ნიგერია — ბოსნია & ჰერცეგოვინა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ნიგერიისა და ბოსნია & ჰერცეგოვინის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა აფრიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელი პიტერ ოდემვინგიე დაასახელეს, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორია.

ინგლისურ „სტოკ სიტიში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 52 გადაცემა და კარში 4-ჯერ დაარტყა.

 

პრევიუ: ნიგერია – ბოსნია და ჰერცეგოვინა

ბოსნიელებმა არგენტინასთან მატჩში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა მთავარი მუნდიალზე ქულების მოპოვებაა. 

ნიგერიელებმა პირველ ტურში ქულა მოიპოვა, ბოსნია კი მიუხედავად კარგი თამაშისა ქულების გარეშე დარჩა.

ბოსნიასთან მატჩის წინ კითხვის ნიშნის ქვეშ არის ნიგერიელთა დაცვის ბურჯის გოდფრი ობოაბონას თამაში, რომელმაც ტრავმა სასტარტო მატჩში მიიღო. თუმცა, ნიგერიელების მთავარი პრობლემა თამაშის ხარისხს ეხება. სტივენ კეშის შემადგენლობაში გარკვეული კორექტივების გაკეთება მოუწევს. როტაციის შესაძლებლობა ნიგერიელ სპეციალისტს განსაკუთრებით შეტევაში აქვს, სადაც პირველივე წუთებიდან შოლა ამეობის და ოდემვინგეს გამოჩენაა სავარაუდო.

ბოსნიელთა შემადგენლობა დიდი ალბათობით უცვლელი დარჩება. ერთადერთი მოსალოდნელი განსხვავება იბიშევიჩის გამოსვლა იქნება. თუმცა, შესაძლოა, სუშიჩმა არგენტინის კარში გატანილი გოლის ავტორი მეორე ტაიმისთვის შემოინახოს.

ნიგერია – ბოსნია და ჰერცეგოვინა

სავარაუდო შემადგენლობები: 

ნიგერია: ენიემა – ემბროუზი, ომერუო, იობო, ოშანივა – ობი მიკელი, ონაზი – ოდემვინგე, ამეობი, მოზესი – ემენიკე

ბოსნია და ჰერცეგოვინა: ბეგოვიჩი – მუიჯა, ბიჩაკჩიჩი, სპაჰიჩი, კოლაშინაცი – ჰაიროვიჩი, ბეშიჩი, პიანიჩი, ლულიჩი – იბიშევიჩი, ჯეკო. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: 

Nigeria_Bosnia_GEO

ირანი — ნიგერია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ირანისა და ნიგერიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

მატჩის გმირი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ოფიციალურად შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ნიგერიელთა ნახევარმცველი ჯონ ობი მიკელი დასახელდა

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 94 გადაცემა და კარში დაარტყა 1-ელ.

 

ირანი და ნიგერია უგოლოდ დაშორდნენ

F ჯგუფის მეორე შეხვადრა ირანის და ნიგერიის ნაკრებებს შორის შედგა. მატჩი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და გატანილი ქულებით დასრულდა.

ფრე ორივე გუნდისთვის ცუდი შედეგია. შემდეგ ეტაპზე გასვლა ნიგერიელებისთვის და განსაკუთრებით ირანელებისთვის საკმაოდ რთული იქნება.

პრევიუ: ირანი – ნიგერია

ირანის და ნიგერიის გუნდები მუნდიალებზე ბოლო დროს კარგად ვერ ასპარეზობენ. ურთიერთშეხვედრა წარუმატებელი სერიის შეწყვეტის კარგი შანსია. 

10-15 წლის წინ ნიგერია და ირანი საკუთარ კონტინენტებზე უძლიერეს გუნდებად ითვლებოდნენ. შემდაგ მათ პრაქტიკულად ერთდროულად დაეწყოთ ჩავარდნა, საიდანაც სინქრონულად დაიწყეს აღმავლობა.

კარლუშ კეირუშის ირანის ნაკრები კარგი დაცვით გამოირჩევა. აზიური შესარჩევი ციკლის დროს ირანელებმა ცოტა გოლი გაიტანეს, თუმცა საკუთარ კარსაც თითქმის ყოველთვის მშრალად ინარჩუნებდნენ.

მუნდიალის დაწყებამდე ირანალებმა საკმაოდ ბევრი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. ბოლოს კეირუშის შეგირდებმა ტრინიდადი და ტობაგო დაამარცხეს.

ნიგერიის ნაკრების თავკაცმა სტივენ კეშიმ უკანასკნელი ამხანაგური მატჩები ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში ჩაატარა. თუმცა, მისი გეგმები მარცხენა მველის ეჩიეჯილეს ტრავმამ შეცვალა, რომლის სრუფლასოვანი შემცვლელი ნიგერიელებს უბრალოდ არ ჰყავთ.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Iran_Nigeria_GEO

მიკელი: “ჰოლანდიამ დაგვანახა, რომ ყველაფერი შესაძლებელია”

ნიგერიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯონ ობი მიკელი ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრას (1:5) გამოეხმაურა. მიკელის თქმით, ჰოლანდიელებმა დაამტკიცეს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად ვთამაშობ. პირველ რიგში, ძალიან მინდა, ჯგუფიდან გავიდეთ, შემდეგ კი უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ. დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს. ჰოლანდიის ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ყველაფერი შესაძლებელია”, – ამბობს მიკელი.

მოურინიო ფსონს ნიგერიაზე დებს

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ნიგერიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატება უწინასწარმეტყველა.

„არგენტინის ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკევებლად ყველაფერი აქვს, თუმცა არ დაგავიწყდეთ ნიგერიის ნაკრები. ამ გუნდის კარგ შედეგში დარწმუნებული ვარ, რადგან მის რიგებში ერთ-ერთი ჩემი ფეხბურთელი ჯონ ობი მიკელი ითამაშებს.

დაგეთანხმებით, თუ მეტყვით, რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, თუმცა ჩემი მოთამაშების გამხნევებას შევეჩვიე“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე აფრიკელთა მეტოქე არგენტინა, ირანი და ბოსნია და ჰერცეგოვინა იქნებიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

ტერაქტის შედეგად, ნიგერიაში ორმოცზე მეტი გულშემატკივარი დაიღუპა

ნიგერიის ქალაქ მუბიში აფეთქების შედეგად, ორმოცზე მეტი ფეხბურთის გულშემატკივარი დაიღუპა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გულშემატკივრები ადგილობრივი გუნდების მატჩის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.

სავარაუდოდ, აფეთქებას საკუთარ თავზე ისლამიური ექსტრემისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ აიღებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მუნდიალზე ორი ნაკრები პირადად მე გავიყვანე, მაგრამ ამის შესახებ ხმას ვერ ვიღებდი“

სინგაპურელმა ბუქმეიქერმა უილსონ რაჯ პერუმალმა, რომელიც გარიგებული მატჩების გამო რამდენიმე წლის განმავლობაში სასჯელს იხდიდა, იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ დაეხმარა ნიგერიისა და ჰონდურასის ნაკრებებს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაში. მისი თქმით, პირველ შემთხვევაში, მან მოზამბიკის ნაკრებს სტიმული მისცა, რომ ნიგერიელებთან მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის მატჩი (0:1) დაეთმო. მეორე შემთხვევაში კი, მან ჰონდურასის მატჩზე ბუქმეიქერთა კოეფიციენტი განზრახ შეცვალა, რამაც, მისივე თქმით, ჰონდურასელთა გამარჯვებისკენ სწრაფვა გააძლიერა.

„ჩემმა გეგმამ იმუშავა. მე ნიგერიის ნაკრებს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაში დავეხმარე და შეუმჩნეველი გმირი გავხდი. მუნდიალზე ნიგერიისა და ჰონდურასის ნაკრებების გასვლა პირადად ჩემი დამსახურება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი გუნდი მე გავიყვანე და ამის შესახებ საუბარი არ შემეძლო, რაც ნერვებს მიშლიდა“, – დაწერა პერუმალმა თავის მემუარულ წიგნში, რომელიც ევროპაში გასაყიდად დღეს გაეშვა.

ბექა დოგრაშვილი

ბომბა: მოზამბიკელმა ფეხბურთელმა ნიგერიას საჯარიმო 36 მეტრიდან გაუტანა

ოთხშაბათს, მოზამბიკისა და ნიგერიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, მოზამბიკელმა ფეხბურთელმა, დარიო ხანმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

მონტოლივო: “ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ”

“მილანისა” და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი, რიკარდო მონტოლივო აცხადებს, რომ “სკუადრა აძურამ” ნიგერიის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს გამართული ამხანაგური შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. იტალიელთა მხრიდან გოლები როსიმ და ჯაკერინიმ გაიტანეს, ხოლო ნიგერიის ნაკრების მხრიდან დიკემ და ამეობიმ.

“სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და სწორედ ამიტომ მატჩი ფრედ დასრულდა. რა თქმა უნდა, შეგვეძლო, გაგვემარჯვა”, – ამბობს მონტოლივო.

ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელის ბრწყინვალე გოლი იტალიის ნაკრების კარში

18 ნოემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში, იტალიისა და ნიგერიის ნაკრებებმა ფრედ 2:2 ითამაშეს. აღნიშნულ მატჩში, ნიგერიელთა ფეხბურთელმა, შოლა ამეობიმ ქუსლით ბრწყინვალე გოლი გაიტანა.