ჯრუ ჰოლიდეიმ ფეხი მოიტეხა

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ნიუ-ორლეან პელიკანსის“ ძირითადმა გამთამაშებელმა ჯასტინ ჰოლიდეიმ ფეხი მოიტეხა.

ამ ეტაპზე მოთამაშის პარკეტზე დაბრუნების თარიღი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, თამაშს იგი რამდენიმე თვე ვერ მოახერხებს, რის შესახებაც ერთ-ერთი ინსაიდერი იტყობინება.

მიმდინარე სეზონში ჰოლიდეიმ 34 მატჩი ჩაატარა. ერთ შეხვედრაში მისი საშუალო მონაგარი 14,3 ქულასა და 7,9 გადაცემას შადგენს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ბულზმა“ და „ლეიკერსმა“ იმარჯვეს, „როკეტსი“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

ღამით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სამი წინასასეზონო მატჩი შედგა.

„ჩიკაგო ბულზმა“, რომლის შემადგენლობაშიც გამოჯანმრთელებულმა დერიკ როუზმა ითამაშა, „ინდიანა პეისერსი“ 6 ქულით დაამარცხა. „პეისერსის“ მხრიდან კარგი შედეგებით დევიდ უესტი და პოლ ჯორჯი გამოირჩნენ, რომელთა მონაგარმაც 14-14 ქულა შეადგინა. „ხარების“ რიგებში კი საუკეთესო ტაჯ გიბსონი აღმოჩნდა, რომელმაც 18 ქულის დაგროვება მოახერხა. რაც შეეხება როუზს, მისმა მაჩვენებელმა 13 ქულა შეადგინა.

„ინდიანა პეისერსი“ – „ჩიკაგო ბულზი“ 76:82 (19 : 23 | 22 : 21 | 23 : 14 | 12 : 24)

„პეისერსი“: უესტი (14 ქ. 4 მ. 2 გ. 3 ჩ. 1 ბ.); ჯორჯი (14 ქ. 5 მ. 2 გ. 1 ჩ. 1 ბ.), ჰიბერტი (11 ქ. 9 მ. 2 ჩ. 2 ბ.), ჰილი (8 ქ. 2 მ. 6 გ. 1 ჩ. 2 ბ.), სკოლა (7 ქ. 3 მ. 1 ბ.), გრეინჯერი (6 ქ. 2 გ.), სტივენსონი (5 ქ. 4 მ. 1 გ.), უოტსონი (3 ქ. 2 მ. 1 გ.), სლოუნი (2 ქ. 1 მ.), მაინმი (2 ქ. 4 მ. 1 ჩ. 1 ბ.), ს. ჰილი (2 ქ. 2 მ. 1 გ. 2 ჩ.), კრის კოუპლენდი (2 ქ. 1 ჩ), ორლანდო ჯონსონი (2 ქ.)

„ბულზი“: გიბსონი (18 ქ. 12 მ. 1 გ. 3 ბ.), დენგი (15 ქუ. 8 მ. 2 გ. 1 ბ.) როუზი (13 ქ. 2 მ. 3 გ. 2 ჩ.), ბატლერი (11 ქ. 6 მ. 2 გ. 3 ჩ. 1 ბ.) ჰაინრიკი (6 ქ. 8 მ. 2 გ. 1 ბ.), მოჰამედი (5 ქ. 6 მ. 1 გ. 3 ბ.), დანლივი-უმცროსი (4 ქ. 2 მ. 3 გ.), ტიგი (3 ქ. 1 გ.), მერფი (3 ქ. 4 მ. 2 გ.), ბუზერი (2 ქ. 7 მ. 1 გ. 1 ბ.), სნელი (2 ქ. 1 მ. 2 გ.)

ძალიან საინტერესო გამოდგა „ჰიუსტონ როკეტსისა“ და „ნიუ-ორლეანს პელიკანსის“ შეხვედრა, რომელიც ნიუ-ორლეანელებმა მხოლოდ ერთი ქულით მოიგეს და საბოლოო ჯამში, 115:116 იმარჯვეს.

„ჰიუსტონ როკეტსი„ – „ნიუ-ორლეანს პელიკანსი“ 115:116 (33 : 22 | 24 : 31 | 34 : 29 | 24 : 34)

„როკეტსი“: ჰარდენი (21 ქ. 3 გ. 1 ჩ. 1 ბ.), კასპი (20 ქ. 2 მ. 1 ბ.), ჰოვარდი (19 ქ. 9 მ. 3 გ. 1 ბ.), ჯონსი (13 ქ. 5 მ. 1 ჩ.), ბევერლი (12 ქ. 5 გ.), პარსონსი (11 ქ. 6 მ. 2 გ.), ლინი (11 ქ. 3 მ. 4 გ. 3 ჩ.), მოტეიუნასი (4 ქ. 6 მ. 3 გ.), კოვინგტონი (4 ქ. 1 მ.), ბრიუესი (1 მ. 1 გ. 1 ბ.), ბრუკსი (1 მ. 1 გ.)

„პელიკანსი“: მოროუ (26 ქ. 5 მ. 1 გ.), დევისი (21 ქ. 3 მ. 2 ჩ. 2 ბ.), რივერსი (21 ქ. 1 მ. 5 გ. 2 ჩ.), ჰოლიდეი (13 ქ. 2 მ. 3 გ.), სმიტი (12 ქ. 5 მ. 2 გ. 2 ჩ), ონუაკუ (8 ქ. 7 მ. 1 ჩ. 1 ბ.), ევანსი (7 ქ. 2 მ. 1 გ.), ამინუ (4 ქ. 3 მ. 4 გ. 3 ჩ.), ჰეივორდი (2 ქ. 1 მ. 2 ჩ.), რომასი (2 ქ. 4 მ.), სტიმსმი (1 . 1 ბ.)

ახალი სეზონისთვის თავისი მოსამზადებელი მატჩი „ლოს-ანეჯელეს ლეიკერსმაც“ გამართა, რომლის მეტოქეც „გოლდენ სტიტ უორიორსი“ იყო. შეხვედრა კალიფორნიელთა 9-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. საუკეთესო მათ რიგებში ხავიერ ჰენრი იყო, რომელმაც 29 ქულის დაგროვება შეძლო. „უორიორსის“ რიგებიდან კი კლეი ტომპსონი გამოირჩა, რომლის მონაგარმაც 26 ქულა შეადგინა.

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ – „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ 104:95 (28 : 29 | 32 : 28 | 10 : 14 | 34 : 24)

„ლეიკერსი“: ჰენრი (29 ქ. 7 მ. 2 ჩ.), იანგი (17 ქ. 2 მ. 1 გ. 1 ჩ.), ფარმარი (12 ქ. 3 მ. 7 გ. 3 ჩ.), კამანი (10 ქ. 10 მ. 4 გ. 2 ბ.) საკრე (9 ქ. 2 მ. 1 გ. 1 ბ.), ბლეიკი (6 ქ. 2 მ. 3 გ. 1 ჩ.), უილიამსი (4 ქ. 5 მ. 1 გ.), ჰარისი (4 ქ. 1 მ.) ჰილი (3 ქ. 6 მ.), მიკსი (3 ქ. 1 გ.), ლენდრი (3 ქ. 2 გ. 1 ბ.), გადზურიჩი (2 ქ. 3 მ. 1 გ.), ჯონსონი (2 ქ. 3 მ. 1 გ)

„გოლდენ სტეიტ უორიორსი“: ტომპსონი (26 ქ. 1 მ. 1 გ.), იგუდალა (!5 ქ. 3 მ. 1 გ. 2 ჩ.), ბარნსი (10 ქ. 7 მ. 3 გ. 2 ჩ.), ლი (10 ქ. 4 მ. 5 გ. 1 ბ.), ბოგური (7 ქ. 12 მ. 1 გ. 1 ჩ.), კარი (5 ქ. 4 მ. 2 გ. 2 ჩ.), დუგლასი (5 ქ. 6 მ. 3 გ. 1 ჩ.), სპეიტსი (4 ქ. 5 მ.), ბეიზმორი (4 ქ. 1 ბ.), დედმონი (2 ქ. 2 მ.), ჯონსი (2 ქ. 1 გ. 2 ჩ.), გრინი (2 ქ. 6 მ. 3 გ. 1 ჩ. 1 ბ.), კატი (1 გ.)

ალექსანდრე მატევოსოვი

”პელიკანსს” ახალი სამწვრთვნელო კომპლექსი აქვს

როგორც The Times-Picayune წერს, ”ნიუ ორლეან პელიკანსი” სულ მალე თავის ახალი სამწვრთვნელო კომპლექსს წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ  გუნდის კალათბურთელები, ახალ ბაზაზე, რომელიც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ერთ-ერთი საუკეთესო უნდა იყოს, უკვე ორი კვირის განმალობაში ვარჯიშობენ.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს ”პელიკანსი” 1 ოქტომბერს დაიწყებს.

ალექსანდრე მატევოსოვი