„ნიქსმა“ აიკი დიოგუ დაიმატა

გუშინ, „ნიუ-იორკ ნიქსის“ ხელმძღვანელობამ თავისუფალ აგენტთან აიკი დიოგუსთან კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა, რის შესახებაც ESPN New York-ი იტყობინება.

გასული სეზონი ფორვარდმა ჩინურ „გუანდუნში“ დაიწყო, რომლის მაისურითაც ერთ ჩატარებულ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 16,9 ქულა და 9,7 შეადგინა. მოგვიანებით, დიოგუ პუერტორიკოში გადაბრგდა, სადაც „ლეონეს დე პონსესთან“ გააფორმა კონტრაქტი. პუერტორიკოში მისმა საშუალო მაჩვენებელმა 19 ქულა და 8,6 მოხსნა შეადგინა.

ჯამშ, ნიგერიელ მოთამაშეს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ექვსი სეზონი აქვს ჩატარებული. პლანეტის საუკეთესო ლიგაში თავისი ბოლო მატჩი აიკიმ 2011/12 წლების სეზონში გამართა. მაშინ იგი „სან-ანტონიო სპურსის“ ფერებს იცავდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

”ნიქსმა” ცენტრი დაიმატა

”ნიუ-იორკ ნიქსმა” ცენტრთან კოულ ოლდრიჩთან გააფორმა კონტრაქტი, რასაც კლუბის გენერალური მენეჯერი გლენ გრუნვალდიც ადასტურებს.

ასეა თუ ისე, გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები ამ ეტაპზე საჯაროდ ცნობილი არ არის.

ცნობისთვის, გასულ სეზონში ოლდრიჩი ”ჰიუსტონ როკეტსის” ღირსებას იცავდა, ხოლო მოგვიანებით ”საკრამენტო კინგსშიც” გადაბარგდა. საერთო ჯამში მან 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთ მატჩში, სათამაშო დროის 8,6 წუთში მისმა მონაგარმა 2,2 ქულა და 2,7 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

უაითსაიდით ერთდროულად სამი კლუბი დაინტერესდა

თუ Hoopsworld-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, მაშინ, ცენტრის ჰასან უაითსაიდის შეძენა ერთდროულად ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სამ კლუბს სურს. გამოცემის ცნობილი ჟურნალისტის ალექს კენედის ცნობით, 24 წლის კალათბურთელის შეძენის სურვილი ”ნიუ-იორკ ნიქსის”, ”მილუოკი ბაქსისა” და ”მაიამი ჰიტის” ხელმძღვანელებს აქვთ.

შეგახსენებთ, რომ უაითსაიდი 2010 წლის დრაფტზე ”საკრამენტო კინგსის” მენეჯერების მიერ 33-ე ნომრად იქნა არჩეული. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ბოლოს ეს მოთამაშე 2011/12 წლების სეზონში თამაშობდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

”ნიქსის” კალათბურთელებმა სუპერგმირების კოსტუმები ჩაიცვეს

აშშ-ში შრომის დღესთან დაკავშირებით, ”ლოს-ანჯელეს კლიპერსის” ცენტრმა დეანდრე ჯორდანმა კოსტუმირებული საღამო მოაწყო. ცნობილია, რომ აღნიშნულ საღამოზე სტუმრები სუპერგმირების კოსტუმებში უნდა მისულიყვნენ.

გარდა ამისა, ჯორდანის მიერ ორგანიზებულ საღამოს მისი ორი თანაგუნდელი – ბლეიკ გრიფინი და მეტ ბარნსი დაესწრო.

Matt Barnes

 

Blake Griffin

ალექსანდრე მატევოსოვი

ჰემილტონის შეძენაზე ”როკეტსი” და ”ნიქსი” ჰემილტონის შეძენაზე ”როკეტსი” და ”ნიქსი” ფიქრობენ

თავისუფალი აგენტი რიჩარდ ჰემილტონი ”ჰიუსტონ როკეტსისა” და ”ნიუ-იორკ ნიქსის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ამის შესახებ ცნობა თავისი ტვიტერის გვერდის დახმარებით  FOX Sports-ის ცნობილმა ჟურნალისტმა სემ ემიკომ გაავრცელა.

ბოლო ორი სეზონის განმალობაში ჰემილტონი ”ჩიკაგო ბულზში” გამოდიოდა. ჯამში მან 78 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა სათამაშო დროის 22,9 წუთში 10,5 ქულა, 2,6 გადაცემა და 1,9 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რეჯი ევანსმა ჯეი არ სმიტს დასცინა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეები ”ინტერნეტ ომს” აგრძელებენ. როგორც არც ისე დიდი ხნის წინ გაცნობეთ, ”ნიუ-იორკ ნიქსის” უკანახაზელმა ჯეი არ სმიტმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი 100%-თ დარწმუნებულია იმაში, რომ მისი გუნდი ახალ სეზონში პლანეტის საუკეთესო საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდება. აღნიშნულ განცხადებას კი დღეს ”ბრუკლინ ნეტსის” ფორვარდი რეჯი ევანსი გამოეხმაურა, რომელმაც თავისი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ირონიული სიტყვით გამოხატა.

”ლოლ”, – გამოაქვეყნა თავისი ტვიტერის გვერდზე 33 წლის კალათბურთელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჯეი არ სმიტი: ”თავისი სიტყვების გამო პირსი პასუხს აგებს”

”ნიუ-იორკ ნიქსის” უკანახაზელი ჯეი არ სმიტი ”ბრუკლინ ნეტსის” ახალწვეულის პოლ პირსის განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ”სელტიკსის” ყოფილმა კალათბურთელმა არც ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ მისი ახალი გუნდი ნიუ-იორკში ყოველთვის ყველაზე პოპულარული იყო, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

”პოლ პირსი არც თუ ისე სასიამოვნო ადამიანია, რომელმაც ბოსტონი სულ ცოტა ხნის წინ დატოვა. ნიუ-იორკის შესახებ მან ჯერჯერობით არაფერი იცის. მთელი კარიერის განმალობაში იგი ”სელტიკსში” თამაშობდა. მან იცის, რომ მის სიტყვებს პასუხი გაეცემა, ასე რომ, იგი ყველაფრისთვის პასუხს აგებს”, – განუცხადა სმიტმა ESPN New York-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი