ნური შაჰინი: “მეორე ტაიმში ფეხბურთზე საერთოდ არ მიფიქრია”

დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელმა, ნური შაჰინმა პრესასთან გუშინდელ ინციდენტზე საუბრისას აღიარა, რომ ფეხბურთელები ჯერაც არ არიან შოკიდან გამოსულები.

“არასდროს დამავიწყდება ის სახეები, ამაში დარწმუნებული ვარ. შმელცერის გვერდით ვიჯექი, როდესაც მარკი დავინახე, შმელცერის სახე არასოდეს დამავიწყდება. დაუჯერებელი რამ იყო.

არ ვიცი გაიგებს თუ არა ხალხი ამას, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მატჩის მეორე ტაიმის მიმდინარეობისას ფეხბურთზე საერთოდ არ მიფიქრია.

სიმართლე გითხრათ, ჯერაც ვერ გამიანალიზებია, რა მოხდა. როდესაც სახლში მივედი და ვნახე, როგორ მელოდებოდნენ ჩემი მეუღლე და ვაჟი კარებთან, მაშინ მივხვდი, რაოდენ იღბლიანი ვარ,” – აცხადებს შაჰინი.

შაჰინი „ბაიერნის“ შესაჩერებლად ხუთას მილიონს ითხოვს

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველის ნური შაჰინის აზრით, მიუნხენის „ბაიერნის“ დომინირების გამო გერმანიის ბუნდესლიგა უინტერესო ტურნირია.

„რა თქმა უნდა, ამ სიტუაციას ისე შეგვიძლია შევხედოთ, როგორც ადამიანთა უმეტესობა. მაგალითად, ჟოზე მოურინიო. ვფიქრობ, ბუნდესლიგა კარგი ტურნირია.

შესაძლოა, ინგლისში მაღალი კონკურენციაა, მაგრამ ბუნდესლიგას რამდენიმე მილიარდი და ცოტა დრო რომ მივცეთ, ყველა ვარსკვლავი მხოლოდ აქ გადმოვა.

როგორ შევაჩეროთ „ბაიერნი“? მომეცით წელიწადში 500 მილიონი და იმ გუნდს აგიშენებთ, რომელიც ამას გააკეთებს“, – ციტირებს შაჰინს გერმანული გამოცემა „კიკერი“.

შაჰინი მოედანს უბრუნდება

“დორტმუნდის” ნახევარმცველმა ნური შაჰინმა ტრავმა მოირჩინა და საკუთარი გუნდის დასახმარებლად მზად არის. რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელმა ახალგაზრდული გუნდის მატჩშიც მიიღო მონაწილეობა

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში შაჰინს ჯერჯერობით არ უთამაშია. უკანასკნელი ოფიციალური მატჩი ფეხბურთელმა მაისში ითამაშა.

დორტმუნდის “ბორუსია”, რომელიც ბუნდესლიგაში მე-15 პოზიციაზე იმყოფება, მოდმევნო ტურის შეხვედრას “პადერბორნთან” გამართავს.

 

ნური შაჰინი 1:0 მესუთ იოზილი – დორტმუნდელმა ლონდონელს ფეხებში ბურთი გაუძვრინა

როგორც იცით, 6 ნოემბერს, დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

აღნიშულ შეხვედრაში, დორტმუნდელთა ნახევარმცველმა, ნური შაჰინმა ლონდონელ მესუთ იოზილს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.

ნური შაჰინი: “არსენალში” გადასვლასთან ახლოს სამჯერ ვიყავი”

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი, ნური შაჰინი აცხადებს, რომ წარსულში, მას ლონდონის “არსენალში” გადასვლა რამდენჯერმე შეეძლო.

შეგახსენებთ, რომ შაჰინმა კარიერა “ბორუსიაში” დაიწყო. 2011 წელს, თურქი მოთამაშე მადრიდის “რეალს” შეუერთდა. ახლა კი, იჯარით ისევ დორტმუნდელთა რიგებში გამოდის.

“კარიერის განმავლობაში, “არსენალში” გადასვლასთან ახლოს სამჯერ ვიყავი, განსაკუთრებით კი 2012 წელს. თუმცა, ასეთი რამ ფეხბურთში ხშირად ხდება. პირველად, ლონდონელებს ჩემი შეძენა მაშინ სურდათ, როცა 16 წლის ვიყავი”, – ამბობს შაჰინი.