ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეექვსედ მოიგო

პლანეტის პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიიის ღია პირველობის ფინალში ბრიტანელ ენდი მარის ანგარიშით 6:1, 7:5, 7:6 (7:3) მოუგო. შეხვედრა 2 საათსა და 52 წუთს გაგრძელდა, ნოვაკმა 31 გათამაშება მოიგო და 41 შეცდომა დაუშვა. ენდის ამ მაჩვენებლებმა კი, შესბამისად, 40 მდა 65 შეადგინეს. სერბმა 7 ეისი შეასრულა, 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 12 ბრეიკ-პოინტიდან 5 მოიგო და თავის მოწოდებაზე მხოლოდ 2 გეიმი დათმო.

28 წლის სპორტსმენისთვის ეს მეექვსედ მოგებული „Australian Open“-ა. ამ ხვრივ მან ტურნირის რეკორდი დაამყარა და ლეგენდარულ როი ემერსონს გაუტოლდა. ამით ჯოკოვიჩა ჯამში მე-11 „დიდი სლემის“ ტურნირი მოიგო.

ენდრი მარი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მეხუთედ გავიდა

დასრულდა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალური ეტაპის მეროე შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ბრიტანელი ენდი მარი და კანადელი მილოშ რაონიჩი შეხვდნენ. შეხვედრა ხუთსეტიანი გამოდგა და ბრიტანელის გამარჯვებით დასრულდა.

პირველი სეტის დასაწყისში რაონიჩმა ბრეიკის აღება შეძლო, რაც მას სეტის ანაგრიშით 6:4 მოგებაში დაეხმარა. მეორე მეოთხედში უკეთესი მარი გამოდგა, სეტი მისი გამარჯვებით, 7:5 დასრულდა. მესამე სეტი თანაბარი იყო და მისი ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც უკეთესი მილოში გამოდგა, რომელმაც ბოლო ქულა აისით მოიპოვა. მეოთხე სეტის მარიმ წონასწორობის აღდგენა შეძლო, ბოლო სეტის წინ კი რაონიჩს ტრავმა გამუწვავდა, ენდის კი დაღილი მეტოქის ანაგრიშთ 6:2 დამარცხება არ გასწირვებია.

საბოლოოდ, მარი ავსტრალიის ღა პირველობის ფინალში გავიდა, რომელიც მისთვის მეხუთე იქნება. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ის ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება, რომელმაც გუშინ ოთხ სეტში როჯერ ფედერერი დაამარცხა.

მატჩი კვირას, 31 იანვარს შედგება.

ენდი მარეი (ბრიტანეთი) – მილოშ რაონიჩი (კანადა) (4:6, 7:5, 6:7, 6:4, 6:2)

ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მოიგო!

დასრულდა უიმბლდონის კაცთა 2015 წლის გათამაშების ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს პლანეტის პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ტურნირის შვიდგზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი შევხდნენ.

პირველი სეტი თანაბარი გამოდგა, მისი ბედი ტაიბრეიკზე გაირკვა, რომელშიც ჯოკოვიჩმა ფედერერი უშანსოდ დატოვა. მეორე სეტი მსგავსი სცენარით მიმდინარეობდა, თუმცა ამჯერად ტაიბრეიკი დაძაბული გამოდგა და შვეიცარელმა სეტის მოგება შეძლო. მესამე სეტის შუა ნაწილის მიმდინარეობისას წვიმა წამოვიდა, რის გამოც მატჩი ცოტა ხნით შეწყდა. საბოლოოდ, პაუზამ უკეთესად ჯოკოვიჩზე იმოქმედა და მესამე სეტი მან 6:4 მოიგო. მეოთხე სეტში კი სერბმა ორი ბრეიკი მიითვალა და 6:3 გაიმარჯვა.

აქედან გამომდინარე, ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მესამედ მოიგო. ცნობისთვის, წელს მთავარ ტიტულებს შორის მან ასევე ავსტრალიის ღია პირველობის მოგება მოახერხა და „როლანდ გაროსის“ ფინალამდე მივიდა, სადაც სტანისლას ვავრინკასთან დამარცხდა.

იბრაჰიმოვიჩი ჯოკოვიჩის თამაშს დაესწრო (ფოტო)

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დღეს “როლან გაროსის” მეორე წრეზე მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ჟილ მიულერს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო.

ცნობისთვის, ჯოკოვიჩმა ლუქსემბურგელი მეტოქე სამ სეტში გაანადგურა: 6:1; 6:4; 6:4.

Zlatan

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეხუთედ მოიგო და ახალი რეკორდი დაამყარა

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში პლანეტის პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მეექვსე განთესილს, ბრიტანელ ენდი მარის სძლია. პირველი სეტი სერბმა ჩოგბურთელმა ანგარიშით 7:6 მოიგო (ტაიბრეიკზე ნოვაკმა 7:5 იმარჯვა). მეორე სეტის ბედი ასევე ტაიბრეიკზე გაირკვა – ამჯერად უკეთესო ბრიტანელი გამოდგა, რომელმაც 7:4 მოიგო. მესამე სეტში ჯოკოვიჩმა 6:3 იმარჯვა. საბოლოოდ, ტურნირი ნოლემ შემდეგშივე სეტში მოიგო და მარი უშანსოდ, ანგარიშით 6:0 დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის ისტორიაში ბოლო სეტში ანარაიშით 6:0 აქამდე არავის მოუგია. სათქმელი ისიცაა, რომ ამ გამარჯვებით ნოვაკი ტურნირის რეკორდსმენი გახდა – ამჟამად მის ანაგრიშზე ავსტრალიის ღია პირველობაზე ხუთი გამარჯვებაა. ამ მაჩვენებლით მან შვეიცარელ როჯერ ფედერერსა და ამერიკელ ანდრე აგასის აჯობა, რომლებმაც ავსტრალიის კორტებზე დიდი სლემის ტურნირი ოთხჯერ მოიგეს.

რაც შეეხება ენდი მარის, შოტლანდიელი ამ ტურნირის ფინალში მეოთხედ გავიდა, თუმცა იგი წინა წლების გადამწყვეტ მატჩებშიც დამარცხდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა “რეალისა” და “მილანის” ფეხბურთელებს საფეხბურთო ილეთები უჩვენა (ვიდეო)

30 დეკემბერს, დუბაიში, მადრიდის “რეალსა” და “მილანს” შორის გამართულ შეხვედრას ნოვაკ ჯოკოვიჩიც დაესწრო.

ნოიერი ევროპის წლის საუკეთესო სპორტსმენთა სამეულში მოხვდა

მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი ევროპის 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენთა შორის მოხვდა. აღნიშნული გამოკითხვა ევროპის სპორტული საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტებს შორის ჩატარდა.

პირველი ადგილი ფორმულა 1-ის ავტომბრბოლელმა ლუის ჰემილტონმა დაიკავა, რომელმაც სულ ერთი ხმით გაუსწრო მეორე პოზიციაზე გასულ ნოიერს, მესამე კი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი აღმოჩნდა.

 

ფედერერმა ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ვერ ითამაშა

მოგეხსენებათ, დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე, ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის ფინალი უნდა გამართულიყო, რომელშიც ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი გავიდნენ.

სამწუხაროდ, თამაშის დაწყებამდე გარკვეული პერიოდით ადრე ფედერერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტრავმის გამო თამაშს ვერ შეძლებს.

„გუშინ საღამოს და დღეს დილით ყველაფერი გავაკეთე, რათა მზად ვყოფილიყავი. ვსვამდი წამლებს და ვვარჯიშობდი. თუმცა, ნოვაკთან სათამაშოდ მზად მაინც არ ვარ. ჩემს ასაკში ახლა თამაში ძალიან სარისკო იქნებოდა. იმედია, გამიგებთ.

ვავრინკასთან მატჩში ზურგი ვიტკინე. გული დამწყდა და ვიმედოვნებ, რომ გამოჯანმრთელებას შევძლებ“, – განაცხადა შვეიცარელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფედერერმა თანამემამულე ვავრინკა დაამარცხა და 48 წუთის განმავლობაში ითამაშა.

ATP-ს მსოფლიო ტურის ფინალი : ფედერერი – ჯოკოვიჩი

დღეს ATP-ს მსოფლიო ტურის ფინალი გაიმართება. ფინალში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან. 2012 წლის შემდეგ ეს ორი ჩოგბურთელი ფინალში კიდევ ერთხელ შეხვდებიან. სამწუხაროდ, ფედერერისთვის 2012 წლის ფინალი წარუმატებელი აღმოჩნდა. იმ წელს ნოვაკ ჯოკოვიჩმა შესძლო შვეიცარიელის დამარცხება (7-6 (8-6) 7-5).

ATP-ს მსოფლიო ტურის ნახევარფინალი ორივე ჩოგბურთელისთვის დაძაბული გამოდგა. შვეიცარიელმა ვავრინკას დამარცხება სამ სეტში მოახერხა, საბოლოო ანგარიშით 2-1 (4-6, 7-5, 7-6 (8-6)).

ახლა კი რაც შეეხება სერბ ჩოგბურთელს, ნოვაკ ჯოკოვიჩს. იგი ტურნირის ნახევარფინალში იაპონელ ჩოგბურთელს კეი ნიშიკორის დაუპირისპირდა. ამ შეხვედრაშიც გამარჯვებულის ვინაობა სამ სეტში გამოვლინდა. (6-1,3-6 და 6-0).

ATP-ს მსოფლიო ტურის ფინალი გაიმართება დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე.

ნოვაკ ჯოკოვიჩს ვაჟი შეეძინა

მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვაჟი შეეძინა, რომელსაც სტეფანი დაარქვეს.

„დაიბადა ჩვენი ანგელოზი სტეფანი! ჩემი ბრწყინვალე მეუღლით ელენათი ვამაყობ! ყველას დიდი მადლობა სიყვარულისთვისა და თანადგომისთვის“, – დაწერა სერბმა თავისი ფეისბუქის გვერდზე.

მარიან ვაიდა: „ნოვაკმა რწმენა დაკარგა“

ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელმა მარიან ვაიდამ სერბი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალთან „როლან გაროსის“ ფინალურ მატჩში წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ნადალმა შეხვედრა ოთხ სეტში 3:6, 7:5, 6:2, 6:4 მოიგო.

„მატჩი უცნაური გამოდგა. რა თქმა უნდა, გული დაგვწყდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ რაფამ დღეს ნოვაკს აჯობა. ნოვაკმა თამაში კარგად დაიწყო და პირველ სეტში ყველაფერი გამოუვიდა, თუმცა შემდეგ სეტებში ბალანსის შენარჩუნება ვერ შეძლო, თანაც რაფამ სისწრაფეს მოუმატა. ამის გამო ჯოკოვიჩს ბურთს მოგერიება სულ უფრო და უფრო უჭირდა. არ ვიცი, მიხვდნენ თუ არა ამას მაყურებლები.

შემდგომ ნოვაკმა რწმენაც დაკარგა და ამასთან ერთად მას კუჭის პრობლემაც ჰქონდა. როდესაც ნადალის წინააღდეგ თამაშობ და თამაშის სადავეებს ვერ აკონტროლებ, სიტუაციის გამოსწორება თითქმის შეუძლებელია. მეოთხე სეტში ნოვაკმა უკუბრეიკი გააკეთა, მაგრამ რაფამ სეტის მოგება მაინც შეძლო. „დიდი სლემის“ ტურნირის ფინალში წაგება ორმაგად არასასიამოვნოა, თუმცა ეს სპორტია“, – განუცხადა ვაიდამ საფრანგეთიას ღია პირველობის ოფიციალურ საიტს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჯოკოვიჩი: „ნადალის წინააღმდეგ აგრესიულად ვითამაშებ“

პლანეტის მეორე ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალთან საფრანგეთის ღია პირველობის მოახლოებულ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ხვალ გაიმართება.

„როლან გაროსის კორტებზე ნადალი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ამიტომაც რაფას დამარცხების შანსი მხოლოდ მაშინ მექნება, თუ მთელი მატჩის გნამავლობაში აგრესიულად ვითამაშებ.

ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში როლან გაროსის კორტებზე ერთმანეთს ხშირად ვხვდებით. პირველ რიგში, გასახსენებელია შარშანდელი ნახევარფინალი, რომელიც ნადალმა მოიგო. მოახლოებულ ფინალში, შევეცდები, წინა შეცდომები აღარ გავიმეორო“, – განაცხადა სერბმა ჩოგბურთელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი