სტაუდემაიერი ნაკლებ სათამაშო დროს მიიღებს

მუხლის ქრონიკური პრობლემების გამო „ნიუ-იორკ ნიქსის“ ფორვარდი ამარე სტაუდემაიერი ახალ სეზონში ნაკლებ სათამაშო დროს მიიღებს.

„უნდა გავარკვიოთ, თუ რამდენი წუთის განმავლობაში მაოხერხებს ამარე თამაშს. ზუსტად ჯერჯერობით არაფერი ვიცით, რადგან პარკეტზე იგი ჯერჯერობით არ დაბრუნებულა“, – განაცხადა „ნიქსის“ მთავარმა მწვრთვნელმა მაიკ ვუდსონმა.

ცნობისთვის, გასულ სეზონში სტაუდემაიერის საშუალო სათამაშო დრომ ერთ მატჩში 23,5 წუთი შეადგინა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ტრავმის გამო ფორვარდმა სამი მოსამზადებელი შეხვედრა გამტოვა. გამორიცხული არ არის, მან რეგულარული ჩემპიონატის სტარტის რამდენიმე თამაშშიც ვერ მიიღოს მონაწილეობა.

ალექსანდრე მატევოსოვი

სმიტს სასტარტო ხეთეულში სურს თამაში

„ნიუ-იორკ ნიქსის“ უკანახაზელმა ჯეი არ სმიტმა განაცხადა, რომ ახალ სეზონში მას თავისი გუნდის სასტარტო ხუთეულში სურს თამაში.

„სტარტში ყოფნა ყოვეთვის მსურდა, ამის შესახებ ყველამ იცის. გასულ სეზონში საუკეთესო „მეექვსე მოთამაშედ“ მაღიარეს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ მთავარი სათადარიგო კალათბურთელის სახით დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. ასეა თუ ისე, იმას გავაკეთებ, რაც გუნდს სარგებელს მოუტანს. თუ მწვრთვნელი სკამზე დამტოვებს, მაშინ ეს ასე იქნება. ყველაფერი ვუდსონის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული“, – განუცხადა სმიტმა ESPN New York-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

კარმელო ენტონი: „ამჟამად კონტრაქტის გახანგძლივებაზე არ ვფიქრობ“

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ფორვარდის კარმელო ენტონის თქმით, ამჟამად იგი მოქმედი კონტრაქტის გახანგძლივებაზე არ ფიქრობს.

„ვთვლი, რომ ამაზე მოგვიანებით, სხვა ხალხის თანდასწრებით უნდა ვისაუბროთ. მოვა დრო და ამ საკითხს ისევ დავუბრუნდებით, განვიხილავთ ყველა სიტუაციასა და ვატიანს. ამ მომენტისთვის, ვთვლი, რომ შეთანხმების გახანგძლივებაზე საუბარი აუცილებელი არ არის“, – განუცხადა „მელომ“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ საიტს.

შეგახსენებთ, რომ „ნიქსთან“ კონტრაქტი ენტონის შემდეგი წლის ზაფხულამდე აკავშრებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ენტონი: „გრუნვალდის წასვლა მოულოდნელი აღმოჩნდა“

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ხელმძღვანელებმა საკმაოდ მოულოდნელი და სწრაფი გადაწყვეტილება მიიღეს. საქმე იმაშია, რომ მათ „ნიქსის“ გენერალური მენეჯერის პოსტიდან გლენ გრუნვალდი გაათავისუფლეს, ხოლო მისი ადგილი სტივ მილსმა დაიკავა.

აღნიშნულ ცვლილებას გუნდის ლიდერი კარმელო ენტონი გამოეხმაურა. „მელოს“ თქმით, გრუნვალდის წასვლა მისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა და სტივ მილსის მოსვლის თაობაზე მან და მისმა თანაგუნდელებმა არც კი იცოდნენ.

„გრუნვალდის წასვლამ გამაკვირვა. ჩემთვის არავის უთქვამს, რომ კლუბში მსგავსი ცვლილების განხორციელება იგეგმებოდა“, – განუცხადა 29 წლის ფორვარდმა NY Post-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ნიქსმა“ აიკი დიოგუ დაიმატა

გუშინ, „ნიუ-იორკ ნიქსის“ ხელმძღვანელობამ თავისუფალ აგენტთან აიკი დიოგუსთან კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა, რის შესახებაც ESPN New York-ი იტყობინება.

გასული სეზონი ფორვარდმა ჩინურ „გუანდუნში“ დაიწყო, რომლის მაისურითაც ერთ ჩატარებულ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 16,9 ქულა და 9,7 შეადგინა. მოგვიანებით, დიოგუ პუერტორიკოში გადაბრგდა, სადაც „ლეონეს დე პონსესთან“ გააფორმა კონტრაქტი. პუერტორიკოში მისმა საშუალო მაჩვენებელმა 19 ქულა და 8,6 მოხსნა შეადგინა.

ჯამშ, ნიგერიელ მოთამაშეს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ექვსი სეზონი აქვს ჩატარებული. პლანეტის საუკეთესო ლიგაში თავისი ბოლო მატჩი აიკიმ 2011/12 წლების სეზონში გამართა. მაშინ იგი „სან-ანტონიო სპურსის“ ფერებს იცავდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

უაითსაიდით ერთდროულად სამი კლუბი დაინტერესდა

თუ Hoopsworld-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, მაშინ, ცენტრის ჰასან უაითსაიდის შეძენა ერთდროულად ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სამ კლუბს სურს. გამოცემის ცნობილი ჟურნალისტის ალექს კენედის ცნობით, 24 წლის კალათბურთელის შეძენის სურვილი ”ნიუ-იორკ ნიქსის”, ”მილუოკი ბაქსისა” და ”მაიამი ჰიტის” ხელმძღვანელებს აქვთ.

შეგახსენებთ, რომ უაითსაიდი 2010 წლის დრაფტზე ”საკრამენტო კინგსის” მენეჯერების მიერ 33-ე ნომრად იქნა არჩეული. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ბოლოს ეს მოთამაშე 2011/12 წლების სეზონში თამაშობდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

”ნიქსის” კალათბურთელებმა სუპერგმირების კოსტუმები ჩაიცვეს

აშშ-ში შრომის დღესთან დაკავშირებით, ”ლოს-ანჯელეს კლიპერსის” ცენტრმა დეანდრე ჯორდანმა კოსტუმირებული საღამო მოაწყო. ცნობილია, რომ აღნიშნულ საღამოზე სტუმრები სუპერგმირების კოსტუმებში უნდა მისულიყვნენ.

გარდა ამისა, ჯორდანის მიერ ორგანიზებულ საღამოს მისი ორი თანაგუნდელი – ბლეიკ გრიფინი და მეტ ბარნსი დაესწრო.

Matt Barnes

 

Blake Griffin

ალექსანდრე მატევოსოვი

ჰემილტონის შეძენაზე ”როკეტსი” და ”ნიქსი” ჰემილტონის შეძენაზე ”როკეტსი” და ”ნიქსი” ფიქრობენ

თავისუფალი აგენტი რიჩარდ ჰემილტონი ”ჰიუსტონ როკეტსისა” და ”ნიუ-იორკ ნიქსის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ამის შესახებ ცნობა თავისი ტვიტერის გვერდის დახმარებით  FOX Sports-ის ცნობილმა ჟურნალისტმა სემ ემიკომ გაავრცელა.

ბოლო ორი სეზონის განმალობაში ჰემილტონი ”ჩიკაგო ბულზში” გამოდიოდა. ჯამში მან 78 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა სათამაშო დროის 22,9 წუთში 10,5 ქულა, 2,6 გადაცემა და 1,9 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რეჯი ევანსმა ჯეი არ სმიტს დასცინა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეები ”ინტერნეტ ომს” აგრძელებენ. როგორც არც ისე დიდი ხნის წინ გაცნობეთ, ”ნიუ-იორკ ნიქსის” უკანახაზელმა ჯეი არ სმიტმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი 100%-თ დარწმუნებულია იმაში, რომ მისი გუნდი ახალ სეზონში პლანეტის საუკეთესო საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდება. აღნიშნულ განცხადებას კი დღეს ”ბრუკლინ ნეტსის” ფორვარდი რეჯი ევანსი გამოეხმაურა, რომელმაც თავისი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ირონიული სიტყვით გამოხატა.

”ლოლ”, – გამოაქვეყნა თავისი ტვიტერის გვერდზე 33 წლის კალათბურთელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჯეი არ სმიტი: ”თავისი სიტყვების გამო პირსი პასუხს აგებს”

”ნიუ-იორკ ნიქსის” უკანახაზელი ჯეი არ სმიტი ”ბრუკლინ ნეტსის” ახალწვეულის პოლ პირსის განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ”სელტიკსის” ყოფილმა კალათბურთელმა არც ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ მისი ახალი გუნდი ნიუ-იორკში ყოველთვის ყველაზე პოპულარული იყო, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

”პოლ პირსი არც თუ ისე სასიამოვნო ადამიანია, რომელმაც ბოსტონი სულ ცოტა ხნის წინ დატოვა. ნიუ-იორკის შესახებ მან ჯერჯერობით არაფერი იცის. მთელი კარიერის განმალობაში იგი ”სელტიკსში” თამაშობდა. მან იცის, რომ მის სიტყვებს პასუხი გაეცემა, ასე რომ, იგი ყველაფრისთვის პასუხს აგებს”, – განუცხადა სმიტმა ESPN New York-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი