“გუდისონ პარკზე” გამართული დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მალევე, მე-5 წუთზე გაიხსნა – როს ბარკლის ჩაწოდებამ ჰუგო ლორისის დაბნეულობა გამოიწვია, შედეგად კი ბურთი კარში ისე გაეხვა, რომ არავის შეხებია.
მატჩის მეორე ნახევარი კი მთლიანად “მამლების” უპირატესობით წარიმართა. უნდა ავღნიშნოთ, რომ აღნიშნულ მატჩში შედგა ვინსენტ იანსენის დებიუტიც, რომელმაც ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. გოლი კი ერიკ ლამელამ გაიტანა, რომელსაც კიდევ ჰქონდა ერთი შანსი.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებას მაურისიო პოჩეტინოს გუნდი უფრო იმსახურებდა.
გოლები: როს ბარკლი 5′ – ერიკ ლამელა 59′
პრემიერ ლიგის გახსნით მატჩში კლოდ პიუელის “საუთჰემპტონს” ვოლტერ მაცარის “უოტფორდთან” მოუწია დაჯახება. მატჩი საკმაოდ დაძაბული უნდა გამომდგარიყო და ასეც მოხდა.
უპირატესობა პირველივე წუთებიდანვე მოიპოვეს მასპინძლებმა. აღსანიშნავია მათ მიერ შესრულებული უძლიერესი დარტყმა, რომლის შემდეგაც გომესმა ბურთი ძლივს მოიგერია. ამოქმედდა საფეხბურთო დაუწერელი კანონი – ანგარიში ამ მომენტიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ, კაპუმ გახსნა ტროი დინის საგოლე გადაცემის წყალობით.
მატჩის მეორე ნახევარში “წმინდანები” ძალიან გააქტიურდნენ. ფრანგი სპეციალისტის გუნდმა ბოლო 45 წუთში 16 შეტევის განხორციელება მოახერხა. ბურთი სამჯერ წავიდა გომესის კარისაკენ – ორჯერ გომესმა იყოჩაღა, ერთხელ კი რედმონდმა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
გოლი: რედმონდი 58′ – კაპუ 9′
პრემიერ ლიგაში ახლადგადმობარგებულმა “მიდლსბრომ” საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. აიტორ კარანკას გუნდი შინ, “სტოკ სიტის” დაუპირისპირდა, რომელიც ახალ სეზონში დიდი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას.
ანგარიში მე-11 წუთზე, “მიდლსბროს” ახალწვეულმა, ალვარო ნეგრედომ გახსნა, რომელიც ინგლისში ესპანური “ვალენსიიდან” გადმობარგდა. გაშვებული გოლის შემდეგ, სტუმრებმა ბურთი დაიჭირეს, რითიც მასპინძლებს უფრო მეტი შანსი ეძლეოდათ კონტრ-იერიშებზე.
“სტოკმა” მატჩის მეორე ნახევარში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. თავი შვეიცარიელმა ჟერდან შაქირიმ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 1:1.
გოლი: ალვარო ნეგრედო 11′ – ჟერდან შაქირი 67′
“კრისტალ პალასი” კვლავ აგრძელებს საშინელ სერიას 2016 წელს. ამჯერად, “არწივები” შინ, “ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” დამარცხდნენ, მაშინ, როდესაც შეეძლოთ თავადაც ჩაეწერათ 3 ქულა აქტივში.
თუმცა, აღსანიშნავია ერთი ფაქტი – უილფრედ ზაჰას ნაკლებად ეგოისტურად რომ ემოქმედა და პარტნიორებისაკენ გაეხედა, შესაძლოა, ანგარიშში 52-ე წუთისთვის “კრისტალ პალასი” დაწინაურებულიყო.
საბოლოოდ, მატჩში გოლის გატანა სტუმრებმა მოახერხეს – მაკკლინის მიერ ჩაწოდებულ ბურთს რონდონი გამოეხმაურა, მან საკმაოდ ოსტატურად გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში და გოლიც გაიტანა. ამ მომენტში ჰენესი უბრალოდ უძლური იყო.