ედინსონ კავანი მუნდიალის რეკლამაში

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენისა” და ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ედინსონ კავანიმ მუნდიალისთვის შექმნილ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა.

პრევიუ: ინგლისი – იტალია

ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი დღეს თბილისის დროით 02:00 საათზე აიღებს სტარტს. 

ორი წლის წინ ინგლისი და იტალია ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში შეხვდნენ. ის მატჩი იტალიელებმა უკეთ ჩაატარეს, თუმცა გამარჯვების მოპოვება მხოლოდ პენალტების სერიაში მოახერხეს. ამ ორ წელიწადში ინგლისის ნაკრებმა გარკვეული პროგრესი განიცადა. ამიტომ, დღეს ცოტა განსხვავებულ შეხვედრას უნდა ველოდოთ.

ტრადიციულად დიდი ტურნირის დაწყებამდე ინგლისში შემადგენლობაზე ბევრს საუბრობდნენ. თუმცა, ჰოჯსონს ამასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვს, რაც ნათლად გამოჩნდა ინგლისელთა უკანასკნელ ამხანაგურ მატჩებში, რომლებიც ბრიტანელებმა ფაქტობრივად ერთნაირი შემადგენლობით ჩაატარეს.

იტალიელებთან ყველაფერი გაცილებით უფრო რთულად არის. პრანდელი როტაციის მოყვარული მწვრთნელია და ბუნებრივია, რომ მას ინგლისელებისთვისაც საგენგებოდ შერჩეული შემადგენლობა ეყოლება.

მატჩი მცირე ტრავმის გამო შესაძლოა დე შილიომ გამოტოვოს, რაც შესაძლოა კიელინის მარცხენა ფლანგზე გადაწევის მიზეზი გახდეს.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

England_Italy_GEO

პრევიუ: ურუგვაი – კოსტრა-რიკა

თბილისის დროით 23 საათზე “კასტელანზე” ურუგვაის ნაკრები D ჯგუფის გამოკვეთილ აუტსაიდერს კოსტა-რიკის ნაკრებს შეხვდება.

რა თქმა უნდა, ურუგვაის გამაჯრვების საკმაოდ დიდი შანსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად გამორიცხულია გუნდის ლიდერის, ლუის სუარესის თამაში, რომელსაც ტრავმა აწუხებს. თუმცა, ეს ფაქტორი კოსტრა-რიკელების შანსებზე დიდად არ მოქმედებს.

ურუგვაელების მოტივაციას ჯგუფში ორი ძლიერი მეტოქეც ზრდის. კოსტა-რიკასთან გამარჯვება ჯგუფში ბრძოლის გასაგრძელებლად აუცილებელია. ინგლისი და იტალია დიდი ალბათობით ჩრდილოეთ ამერიკელებთან იოლ გამარჯვებებს მოიპოვებენ.

აღნიშნულ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ ოთხი მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 2-ჯერ ურუგვაელებმა მოიგეს. ორი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Uruguay_Costa-Rica_GEO

პრევიუ: კოლუმბია – საბერძნეთი

მუნდიალის ყველაზე თანაბარი ჯგუფის მატჩები კოლუმბიისა და საბერძნეთის გუნდების შეხვედრით იხსნება. 

კოლუმბიელების ტექნიკური გუნდი საკუთარ სტილს სავარაუდოდ არც ბერძნებთან მატჩში უღალატებს და აქცენტს სწრაფ ფლანგებზე გააკეთებს. რადამელ ფალკაოს ტრავმა ძალიან დიდი დანაკლისია, თუმცა პეკერმანმა ეს ფაქტი რამდენიმე თვით ადრე იცოდა და შესაბამისად გუნდის გადასაწყობად საკმაო დროც ჰქონდა. ფალკაოს ადგილს დიდი ალბათობით ტეოფილო გუტიერესი დაიკავებს. რა თქმა უნდა პორტოს მეგოლე, ჯექსონ მარტინესია აღსანიშანვია.

შეტევაში პრობლემები ბერძნებსაც აქვთ. კოსტას მიტროღლუ ჯანმრთელადაა, თუმცა “ფულემში” გადასვლის შემდეგ ბერძენს სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა, რაც მის სპორტულ ფორმაზეც აისახა. შესაბამისად, შესაძლოა, ძირითადში თეოფანის გეკასი ვიხილოთ.

ბერძნების მთავარი იმედი ტრადიციულად მძლავრი დაცვის ხაზი იქნება, სადაც გამოცდილ ტოროსიდისს, სოკრატისს და ჰოლებასს ახალგაზრდა მანოლასი დაეხმარება.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Columbia_Greece_GEO

სანჩესის და კომპანიის წარმატებული სტარტი

ჩილეს ნაკრებმა სასტარტო მატჩში ავსტრალიელები დაამარცხა და მნიშნველოვანი სამი ქულა მოიპოვა. 

ჩილე-ავსტრალიას დაპირისპირება ესპანეთისა და ჰოლანდიის მატჩის ჩრდილში მოექცა. თუმცა, აღნიშნული შეხვედრა საკმაოდ საინტერესო სანახავი გამოდგა.

ჩილელებისთვის ავსტრალიის დამარცხება ჯგუფიდან გასვლის შანსის შესანარჩუნებლად უმნიშნველოვანესი იყო. ეჭვი არავის ეპარება, რომ მწვანე კონტინეტის წარმოამდგენლებთან ამ ჯგუფში ყველა გუნდი მოახერხებს სამი ქულის მოპოვებას.

მატჩის დაწყებამდე ყველანაირი ფაქტორი ჩილელთა უპირატესობაზე მეტყველებდა, რაც მოედანზეც ნათლად გამოჩნდა. მე-14 წუთისთვის ჩილე სანჩესის და ვალდივიას გოლებით 2:0-ს იგებდა.

ასეთმა სტარტმა ჩილეს გუნდზე ფსიქოლგიურად იმოქმედა და გუნდი საგრძნობლად მოეშვა, რითაც ასტრალიელებმა მალევე ისარგებლეს. 35-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შემცირდა და ჩილეს ნაკრებიც ისეთი დამაჯერებელი ვეღარ იყო. შეიძლება ითქვას, სამხრეთ ამერიკელებს შესვენებამ დროულად მოუსწრო. თუმცა, როგორც ჩანს სამპაოლიმ ვერც გასახდელში შესძლო საკუთარი ფეხბურთელების მობილიზება.

მეორე ნახევარი ავსტრალიელების ზეწოლით და გაუთავებელი ჩაწოდებებით დაიწყო, რაც საფინალო სასტვენის მოახლოვებასთან ერთად სულ უფრო სახიფათო ხდებოდა.

ავსტრალიამ რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოხერხდა, რითაც ჩილელებმა შესანიშნავად ისარგებლეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე სამპაოლის გუნდმა მესამე გოლი გაიტანა და მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა აქტივში. ავსტრალიას კი სავარაუდოდ ქულის მოპოვებაც გაუჭირდება მიმდინარე ტურნირზე.

 

ვიდალი: “ესპანეთის ნაკრები მიხვდა, რომ ჩვენთან თამაში იოლი არ იქნება”

ჩილეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი არტურო ვიდალი ავსტრალიის ნაკრებთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, ესპანეთის ნაკრები მიხვდა, რომ ჩილეს წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩილელებმა ავსტრალიელებს ანგარიშით 3:1 სძლიეს და აქტივში პირველი სამი ქულა ჩაიწერეს.

“ვფიქრობ, ესპანელების ჩვენს თამაშს იხილავდნენ. ისინი მიხვდნენ, რომ ჩილეს ნაკრებთან თამაში იოლი არ იქნება, ამიტომ მოედანზე უფრო მოტივირებულები გამოვლენ”, – ამბობს ვიდალი.

ბრაზილიელი გულშემატკივრები იაპონელ ჟურნალისტთან ერთად

ხორვატიასთან მოგებული მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა გუშემატკივრებმა სან პაულუს ქუჩებში ზეიმი მოაწყვეს.

გახარებულმა ფანებმა გამარჯვება იაპონელ ჟურნალისტთან ერთად აღნიშნეს.

პრევიუ: ესპანეთი – ჰოლანდია

მუნდიალის მეორე დღე ფეხბურთის გულშემატკივრებს ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ ცენტრალურ დაპირისპირებას შესთავაზებს. 

4 წლის წინ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჰოლანდიელებს დამატებით დროში სძლია. ახალი მუნდიალის მეორე დღეს ჰოლანდიელებს მცირე რევანშის შანსი ეძლევათ.

ამ ნაკრებების დაპირისპირების ისტორია 10 მატჩს ითვლის. ესპანელებმა 5 მოიგეს, ჰოლანდიელებაც – 4. ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

ესპანეთის ნაკრების წამყვან ძალას 4 წლის წინანდელი შემადგენლობის ლიდერები შეადგენენ. დიდი ალბათობით, ნახევარდაცვის ცენტრი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის და 2010 წლის მუნდიალის ფინალის ანალოგი იქნება – ჩავი, ბუკეტსი და ხაბი ალონსო. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო ამხანაგურ მატჩებში დელ ბოსკემ გარკვეულ ექსპერიმენტებსაც მიმართა.

დაცვაში რამოსის, პიკე და ალბას გამოჩენის პროგრნოზირება შეიძლება. მარჯვენა ფლანგს კი ხუანფრანი ან ასპილიკუეტა ჩაიბარებენ.

შეტევაში დელ ბოსკეს ნამდვილად ფართო არჩევანი და დიდი კონკურენცია აქვს.

ლუი ვან გაალის გუნდი მიმდინარე მუნდიალზე გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაზავით წარსდგება. გამოცდილება განსაკუთრებით შეტევაში იგრძნობა, სადაც მთავარი როლები რობენს, ვან პერსის და სნეიდერს ენიჭებათ.

მოედნის ცენტრში დომინანტი ნაიჯელ დე იონგი იქნება, რომელსაც ზურგს ახალგაზრდა პარტნიორები გაუმაგრებენ.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Spain_Holland_GEO

პრევიუ: მექსიკა – კამერუნი

A ჯგუფში ერთი გამოკვეთილი ფავორიტია. დარჩენილ სამ გუნდს კი შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვთ. ამიტომ, ურთიერთშეხვედრებს ამ გუნდებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

ტრადიციულად, მექსიკის და კამერუნის ნაკრებები საკუთარ შესარჩევ ზონებში ფავორიტებად ითვლებიან, თუმცა მუნდიალის ფინალურ სტადიაზე მათ უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვანი წარმატება არ ჰქონიათ.

გუნდების მწვრთნელებმა მიგელ ერერამ და ფოლკერ ფინკემ მატჩის წინ შემადგენლობების დამალვა არ დაიწყეს. მექსიკელებიც და კამერუნელებიც სასტარტოში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ გეგმავენ.

ერერას ორი რთული გადაწყვეტილება ჰქონდა მისაღება. მექსიკელი სპეციალისტი სათადარიგოთა სკამზე დასვამს ხავიერ ერნანდესს, რომელსაც მანჩესტერში არც თუ ისე კარგი სეზონი ჰქონდა და ოპტიმალურ ფორმაშიც არ იმყოფება. ასე რომ, შეტევაში დოს სანტოსი-პერალტას დუეტი იმოქმედებს. მეორე რთული გადაწყვეტილება კი, მეკარე ოჩოას სასტარტოში დაყენებას ეხება, რომელმაც ბოლო დროს მოიპოვა პირველი ნომრის სტატუსი.

დიდი ალბათობით, ერერა ტრადიციულ 5-3-2 სქემას მიმართავს, სადაც მოედნის ცენტრში მძლავრ ტრიოს შეტევების დროს ფლანგები აქტიურად დაეხმარებიან.

ფოლკერ ფინკე სასტარტო შემადგენლობას გერმანიასთან გამართული ამხანაგური მატჩიდან გამომდინარე დააყენებს. კამერუნელებმა ტურნირის ერთ-ერთი მთავარ ფავორიტთან ფრედ ითამაშეს, თანაც საკმაოდ კარგი ხარისხის ფეხბურთიც აჩვენეს.

ფინკეს მთავარი არჩევანი დაცვის მარჯვენა ფლანგზე აქვს გასაკეთებელი. გერმანელებთან აღნიშნულ პოზიციაზე ახალგაზრდა ჯეგუე თამაშობდა. თუმცა, ოფიციალურ მატჩში, შესაძლოა, მწვრთნელმა გამოცდილ კადრებს მიანიჭოს უპიარტესობა.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Mexico_Cameroon_GEO

მასპინძლებმა მუნდიალი გამარჯვებით გახსნეს

ოსკარის და ნეიმარის მშვენიერმა თამაშმა იაპონელი ნისიმურას სუსტ მსაჯრობასთან ერთად ბრაზილიის ნაკრებს მუნდიალზე პირველი გამარჯვება მოუტანეს. 

ხორვატები პირველივე წუთებიდან ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ ბრაზილია იოლს გასეირნებას არ უნდა ელოდოს. კოვაჩიჩის პირველი დარტყმა სახიფათო არ ყოფილა, თუმცა იმის მანიშნებელი იყო, რომ სტუმრები მხოლოდ დაცვაზე არ იფიქრებდნენ.

ბრაზილიელებმა ამაზე დავიდ ლუისის დარტყმით უპასუხეს, თუმცა პლეტიკოშა ბურთს ადგილზე დახვდა. ხორვატების შემდეგი შეტევა კი მართლაც სახიფათო გამოდგა. ოლიჩმა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და დაარტყა. ბურთი ბრაზილიელთა კარს მცირე მანძილით ასცდა.

სასტარტო წუთები აშკარად ხორვატების იყო. ბალკანელები შეტევაში საკმაოდ სწრაფათ და აგრესიულად გადადიოდნენ, რაც მათ მეტ თავისუფალ სივრცეებს აძლევდა. ამიტომ, ხორვატების გოლი, რომლის ავტორი მარსელო გახდა, მოულოდნელი ნამვილად არ ყოფილა. რეალის ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ხორვატები დააწინაურა.

ბრაზილიელები გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურდნენ. საკმაოდ სახიფათო იყო ოსკასრის დარტყმა, რომელიც პლეტიკოშამ გაჭირვებით მოიგერია. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ოსკარი იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც ბრაზილიელთა თამაშის დალაგება მოახერხა და მათი შეტევები სწორი მიმართულებით წაიყვანა.

ტაიმის ბოლომდე ბრაზილიელებმა ნეიმარის გოლით ანგარიში გაათანებრეს და კიდევ რამდენიმე მომეტიც შექმნეს, თუცა შესვენებაზე გუნდები 1:1-ზე გავიდნენ.

მეორე ტაიმი სკოლას გუნდის შეტევებით დაიწყო, თუმცა ხორვატები საკმაოდ ორგანიზებულად იცავდნენ თავს და არც სელესაოს მცველებს აძლევდნენ მოდუნების საშუალებას. გარკვეულ ეპიზოდში ხორვატები უპირატესობასაც კი დაეუფლნენ, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. შეხვედრა თითქოს ერთ, გადამწყვეტ შეცდომამდე გრძელდებოდა. საბოლოოდ ეს შეცდომა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ნისიმურამ დაუშვა, რომელმაც საკმაოდ საკამათო პენალტი დანიშნა ხორვატების კარში. 11-მეტრიანი ზუსტად ნეიმარმა შეასრულა – 2:1.

ბოლო წუთებზე ხორვატებმა გაიბრძოლეს და ხიფათიც შემქნეს მასპინძელთა კართან, თუმცა 91-ე წუთზე ოსკარმა, რომელიც სკოლარის თქმით ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მესამე გოლი გაიტანა ხორვატების კარში და შეხვედრაში წერტილი დასვა.

ბრაზილიამ ჩემპიონატი მოგებით დაიწყო, თუმცა ხორვატებმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. შეიძლებმა ითქვას, რომ პირველმა მატჩმა მოლოდინი გაამართლა.

ბრაზილიამ ხორვატია დაამარცხა

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

თუმცა, შეხვედრა ბრაზილიელებისთვის საკუთარ კარში მოულოდნელად მიღებული გოლით დაიწყო. მე-11 წუთზე მარსელომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა

მასპინძლებმა ტემპს უმატეს და 29-ე წუთზე ნეიმარის დარტყმით ანგარიშის გათანაბრება მოახეხეს. პირველი ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ნახევარში სკოლარის შეგირდებმა უპირატესობა შეინარჩუნეს. 71-ე წუთზე ხორვატების კარში საკმაოდ საეჭვო პენალტი დაინიშნა. ნეიმარმა 11-მეტრიანი ზუსტად დაარტყა, დუბლი გაიფორმა და ბრაზილიელები დააწინაურა.

ამის შემდეგ ხორვატებმა გაიბრძოლეს, თუმცა რეალური ხიფათი ბრაზილიელთა კართან ვერ შექმნეს. 91-ე წუთზე კი, ოსკარმა მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქრია – 3:1.

 

ფიფას ვებ-გვერდზე ბრაზილია-ხორვატიას ანგარიში დაფიქსირდა

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩამდე რამდენიმე საათი რჩება. მოგეხსენებათ, გახსნით შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრაზილიის და ხორვატიის ნაკრებები წარსდგებიან.

ამ დროს ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა შეცდომა დაუშვა, რომელმაც შესაძლოა დიდი სკანდალი გამოიწვიოს.

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით ფიფას ვებ-გვერდზე რამდენიმე წუთით ბრაზილია-ხორვატიის ანგარიში გაჩნდა. ვებ-გვერდზე ეწერა, რომ მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.

აღნიშნული ინფორმაცია ფიფას ოფიციალური საიტიდან რამდენიმე წუთში გაქრა.