დურანტმა ჟურნალისტს უტვინო უწოდა

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ფორვარდი კევინ დურანტი ჟურნალისტ კრის პალმერის სიტყვებით უკმაყოფილო დარჩა. ცნობისთვის, პალმერმა „ოკლაჰომას“ ხელმძღვანელობა ნიკ კოლისონთან კონტრაქტის გახანგრძლივების გამო გააკრიტიკა.

„მოთამაშემ, რომელიც საშუალოდ ერთ მატჩში სამ ქულასა და სამ მოხსნას აგროვებს, ორწლიანი კონტრაქტი და რვა მილიონი დოლარი მიიღო. არ გამიკვირდება, თუ „ოკლაჰომა-სიტი“ პლეიოფში ვერ მოხვდება“, – დაწერა პალრმერმა თავისი ტვიტერის გვერდზე.

„ძალიან საინტერესოა მსგავსი აზრის მოსმენა იმ უტვინო ადამიანსიგან, რომელიც ESPN-იდან გაუშვეს“, – დაწერა თავის მხვრივ კევინ დურანტმა.

რასელ უესტბრუკმა კარიერაში მეათე „ტრიპლდაბლი“ შეასრულა (ვიდეო)

„ორლანდო მეჯიკთან“ ანგარიშით 104:97 მოგებულ მატჩში „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ლიდერმა რასელ უესტბრუკმა კარიერაში მეათე ტრიპლდაბლი გაიფორმა. დღევანდელ მატჩში რასელის მონაგარმა 25 ქულა, 14 ასისტი და 11 მოხსნა შეადგინა.

NBA-ს ოლსტარი: კევინ დურანტი

ვაგრძელებთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოლ სტარის მონაწილეთა სეზონის საუკეთესო ეპიზოდების ჩვენებას.

„ოკლაჰომამ“ „მაიამი“ დაამარცხა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „ოკლაჰომა-სიტი თანდერი“ გასვლაზე „მაიამი ჰიტს“ შეხვდა და ანგარიშით 94:86 დაამარცხა.

პირველ ნახევარში მოედანზე თანაბარი ბრძოლა იყო, რის შემდეგაც სტუმრებმა უპირატესობა მოიპოვეს, რაც ანგარიშზეც აისახა.

გამარჯვებულთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანები კევინ დურანტი და რასელ უესტბრუკი აღმოჩნდნენ, რომელთა მონაგარმაც 19 ქულა შეადგინა. „მაიამის“ რიგებიდან კი დუეინ უეიდი გამოირჩა – მან 18 ქულა დააგროვა.

„მაიამი ჰიტი“ – „ოკლაჰომა-სიტი თანდერი“ – 86:94 (27:24, 23:25, 17:23, 19:22)

„მაიამი ჰიტი“: უეიდი (18 ქ. 6 ა.), ბოში (16 ქ. 7 მ.), უაიტსაიდი (10 ქ.), გრეინჯერი (9 ქ.), დენგი (8 ქ.), ანდერსენი (7 ქ. 6 მ.), ჩალმერსი (6 ქ. 3 მ.), ნეინაიარი (5 ქ. 4 მ.), კოული (4 ქ. 4 მ.), უილიამსი (3 ქ.)
„ოკლაჰომა-სიტი თანდერი“: დურანტი (19 ქ. 8 ა. 8 მ. 4 ჩ.), უესტბრუკი (19 ქ. 10 მ. 6 ა. 4 ჩ.), ჯექსონი (16 ქ.), მოროუ (12 ქ.), ადამსი (10 ქ.), იბაკა (9 ქ.), რობერსონი (5 ქ.), უეიტერსი (3 ქ.), კოლისონი (1 ქ.)

უესტბრუკმა „გოლდენ სტეიტი“ მიწასთან გაასწორა (ვიდეო)

ანგარიშით 127:115 მოგებულ მატჩში „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რასელ უესტბრუკმა მიმდინარე სეზონში პირველი ტრიპლდაბლი გაიფორმა. ხსენებულ შეხვედრაში რასელის მონაგარმა 17 ქულა, 17 ასისტი და 15 მოხსნა შეადგინა.

დურანტი დაბრუნებასთან ახლოსაა

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ მთავარმა ვარსკვლავმა კევინ დურანტმა გუშინ სრულყოფილად ივარჯიშა.

„დურანტი ვარჯიშის დროს ძალიან აქტიური იყო. ახლა იგი თავს გაცილებით კარგად გრძნობს. ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება მომდევნო დღეებში და გადწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ“, – განაცხადა გუნდის თავკაცმა სკოტ ბრუკსმა.

სავარაუდოდ, 26 წლის ფორვარდი თავის გუნდს „ფინიქს სანსთან“ შეხვედრაში დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში კევინმა მხოლოდ ცხრა მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 22,4 ქულა, 5 მოხსნა და 3,6 გადაცემა შეადგინა.

ლებრონის გუნდის სასირცხვილო მარცხი, „სან-ანტონიოსა“ და „დალასის“ მოგებები

ღამით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული ჩემპიონატის მატჩები გაიმართა.

საინტერესო შედეგით დასრულდა კლივლენდში გამართული მატჩი, რომელშიც „კავალიერსმა“ „დეტროიტ პისტონსი“ მიიღო და მოულოდნელად 23 ქულით დამარცხდა.

„კლივლენდი“ – „დეტროიტი“ – 80:103 (28:17, 19:33, 14:27, 19:26)

„კლივლენდი“: ლაცი (20 ქ. 10 მ.), ტომპსონი (18 ქ. 11 მ.), ჯეიმსი (17 ქ. 10 მ. 7 ა. 7 დ.)
„დეტროიტი“: ჯენინგსი (25 ქ. 5 მ. 6 ა.), დრამონდი (16 ქ. 17 მ. 5 ბ.), მიკსი (14 ქ.), კალდუელ-პოუპი (13 ქ.), ჟერებკო (10 ქ. 7 მ.), მონტრო (10 ქ. 6 მ.), სინგლერი (7 ქ. 3 ჩ.)

სან-ანტონიოში „სპურსმა“ „ჰიუსტონ როკეტსი“ მიიღო და საინტერესო დაპირისპირებაში მეტოქეს 4 ქულით აჯობა. საუკეთესო პოპოვიჩის გუნდის რიგებიდან დენი გრინი იყო, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. „ჰიუსტონიდან“ 28 ქულითა და 5 ასისტით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა.

„სან-ანტონიო“ – „ჰიუსტონი“ – 110:106 (28:33, 28:22, 29:29, 25:22)

„სან-ანტონიო“: გრინი (24 ქ. 5 ჩ.), დანკანი (16 ქ. 8 მ. 3 ჩ.), ჯინობილი (15 ქ. 5 მ.), ჯოზეფი (14 ქ. 6 მ.), მილსი (8 ქ. 5 დ.), ბელინელი (8 ქ.), ბეინსი (8 ქ.), დიაო (8 ქ.)
„ჰიუსტონი“: ჰარდენი (28 ქ. 5 გ. 9 დ.), ბრიუერი (25 ქ.), ჰოვარდი (24 ქ. 17 მ.), მოტეიუნასი (11 ქ. 5 მ.), არიზა (7 ქ. 3 ჩ.), სმიტი (5 ქ. 8 მ. 3 ჩ.)

საინტერესო შეხვედრა „დალასსა“ და „ოკლაჰომა-სიტის“ შორისაც გაიმართა, რომელიც „მავერიკსის“ 5-ქულიანი გამარჯვებით, 112:107 დასრულდა. არადა, ბოლო მეოთხედის წინ „თანდერი“ 7 ქულით უგებდა, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა გაანიავა.

საუკეთესო „დალასიდან“ 30 ქულითა და 5 მოხსნით დირკ ნოვიცკი იყო, ხოლო „ოკლაჰომადან“ 26 ქულითა და 10 მოხსნით სერჟ იბაკა გამოირჩა.

„დალასი“ – „ოკლაჰომა-სიტი“ – 112:107 (33:26, 31:32, 17:30, 31:19)

„დალასი“: ნოვიცკი (30 ქ. 5 მ.), პარსონსი (26 ქ. 5 მ.), ელისი (18 ქ. 5 ა.), რონდო (15 ქ. 6 მ. 7 ა.), ბარეა (9 ქ.), სმიტი (4 ქ. 8 მ.)
„ოკლაჰომა“: იბაკა (26 ქ. 10 მ.), ჯექსონი (21 ქ. 6 დ.), უესტბრუკი (18 ქ. 9 მ. 9 ა. 5 ჩ.), ადამსი (11 ქ. 6 მ.), ჯონსი (10)

 

სხვა შედეგები:

„დენვერ ნაგეტსი“ 102-116 „ტორონტო რეპტორსი”
„პორტლენდ ტრეილბლეიზერსი“ 101-79 „ნიუ-იორკ ნიქსი“
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ 107-116 „ფინიქს სანსი“

უესტბრუკის ნოკაუტში ჩაგდებული „სან-ანტონიო“ (ვიდეო)

„სან-ანტონიო სპურსთან“ გუშინ მოგებულ შეხვედრაში „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ლიდერი რასელ უესტბრუკი განუმეორებელი იყო. ხსენებულ შეხვედრაში რასელმა 34 ქულა დააგროვა და „თანდერის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

დურანტი: „კალათბურთის თამაში არ შემიძლია“

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ლიდერმა კევინ დურანტმა თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ახლა სირბილი და საერთოდ კალათბურთის თამაში არ შემიძია. თამაშს ტრიბუნიდან იმიტომ არ ვუყურებ, რომ ასე მსურს. უბრალოდ, სხვაგვარად ახლა ვერაფერი გამოდის.

მიმდინარე სეზონში მატჩებს ჯანმრთელობასთან არსებული პრობლემების გამო ვტოვებ. ზუსტად ამ ტრავმის გამო „სან-ანტონიოსთან“ ვერ ვითამაშე“, – განაცხადა კეიდიმ.

მიმდინარე სეზონში 26 წლის ფორვარდმა მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 22,4 ქულა, 5 მოხსნა და 3,6 გადაცემა შეადგინა.

დურანტი „სან-ანტონიოსთან“ ვერ ითამაშებს

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ მთავარი ვარსკვლავი კევინ დურანტი „სან-ანტონიო სპურსთან“ დღევანდელ მატჩს გამოტოვებს. 26 წლის ფორვარდი მარჯვემა ფეხის ტრავმის შემდეგ მკურნალობას აგრძელებს.

მიმდინარე სეზონში დურანტულამ „თანდერის“ მაისურით მხოლოდ 9 მატჩ ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა კი 22,4 ქულა, 5 მოხსნა და 3,6 გადაცემა შეადგინა.

ასევე ტრტავმის გამო კევინა მიმდინარე სეზონის სტარტიც გამოტოვა.

კევინ დურანტმა კარიერაში 15 000 ქულას მიაღწია (ვიდეო)

დღეს, გამთენიისას, „საკრამენტო კინგსთან“ ანგარიშით 104:92 მოგებულ მატჩში, კევინ დურანტმა თავის კარიერაში მე-15000 ქულა დააგროვა.

ოკლაჰომა სიტიში წაგებულ მატჩში ფაჩულიამ 30 წუთი ითამაშა

„მილუოკი ბაქსის“ მარცხი ოკლაჰომა სიტიში. ზაზა ფაჩულიას გუნდმა დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ბობოქარ გუნდთან ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ვერას გახდა. მილუოკელებმა შეხვედრა 101:114 დათმეს.

2 კვირის წინ ოკლაჰომელებს არც კევინ დიურანტი ჰყავდათ და არც რასელ ვესტბრუკი. 2 ტრავმირებული სუპერვარსკვლავის გარეშე „სანდერი“ რიგითი გუნდი იყო, თუმცა მათი გამოჯანმრთელების შემდეგ ოკლაჰომელებმა ძველი მრისხანება დაიბრუნეს და „მილუოკისთან“ შინ მოგების შანსი ხელიდან არ გაუშვეს.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მილუოკელთაგან მასზე მეტი, ისიც 1 წუთით, მხოლოდ ბრენდონ ნაითმა ითამაშა. ზაზა მოედანზე 30 წუთს იმყოფებოდა, რა დროშიც 7 ქულა, 5 პასი და 1 მოხსნა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

მილუოკელთაგან საუკეთესო შედეგიანობა გიანის ანტეტოკოუმპომ გაოიჩინა, რომელმაც 26 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. 18 ქულა ჰქონდა ოჯეი მაიოს, ხოლო ჯაბარი პარკერმა პირად ანგარიშზე 15 ქულა ჩაიწერა. გამარჯვებულებს დიურანტმა 23 ქულით, 9 მოხსნითა და 7 პასით ულიდერა, ვესტბრუკმა კი ოკლაჰომელთათვის 28 ქულა და 7 პასი გაიღო.

11 მოგებითა და 12 მარცხით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს ინარაჩუნებენ. მორიგ მატჩს ფაჩულიას გუნდი 13 დეკემბერს, მილუოკიში „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ გამართავს.

GBF.GE