2014 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები (ვიდეო)

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც გულშემატკივართათვის 2014 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდებია ასახული.

„სან-ანტონიომ“ „კლიპერსი“ დაამარცხა, „ჰიუსტონმა“ „პორტლენდს“ მოუგო

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩი, რომელშც „სან-ანტონიო სპურსმა“ „ლოს-ანჯელეს კლიპერსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 125:118 დაამარცხა.

საუკეთესო გრეგ პოპოვიჩის გუნდის რიგებიდან ტონი პარკერი იყო, რომელმაც 26 ქულა დააგროვა. თავის მხვრივ, „კლიპერსის“ შემადგენლობიდან 25 ქულით კრის პოლი გამოირჩა.

„სან-ანტონიო სპურსი“ – „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ 125:118 (35:33, 37:27, 23:30, 30:28)

„სან-ანტონიო“: პარკერი (26 ქ. 4 ა.), დანკანი (20 ქ. 11 მ. 1 ა.), ჯინობილი (19 ქ. 2 მ. 10 ა.)

„კლიპერსი“: პოლი (25 ქ. 4 მ. 9 ა.), გრიფინი (22 ქ. 6 მ. 6 ა.), რედიკი (21 ქ. 1 მ. 1 ა.), კროუფორდი (18 ქ. 3 მ. 1 ა.)

სხვა მატჩების შედეგები:

„შარლოტი“ – „დენვერი“ 110:82
„ჰიუსტონი“ – „პორტლენდი“ 110:95
„მემფისი“ – „იუტა“ 91:97
„ჩიკაგო“ – „ტორონტო“ 129:120
„დალასი“ – „ატლანტა“ 102:105

NBA-ს მოთამაშეები საშობაოდ კვლავ საჩუქრების გარეშე არიან (ვიდეო)

მოგეხსენებათ, კათოლიკური შობის მიუხედავად, 25 დეკემბერს, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მატჩები გაიმართება, რასთან დაკავშირებითაც ლიგამ ძალიან საინტერესო ვიდეორგოლი მოამზადა.

დღის ათი საუკეთესო ეპიზოდი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგი სათამაშო დღის ათი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

„ნიუ-იორკის“ მორიგი მარცხი და დღის სხვა შედეგები (ვიდეო)

გამღენიისას, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ოთხი მატჩი გაიმართა.

ჩიკაგოში „ბულზმა“ „ნიუ-იორკ ნიქსი“ მიიღო და ანგარიშით 103:97 დაამარცხა. საუკეთესო ნიუ-იორკელთა რიგებში ბატლერი იყო, რომელმაც 35 ქულა დააგროვა. თავის მხვრივ, ყველაზე მეტი ქულა სტუმრების შემადგენლობიდან ჰარდუეი-უმცროსმა დააგროვა (23).

„ჩიკაგო ბულზი“ – „ნიუ-იორკ ნიქსი“ – 103:97 (30:20, 22:25, 21:29, 30:23)

„ჩიკაგო“: ბატლერი (35 ქ. 5 მ. 7 პ. 4 ჩ.), გასოლი (20 ქ. 7 მ. 5 ბ.), ბრუკსი (18 ქ. 5 პ.), მიროტიჩ (13 ქ. 3 ჩ.), ჰაინრიკი (8 ქ.), ნოა (4 ქ. 13 მ.)
„ნიუ-იორკი“: ჰარდუეი-უმცროსი (23 ქ. 5 პ.), სტაუდემაიერი (16 ქ. 6 მ. 4 ბ.), ოლდრიჩი (13 ქ. 10 მ.), მალდერონი (12 ქ.), უირი (8 ქ.)

სხვა მატჩის შედეგები:

„გოლდენ სტეიტი“ – „ოკლაჰომა“ 114:109
„ჰიუსტონი“ – „ნიუ ორლეანი“ 90:99
„საკრამენტო“ – „მილუოკი“ 107:108

ოთხშაბათის ათი საუკეთესო ეპიზოდი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში ოთხშაბათს გამართული მატჩების ათი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

დღის ათი საუკეთესო ეპიზოდი (ვოდეო)

წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგი სათამაშო დღის ათი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

კვირის საუკეთესო ეპიზოდები „The Starters“-ის ვერსიით

წარმოგიდგენთ, „The Starters“-ის ვერსიით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის განვლილი კვირის ათი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

პარასკევის ათი საუკეთესო ეპიზოდი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგი სათამაშო დღის საუკეთესო ათი ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

„კლივლენდმა“ ულებრონოდ „ოკლაჰომასთან“ წააგო, ოვერტაიმი საკრამენტოში

გამთენიისას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩები გაიმართა.

ოკლაჰომაში „თანდერმა“ „კლივლენდ კავალიერსი“ მიიღო, რომელსაც მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მუხლის ტრავმის გამო ლებრონ ჯეიმსი გამოაკლდა. საბოლოოდ, მატჩი „თანდერის“ 9-ქულიანი გამარჯვებით, 103:94 დასრულდა. ყველაზე შედეგიანები ამ შეხვედრაში „ოკლაჰომას“ რიგებიდან უესტბრუკი და კევინ დურანტი იყვნენ. „კავალიერსიდან“ კაირი ირვინგი და კევინ ლავი გამოირჩნენ.

მიმდინარე სეზონში „ოკლაჰომასთვის“ ეს მეცხრე გამარჯვებაა.

„ოკლაჰომა-სიტი თანდერი“ – „კლივლენდ კავალიერსი“ – 103:94 (18:26, 29:21, 31:19, 25:28)

„ოკლაჰომა“: უესტბრუკი (26 1. 7 მ. 8 პ.), დურანტი (19 ქ. 6 მ. 5 პ.), ჯექსონი (13 ქ.), მოროუ (11 ქ.), ლემბი (9 ქ.), ამასი (8 ქ. 10 მ.)
„კლივლენდი“: ირვინგი (20 ქ. 6 პ.), ლავი (18 ქ. 16 მ.), ტომპსონი (14 ქ. 13 მ.), დელავედოვა (14 ქ. 5 მ.), უეიტერსი (14 ქ.), ვერეჟაო (9 ქ. 6 მ.)

„საკრამენტო კინგსმა“ „ჰიუსტონ როკეტსი“ მიიღო და, ოვერტაიმის შედეგად, 109:113 დამარცხდა.

„საკრამენგო კინგსი“ – „ჰიუსტონ როკეტსი“ – 109:113 (26:16, 20:20, 23:25, 26:34, 14:18)

„საკრამენტო“: კოლისონი (24 ქ. 7 მ. 3 ჩ. 6 დ.), მაკლემორი (@1 ქ.), უილიამსი (17 ქ. 5 მ.), ტომპსონი (13 ქ. 15 მ.), გეი (13 ქ. 8 მ. 8 პ. 3 ჩ.)
„ჰიუსტონი“: ჰარდენი (44 ქ. 8 პ. 3 ჩ.), ბევერლი (15 ქ. 10 მ. 5 პ.), არიზა (15 ქ. 7 მ. 3 ჩ.), მოტეიუნასი (14 ქ.), ტერი (13 ქ.), დორსი (0 ქ. 9 მ. 5 ჩ.)

გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეების ვინაობა გაირკვა

„ტორონტო რეპტორსის“ გამთამაშებელი კაილ ლოური და „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ ფორვარდი ლამარკუს ოლდრიჯი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასული კვირის აღმოსავლეთისა და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.

„ტორონტომ“ წინა შვიდ დღეში სამიდან ორი მატჩი მოიგო, ლაურის საშუალო მაჩვენებელმა კი 29,3 ქულა, 8,7 გადაცემა, 3 მოხსნა და 1,3 ჩაჭრა შეადგინა.

ოლდრიჯის წყალობით „პორტლენდმა“ სამივე თამაში მოიგო, ფორვარდის საშუალო მონაგარმა 27 ქულა და 11,7 მოხსნა შეადგინა.

წინა კვირის ათი საუკეთესო დაცვითი მოქმედება (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც შესულია ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასული კვირის ათი საუკეთესო დაცვითი მოქმედება.