მოგეხსენებათ, დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე, ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის ფინალი უნდა გამართულიყო, რომელშიც ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი გავიდნენ.
სამწუხაროდ, თამაშის დაწყებამდე გარკვეული პერიოდით ადრე ფედერერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტრავმის გამო თამაშს ვერ შეძლებს.
„გუშინ საღამოს და დღეს დილით ყველაფერი გავაკეთე, რათა მზად ვყოფილიყავი. ვსვამდი წამლებს და ვვარჯიშობდი. თუმცა, ნოვაკთან სათამაშოდ მზად მაინც არ ვარ. ჩემს ასაკში ახლა თამაში ძალიან სარისკო იქნებოდა. იმედია, გამიგებთ.
ვავრინკასთან მატჩში ზურგი ვიტკინე. გული დამწყდა და ვიმედოვნებ, რომ გამოჯანმრთელებას შევძლებ“, – განაცხადა შვეიცარელმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ფედერერმა თანამემამულე ვავრინკა დაამარცხა და 48 წუთის განმავლობაში ითამაშა.