რა უქნა ჯონ ობი მიკელმა პოლ პოგბას?

30 ივნისს, ნიგერიისა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის ჯონ ობი მიკელმა პოლ პოგბას ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.

საფრანგეთი — ნიგერია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე საფრანგეთისა და ნიგერიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „მამლების“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფრანგთა ახალგაზრდა ნახევარმცველი პოლ პოგბა დაასახელეს, რომელმაც ანგარიში გახსნა.

„იუვენტუსში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 60 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

საფრანგეთი – ნიგერია 2:0

სანახაობრივი გამოდგა საფრანგეთსა და ნიგერიას შორის გამართული 1/8 ფინალური შეხვედრა.

მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, თუმცა შეხვედრის ბოლო საგრძნობ უპირატესობას ფრანგები დაეუფლნენ, რაც ანგარიშზეც აისახა.

79-ე წუთზე ანგარიში პოლ პოგამ გახსნა.მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე იობომ ავტოგოლით გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

პრევიუ: საფრანგეთი – ნიგერია

ერთი ამოსუნთქვით განვლილი ჯგუფუი ეტაპის შემდეგ ფრანგები პლეი-ოფში ნიგერიას დაუპირისპირდებიან.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი დეშამმა რამდენიმე ცვლილება შეიტანა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში. ეკვადორთან მოედანზე არ გამოსულან დებიუში, ევრა, ვარანი, კაბაი და ვალბუენა. დღევნდელ შეხვედრაში შემადგენლობაში აღნიშნლი ხუთეულის დაბრუნებაა მოსალოდნელი.

კითხვის ნიშნის ქვეშ არის ძირითადში პოლ პოგბას გამოჩენა, რომელიც გაცემულ ავანსებს ჯერ ვერ ამართლებს. დიდი ალბათობით სასტარტოში იუვეს ნახევარმცველის ნაცვლად სისოკო ითამაშებს.

ფრანგებს მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ შეტევაში. დეშამმა ტურნირის სამივე მატჩში განსხვავებული ვარიანტი გამოიყენა. გასაგებია, რომ ძირითადში იქნებიან ვალბუენ და ბენზემა. მესამე შემტევის პოზიციაზე კი დიდი კონკურენციაა.

ნიგერიამ ტურნირის მსველობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა. ჯერ კიდევ პირველ ტურში კეშის ობოაბონა და მოზესი გამოაკლდა. მათი თამაში დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

უკანასკნელი ორი მატჩი ნიგერიელებმა ერთნაირი შემადგენლობით ჩაატარეს. თუმცა, ბაბატუნდეს ტრავმის გამო კეშის ახალი ვარიანტის მონახვა მოუწევს.

საფრანგეთი – ნიგერია

სავარაუდო შემადგენლობები:

საფრანგეთი: ლიორისი – დებიუში, კოსიელნი, ვარანი, ევრა – კაბაი, პოგბა, მატუიდი – ვალბუენა, ჟირუ, ბენზემა. 

ნიგერია: ენიამა – ემბროუზი, იობო, ომერუო, ოშანივა – მიკელი, ონასი – მუსა, ოდემვინგე, უზოენი – ემენიკე. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

France_Nigeria_GEO

რა სთხოვდა ნიგერიელი მეკარე მთავარ არბიტრს შესვენების დროს?

ვინც მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ნიგერიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს (2:3) მიადევნა თვალყური, მეორე ტაიმის სტარტზე ყურადღებას მიაქცევდა აფრიკელთა კიპერ ვინსენტ ენიამასა და მთავარ არბიტრ ნიკოლა რიცოლის შორის გამართულ მხიარულ დიალოგს. ტელერეპორტაჟის დროს სიტყვები გარკვევით ისმოდა და ადვილი გასაგები გახდა, თუ რაზე საუბრობდნენ ნიგერიელი მეკარე და იტალიელი მსაჯი.

პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში არგენტინელთა სასარგებლოდ 2:1 იყო, „ალბისელესტეს“ მხრიდან ორივე გოლის ავტორი ლეო მესი გახლდათ. ენიამას, როგორც ჩანს, მეტის გაშვება აღარ სურდა და მსაჯს ამ სიტყვებით მიმართა:

„მესის ბევრი საჯარიმო დარტყმა დაუნიშნე. ორი გოლი უკვე გამიტანა. ძალიან კარგად ურტყამს“.

„ვიცი, მესმის შენი. თუმცა, შენც მაგარი ხარ“, – გაამხნევა იტალიელმა არბიტრმა მეკარე.

„ვცდილობ. მესი ძალიან მაგარია, მე კი ნაგავი ვარ“, – თავი შეიცოდა ენიამამ. (ნათარგმნია ცენზურის გათვალისწინებით).

„კარგი მეკარე რომ არ იყო, აქ არ იქნებოდი“, – დაასკვნა რიცოლიმ.

საბოლოო ჯამში, მატჩი არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

 

ნიგერიის მატჩამდე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ნიგერიის დედაქალაქ  აბუჯაში გუშინ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ნიგერია-არგენტინის მატჩის საყურებლად უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბა. სწორედ ამ დროს იქ ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად უამრავი დაშავებული და მინიმუმ 21 გარდაცვლილია.

ნიგერიელებმა 1998 წლიდან პირველად მოახერხეს მუნდიალის პლეი-ოფში გასვლა, თუმცა ეროვნული სიხარულის დღე ეროვნულ ტრაგედიად იქცა.

Brutal: Rescue workers carry the remains of a person in a body bag after the bomb in the crowded mall. Witnesses reported seeing shoppers covered in blood

Rescue: Police Superintendent Frank Mba said 17 people were wounded and 21 bodies were recovered, with rescue work still ongoing at the shopping mall in the capital

Devastation: A Nigerian soldier at the scene of the explosion which killed 21 people and wounded 17 more in the capital Abuja. Violence is becoming more frequent

The blast is the latest in a series of violent attacks blamed on the Islamic extremists Boko Haram, who have a stronghold in the northeast of the country

Smoke: Several cars were left burnt-out by the bomb, which unconfirmed reports suggested could have been dropped off next to the mall by motorbike

Burnt-out: Smoke rises from vehicles after the bomb exploded in an upmarket district of Abuja. Several cars around the shopping mall caught fire after the blast

Emergency: Workers carry a man who was injured into the Maitama general hospital. The explosion was at Emab Plaza, near  the Banex Plaza shopping district

Constant threat: Abuja is in the centre of Nigeria and Boko Haram militants have spread their attacks to the capital from their stronghold in the north east

Tragedy: People could do little but watch as a plume of thick black smoke rose into the air, which could be seen a mile away from the site of the explosion

Cordon: The area around the popular shopping centre - hit at its busiest time of the day at around 4pm - was sealed off as rescue workers retrieved the dead

Demolished: One car's bumper became detached and lay in the road as rescue workers surveyed the damage from the blast, widely blamed on militants

 

ლიდერების უხვგოლიანი

პორტუ-ალეგრიში გამართული F ჯგუფის ლიდერების შეხვედრა უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა. 

არგენტინის და ნიგერიის ნაკრებების მატჩი პირველივე წუთებიდან შეტევებით დაიწყო და მაყურებელმა ორი სწრაფი გოლი იხილა. მესამე წუთზე არგიენტინელები მესიმ დააწინაურა, თუმცა პირველივე საპასუხო შეტევაში აჰმედ მუსამა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

როგორც ხშირად ხდება, სწრაფი გოლები მატჩის დინამიკაზე მოქმედებს, თუმცა გუშინდელი შეხვედრა გამონაკლისი იყო. საბელას შეგირდებმა შეუტიეს და ნიგერიის დაცვას მოსვენებას არ აძლევდნენ განსაკუთრებით დი მარია და მესი აქტიურობდნენ. შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე არგენტინელთა კაპიტანს ჯარიმი შესრულების საშუალება მიეცა, რომელიც მან ჩინებულად გამოიყენა და საკუთარი გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც აჰმედ მუსამ კიდევ ერთხელ შესძლო ანგარიშის გათანაბრება. ნიგერიელებმა არგენტინის დაცვის შეცდომის ისარგებლეს. ამით მესი-მუსას დუელი დასრულდა და მალევე როხომ კვლავ დააწინაურა არგენტინელები.

მატჩის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო იყო, ბევრი იყო საგოლე მომენტებიც. ძირითიადად არგენტინელების შესრულებით, თუმცა მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა. არგენტინა და  ნიგერია მუნდიალზე ასპარეზობას აგრძელებენ.

ნიგერია 3-2 არგენტინა 

გოლები: მესი 3′ (0:1); მუსა 4′ (1:1); მესი 45′ (1:2); მუსა 48′ (2:2); როხო 51′ (2:3);

მესის ლამაზი საჯარიმო ნიგერიელთა წინააღმდეგ

25 ივნისს, არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (3:2), ლიონელ მესიმ მეტოქეს ლამაზი საჯარიმო გაუტანა.

ნიგერია — არგენტინა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ნიგერიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „ალბისელესტეს“ ლიდერი ლიონელ მესი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

მესიმ მოედანზე 63 წუთი დაჰყო, გააკეთა 38 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

 

ნიგერია – არგენტინა 2-3

უხვგოლიანი გამოდგა F ჯგუფის ლიდერების მატჩი, რომელშიც გამარჯვება არგეინტინელებმა იზეიმეს.

მე-3 წუთზე ანგარიში ლეო მესიმ გახსნა, თუმცა ზუსტად ერთ წუთში აჰმედ მუსამ წონასწორობა აღადგინა. მესიმ არგიტინა ტაიმის ბოლო წუთზე კვლავ დააწინაურა. 47-ე წუთზე ნიგერიამ კვალვ აჰმედ მუსას გოლით გაათანაბრა, თუმცა სამ წუთში არგენტინელები როხომ დააწინაურა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2:3

პრევიუ: ნიგერია – არგენტინა

ნიგერიელებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნით. 

დღევანდელი მატჩი 1994 წლიდან ნიგერიისა და არგენტინის მეოთხე შეხვედრა იქნება მუნდიალზე. ყველა წინა დაპირისპირება არგენტინელების გამაჯრვებით დასრულდა, თუმცა ახლა სტივენ კეშის გუნდს მინიმუმ ფრე ესაჭიროება.

პირველ ორ შეხვედრაში ნიგერიელთა შემადგენლობა საკმაოდ განსხვავებული იყო. სავარაუდოდ, კეში ბოსნიელებთან დაყენებულ სასტარტოს მიენდობა, სადაც პირველივე წუთებიდან მოედანზე ოდემვინგე და ბაბატუნდე გამოჩნდნენ, რომლებმაც შეტევაში მნიშვნელოვნად გააძლიერეს ნიგერიელთა თამაში. მოსალოდნელია, ობოაბონას დაბრუნებაც.

ალეხანდრო საბელას გუნდი კი უკვე შემდეგ ეტაპზეა, თუმცა არგენტინელებს დამაჯერებელი თამაში ჯერ არ უჩვენებიათ. ალბისელესტეს ორივე გამარჯვება რთული ბრძოლის შედეგი იყო. ასე რომ, საუკეთესო ვარიანტის ძიებაში მყოფი საბელასგან დღეს როტაცია არ უდნა გაგვიკვირდეს. გამორიცხული არ არის, რომ არგენტინული გუნდის რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალება მიეცეს.

ნიგერია – არგენტინა

სავარაუდო შემადგენლობები:

ნიგერია: ენიამა – ემბროუზი, იობო, ობოაბონა, ოშანივა – მიკელი, ონაზი – მუსა, ოდემვინგა, ბაბატუნდე – ემენიკე. 

არგენტინა: რომერო – საბალეტა, ფერნანდესი, გარაი, ბასანტა – მასკერანო, გაგო – დი მარია, მესი, ლავეცი – აგუერო. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Nigeria_Argentina_GEO

 

ნიგერიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

დღის ბოლო შეხვედრა F ჯგუფის ფარგლებში გაიმართა. ნიგერიის ნაკრები ბოსნია/ჰერცეგოვინის გუნდს დაუპირისპირდა და მატჩის 29-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. შედეგიანი დარტყმის ავტორი პიტერ ოდემვინგე გახდა. გოლი ბოსნიელებმაც გაიტანეს, თუმცა ლაინსმენმა ჯეკოზე თამაშგარე შეცდომით დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით ნიგერიელება მეორე ადგილი და 1/8 ფინალში გასვლის კარგი შანსი მოიპოვეს. ჯგუფიდან გასვლის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენ ბოსნიას პლეი-ოფში მოხვედრის შანსი აღარ აქვს.