უესტბრუკი სეზონის სტარტს გამოტოვებს

გუშინ, „ოკლაჰომა სიტი თანდერის“ ლიდერს რასელ უესტბრუკს მარჯვენა ფეხის მუხლის ოპერაცია ჩაუტარდა.

ცნობილია, რომ ქირურგიული ჩარევის შემდეგ, რასელი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოახლოებული სეზონის პირველ 4-6 კვირას გამოტოვებს.

აღსანიშნავია, რომ თავის კარიერაში 24 წლის მოთამაშეს რეგულარული ჩემპიონატის არც ერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია.

გასულ სეზონში რასელმა 82 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 23,2 ქულა და 7,4 გადაცემა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

დურანტი: ”როუზმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო”

”ოკლაჰომა სიტი თანდერის” ფორვარდის კევინ დურანტის აზრით, ”ჩიკაგო ბულზის” უკანახაზელმა დერიკ როუზმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც 2012/2013 წლების სეზონის გამოტოვება გადაწყვიტა. გარდ აამისა, კევინმა აღნიშნა, რომ ამჟამად, დერიკი კარგ ფორმაში იმყოფება.

”ამ მომენტისთვის, როუზი კარგად გამოიყურება. დერიკმა მთლიანი სეზონი გამოტოვა, თუმცა მას ეს გამოადგა. საზოგადოება მას ამის გამო აკრიტიკებდა, მაგრამ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, – განუცხადა ”დურანტულამ” ESPN Chicago-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

უეიდმა და დურანტმა ”ტვიტერზე” იკამათეს

”მაიამი ჰიტისა” და ”ოკლაჰომა სიტი თანდერის” ვარსკლავებს დუეინ უეიდსა და კევინ დურანტს სოციალურ ქსელ ”ტვიტერზე” სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რისი მიზეზით ჟურნალ  Sports Illustrated-ის მიერ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ათი საუკეთესო მოთამაშის შედგენილი სია გახდა.

ყველაფერი კი CineSport-ის ვიდეო რგოლით დაიწყო, რომელშიც დურანტის ყოფილი თანაგუნდელი ჯეიმს ჰარდენი ვერ მოხვდა. ამასთან დაკავშირებით, დურანტმა უკმაყოფილება გამოთქვა და დაწერა, რომ ჰარდენი ათ საუკეთესო კალათბურთელს შორის უნდა იყოს და სწორედ უეიდის ადგილი დაიკავოს. თავის მხვრივ, ”დურანტულას” პოსტს დუეინი სწრაფად გამოეხმაურა და კევინს ისტორიის პატივისცემა სთხოვა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო: ”ყველაფერი მოედანზე უნდა დამიმტკიცო და არა ტვიტერზე”.

ალექსანდრე მატევოსოვი