ბრაზილიელი გულშემატკივრები, როგორც კარგ მასპინძლბს შეეფერებათ, სამხრეთ ამერიკულ გუნდებს აქტიურად გულშემატკივრობენ. გამონაკლისი მხოლოდ არგენტინის ნაკრებია.
რა თქმა უნდა ბრაზილიელები უპირატესობას საკუთარ ეროვნულ ნაკრებს ანიჭებენ, თუმცა მიმდიანრე მუნდიალზე ნეიტრალურ როლში აღმოჩენილი ბრაზილიელი ფანები მხარს საკმაოდ აქტიურად ლათინოამერიკულ გუნდებს უჭერენ.
მაგალითად ჰოლანდიისა და კოსტა-რიკის მატჩის დროს სტადიონის დიდი ნაწილი სწორედ კოსტარიკელებს გულშემატკივრობდა. არადა ჰოლანდიიდან ბრაზილიაში ჩასული ფანების რაოდენობა კოსტარიკელ ვიზიტიორებს ნამდვილად აღემატებოდა.
ანალოგიური ვითარება იყო ურუგვაის, ჩილეს, მექსიკის და კოლუმბიის ნაკრებების ნებბისმიერი მატჩების დროსაც. თუ რა თქმა უნდა აღნიშნული გუნდები ბრაზილიის წინააღმდეგ არ თამაშობდნენ.
ერთა მეგობრობის ზეიმზე ერთადერთი გამონაკლისი არგენტინის ნაკრები იყო, რომლიც ბრაზილიელებისთვის ნომერ პირველი გამაღიზიანებელია.
მატჩების დღეს სამრეთ ამერიკელებისგან შემდგარი ინტერნაციონალური ჯგუფები ბრაზილიაში საკმაოდ ომახიანად მღერიან სიმღერას, რომელიც არგენტინის ერთგვარ განცალკევებაზე მიანიშნებს: “America Latina menos Argentina” (სიტყვა menos მინუსს ნიშნავს).
არგენტინისადმი ასეთ დამოკიდებულებას სამხრეთ ამერიკელები არგენტინელების ქედმაღლობით ხსნიან. ბრაზილიასთან კი არგენტინაში საფეხბურთო ნიადაგზე საუკუნოვანი მტრობა არსებობს, რაც ყველა დარგზე აისახება.
თუ ადრე არგენტინელის და ბრაზილიელის დავის მთავარი საკითხი პელე-მარადონას შედარება იყო (რაც ყოველთვის აქტუალურად რჩება), ახლა უკვე ეს კამათი მესი-ნეიმარის დონეზეც კი არის. რა თქმა უდნა, ფაქტია, რომ მესის დონის ჩამოყალიბებული შემსრულებებლი ბრაზილიას ამ ეტაპზე არ ჰყავს, რაც კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას სძენს ამ ორი გუნდის გულშემაკივრებს შორის არსებულ ისედაც არც თუ ისე კარგ ურთიერთობას.
მუნდიალი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ბრაზილია და არგენტინა ნახევარფინალურ სტადიაში არიან, სადაც ევროპულ ნაკრებებთან გაარკვევენ ურთიერთობას. მთელი ლათინური ამერიკა კი ისტორიული, ბრაზილიურ-არგენტინული ფინალის მოლოდინშია.