“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა მზადაა, რომ გუნდის პორტუგალიელი ნახევარმცველი, ლუიშ ნანი 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს.
როგორც ჩანს, პორტუგალიელი შემტევი “მანჩესტერ იუნიატედის” ახალი მთავარი მწვრთნელის, ლუის ვან გაალის სამომავლო გეგმებში არ შედის.
ლუიშ ნანის ყიდვის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი “მილანია”. მიუხედავად ამისა, ადრიანო გალიანი პორტუგალიელის სანაცვლოდ 14 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს.
“მილანი” ლუიშ ნანის სანაცვლოდ შეთავაზებას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთებს, რათა მათ ნანის ხელში ჩაგდება ხელსაყრელ ფასად მოახერხონ.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/