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.

იტალია – ურუგვაი

სავარაუდო შემადგენლობები:

იტალია: ბუფონი – ბარძალი, ბონუჩი, კიელინი – კანდრევა, პირლო, ვერატი, მარკიზიონი, დარმიანი – იმობილე, ბალოტელი. 

ურუგვაი: მუსლერა – კასერესი, ხიმენესი, გოდინი, პერეირა – გონსალესი, რიოსი, როდრიგესი – ლოდეირო – სუარესი, კავანი. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Italy_Uruguay_GEO

ხორვატია სახლში, მექსიკა – 1/8 ფინალში

მიგელ ერერას გუნდმა შესანიშნავად ორგანიზებული თამაშის წყალობით 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.

ფრის შემთხვევაში პლეი-ოფში ერთად გასვლის შანსი ხორვატიას და მექსიკას ბრაზილიის მარცხის შემთხვევაში ჰქონდათ, რაც ფაქტობრივად გამორიცხული იყო. ამიტომ, ერერას გუნდს წარმატების მისაღწევად ფრეც კი ჰყოფნიდა.

აქედან გამომდინარე, მატჩის დიდი ნაწილი ხორვატების ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა მექსიკელების დაცვა საათივით მუშაობდა და მეტოქეს სახიფათო მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდა. პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მეორე ტაიმში ხორვატებმა კრეატიულობა ვერ გამოიჩინეს და მათ შეტევებს სიმწვავე მოაკლდა. რასაც ვერ ვიტყვით მექსიკელებზე, რომლებიც მატჩის მსველობასთან ერთად უფრო და უფრო სახიფათოები ხდებოდნენ.

64-ე წუთზე ირმატოვმა აშკარა პენალტი არ დანიშნა პლეტიკოსას კარის მიმართლებით. გუარდადოს დარტყმა დარიო სრნამ ხელებით შეაჩერა, თუმცა შეხვედრის მთავრმა არბიტრი კუთხურით დაკმაყოფილდა.

მექსიკელთა უკმაყოფილება დიდხანს არ გაგრძელდა. რამდენიმე წუთში ჩამოწოდებულ კუთხურ მარკესი გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა – 0:1. ზუსტად სამ წუთში გუარდადომ მეორე დალაშქრა ხორვატების კარი. 82-ე წუთზე კი ჩიჩარიტომ მატჩის შედეგის შესახებ ყველა კითხვა მოხსნა – 0:3.

დარჩენილ დროში პერიშიჩმა რაკიტიჩის ეფექტური გადაცემის შემდეგ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, რომელმაც მექსიკელთა 1/8-ფინალში ზედიზედ მეექვსე გასვლა დაადასტურა.

ხორვატია 1-3 მექსიკა

გოლები: მარკესი 72′ (0:1); გუარდადო 75′ (0:2); ერნანდესი 82′ (0:3); პერიშიჩი 87′ (1:3)

გაძევება: რებიჩი 89′

მასპინძლების საუკეთესო მატჩი

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ბრაზილიამ კამერუნი გაანადგურა. 

მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან მძლავრად შეუტის და მეტოქის გატეხვა მატჩის დებიუტშივე სცადეს. თუმცა, ამ გეგმამ არ გაამართლა და მალევე ინიციატივას აფრიკელები დაეუფლნენ. განსაკუთრებით მწვავედ კამერუნი ბრაზილიელთა დაცვის მარჯვენა ფლანგიდან უტევდნენ, სადაც დანი ალვეში დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა.

თუმცა, მე-17 წუთზე ანგარიში ბრაზილიელებმა გახსნას. ლუის გუსტავოს კარგი თამასის შემდეგ შედეგიანი დარტყმა ნეიმარმა განახორციელა.

26-ე წუთზე ბრაზილიელთა დაცვა კიდევ ერთხელ ჩავარდა. მარცხენა ფლანგზე ნიომი დანი ალვეშს გასცდა და უმეთვალყურეოდ დარჩენილ მატიპს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

მასპინძლებს წინ გასასვლელად 10 წუთი დასჭირდათ. მარსელოს აქტიურობის შემდეგ ბურთი ნეიმარს მიუვიდა, რომელმაც მეტოქე ჩამოიშორა და იტანჯის კარში კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა.

მეორე ტაიმის ოთხი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ბრაზილიელებმა ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება შესძლეს. დავიდ ლუისის ჩაწოდებას საჯარიმოში ფრედი გამოეხმაურა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია.

ბრაზილიელთა გამარჯვებაში წვლილი შეცვლაზე შემოსულმა ფერნანდინიომაც შეიტანა. 84-ე წუთზე ოსკარი-ფრედი-ფერნანდინიოს სწრაფი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა.

ბრაზილიელებმა მუნდილაზე ჯერჯერობით თავისი საუკეთესო მატჩი აჩვენეს და პლეი-ოფში პირველი ადგილიდან გავიდნენ. კამერუნი კი სალხში ბრუნდება.

კამერუნი 1-4 ბრაზილია

გოლები: ნეიმარი 17′ (0:1); მატიპი 26′ (1:1); ნეიმარი 35′ (1:2); ფრედი 49′ (1:3); ფერნანდინიო 84′ (1:4)

ჰოლანდია: სამიდან სამი

ჰოლანდიის ნაკრებმა ჯგუფში მესამე გამარჯვება მოიპოვა და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა. 

ჰოლანდია და ჩილე უკანასკნელი ტურის შეხვედრაში პირველი ადგილისთვის იბრძოდნენ. გუნდებმა პირველივე წუთებიდან აქტიურად დაიწყეს. დებიუტში უპირატესობა ჩილეს გუნდამ მოიპოვა. სამპალოის შეგირდებმა იგრძნის, რომ ჰოლანდიელებს საუკეთესო დღე არ ქონდათ და მეტოქე შემტევი ტიკი-ტაკა შესთავაზეს. ჩილელები საკმაოდ აქტიურები იყვნენ და ჰოლანდიელ მცველებს მოსვენებას არ აძლევდნენ.

ლუი ვან გაალის გუნდმა მომენტების შექმნა ტაიმის ბოლოს დაიწყო. რობენმა და კომპანიამ თამაშის დალაგება მოახერხეს, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინო შესვენების შემდეგ გახდა. ჰოლანდიელები გასახდელიდან თითქოს დაქოქილები გამოვიდნენ და მოედნის ყოველ მონაკვეთზე იბრძოდნენ. ამის გამოყენებას ჩილელები ეშმაკურად ცდილობდნენ, თუმცა პენალტის მოპოვების რამდენიმე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

გადამწყვეტი სიტყვა მატჩში ლუი ვან გაალმა სწორი ცვლილებით თქვა. შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მოედანზე ახლადშემოსულმა ლეროი ფერმა ანგარიში გახსნა.

გაშვებული გოლის შემდეგ ჩილემ დიდი ძალებით შეუტია და როგორც ხშირად ხდება ბოლო წუთებზე კონტრშეტევა მიიღო, რომელიც გოლით დეპაიმ დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

ჰოლანდია 2-0 ჩილე

გოლები: ფერი 77′ ; დეპაი 92′ 

ესპანეთი მუნდიალს გამარჯვებით დაემშვიდობა

ესპანეთის ნაკრებმა პრესტიჟის მატჩში საკმაოდ კარგი ფეხბურთი ითამაშა და ავსტრალია დაამარცხა. 

ბოლო ტური ესპანელებისთვის და ავსტრალიელებისთვის ფორმალობად იქცა. თუმცა, ორი კვირის წინ ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა.

შეხვედრა ავსტრალიის აქტიურობით დაიწყო, მაგრამ მალევე დელ ბოსკეს გუნდმა გარდატეხა შეიტანა თამაშში და ძველ, ყველასთვის ნაცნობ ესპანეთს დაემსგავსა. გამოირჩეოდა დავიდ ვილა, რომლისთვისაც აღნიშნული შეხვედრა უკანასკნელი იყო ესპანეთის ნაკრების მაისურით. კარგი იყო ინიესტა, რომელიც მეასე შეხვედრას ატარებდა “ფურია როხას” შემადგენლობაში.

შესვენებამდა ესპანელების შეტევება შედეგი გამოიღეს. ინიესტამ მარჯვენა ფლანგზე ხუანფრანი მოძებნა. “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა ბურთი საჯარიმოში გადაგზავნა, სადაც გადაცემას დავიდ ვილა გამოეხმაურა და ეფექტურად გადაგზავნა ავსტრალიელთა კარში.

მეორე ნახევარში თამაშს სურათი არ შეცვლილა. მწვანე კონტინენტის წარმომადგენლები ცდილობდნენ, თუმცა კლასმა თავისი გაიტანა. დელ ბოსკეს გუნდის გააქტიურებას რაიანის კართან აუცილებლად მოჰყვებოდა გარკვეული ხიფათი. კვლავ მშვენიერი იყო ინიესტა -“იუბილარმა” ტორესს გაატანინა.

მესამე გოლი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა შექნეს. ფაბრეგასი-მატას კომბიანაცია ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

ფურიამ გამოსამშვიდებებელ მატჩში ის ფეხბურთი აჩვენა, რომელსაც მისგან ყველა ელოდა. თუმცა, ნათელია, რომ მათი სტილი ისეთი ეფექტური აღარ არის როგორც ეს ადრე იყო.

ავსტრალია 0-3 ესპანეთი

გოლები: ვილა 36′ ; ტორესი 69′ ; მატა 83′ 

 

მექსიკამ ხორვატია დაამარცხა

A ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში მექსიკის ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ 72-ე წუთზე ანგარიში მარკესმა გახსნა. ზუსტად სამ წუთში გუარდადომ მექსიკელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა. 82-ე წუთზე ხავიერ ერნანდესმა მესამე გოლი გაიტანა ხორვატების კარში. დარჩენილ დროში კოვაჩის შეგირდებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს, რომლის ავტორი პერიშიჩი გახდა.

ბრაზილიამ კამერუნს აჯობა

ბრაზილიის ნაკრებმა კამერუნი დიდი ანგარიშით დაამარცხა. პირველი გოლი მე-17 წუთზე ნიმარმა გაიტანა. 9 წუთში კამერუნელებმა მატიპის გოლით გაათანაბრეს, თუმცა 34-ზე ნეიმარმა დუბლი მიითვალა და ბრაზილია კვლავ დააწინაურა.

მეორე ტაიმში მუნდიალის მასპინძლებმა 49-ე წუთზე ფრედის და 84-ზე ფერნანდინიოს ძალისხმევით კიდევ ორჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი.

ჰოლანდიამ ჩილე დაამარცხა

B ჯგუფის ლიდერები შეხვედრაში ჰოლანდიის ნაკრებმა ჩილე დაამარცხა.

ანგარიში 77-ე წუთზე ლეროი ფერმა გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე დიპეიმ დააფიქსირა.

ესპანეთმა პრესტიჟის მატჩი მოიგო

აუტსაიდერების მატჩში ესპანეთის ნაკრებმა ავსტრალია დაამარაცხა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

36-ე წუთზე ანგარიში დავიდ ვილიამ გახსნა, რომელიც ნაკრების მაისურით ბოლო მატჩს ატარებდა. ტორესმა სხვაობა ორამდე 69-ე წუთზე გაზარდა, ხოლო 82-ე წუთზე მატამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 0:3.

პრევიუ: კამერუნი – ბრაზილია

მუნდიალის მასპინძლები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას აუტსაიდერთან გამართავს. 

ბრაზილიელებმა პირველ ორ შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება არ დატოვეს, თუმცა ოთხი ქულა მოიპოვეს და ჯგუფიდან გასვლის საკითხი ფაქტობრივად გადაწყვიტეს. სპეციალისტების პროგნოზით, ლუსი ფელიპე სკოლარი დღევანდელ შემადგენლობაში კორექტივებს შეიტანს. მოლოდინი ვერ გაამართლა ფრედმა, არც ჟო იმყოფება კარგ ფორმაში. ამიტომ, შესძლოა ბრაზილია დღეს ნომინალური ცენტრალური ფორვარდის გარეშეც კი გამოვიდეს კამერუნის წინააღმდეგ.

აფრიკელებს ორი შეხვედრის შემდეგ ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც აღარ დარჩათ. ფოლკერ ფინკეს გუნდი შეეცდები პრესტიჟის მატჩი ჩაატაროს. კამერუნის შემადგენლობაში დღეს ბევრ ცვლილებას უნდა ველოდოთ.

კამერუნი – ბრაზილია

სავარაუდო შემადგენლობები:

კამერუნი: იტანჯი – მბია, ნკულუ, შეიჯუ, ბედიმო – მატიპი, ენო, მაკუნი – ჩუპო-მოტინგი, ვებო, ოლინგა. 

ბრაზილია: ჟულიო სეზარი – დანი ალვეში, ტიაგუ სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო – ლუის გუსტავო, ერნანესი – ჰალკი, ოსკარი, ნეიმარი – ფრედი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Cameroon_Brazilia_GEO_2