გივი თოდუა რუსეთის ნაკრებში თამაშზე ოცნებობს

რუსულ პრესაში დღეს ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ИТАР-ТАСС – ის ცნობით 19 წლის გივი თოდუამ კონტრაქტი ინგლისურ “ნიუკასლთან” გააფორმა და ამიერიდან ამ ცნობილი გუნიდს სისტემაში იქნება.

“წელს კონტრაქტის გაფორმებას “მიდლსბროსთან” ვაპირებდი, თუმცა ბოლო მომენტში ჩემით “ნიუკასლი” დაინტერესდა და არჩევანიც ამ გუნდზე შევაჩერე.

“2010 წლიდან “სანდერლენდის” ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი და ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებშიც კი მივიღე მიწვევა, მაგრამ სამწუხაროდ თამაში ვერ მოვახერხე” – განაცხადა თოდუამ ИТАР-ТАСС – სთან საუბრისას. 

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ისიც აღნიშნა, რომ დაინტერესების შემთხვევაში რუსეთის ნაკრებში სიამოვნებით ითამაშებდა.

“მოსკოვში დავიბადე და ინგლისში საცხოვრებლად 2007 წელს გადავედი. რა თქმა უნდა, მშობლიურ რუსეთის ნაკრებში თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა. რაც შეეხება რუსეთის ჩემპიონატში ასპარეზობას, ამაზე ჯერ არ მიფიქრია. ამ ეტაპზე ჩემი მიზანი ევროპაში წარმატების მიღწევაა.” 

აღსანიშნავია, რომ ამ მოთამაშეზე ინტერნეტში ფაქტობრივად არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. დამაჯერებლად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ თოდუა გასულ სეზონში “მიდლსბროს” ფუტსალის გუნდის ღირსებას იცავდა…

ოფიციალურად: დებიუში „არსენალში“ გადავიდა

„ნიუკასლ იუნაიტედის“ მცველი მატიე დებიუში, როგორც მოსალოდნელი იყო, კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს. ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

„მეთოფეთა“ ვებგვერდის ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა „არსენალთან“ გრძელვადიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

„ვამაყობ, რომ ისეთ დიდებულ კლუბში გადავედი, როგორიც „არსენალია“. ეს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მოუთმენლად ველოდები არსენ ვენგერთან ერთად მუშაობას. ვეცდები, რომ გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში საოცარი გრძნობაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ „არსენალს“ ტიტულების მოგებაში დავეხმარო“, – დებიუშის სიტყვები „არსენალის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „ნიუკასლმა“ დებიუშის სანაცვლოდ 8 მილიონი ფუნტი მიიღო.

 

ოფიციალურად: „ნიუკასლმა“ ფრანგი თავდამსხმელი გაიფორმა

„მონაკოს“ თავდამსხმელი ემანუელ რივიერი კარიერას ინგლისურ „ნიუკასლ იუნაიტედში“ გააგრძელებს.

24 წლის ფეხბურთელმა „კაჭკაჭებთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება არ ხმაურდება.

„ბედნიერი ვარ, რომ „ნიუკასლში“ გადმოვედი. როდესაც კლუბი ამ შემოთავაზებით დამიკავშირდა, მყისიერად განვაცხადე თანხმობა. ეს ადვილი გადასაწყვეტი იყო, რადგან „ნიუკასლი“ დიდი კლუბია, დიდებული ქომაგები ჰყავს, კარგი სტადიონი აქვს. ყოველთვის ვოცნებობდი პრემიერლიგაში თამაშზე, „ნიუკასლმა“ კი ამის შესაძლებლობა მომცა“, – რივიერის სიტყვები ინგლისური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ემანუელ რივიერმა საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 30 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

 

დებიუშიმ „არსენალში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა

„ნიუკასლ იუნაიტედისა“ და საფრანგეთის ნაკრების მარჯვენაფლანგელმა მცველმა მატიე დებიუშიმ გუშინ საღამოს ლონდონის „არსენალში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა.

როგორც მოგეხსენებათ, ბაკარი სანიამ ჩრდილოლონდონური კლუბი დატოვა, დებიუშის კი სწორედ მის შემცვლელად ხედავენ.

ტრანსფერის თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია. უახლოეს პერიოდში დებიუში ოფიციალურად უნდა გამოაცხადონ „არსენალის“ ფეხბურთელად.

აღსანიშნავია, რომ 28 წლის ფრანგი მცველის ტრანსფერის ღირებულება 11 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, თუმცა თუ დებიუში თავს კარგად წარმოაჩენს, „ნიუკასლი“ გაცილებით მეტ მიიღებს.

 

“ნიუკასლს” კაბელა მოუნდა

“ნიუკასლი” ფრანგული “მონპელიეს” ნახევარმცველით რემი კაბელას გადაბირებით არის დაინტერესებული.

24 წლის ფეხბურთელმა სეზონის დასრულების წინ კლუბის გამოცვლის სურვილი გამოთქვა. მისთვის ბრძლაში ფავორიტი სწორედ “ნიუკასლია”.

ფრანგული პრესის ცნობით უახლოეს დღეებში “კაჭკაჭების” ხელმძღვანელობა ფეხბურთელის მამას შეხვდება, რომელიც მისი აგენტიც არის, და კონტრაქტის დეტალებზე გაესაუბრება.

ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, ვრცელდება ხმები, რომ “მონპელიე” ფეხბურთელს 15 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაუშვებს.

ლუის სუარესის ბრწყინვალე გოლი, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა

11 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ლივერპულსა” და “ნიუკასლს” შორის გამართულ მატჩში (2:1), მსაჯმა ლუის სუარესი მიერ გატანილი გოლი იმიტომ არ ჩათვალა, რომ ურუგვაელმა საჯარიმო ნაადრევად დაარტყა.

მესუთ იოზილის მშვენიერი ფინტი “ნიუკასლთან” მატჩში

28 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “არსენალსა” და “ნიუკასლს” შორის გამართულ მატჩში (3:0), მესუთ იოზილმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მშვენიერი ფინტით მოატყუა.

ბენ არფა “არსენალთან” არ ითამაშებს

“ნიუკასლის” მწვრთნელმა ალან პარდიუმ ჰატემ ბენ არფა დღეს საღამოს “არსენალთან” გასამართი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

“მწვრთნელმა განაცხადში არ შემიყვანა. თუმცა, ეს პრობლემა არ არის. იმედია გამარჯვების მოპოვებას შევძლებთ და ჩვენს გულშემატკივარს გავახარებთ” – წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

მიმდინარე სეზონში ბენ არფამ სასტარტოში მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა. დიდი ალბათობით ფრანგი “სენტ ჯეიმს პარკს” სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

ბენ არფა „ნიუკასლს“ ტოვებს

„ნიუკასლ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ჰატემ ბენ არფა სეზონის ბოლო კლუბს დატოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სპორტული ინტერნეტ-პორტალი goal.com-ი ავრცელებს.

ფრანგ ფეხბურთელს „კაჭკაჭებთან“ კონტრაქტი 2015 წელს ეწურება, თუმცა კლუბი მასთან შელევას ამ წლის ზაფხულში აპირებს. ბენ არფას მიმდინარე სეზონში რეგულარული თამაშის პრაქტიკა არ აქვს, კლუბის ხელმძღვანელობა მისით უკმაყოფილოა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბენ არფას მიმართ ინტერესს „რომა“ და ლონდონის „არსენალი“ იჩენენ.

მიმდინარე სეზონში ბენ არფამ 27 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ბექა დოგრაშვილი

ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბების ყველაზე მდიდარი მფლობელები

სპორტულმა პორტალმა GiveMeSport-მა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბების ათი ყველაზე მდიდარი მფლობელი დაასახელა.

*თანხები მოცემულია დოლარებში

10. მაიკ ეშლი (“ნიუკასლი”) – 2.8 მილიარდი

9. კატალინა ლიებერი (“საუთჰემპტონი”) – 3 მილიარდი

8. შაჰიდ ხანი (“ფულჰემი”) – 3.8 მილარდი

6-7. ელის შორტი (“სანდერლენდი”) – 4 მილიარდი

6-7. სტან კროენკე (“არსენალი”) – 4 მილიარდი

5. ჯო ლევისი (“ტოტენჰემი”) – 4.2 მილიარდი

4. მალკომ გლაზერი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 4.5 მილიარდი

3. რომან აბრამოვიჩი (“ჩელსი”) – 13.8 მილიარდი

2. ალიშერ უსმანოვი (“არსენალი”) – 18.6 მილიარდი

1. მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაიანი (“მანჩესტერ სიტი”) – 31.5 მილიარდი

ხუან მატამ “ნიუკასლს” საჯარიმოდან გაუტანა

5 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ნიუკასლსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში, ხუან მატამ მეტოქეს საჯარიმო დარტყმით გაუტანა.

“საუთჰემპტონის” ფეხბურთელის ულამაზესი გოლი

29 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “საუთჰემპტონმა” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლი” მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “საუთჰემპტონის” ფეხბურთელმა ადამ ლალანამ მეტოქის კარი უძლიერესი დატყმით აიღო.