“წითლების” კაპიტანი შესაძლოა “ინტერის” კაპიტანი გახდეს

ნემანია ვიდიჩი სერბეთში 5 ნომრიან მაისურს ატარებდა, ხოლო “მოსკოვის სპარტაკში” თამაშისას კი 26 ნომრიანს.

“ინტერმა” ვიდიჩი უკვე წარადგინა და სერბმა გამოთქვა სურვილი, რომ იმავე ნომრის მაისური ატაროს, რაც “წითელ ეშმაკუნებში” ყოფნისას.

“მინდა, რომ მქონდეს 15 ნომერი, ჩემი ნომერი. მაგრამ მე ამის შესახებ არავისთან მილაპარაკია. თუმცა მინდა აღვნიშნო ისიც, რომ როგორც ამ ნომრის აღების, ისე არაღების შემთხვევაში, მე მაინც ბედნიერი ვიქნები. “

ჭორების მიხედვით, ვიდას კაპიტნის სამკლაურიც უნდა მოერგო, რადგანაც ზანეტმა კარიერა დაასრულა, თუმცა სერბმა განაცხადა, რომ ახლა მას სხვა მიზნები ამოძრავებს.

“პირველ რიგში მე უნდა გამოვიმუშავო ადგილი ძირითად შემადგენლობაში. მინდა, რომ წინასასეზონო ვარჯიშებში კარგად მოვემზადო. ჩემთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია კარგად დასახლება, ამ ყველაფერთან შეგუება და საკუთარი თავის უმაღლეს დონეზე წარმოჩენა. მე კაპიტნობაზე ჯერ არც მიფიქრია.”

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

ვიდიჩი: “გიგზი ფერგიუსონის ხედვას იზიარებს”

“მანჩსტერ იუნაიტედის” სერბი მცველი ნემანია ვიდიჩი, რომელიც უახლოეს მომავალში მილანის “ინტერის” ფეხბურთელი გაახდება, აცხადებს, რომ რაიან გიგზის თავკაცობით თავს უფრო კომფორტულად გრძნობდა, ვიდრე დევიდ მოიესის მწვრთნელობის დროს. ვიდიჩის თქმით, გიგზს ალექს ფერგიუსონთან ბევრი საერთო აქვს.

“გიგზი სერ ალექს ფერგიუსონის საფეხბურთო ხედვას იზიარებს. მისი თავკაცობით მოთამაშეები ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს. არ ვამბობ, რომ მოიესის საფეხბურთო ფილოსოფია ცუდია, უბრალოდ, გიგზსთან ფეხბურთელები თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობდით.

მოიესი ნამდვილი პროფესიონალია. მას ძალიან სურდა “მანჩესტერთან” ერთად წარმატების მიღწევა. თუმცა, სამწუხაროდ ასე არ მოხდა და ამის გამო გული ყველას გვწყდება” – განაცხადა ვიდიჩმა.

მანჩესტერის გამარჯვება, ვიდიჩის ბოლო მატჩი და გიგზის დამშვიდობება

გუშინ მანჩესტერში საკმაოდ ემოციური საღამო შედგა. “მანჩესტერ იუნაიტედმა” გადადებულ შეხვედრაში “ჰალ სიტის” უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3-1 დაამარცხა. ეს “იუნაიტედის” ბოლო საშინაო მატჩი იყო მიმიდნარე სეზონში, ამიტომ საფინალო სასტვენის შემდეგ “ოლდ ტრაფორდზე” შეკრებილ გულშემატკივრებს ნემანია ვიდიჩი დაემშვიდობა, რომელიც კარიერას “ინტერში” გააგრძელებს. თუმცა, მთავარი მაინც რაიან გიგზის გამოსამშვიდობებელი სიტყვა იყო. 40 წლის უელსელმა მოთამაშის კარიერა ოფიციალურად დაასრულა! რაიანმა გუშინდელი მატჩი მწვრთნელის რანგში დაიყო, თუმცა 70-ე წუთზე მოედანზე ლოურენსის ნაცვლად შევიდა და კარიერის უკანასკნელი 20 წუთი მანჩესტერელ პუბლიკას აჩუქა.

რაც შეეხება შეხვედრას, დებიუტი ჰქონდა 18 წლის ფორვარდს, ჯეიმს ენტონი უილსონს. გუშინდელი მატჩი სწორედ ამ ახალგაზრდა მოთამაშის ბენეფისად იქცა. უილსონმა დუბლის გაფორმება მოახერხა. სიმბოლურიც არის, რომ გიგზის წასვლის დღეს კლუბის ძირითადში ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშე გამოჩნდა, თანაც შედეგიანი დებიუტით.

“ჰალის” ფეხბურთელებმა ერთი გოლი გაქვითვა მოახერხეს, თუმცა საბოლოო სიტყვა რობინ ვან პერსინ თქვა და საფინალო ანგარიშიც დააფიქსირა.

როგორ აღნიშნა უეინ რუნიმ ნემანია ვიდიჩის გოლი

1 აპრილს, ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ბაიერნს” შორის გამართულ მატჩში, უეინ რუნიმ ნემანია ვიდიჩის მიერ გატანილი გოლი ასე აღნიშნა.

ვიდიჩმა “ინტერთან” გააფორმა კონტრაქტი

“მანჩესტერ იუნაიტედის” სერბმა მცველმა ნემანია ვიდიჩმა მილანის “ინტერთან” გააფორმა კონტრაქტი. იტალიური კლუბის პრეს-სამსახური აცხადებს, რომ 32 წლის ფეხბურთელი “ინტერს” ზაფხულში შეუერთდება. კონტრაქტის პირობები ამ ეტაპზე არ ხმაურდება.

ვიდიჩი “მანჩესტერის” ღირსებას 2006 წლის იანვრიდან იცავს. დღმდე სერბმა ინგლისური კლუბის შემადგენლობაჩი 256 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის გატანა მოახერხა.

ერიკ თოჰირი: „ვიდიჩის „ინტერში“ ტრანსფერი 90 პროცენტით განხორციელებულია“

მილანის „ინტერის“ პრეზიდენტმა ერიკ თოჰირმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცენტრალური მცველი ნემანია ვიდიჩი კარიერას „მილანის „ინტერში“ გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ 32 წლის სერბ მცველს სეზონის ბოლოს „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი ეწურება. ფეხბურთელმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ინგლისურ კლუბთან ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებს.

„რაც შეეხება ვიდიჩს, ტრანსფერი 90 პროცენტით განხორციელებულია. როდესაც ყველაფერი გადაწყდება, ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ“, – აღნიშნა თოჰირმა.

ინდონეზიელმა ბიზნესმენმა „ინტერის“ ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„ბოლო ორი მატჩი კარგად ჩავატარეთ. გუნდი კარგ ფორმაშია, კარგად დაბალანსებული და შეკრულია. ვალტერ სამუელის წყალობით დაცვის ხაზი კიდევ უფრო გაძლიერდა. კარგი დროება გვიდგას, მაგრამ ფეხბურთელებზე ზეწოლის განხორციელებას არ ვაპირებ. იმედი მაქვს, დამდეგ შეხვედრებში კარგ შედეგებს ვაჩვენებთ. ერნანესის შეძენამდე შეტევის მხოლოდ ერთი ვარიანტი გვქონდა, ახლა უკვე ცენტრიდან შეტევაც შეგვიძლია“, – აღნიშნა თოჰირმა.

ბექა დოგრაშვილი

აგენტი ვიდიჩის „ინტერში“ გადასვლას არ ადასტურებს

გასულ კვირაში თითქმის ყველა სპორტული სააგენტო დაბეჯითებით იუწყებოდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ნემანია ვიდიჩი კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს. დღეს გავრცელებული ცნობის თანახმად, სერბი ფეხბურთელი „ნერიაძურისთან“ ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდა, თუმცა ვიდიჩის აგენტი სილვანო მარტინა არ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„ვიდიჩის ტრანსფერი „ინტერში“? მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: ფეხბურთელის მომავალი უახლოეს პერიოდში გაირკვევა“, – Sportsmole-ი.

შეგახსენებთ, ვიდიჩმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „წითელ ეშმაკებს“ დატოვებს.

სერბი მცველი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მოსკოვის „სპარტაკიდან“ 2006 წლის იანვარში გადაბარგდა. ამ ხნის განმავლობაში ვიდიჩმა ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ასევე დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგისა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის თასები, სამჯერ გახდა ინგლისის ლიგის თასის მფლობელი, ხუთჯერ კი – ქვეყნის სუპერთასის გამარჯვებული. 2009 და 2011 წლებში ვიდიჩი ინგლისის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ბექა დოგრაშვილი

Rai: ვიდიჩმა „ინტერში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა

Fanebi.com-ის აქტიურ მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცენტრალური მცველი ნემანია ვიდიჩი დამდეგ ზაფხულს კლუბს თავისუფალი აგენტის დატოვებს. სერბმა ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა. გავრცელებული ცნობის თანახმად, ვიდიჩი კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს. ეს ინფორმაცია სიმართლეს რომ შეესაბამება, დღევანდელმა დღემ ნათლად გამოაჩინა.

იტალიური SportMediaset-ი „რაიზე“ დაყრდნობი იუწყება, რომ ვიდიჩმა „ინტერში“ გასაიდუმლოებულად გაიარა სამედიცინო შემოწმება და იტალიურ კლუბთან „2+1“ სქემით კონტრაქტიც გააფორმა.

წყაროს ცნობით, 32 წლის სერბი მცველი „ნერიაძურიში“ ხელფასის სახით სეზონში 3,5 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს სხვადასხვა სახის ბონუსებს.

ბექა დოგრაშვილი

ოფიციალურად: სეზონის ბოლოს ვიდიჩი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა ნემანია ვიდიჩმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის სერბ ფეხბურთელს კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, შესაბამისად, ის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

„ეს ჩემი კონტრაქტის ბოლო წელია. აქ რვა არაჩვეულებრივი წელიწადი გავატარე. ეს ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდი იყო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 15 ტიტულს მოვიგებდი. რა თქმა უნდა, ვერ დავივიწყებ მოსკოვის ფანტასტიურ საღამოს (ჩემპიონთა ლიგა მოიგო). გადავწყვიტე, სეზონის ბოლოს კლუბი დავტოვო. მინდა, რომ საკუთარ თავს ახალი გამოწვევები დავუსახო და კვლავ გამოვავლინო ჩემი საუკეთესო თვისებები“, – ვიდიჩის სიტყვები „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

უცხოური პრესის ინფორმაციით, ვიდიჩი კარიერას, სავარუდოდ, მილანის „ინტერში“ გააგრძელებს.

სერბი მცველი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მოსკოვის „სპარტაკიდან“ 2006 წლის იანვარში გადაბარგდა. ამ ხნის განმავლობაში ვიდიჩმა ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ასევე დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგისა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის თასები, სამჯერ გახდა ინგლისის ლიგის თასის მფლობელი, ხუთჯერ კი – ქვეყნის სუპერთასის გამარჯვებული. 2009 და 2011 წლებში ვიდიჩი ინგლისის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ბექა დოგრაშვილი

ყველაზე ძლიერი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები

ერთ-ერთმა უცხოურმა საფეხბურთო პორტალმა ყველაზე ძლიერი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

1. მეკარე – მანუელ ნოიერი (მიუნხენის “ბაიერნი”)

სიმაღლე: 193 სმ
წონა: 92 კგ

Neuer

2. მარჯვენა მცველი – მიკა რიჩარდსი (“მანჩესტერ სიტი”)

სიმაღლე: 180 სმ
წონა: 83 კგ

Richards

3. ცენტრალური მცველი: კრისტოფერ სამბა (მოსკოვის “დინამო”)

სიმაღლე: 193 სმ
წონა: 100 კგ

Samba

4. ცენტრალური მცველი: ნემანია ვიდიჩი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)

სიმაღლე: 188 სმ
წონა: 88 კგ

Vidic

5. მარცხენა მცველი: ჯორჯ ელოკობი (“ვულვერჰემპტონი”)

სიმაღლე: 175 სმ
წონა: 90 კგ

Eokobi

6. ცენტრალური ნახევარმცველი: იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”)

სიმაღლე: 188 სმ
წონა: 79 კგ

yaya

7. ცენტრალური ნახევარმცველი: მაიკლ ესიენი (“ჩელსი”)

სიმაღლე: 177 სმ
წონა: 85 კგ

essien

8. ცენტრალური ნახევარმცველი: ჟულიო ბაპტისტა (“კრუზეირო”)

სიმაღლე: 185 სმ
წონა: 86 კგ

baptista

9. თავდამსხმელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პარი სენ-ჟერმენი”)

სიმაღლე: 195 სმ
წონა: 95 კგ

ibrahimovic

10. თავდამსხმელი: დიეგო კოშტა (მადრიდის “ატლეტიკო”)

სიმაღლე: 188 სმ
წონა: 85 კგ

costa

11. თავდამსხმელი: ადებაიო აკინფენვა (“ჯილინგემი”)

სიმაღლე: 180 სმ
წონა: 100 კგ

akinfewa

ვიდიჩი საავადმყოფოდან გამოწერეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ნემანია ვიდიჩი დღეს საავადმყოფოდან გამოწერეს. ამის შესახებ ცნობას ინგლისური პრესა ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ლოდნონის „არსენალთან“ გუშინდელ მატჩში მანკუნიანელთა მცველმა თავის ტრავმა მიიღო, რომლის გამოც მატჩის პირველი ტაიმის დასრულებაც კი ვერ მოახერხა.

მატჩის შემდეგ სერბი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო შემოწმების შედეგად, ვიდიჩს ტვინის შერყევა აღმოუჩნდა.
ამ დროისთვის 32 წლის ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების თარიღი საჯაროდ ცნობილი არ არის.