მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი გერმანიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
უგოლო ძირითადი დროის შემდეგ მატჩის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. 113-ე წუთზე გამარჯვების გოლის ავტორი შეცვლაზე შესული მარიო გიოტცე გახდა.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი გერმანიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
უგოლო ძირითადი დროის შემდეგ მატჩის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. 113-ე წუთზე გამარჯვების გოლის ავტორი შეცვლაზე შესული მარიო გიოტცე გახდა.
მადრდის “რეალის” ყოფილმა შემტევმა რაულმა განაცხადა, რომ დღევანდელ ფინალურ შეხვედრაში აშკარა ფავორიტი გერმანიის ნაკრებია. შეგახსენებთ, რომ ბუნდესნაკრების მეტოქე არგენტინის გუნდი იქნება.
“როგორც წესი, ფინალურ შეხვედრებში აშკარა ფავორიტები არ არსებობენ. მაგრამ, დღევანდელი მატჩი გამონაკლისია. გერმანია გამოკვეთილი ფავორიტია. მათ ძალიან ძლიერი დაცვა ყავთ. გუნდი ყველანაირად შეთამაშებული და განვითარებულია. ბრაზილიის განადგურების შემდეგ გერმანელები თამაშის რითმს არ დაკარგავენ” – განაცხადა რაულმა.
მუნდიალი კულმინაციას აღწევს. რამდენიმე საათში ახალი მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა გახდება ცნობილი.
ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარა. ლუის ფელიპე სკოლარის გუნდმა მუნდიალების ისტორიაში ტურნირის მასპინძლებს შორის ყველაზე მეტი გოლი გაუშვა.
2014 წლის მუნდიალზე ბრაზილიელთა კარის დალაშქვრა კამერუნმა, ხორვატიამ, ჩილემ, კოლუმბიამ, ჰოლანდიამ და გერმანიამ შესძლეს.
საერთო ჯამში ბრაზილიამ 14 გოლი გაუშვა, რაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. წინა ანტირეკორდი შვეიცარიას ეკუთვნის, რომელიც ტურნირს 1954 წელს მასპინძლლობდა და 11 გოლი გაუშვა.
მსოფლიო ჩემპიონის ვინაობას გერმანელები და არგენტინელები გამოავლენენ.
მსოფლიო ჩემპიონატების იტორიაში მესამედ გადამწყვეტ შეხვედრაში ურთიერთობას გერმანია და არგენტინა გაარკვევენ. 1986 წელს ტიტული არგენტინელებმა მოიპოვეს, ხოლო 1990-ში – გერმანიამ. ორივე გუნდისთვის ეს გამარჯვებები უკანასკნელი იყო მსოლიო ჩემპიონატებზე.
გერმანიის ნაკრები მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენის მთავარი შემოქმედი იყო. ნახევარფინალში ლიოვის შეგირდებმა მასპინძელ ბრაზილიას რეკორდული ანგარიშით, 7:1 სძლიეს. ასე რომ, ფსიქოლოგიური მზადყოფნის თვალსაზრისით გერმანელებს სოლიდური უპირატესობა აქვთ.
იოაჰიმ ლიოვმა უკანასკნელი ორი შეხვედრა ერთნაირი შემადგენლობით ჩაატარა. დიდი ალბათობით სასტარტო არც დღეს შეიცვლება.
ალეხანდრო საბელას შემადგენლობის შერჩევის მხრივ ვითარება უფრო რთულად აქვს. ტურნირის მსველობისას არგენტინელთა დამრიგებელმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება შეიტანა.
დღეს, მოედნის ცენტრში გერმანელთა შეტევების შესაჩერებლად საბელა მძლავრ სამკუთხედს, მასკერანოს, ბილიას და პერესს გამოიყენებს. ძირითადში ლავესის ნაცვლად მოსალოდნელია აგუეროს გამოჩენაც.
სავარაუდო შემადგენლობები:
გერმანია: ნოიერი – ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰიოვედესი – ხედირა, შვაინშტაიგერი – მიულერი, კროოსი, ოზილი – კლოზე.
არგენტინა: რომერო – საბალეტა, დემიჩელესი, გარაი, როხო – მასკერანო, ბილია, პერესი – მესი – აგუერო, იგუაინი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები ფინალურ მატჩზე:
ბრაზილიის ნაკრების მეკარემ ჟულიო სეზარმა განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებას აპირებს. 2014 წლის მუნდიალზე ბრაზილიის გუნდი ნახევარფინალამდე მივიდა, რის შემდეგაც გერმანიასთან და ჰოლანდიასთან საერთო ანგარიშით 1:10 დამარცხდა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
“2015 წლის კოპა ამერიკას დროს 35 წლის ვიქნები და 2018 წლის მუნდიალზე თამაშის შანსიც არ მექნება. ჩემი აზრით დარჩენა ეგოისტური ნაბიჯი იქნებოდა.
ბრაზილიური ფეხბურთისთვის ახლა საკაოდ ცუდი დღეებია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მალევე უნდა დავივიწყოთ.
ბრაზილიას 7-8 მაღალი კლასის მეკარე ყავს, რომლებსაც ეროვნული ნაკრების კარის დაცვა ღირსეულად შეუძლიათ” – განაცხადა ჟულიო სეზარმა.
გერმანიასთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ბრაზილიამ ჰოლანდიელებისგან სამი უპასუხო გოლი გაუშვა.
გუშინდელი შეხვედრა პირველივე წუთებიდან ჰოლანდიელთა აქტიურობით დაიწყო. რობენის სწრაფი გარღვევა ტიაგო სილვამ საჯარიმოს ფარგლებს გარეთ წესებით დარღვევით შეააჩერა, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. 11-მეტრიანი ზუსტად რობინ ვან პერსიმ შეასრულა და ჰოლანდიელებიც დაწინაურდნენ.
მე-17 წუთზე ბლინდმა დავიდ ლუისის მიერ უხეიროდ მოგერიბული ბურთი მიიღო და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
ორბურთიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ ჰოლანდიელები გაჩერდნენ, მოედნის ცენტრი დათმეს და აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთეს.
ბრაზილია უტევდა, თუმცა მათი თამაში ქაოტური იყო, ფეხბურთელები ინდივიდუალურად ცდილობდნენ მეტოქის კართან ხიფათის შექმნას. პირველი ნამვილად სახიფათო მომოენტი ბრაზილიელებმა მხოლოდ მე-60 წუთზე შექმნეს. რამირესის დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა.
მეორე ტაიმში სკოლარიმ გუნდის გაძლიერება ერნანესის და ფერნანდინიოს გამოყვანით სცადა, თუმცა განსაკუთრებული შედეგი ამას არ მოჰყოლია.
მასპინძელთა შემადგენლობაში ოსკარი გამოირჩეოდა. 68-ე წუთზე მას პენალტის მოპოვების შანსიც ჰქონდა, როდესაც ბლინდთან ორთაბრძოლის შედეგად გაზონზე აღმოჩნდა, თუმცა ალჟირელი რეფერი ამ ეპიზოდშიც შეცდა. მალევე პენალტის დანიშნვა ბრაზილიელთა კარში იყო საჭირო. მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ დარჩენილი რობენი ფერნანდინიომ წააქცია. არბიტრის სასტვენი აქაც სდუმდა.
ბრაზილიამ ფინალური შტურმი ვერ მოაწყო და საკუთარ კარში მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე მესამე გოლიც მიიღო, რომლის ავტორი ვეინალდუმი გახდა.
გოლები: ვან პერსი 3′ ; ბლინდი 17′ ; ვეინალდუმი 90+1′
ჩრდილოეთ ნაკრების ცენტრალური ტელევიზიაში გასული სიუჟეტის მიხედვით, ამ ქვეყნის ნაკრები ბრაზილიაში მიმდინარე მუნდიალზე მერვედფინალში გავიდა.
ბრიტანული პრესისი ცნობით, ჩრდილოკორეული ტელევიზიის სიუჟეტის მიხედვიდთ აზიელებმა იაპონიას 7-0, აშშ-ს 4-0, ხოლო ჩინეთს 2-0 სძლია. როგორც მოგეხსენებათ, ჩრდილოეთ კორეელები მიმდინარე მუნდიალზე საერთო არ ასპარეზობენ.
თუმცა, ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ბრიტანელების მიერ გავრცელებულული ვიდეო პაროდიულია ხასიათისაა.
ჰოლანდიის ნაკრებმა მუნდიალი მესამე ადგილის მოპოვებით დაასრულა. ლუი ვან გაალის შეგირდებმა ბრინჯაოს მედლებისთვის გამართულ მატჩში ტურნირის მასპნიძელ ბრაზილიის ნაკრებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.
ანგარიში მე-3 წუთზე რობინ ვან პერსიმ პენალტით გახსნა. მე-16 წუთზე ბლინდმა მეორე გოლი გაიტანა ჟულიო სეზარის კარში. საბოლოო ანგარიში კი ვაინალდუმმა 91-ე წუთზე დააფიქსირა.
ტიტულის გარეშე დარჩენილი 80-იანი წლების შესანიშნვი ნაკრების ლიდერები, 1938 წლის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი და მეკარე, რომელმაც 7 გოლი გაუშვა.
1. ლეონიდასი. 1938 წლის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი.
2. ბალთაზარი. 1950 წელს ურუგვაისთან დამარცხებული ბრაზილიის ნაკრების წამყვანი ფორვარდი.
3. ჟულინიო. გამორჩეული ბრაზილიელი ფეხბურთელი. ბრაზილიისა და უნგრეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის გოლის ავტორი.
4. პაულო ფალკაო. კოლუმბიელ ფალკაოს სწორედ ბრაზილიელის საპატივცემულოდ დაარქვეს სახელი.
5. ზიკო. ლეგენდარული ფორვარდი, რომლის კარიერის პიკიც ბრაზილიის ნაკრების წარუმატებელ პერიოდს დაემთხვა.
6. სოკრატესი. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზად მოთამაშე გუნდის ლიდერი.
7. კარეკა. მარადონას პარტნიორი “ნაპოლიში”. ნაკრების შემადგენლობაში უთამაშია 1986 და 1990 წლების მუნდიალებზე
8. ჟულიო სეზარი. ნაკრების ღირსებას 2004 წლიდან იცავს. მოგებული აქვს კონფედერაციათა თასი (ორჯერ) და კოპა ამერიკა.
ასევე აღნიშვნის ღირსები არიან არტურ ფრიდენრაიხი, ზიზინიო და ადემირი.
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა შემტევმა პიერ ვან ჰოიდონკმა ივარაუდა, რომ მუნდიალზე მესამე ადგილისთვის მატჩში გამარჯვება ჰოლანდიელებს დარჩებათ. ფეხბურთელის აზრით ლუი ვან გაალის შეგირდები 3:2-ს მოიგებენე.
“დღეს ბრაზილია და ჰოლანდია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ. მატჩი ჰოლანდიელთა შთამბეჭდავი გამარჯვებით, 3:2 დასრულდება” – განაცხადა ვან ჰოიდონკმა.
წარუმატებელი ნახევარფინალისტები ხასიათის გამოსწორება მესამე ადგილისთვის მატჩში შეეცდებიან.
გერმანიასთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ბრაზილიელებს ალბათ არსად არ უნდათ გამოჩენა, თუმცა მუნდიალის ფორამტის თანახმად მესამე ადგილისთვის მატჩის გამართვა აუცილებელია.
გულშემატკივრების თვალში მცირე რეაბილიტაციისთვის დღევანდელ შეხვედრაში სკოლარის გუნდს გამარჯვების მოპოვება აუცილებლად ესაჭიროება.
დიდი ალბათობით, ბრაზილიელთა შემადგენლობაში წინა შეხვედრასთან შედარებით გარკვეული ცვლილებები იქნება.
იგივეს თქმა ჰოლანდიელებზეც შეიძლება. ლუი ვან გაალი წლევანდელ გათამაშებაში როტაციას ისედაც საკმაოდ ხშირად მიმართავდა და გასაკვირი არ იქნება, თუ მესამე ადგილისთვის მატჩში ჰოლანდიელთა შემადგენლობა საკმაოდ გადახალისებული იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბრაზილია: ჯეფერსონი – დანი ალვეში, იტაგო სილვა, ენრიკე, მაქსველი – ლუის გუსტავო, ერნანესი – რამირესი, ოსკარი, ვილიანი – ჟო.
ჰოლანდია: კრული – დე ვრეი, ვლაარი, ბლინდი – იანმაატი, კლასი, ვეინალდუმი, კუიტი – სნეიდერი – რობენი, ჰუნტელაარი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: