2 ივნისს, ტურინში საქველმოქმედ მატჩი გაიმართა, რომელჩი მონაწილეობა ფეხბურთის ვარსკვლავებმა და ცნობილმა მომღერლებმაც მიირეს.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ქველმოქმედების მიზნით გაიმართა, ფეხბურთელები ერთმანეთთან კამათსა და ჩხუბს არ ერიდებოდნენ. მაგალითად, “იუვენტუსის” ყოფილმა ფეხბურთელმა პაველ ნედვედმა იტალიელი რეპერის, მორენოს წინააღმდეგ ჯერ უხეშად ითამაშა, შემდეგ კი მასთან იკამათა კიდეც. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მორენომ ჩეხ ფეხბურთელს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.