ნოიერი 2017 წელს ვეღარ ითამაშებს

მიუნხენის “ბაიერნის” გოლკიპერი, მანუელ ნოიერი კლუბს 2018 წლის იანვრამდე ვეღარ დაეხმარება. ამის შესახებ ბავარიელთა ოფიციალური საიტი იტყობინება.

მანუელს მარცხენა ფეხზე არსებულ მოტეხილობაზე ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა გერმანელი კიპერი რამდენიმე თვის მანძილზე გააგრძელებს მკურნალობას.

შეგახსენებთ, რომ ნოიერმა ტრავმა იმავე ფეხზე გასული სეზონის აპრილში მიიღო, ოპერაციაც გაიკეთა და აგვისტოში მოედანს დაუბრუნდა. თუმცა, მას ახლა ახალი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

“ბაიერნი” – “რეალი”: ლევანდოვსკი ვარჯიშს კვლავ ვერ ახერხებს

ოთხშაბათს, “ალიანც არენაზე” მიუნხენის “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში მადრიდის “რეალს” მიიღებს. ამ მატჩში, შესაძლოა, გერმანელებს მთავარი დამრტყმელი ძალა, რობერტ ლევანდოვსკი არ ჰყავდეთ.

პოლონელმა შემტევმა, რომელმაც ბუნდესლიგის უკანასკნელ შეხვედრაში დორტმუნდულ “ბორუსიას” ორი გოლი გაუტანა, მხარი დაიზიანა. ვარაუდობდნენ, რომ იგი მინდორზე მალე დაბრუნებოდა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, უპრინციპულეს მეტოქესთან ერთ ტაიმს მაინც ითამაშებდა, თუმცა საქმე ასე მარტივადაც არაა. ლევანდოვსკი არც ორშაბათის ვარჯიშის სესიაზე იყო. მისი თამაში კვლავ საეჭვოა.

სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა თომას მიულერი. მანუელ ნოიერი გამოჯანმრთელებას ცდილობს და მისი ამბავი კვლავ გაურკვეველია, ხოლო, მატს ჰუმელსის ნახსენებ შეხვედრაში მონაწილეობა გამოირიცხა.

ჰუმელსი “რეალთან” გამოირიცხა

12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნი” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. როგორც ირკვევა აღნიშნულ მატჩში გერმანელთა ერთ-ერთი ლიდერი, მატს ჰუმელსი ვერ მიიღებს მონაწილეობას.

კარლო ანჩელოტიმ ბუნდესლიგის ბოლო დაპირისპირებაში (დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ) ჰუმელსი ბოლო ათი წუთი ათამაშა. უკანახაზელი დღეს ვარჯიშზეც იყო. სწორედ იქ მიიღო ტრავმა.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მატსს კოჭი აქვს დაზიანებული და ის მინიმუმ “რეალთან” პირველ მატჩში ვერ ითამაშებს.

სამაგიეროდ, დაბრუნდა თომას მიულერი, რომელმაც დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა. ეჭვქვეშაა მანუელ ნოეირს თამაში, რომელიც განცალკევებით ირჯება და ცდილობს გამოჯანმრთელებას.

კარიკატურა: რას აკეთებდა მანუელ ნოიერი “არსენალთან” შეხვედრაში? (ფოტო)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მიუნხენის “ბაიერნი” ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 5-1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ბავარიელთა მეკარეს, მანუელ ნოიერს ერთადერთი გოლი გაუვიდა. მას იშვითად აწუხებდა მეტოქის შეტევები.

ომარ მომანის აზრით, გერმანელ კიპერის მთელი მატჩის მანძილზე პიკნიკი ჰქონდა.

 

ბუფონი: “ადრეც ვთქვი, რომ ნოიერი ჩემზე კარგი მეკარეა”

იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა მანუელ ნოიერთან შედარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანელი მასზე უკეთესი კარის დარაჯია.

“ადრეც მითქვამს, რომ ნოიერი ჩემზე უკეთესი მეკარეა. სიმართლე გითხრათ, ასეთ საკითხებზე ბევრს არ ვფიქრობ. კარგად ვიცი, რას წარმოვადგენდი წარსულში, რას წარმოვადგენ ახლა და როგორი ვიქნები ორ წელიწადში, ამიტომ მშვიდად ვარ.

ჩემი აზრით, ნოიერის 38 წლის მეკარესთან შედარება არასწორია. ერთმანეთს ბოლო ოთხი-სეზონის განმავლობაში ნაჩვენები თამაშით უნდა შეგვადარონ. ამ შემთხვევაში კი, ვიტყვი, რომ ის ყველა ასპექტში შესანიშნავია”, – თქვა ბუფონმა.

ბუფონი: “რასაც ნოიერი ახლა აკეთებს, მას “პარმაში” ყოფნის დროს ვაკეთებდი”

ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯმა ჯანლუიჯი ბუფონმა მანუელ ნოიერზე ისაუბრა და თქვა, რომ რასაც გერმანელი ახლა აკეთებს, ის მას “პარმაში” ყოფნის დროს აკეთებდა.

შეგახსენებთ, რომ ნოიერი მატჩის მიმდინარეობისას ფეხით ხშირად თამაშობს, საჯარიმოს ტოვებს და მეკარისათვის არადამახასიათებლად მოქმედებს.

“რასაც ნოიერი ახლა აკეთებ, მას “პარმაში” ყოფნის დროს ვაკეთებდი, როცა მალეზანის ხელმძღვანებლობით უეფას თასი, იტალიის თასი და სუპერთასი მოვიგეთ. ფეხით თამაში ყოველთვის მომწონდა.

დაიკარგა თუ არა იტალიელი მეკარეების სკოლა? აქ თუ 100 სეივს გავაკეთებ და ერთ შეცდომას დავუშვებ, მთელი კვირის განმავლობაში სწორედ შეცდომაზე ისაუბრებენ. უცხოეთში საქმე სხვაგვარადაა, რადგან შეცდომის მალე დავიწყება შესაძლებელია”, – უთხრა ჯიჯიმ So Foot-ს.

ნოიერი:”იუვეს” არანაირი ფისქოლოგიური უპირატესობა არ ექნება”

მანუელ ნოიერი თვლის, რომ ტურინში შესრულებული ქამ-ბექის მიუხედავად, “ბებერ ქალბატონს” არანაირი ფსიქოლოგიური უპირატესობა არ ექნება “ალიანს არენაზე” გასამართი მატჩის წინ.

“იუვენტუსის” ფსიქოლოგიური უპირატესობა? არამგონია მსგავსი რამ არსებობდეს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ გასვლაზე ორი გოლის გატანა მოვახერხეთ.

სამწუხაროა, რომ ჩვენ თავი გამარჯვებით ვერ დავასაჩუქრეთ. თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და ასე იქნებოდა მატჩი 2-0 რომ დასრულებულიყო. ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც დავისაჯეთ კიდეც.”

მსოფლიოს ექვსი საუკეთესო მეკარე

თანამედროვე ფეხბურთში ხშირად მიდის კამათი იმაზე, თუ რომელი მეკარეა მსოფლიოში საუკეთესო. აზრები სხვადასხვანაირად იყოფა. ჩვენ კი წარმოგიდგენთ დღეისათვის მსოფლიოს ექვს საუკეთესო მეკარეს.

6. კეილორ ნავასი

<> at Estadio Anoeta on August 31, 2014 in San Sebastian, Spain.
<> at Estadio Anoeta on August 31, 2014 in San Sebastian, Spain.

კოსტა რიკელმა კარის დარაჯმა სახელი ”ლევანტეში” თამაშით გაითქვა. საშუალოზე დაბალი დონის პრიმერა დივიზიონის კლუბის კარში საიმედო მეკარე იდგა. 29 წლის ნავასმა განსაკუთრებულად კარგად თავი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმოაჩინა, რის შემდეგაც მადრიდის ”რეალში” გადაბაგრდა. ”სამეფო კლუბის” რიგებში თავდაპირველად იგი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა მიმდინადრე სეზონის დასაწყისში იკერ კასილასის წასვლის შემდეგ ბერნაბეუს ბინადართა ძირითად მეკარედ იქცა. კოსტა რიკელი ზაფხულში ”მანჩესტერში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა კურიოზული ფაქტის გამო იგი კვლავ ”რეალში” დარჩა.

5. პეტრ ჩეხი

5

33 წლის კარის დარაჯი დიდი ხნის განმავლობაში ”ჩელსის” ძირითადი მეკარე იყო, თუმცა გუნდში ტიბო კურტუას მოსვლის შემდეგ მისთვის ყველაფერი ცუდად წავიდა. ჩეხმა გოლკიპერმა ერთი სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, მიმდინარე სეზონის დასაწყისში კი ლონდონის ”არსენალში” გადაბარგდა. არსენ ვენგერმა მას ”მეთოფეთა” კარის დაცვა ანდო და შედეგმაც არ დააყოვნა. ”არსენალი” პრემიერ ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია. ჩეხი კი თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედაა მიჩნეული.

4. ჯანლუიჯი ბუფონი

4

37 წლის იტალიელი მეკარე ბევრის აზრით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ბუფონი, რომელმაც ”იუვენტუსს” უერთგულა და კალჩოპოლის სკანდალის დროს სერბია ბ-შიც გაყვა, გუნდის ნამდვილი ლეგენდაა. მას ”ბებერი ქალბატონის” რიგებში არაერთი ტიტული აქვს მოგებული. ჯიჯი იტალიის ნაკრებში კვლავ ასპარეზობს და ”სკუადრა აძურას” კარს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზეც დაიცავს.

3. ტიბო კურტუა

Thibaut Courtois

”გენკში” აღმოჩენილი ტალანტი ”ჩელსიმ” 2011 წელს შეიძინა და მადრიდის ”ატლეტიკოში” გაანათხოვრა. კურტუამ ”როხიბლანკოს” რიგებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა. მან ყოფილ კლუბში ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა, სადაც მადრიდის ”რეალთან” დამარცხდა. ”ჩელსიში” იგი ჟოზე მოურინიომ დააბრუნა და ძირითადი მეკარის სტატუსი მიანიჭა. 23 წლის ბელგიელი საკუთარი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების კარსაც იცავს.

2. დავიდ დე ხეა

”მანჩესტერში” კურიოზულად დარჩენილმა დე ხეამ თავი ”ატლეტიკოში” თამაშით გაითქვა, რის შემდეგადაც ”წითელი ეშმაკების” რიგებში გადაბარგდა. სერ ალექს ფერგიუსონმა იგი ძირითად მეკარედ აქცია და ედვინ ვან დერ საარის წასვლის შემდეგ ”ოლდ ტრაფორდის” ბინადრებს მისი ღირსეული შემცვლელიც გამოუჩნდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი 25 წლის ესპანელი მადრიდის ”რეალში” თითქმის გადასული იყო, თუმცა კურიოზული ფაქტის გამო იგი ”მანჩესტერში” დარჩა.

1. მანუელ ნოიერი

ÍÏÉÅÑ  ÏËÕÌÐÉÁÊÏÓ - ÌÐÁÃÅÑÍ (ÔÓÁÌÐÉÏÍÓ ËÉÃÊ 2015-2016)  NEUER  OLYMPIAKOS - BAYERN (CHAMPIONS LEAGUE 2015-2016)

გელზერკირხენის ”შალკეს” აღზრდილი ნოიერი თანამედროვე გერმანულ ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავია. ლევან კობიაშვილის ყოფილი თანაგუნდელი 2011 წელს მიუნხენის ”ბაიერნში” გადაბარგდა და მას შემდეგ ძირითადი მეკარის სტატუსს არ კარგავს. ნოიერს ”რეკორდმაისტერის” რიგებში არაერთი ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის კი გამოსარჩევი ჩემპიონთა ლიგაა. 29 წლის კარის დარაჯი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარეცაა. 2014 წელს მან მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალიც მოიპოვა.

ნოიერი: “არსენალი” ჩემი შეცდომის წყალობით დაწინაურდა”

მიუნხენის “ბაიერნის” კარის დარაჯი მანუელ ნოიერი აღიარებს, რომ მან ლონდონის “არსენალთან” გამართულ მატჩში შეცდომა დაუშვა.

შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს, ლონდონელებმა ბავარიელები საკუთარ მოედანზე ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.

“შესაძლოა, ფრეს სამართლიანი შედეგი ყოფილიყო, მაგრამ მე შეცდომა დავუშვი. ჩემი შეცდომის წყალობით, “არსენალი” წინ გავიდა და დავმარცხდით”, – თქვა ნოიერმა.

მანუელ ნოიერმა დღევანდელ მატჩში საოცრება გააკეთა (ვიდეო)

22 სექტემბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ბაიერნსა” და “ვოლფსბურგს” შორის გამართულ მატჩში, მანუელ ნოიერმა საკუთარი კარი დატოვა და მეტოქის ნახევარზე გადავიდა.

“ბაიერნში” ვიცე-კაპიტანი აირჩიეს

სოციალურ ქსელ Twitter-ში, მიუნხენის “ბაიერნის” ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, თუ ვინ იქნება გუნდის კაპიტანი.

როგორც ცნობილი გახდა, ბავარიელებს ფილიპ ლამი უკაპიტნებს, ვიცე-კაპიტანი იქნება მანუელ ნოიერი, ხოლო მესამე კაპიტანი – თომას მიულერი.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გუნდის ვიცე-კაპიტანი ბასტიან შვაინშტაიგერი იყო, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა.

რა გაუკეთა კევინ დე ბრუინმა მანუელ ნოიერს გუშინდელ მატჩში (ვიდეო)

1 აგვისტოს, გერმანიის სუპერთასზე, “ბაიერნსა” და “ვოლფსბურგს” შორის გამართულ მატჩში, კევინ დე ბრუინმა წინ გამოსული მანუელ ნოიერი მოატყუა, შემდეგ კი ცარიელ კარში გოლის გატანა ვერ მოახერხა.