“ნიუკასლი” – “ტოტენჰემი”: “მამლებმა” დამაჯერებლად იმარჯვეს

პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩში ახლადგადმოსულმა “ნიუკასლმა” ლონდონის “ტოტენჰემი” მიიღო. შეგახსენებთ, რომ ასეთივე დაპირისპირებით დასრულდა 2015/16 წლების სეზონი. ბოლო ტურში გავარდნილმა “ნიუკასლმა” 5:1 გაანადგურა პოჩეტინოს გუნდი.

ამჯერად, ლონდონელებმა დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს. მართალია გოლები მას შემდეგ გავიდა, რაც მსაჯმა მოედნიდან ჯორჯო შელვი გააძევა (48′), მაგრამ ლონდონელები მანამდეც ფლობდნენ უპირატესობას. ანგარიში 61-ე წუთზე დელე ალიმ გახსნა, დეივისმა კი 70-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.

მომდევნო ტურში “ტოტენჰემი” “ჩელსის” უმასპინძლებს, “ნიუკასლი” კი “ჰადერსფილდს” შეხვდება.


“ნიუკასლი”: ელიოტი; დამეტი (ლასკელესი 8′), კლარკი, ლეიეუნე, მანკილო; ჰეიდენი, შელვი; აცუ, პერესი, რიჩი; გეილი (მერინო 76′)

მთავარი მწვრთნელი: რაფა ბენიტესი

“ტოტენჰემი”: ლორისი; უოკერ-პიტერსი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი, დეივისი; დაიერი, დემბელე; სისოკო (სონი 58′), დელე ალი (ვანიამა 82′), ერიკსენი; ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო


ინგლისური კლუბების სამიზნემ, ჰიტონმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა

ინგლისური “ბარნლის” მეკარემ, ტომ ჰიტონმა, რომლის გადაბირების სურვილსაც “კრისტალ პალასისა” და “ნიუკასლის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

“ჩემი მთავარი მიზანი პრემიერ ლიგაში თამაში და ამით ინგლისის ნაკრებში მოხვედრის შანსების გაზრდაა. ინგლისის ნაკრებში თამაშს გემო უკვე გავუგე და ახლა მინდა, რაც შეიძლება მეტჯერ მომეცეს შანსი.

მინდა ყოველდღიურად გავაუმჯობესო ჩემი დონე, რისთვისაც აქ დარჩენა საუკეთესო ვარიანტია, აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, ” – აცხადებს ჰიტონი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ჰიტონი, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 10-ჯერ შეინახა კარი მშრალად, ორჯერ მოგვევლინა ინგლისის ნაკრების კარის დარაჯის როლში.

რაფა ბენიტესმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” ყოფილი თავკაცი, რაფაელ ბენიტესი აცხადებს, რომ ინგლისის რიგით მეორე დივიზიონში მოთამაშე “ნიუკასლის” დამრიგებლის სტატუსით კმაყოფილია და უახლოეს მომავალში კლუბიდან წასვლას არ აპირებს.

“ვნახე, რასაც ბოლო დროს პრესა ჩემს შესახებ წერს. შემდეგ დღეს კი განვაცხადე, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად იყო.

სატრანსფერო ფანჯარაზე ჩვენი საქმეები დავასრულეთ, კარგი გუნდი გვყავს, რომლის შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ვარ.

კლუბს არ დავტოვებ, არ მინდა წავიდე, რადგანაც აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ.

მზად ვარ ვიბრძოლო, ვიბრძოლო სამი ქულისთვის და სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის საგზურისთვისაც. ყველაფერი ძალიან მარტივი და ნათელია.”

“ნიუკასლის” მეკარემ უხეში შეცდომა შესანიშნავი სეივით გამოასწორა (ვიდეო)

ინგლისის ჩემპიონშიფის 27-ე ტურში “ნიუკასლ იუნაიტედსა” და “როტერჰემ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში საინტერესო ეპიზოდი მოხდა. “კაჭკაჭთა” კიპერმა კარლ დარლოუმ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა და ბურთი მეტოქეს დაუთმო, თუმცა რამდენიმე წამში ფეხზე წამოდგომა, კარში დაბრუნება მოასწრო და საკუთარი გუნდი შესანიშნავი სეივით გადაარჩინა.

შეხვედრა “ნიუკასლის” გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

მუსა სისოკო: “კვლავ “რეალის” შემოთავაზებას ველოდები”

“ნიუკასლ იუნაიტედის” ფრანგმა ვარსკვლავმა, მუსა სისოკომ თავისი გულის ნადები BBC World Service-ს გააცნო და აღიარა, რომ “რეალში” გადასვლაზე ოცნებობს.

“იმედი მაქვს, რომ “რეალი” ჩემს გადაბირებას გადაწყვეტს. ჯერ კიდევ ველოდები მათგან წინადადებას.

ნებისმიერ ფეხბურთელს გააბედნიერებს ის ფაქტი, რომ მისი გადაბირება “რეალს” სურს. მაგრამ, ამ დროისთვის, მე კვლავ “ნიუკასლის” ფეხბურთელი ვარ.

მჯერა, რომ გულშემატკივრები გამიგებენ. მე ამ კლუბისთვის ყველაფერი გავიღე. მაგრამ, ახლა მინდა, რომ დიდ მატჩებშიც მივიღო მონაწილეობა, რისთვისაც სხვა კლუბში მომიწევს გადასვლა.

მინდა პრემიერ ლიგაში ვითამაშო, მინდა დიდი კლუბის რიგებში თამაში, თამაში ჩემპიონთა ლიგაზე. ამიტომაც უნდა დავტოვო კლუბი ახლა.”

სისოკო: “რეალში” გადასვლით ბავშვობის ოცნებას ავიხდენ”

ინგლისური “ნიუკასლის” ფრანგმა ნახევარმცველმა, მუსა სისოკომ აღიარა, რომ “რეალში” თამაშზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა და რომ დიდი სიამოვნებით ითამაშებს მადრიდში, თუ ეს “ბლანკოსის” ინტერესებშიც შევა.

“რეალის” ინტერესზე საუბრისას, მან განაცხადა: “ეს ძალზედ მსიამოვნებს. ვის არ მოეწონება ის, რომ მისი გადაბირებით მსოფლიოს საუკეთესო კლუბია დაინტერესებული.

მარტივია – როდესაც ახალგაზრდა ხარ და ფეხბურთის თამაშს იწყებ, ავტომატურად ოცნებობ პროფესიონალ ფეხბურთელობაზე და ისეთ კლუბებში თამაშზე, როგორიც “რეალი” და “მანჩესტერ იუნაიტედია”.

მე ჩემი სამუშაოს კეთებას გავაგრძელებ და თუ ისეთი კლუბი, როგორიც “რეალია”, ჩემით დაინტერესდება ეს უზარმაზარი რამ იქნება ჩემთვის. რთულია ასეთი კლუბებისთვის უარის თქმა.”

ოფიციალურად: “ლივერპულმა” ჯორჯინიო ვეინალდუმი გაიფორმა

ინგლისური “ლივერპულის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა “ნიუკასლის” შემტევის, ჯორჯინიო ვეინალდუმის ტრანსფერი დაადასტურა.

ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რომელმაც “წითლებთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, აშშ-ში უახლოეს მომავალში გაფრინდება, რათა იურგენ კლოპის გუნდს შეუერთდეს, რომელიც საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე იღებს მონაწილეობას.

“ლივერპულმა” ვეინალდუმის სანაცვლოდ “კაჭკაჭებს” 23 მილიონი ფუნტი გადაუხადა, რასაც შესაძლოა კიდევ 2 მილიონი დაემატოს ბონუსის სახით.

“პსვ-ს” ექს-ფეხბურთელი იურგენ კლოპის რიგით მეექვსე შენაძენი გახდა მატიპის, ლორის კარიუსის, სადიო მაეს, რაგნარ კლავანისა და ალექს მანიგერის შემდეგ.

უკვე ცნობილია ისიც, რომ ვეინალდუმი “ლივერპულში” 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

რაფაელ ბენიტესი პიტერ კრაუჩის გადაბირებით არის დაინტერესებული

როგორც ჩანს, რაფაელ ბენიტესს პიტერ კრაუჩთან მუშაობა მოენატრა – “ნიუკასლის” თავკაცი “სტოკ სიტის” შემტევის გადაბირებით არის დაინტერესებული.

ბენიტესისა და კრაუჩის თანამშრომლობა 2005 წელს დაიწყო, როდესაც ისინი ერთმანეთს “ლივერპულში” შეხვდნენ.

“ნიუკასლის” თავკაცმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე მოასწრო 5 ტრანსფერის განხორციელება, თუმცა ის კვლავ აპირებს ერთი თავდამსხმელის დამატებას გუნდში.

ესპანელი სპეციალისტი თვლის, რომ 35 წლის კრაუჩი იდეალური მეწყვილე იქნება გეილისათვის, რომელიც ჩემფიონშიპში გადაბარგებულმა გუნდმა 10 მილიონ ფუნტად შეიძინა “კრისტალ პალასიდან”.

Sky Sports: ბენიტესმა “ნიუკასლთან” 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა

Sky Sports-ის მიერ მოპოვებული უახლესი ინფორმაციის თანახმად “ნიუკასლის” ამჟამინდელი თავკაცი, რაფა ბენიტესი კლუბიდან წასვლას არ აპირებს.

როგორც იცით, 56 წლის სპეციალისტმა მარტში “კაჭკაჭებთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ამ კონტრაქტში აღნიშნული იყო სპეციალური პუნქტი, რომლის თანახმადაც რაფას სეზონის ბოლოს შეეძლო კონტრაქტის გაუქმება.

ბენიტესის მიზანი, რომელმაც კლუბში სტივ მაკლარენი ჩაანაცვლა, გუნდის პრემიერ ლიგაში დატოვება იყო, რომელიც ვერ შეასრულა. ამიტომაც უცხოური მედია აქტიურად ალაპარაკდა მის წასვლაზე.

თუმცა როგორც ინგლისური გამოცემა გვამცნობს, ის წასვლას არ აპირებს და კლუბთან ახალი, 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

მორატი: “ბენიტესის მწვრთნელად დანიშვნა შეცდომა იყო”

“ინტერის” ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ აღიარა, რომ ჟოზე მოურინიოს გაშვება და მისი რაფაელ ბენიტესით ჩანაცვლება (2010-ში) დიდი შეცდომა იყო.

შეგახსენებთ, რომ “ინტერიდან” წასვლამდე ტრიპლეტის შესრულება მოახერხა “ნერაძურისთან” ერთად, რის შემდეგადაც ის მადრიდში გადაბარგდა.

“არასწორი არჩევანი გავაკეთეთ. მართალია, ბენიტესი მზად იყო, თანაც მოტივირებული, თუმცა მათ პიროვნებებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდი იყო.

ბენიტესი ფეხბურთელებს წარსულის დავიწყებისაკენ მოუწოდებდა. გვეშინოდა უკან გახედვა და იმით ამაყობა, რაც გავაკეთეთ. არ შეგვეძლო აღნიშვნა, ასე რომ წინა სეზონის ენთუზიაზმიც გაგვიქრა.”

რაფაელ ბენიტესს კერიკის გადაბირება სურს, რომლის კონტრაქტიც სულ მალე იწურება

“ნიუკასლ იუნაიტედი” ერთ-ერთია იმ 5 კლუბთაგან, რომელიც მაიკლ კერიკის გადაბირებას სცდილობს. მაგრამ თავად ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ “მანჩესტერთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას შეძლებს.

ინგლისელი ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი “ოლდ ტრაფორდის” ბინადარ კლუბთან სეზონის ბოლოს იწურება. Goal-ის ცნობით, ზაფხულში კერიკი ბენიტესის პრიორიტეტული სამიზნე იქნება.

კერიკს “წითელი ეშმაკის” როლში 411 მატჩი აქვს ჩატარებული 2006 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც მან “ტოტენჰემი” დატოვა. ინგლისელმა 5-ჯერ მოიგო პრემიერ ლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართა 2008 წელს.

დოსტის გადაბირებაზე პრეტენზიას პრემიერ ლიგის 3 გუნდი აცხადებს

“ნიუკასლის”, “საუთჰემპტონისა” და “სტოკ სიტის” ხელმძღვანელები “ვოლფსბურგის” თავდამსხმელის, ბას დოსტის შეძენას აპირებენ. ინფორმაციას გერმანული გამოცემა, Sport Bild აცხადებს.

გერმანიაში ბოლო დროს აქტიურად მიდიოდა სპეკულაციები ბას დოსტის მდგომარეობაზე, რომელიც გერმანულ კლუბში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს.

“სტოკის” ხელმძღვანელობა დოსტში დიუფისა და ბოიანის დამხმარეს ხედავს, როცა “საუთჰემპტონი” პელეს ჩამნაცვლებელს, ეძებს, რომელიც დიდი ალბათობით იტალიაში გადაბარგდება.

15 მილიონ ფუნტად შეფასებული თავდამსხმელის გადაბირება “ნიუკასლსაც” სურს, რომელთა ახალი მთავარი მწვრთნელიც იმედოვნებს, რომ გუნდი კვლავ გააგრძელებს პრემიერ ლიგაში ასპარეზობას.